საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროკურატურაში კადრების დიდი პრობლემაა!"
"პროკურატურაში კადრების დიდი პრობლემაა!"

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის მი­მართ პრო­კუ­რა­ტუ­რის არც ერთი შუ­ამ­დგომ­ლო­ბა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და ეს ბრა­ლის და­უ­სა­ბუ­თებ­ლო­ბით ახ­სნა. სა­არ­ჩევ­ნო და პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ კახა კა­ხიშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვიუ სწო­რედ ამ თე­მით და­ვი­წყეთ:

- ყვე­ლას­თვის ცხა­დია, რომ მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რია. ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ ნაც­მოძ­რა­ო­ბა გა­მო­ი­ყე­ნებ­და მის ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა ბერ­კეტს, რათა ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ მის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბის არც ერთი პირი არ და­ის­ჯე­ბა. ფაქ­ტია, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ნა­წილს ნაც­მოძ­რა­ო­ბა კვლა­ვაც ინარ­ჩუ­ნებს, თუმ­ცა და­ბე­ჯი­თე­ბით ცდი­ლობს, თავი და­იმ­კვიდ­როს, რო­გორც უბერ­კე­ტო ოპო­ზი­ცი­ამ. რე­ა­ლუ­რად კი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბერ­კე­ტე­ბი აქვს: ეს ვი­თომ თვით­მმარ­თვე­ლი სა­სა­მარ­თლო ბოლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის დაკ­ვე­თას ას­რუ­ლებ­და, ახლა კი უშუ­ა­ლოდ ნაც­მოძ­რა­ო­ბის დაკ­ვე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე გა­და­ვი­და.

- ბა­ტო­ნო კახა, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად მი­ლი­ო­ნი ლა­რის გი­რა­ოს მო­თხოვ­ნას ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი ჰქონ­და.

- მე­ეჭ­ვე­ბა, ასე იყოს. სა­ვა­რა­უ­დოდ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში დიდ­ხანს ფიქ­რობ­დნენ, რა სა­ხის აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა მო­ე­თხო­ვათ. მათ იცოდ­ნენ, რომ კუბ­ლაშ­ვი­ლის მიერ მარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო პა­ტიმ­რო­ბას არ შე­უ­ფარ­დებ­და. რო­გორც ჩანს, ამ მო­ტი­ვით თქვეს პა­ტიმ­რო­ბის მო­თხოვ­ნა­ზე უარი და გა­და­წყვი­ტეს, უპ­რე­ცე­დენ­ტო გი­რაო მო­ე­თხოვ­ათ. ფიქ­რობ­დნენ, რომ ამით ჩიხ­ში მოაქ­ცევ­დნენ სასა­მა­რთლო­საც და უგუ­ლა­ვა­საც: თუ უგუ­ლა­ვა­ გა­და­იხ­დი­და ერთ მი­ლი­ონს, ბუ­ნებ­რი­ვად გაჩ­ნდე­ბო­და კი­თხვა - სა­ი­დან ჰქონ­და ეს ფული? მე­ო­რე მხრივ, სა­სა­მარ­თლო ამ­ხელა თან­ხის მო­თხოვ­ნის შემ­დეგ ვე­ღარ შეძ­ლებ­და სა­სა­ცი­ლო გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას, თუმ­ცა, სა­სა­მარ­თლო გა­ცი­ლე­ბით შორს წა­ვი­და და, ფაქ­ტობ­რი­ვად, უგუ­ლა­ვა აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვა, თა­ნაც ამას იმით ასა­ბუ­თე­ბენ, რომ თურ­მე უგუ­ლა­ვა გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. არა­და, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ის ჯი­უ­ტად აცხა­დებ­და უარს ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მის­ვლა­ზე. მისი იძუ­ლე­ბით მიყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც კია მი­ღე­ბუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, უგუ­ლა­ვას არ უთა­ნამ­შრომ­ლია გა­მო­ძი­ე­ბას­თან. ვი­ცით, რომ მან დუ­მი­ლის უფ­ლე­ბით ისარ­გებ­ლა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­სა­მარ­თლომ და­ან­გრია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, იუ­რის­ტებ­მა კარ­გად ვი­ცით, წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის სტა­დი­ა­ზე ეს რას ნიშ­ნავს - ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა.

- ბევ­რს ლა­პა­რა­კო­ბენ ბრა­ლის და­სა­ბუ­თე­ბა­ზე... ეჭვს იწ­ვევს პრო­კუ­რორ­თა რო­გორც კვა­ლი­ფი­კა­ცია, ასე­ვე მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბაც...

- რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფერს სა­სა­მართ­ლო­საც ვერ დავა­ბ­რ­ალებთ, არის შემთ­ხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც პრ­­­­ოკუ­რა­ტუ­რა მო­უმ­ზა­დებ­ლად გა­დის პრო­ცეს­ზე. რე­ა­ლუ­რად ამ საქ­მეს არ ვიც­ნობ და კონ­კრე­ტუ­ლად ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, თუმ­ცა ის მუხ­ლე­ბი, რომ­ლი­თაც უგუ­ლა­ვას წა­რუდ­გი­ნეს ბრა­ლი, მი­ე­კუთ­ვნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­ულ­თა კა­ტე­გო­რი­ას. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ნამ­დვი­ლად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის დიდი პრობ­ლე­მაა, იქ დღე­საც ად­ეიშ­ვილ­ის პრო­კუ­რო­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ, რო­მ­ლ­ებიც წლებ­ის გან­მავ­ლობ­აში ერთი ად­­ამი­ა­ნის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე თი­თხნიდ­ნენ საქ­მე­ებს და ხალ­ხს ცი­ხე­ებ­ში­ უშ­ვებ­დნენ. ყვ­ელა­ფერს რომ თა­ვი და­ვა­ნებ­ოთ­, და­ახ­ლო­ე­ბით 18 000 გან­ცხა­დე­ბაა შე­სუ­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის კან­ცე­ლა­რი­ა­ში, რო­მელ­თა დიდი ნა­წი­ლიც ბოლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწო­რედ პრო­კუ­რა­ტუ­რის უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას ეხე­ბა. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა 200 ადა­მი­ა­ნის პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბა ცნო ისე, რომ არც ერთი პრო­კუ­რო­რი არ დას­ჯი­ლა, ანუ ის პრო­კუ­რო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კურ დაკ­ვე­თებს ას­რუ­ლებ­დნენ, ისევ მუ­შა­ო­ბენ. მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე რჩე­ბი­ან უშუ­ა­ლოდ ადე­იშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი. ასეთ ფონ­ზე ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი: ხომ არ ინარ­ჩუ­ნე­ბენ ისი­ნი კავ­ში­რებს ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და კვლა­ვაც ხომ არ ას­რუ­ლე­ბენ მათ და­ვა­ლე­ბებს, ანუ აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­ზე? მით უფრო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ამას წი­ნათ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ახ­მა­უ­რა ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ მის­ცა და­ვა­ლე­ბა ამ­ჟა­მად პარ­ლა­მენ­ტარ­მა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ თა­ვის ძველ ხელ­ქვე­ითს სა­მო­ქა­ლა­ქო რე­ესტრში და გა­ა­კე­თე­ბი­ნა პას­პორ­ტი. გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი კი ამ­ბობს, რომ რე­სურსცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არ აწ­ვდიდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რის გა­მოც პრობ­ლე­მე­ბი იქ­მნე­ბა. ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ის ხალ­ხი, ვინც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ადე­იშ­ვი­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, დიდი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­თაც ვერ და­იკ­ვეხ­ნის. პრობ­ლე­მაა ისიც, რომ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა საკ­მა­რი­სად მი­იჩ­ნია რამ­დე­ნი­მე "იდე­ის გე­ნე­რა­ტო­რი" პრო­კუ­რო­რის საქ­მი­ა­ნო­ბი­დან ჩა­მო­ცი­ლე­ბა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი სამ­სა­ხუ­რებ­ში და­ტო­ვა, რად­გან ისი­ნი მხო­ლოდ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ყო­ფი­ლან. ეს გან­ცხა­დე­ბა იუ­რის­ტის­გან, ცოტა არ იყოს, უც­ნა­უ­რია. თუ ადა­მი­ან­მა ჩა­ი­დი­ნა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი, დამ­კვე­თია თუ გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, ეს ბრა­ლის სიმ­ძი­მე­ზე აი­სა­ხე­ბა და სუ­ლაც არ გუ­ლის­ხმობს პა­სუ­ხის­გე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას

- ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით რა პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბი მი­ი­ღო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ?"

- უგუ­ლა­ვას შემ­თხვე­ვა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით სა­სა­მარ­თლომ ნაც­მოძ­რა­ო­ბის მხარ­დამ­ჭე­რებს გა­უგ­ზავ­ნა გზავ­ნი­ლი, რომ ჯერ კი­დევ ყვე­ლა­ფე­რი წი­ნაა და არაფ­რის შე­ე­შინ­დეთ, ანუ ძალა მათ მხა­რე­საა. "ნა­ცე­ბი", რომ­ლე­ბიც მერ­ყე­ობ­დნენ და ფიქ­რობ­დნენ, რომ ამ პარ­ტი­ის­თვის ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­და, დღეს ისევ გა­მო­ცო­ცხლდნენ და მო­ლო­დინ­ში არი­ან. მით უფრო, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ მე­რა­ბიშ­ვილ­მა მი­თუ­რი 19 აპ­რი­ლის აქ­ცია და­ა­ა­ნონ­სა. ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან ჭი­ა­ნურ­დე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი, რა­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი კვლა­ვაც ელის. რაც უფრო გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი, მით მე­ტად გაბ­რაზ­დე­ბა ხალ­ხი და ეს გაბ­რა­ზე­ბა გა­და­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სა­ზო­გა­დოდ, ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. დროა, ამა­ზე და­ფიქ­რდნენ მთავ­რო­ბა­ში. მეს­მის, რომ კომ­ფორ­ტუ­ლია კურ­სე­ლებ­თან და ნა­თე­სა­ვებ­თან მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად საქ­მე სხვაგ­ვარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ითხოვს.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- რო­გორც ჩემ­თვი­საა ცნო­ბი­ლი, მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში წამ­ყვან და მნიშ­ვნე­ლო­ვან პო­ზი­ცი­ებ­ზე კბი­ლაშ­ვილ­მა სწო­რედ თა­ვი­სი კურ­სე­ლე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­წი­ნა­უ­რა, რო­მელ­თა­ნაც ნა­თელ-მი­რო­ნი აკავ­ში­რებს. ეს ხალ­ხი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ობ­და ადე­იშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­შიც, სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­შინ, რო­დე­საც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ებ­რძოდ­ნენ და პრო­კუ­რა­ტუ­რამ არა­ერ­თი უკა­ნო­ნო ბრალ­დე­ბა მო­ამ­ზა­და, რას აკე­თებ­დნენ ეს კურ­სე­ლე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი?

- 19 აპ­რი­ლის აქ­ცია ახ­სე­ნეთ. რას შე­იძ­ლე­ბა ელო­დონ ამ აქ­ცი­ის­გან მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი?

- ნაც­მოძ­რა­ო­ბამ თით­ქოს აღი­არა არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბა და ოპო­ზი­ცია და­ირ­ქვა, თუმ­ცა არა­ერთ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ბერ­კეტს კვლა­ვაც ფლობს და მათ დათ­მო­ბას არ აპი­რებს. გარ­და ამი­სა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ უცხო­ე­თის­თვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნათ, რო­გორ დევ­ნი­ან ოპო­ზი­ცი­ას, რო­გორ აპა­ტიმ­რე­ბენ მის მხარ­დამ­ჭე­რებს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით. ფაქ­ტია, რომ ეს ძალა რე­ა­ლუ­რად გა­და­ვი­და დესტრუქ­ცი­ის რე­ჟიმ­ში. ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, შე­ხე­დეთ პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­წყა­ლე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას და მათ მიერ ჩა­დე­ნილ უმ­ძი­მეს და­ნა­შა­უ­ლებს. ეს მა­შინ, რო­დე­საც ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ა­კაშ­ვილს "ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბა" ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი და ცი­ხე­ებ­ში ხალ­ხს ვერ ტევ­დნენ. ამას­თა­ნა­ვე, პრე­ზი­დენ­ტი არ ამ­ბობს ოფი­ცი­ა­ლუ­რად უარს მთავ­რო­ბის უპი­რო­ბო და­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა­ზე, თა­ნაც ნაც­მოძ­რა­ო­ბის რიგი ლი­დე­რე­ბი დრო­დად­რო ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ ისი­ნი 4 წე­ლი­წადს ვერ და­იც­დი­ან და რომ მალე დაბ­რუნ­დე­ბი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ოღონდ არა არ­ჩევ­ნე­ბით და გა­დატ­რი­ა­ლე­ბით. მაშ რითი? - ისი­ნი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ პრე­ზი­დენ­ტი და­ი­თხოვს მთავ­რო­ბას, მა­ნამ­დე კი მო­ა­ხერ­ხე­ბენ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის ფო­ნის შექ­მნას, შე­სა­ბა­მი­სად, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გაზ­რდას. მაკ­ვირ­ვებს ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტის მოქ­მე­დე­ბა: რა­ტომ არ ჩქა­რო­ბენ დრო­უ­ლად მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას? ძა­ლი­ან ბევ­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვ­ლი­ლე­ბაა გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, ბევ­რი კა­ნო­ნი კი ძირ­ფეს­ვი­ა­ნად არის შე­საც­ვლე­ლი. ეს პრო­ცე­სი და­ი­წყო, მაგ­რამ სა­ჭი­რო ტემ­პით არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამა­სო­ბა­ში ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იზ­რდე­ბა.

ნა­თია დო­ლი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

"პროკურატურაში კადრების დიდი პრობლემაა!"

"პროკურატურაში კადრების დიდი პრობლემაა!"

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერის მიმართ პროკურატურის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ეს ბრალის დაუსაბუთებლობით ახსნა. საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელ კახა კახიშვილთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- ყველასთვის ცხადია, რომ მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ყველამ ვიცოდით, რომ ნაცმოძრაობა გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ეჩვენებინა, რომ მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თანამდებობის არც ერთი პირი არ დაისჯება. ფაქტია, რომ ძალაუფლების ნაწილს ნაცმოძრაობა კვლავაც ინარჩუნებს, თუმცა დაბეჯითებით ცდილობს, თავი დაიმკვიდროს, როგორც უბერკეტო ოპოზიციამ. რეალურად კი მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს: ეს ვითომ თვითმმართველი სასამართლო ბოლო ცხრა წლის განმავლობაში პროკურატურის დაკვეთას ასრულებდა, ახლა კი უშუალოდ ნაცმოძრაობის დაკვეთების შესრულებაზე გადავიდა.

- ბატონო კახა, ვარაუდობენ, რომ პროკურატურის მიერ აღმკვეთ ღონისძიებად მილიონი ლარის გირაოს მოთხოვნას ასევე პოლიტიკური ელფერი ჰქონდა.

- მეეჭვება, ასე იყოს. სავარაუდოდ, პროკურატურაში დიდხანს ფიქრობდნენ, რა სახის აღმკვეთი ღონისძიება მოეთხოვათ. მათ იცოდნენ, რომ კუბლაშვილის მიერ მართული სასამართლო პატიმრობას არ შეუფარდებდა. როგორც ჩანს, ამ მოტივით თქვეს პატიმრობის მოთხოვნაზე უარი და გადაწყვიტეს, უპრეცედენტო გირაო მოეთხოვ­ათ. ფიქრობდნენ, რომ ამით ჩიხში მოაქ­ცევდნენ სასა­მა­რთლოსაც და უგულავასაც: თუ უგულავა­ გადაიხდიდა ერთ მილიონს, ბუნებრივად გაჩ­ნდებოდა კითხვა - საიდან ჰქონდა ეს ფული? მეორე მხრივ, სასამართლო ამ­ხელა თანხის მოთხოვნის შემდეგ ვეღარ შეძლებდა სასაცილო გირაოს შეფარდებას, თუმცა, სასამართლო გაცილებით შორს წავიდა და, ფაქტობრივად, უგულავა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა, თანაც ამას იმით ასაბუთებენ, რომ თურმე უგულავა გამოძიებასთან თანამშრომლობს. არადა, რამდენიმე დღის წინ ის ჯიუტად აცხადებდა უარს ფინანსურ პოლიციასა და პროკურატურაში მისვლაზე. მისი იძულებით მიყვანის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილებაც კია მიღებული. ამასთანავე, უგულავას არ უთანამშრომლია გამოძიებასთან. ვიცით, რომ მან დუმილის უფლებით ისარგებლა. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ დაანგრია სისხლის სამართლის საქმე, იურისტებმა კარგად ვიცით, წინასწარი გამოძიების სტადიაზე ეს რას ნიშნავს - ბრალის დამტკიცება პროკურატურას ძალიან გაუჭირდება.

- ბევრს ლაპარაკობენ ბრალის დასაბუთებაზე... ეჭვს იწვევს პროკურორთა როგორც კვალიფიკაცია, ასევე მიუკერძოებლობაც...

- რა თქმა უნდა, ყველაფერს სასამართ­ლოსაც ვერ დავა­ბ­რ­ალებთ, არის შემთ­ხ­ვევები, როდესაც პრ­­­­ოკურატურა მოუმზა­დებლად გადის პროცესზე. რეალურად ამ საქმეს არ ვიცნობ და კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ის მუხლები, რომლითაც უგულავას წარუდგინეს ბრალი, მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. პროკურატურაში ნამდვილად კვალიფიციური კად­რების დიდი პრობლემაა, იქ დღესაც ად­ეიშვილ­ის პროკურორე­ბი მუშაობენ, რო­მ­ლ­ებიც წლებ­ის განმავლობ­აში ერთი ად­­ამიანის მოთხოვნის საფუძველზე თითხნიდნენ საქმეებს და ხალხს ციხეებში­ უშვებდნენ. ყვ­ელაფერს რომ თა­ვი დავანებ­ოთ­, დაახლოებით 18 000 განცხადებაა შესული მთავარი პროკურატურის კანცელარიაში, რომელთა დიდი ნაწილიც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში სწორედ პროკურატურის უკანონო საქმიანობას ეხება. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტმა 200 ადამიანის პოლიტპატიმრობა ცნო ისე, რომ არც ერთი პროკურორი არ დასჯილა, ანუ ის პროკურორები, რომლებიც პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებდნენ, ისევ მუშაობენ. მაღალ თანამდებობებზე რჩებიან უშუალოდ ადეიშვილთან დაახლოებული პირები. ასეთ ფონზე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი: ხომ არ ინარჩუნებენ ისინი კავშირებს ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და კვლავაც ხომ არ ასრულებენ მათ დავალებებს, ანუ აწვდიან ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმეებზე? მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ამას წინათ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გაახმაურა ინფორმაცია, თუ როგორ მისცა დავალება ამჟამად პარლამენტარმა გიორგი ვაშაძემ თავის ძველ ხელქვეითს სამოქალაქო რეესტრში და გააკეთებინა პასპორტი. განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი კი ამბობს, რომ რესურსცენტრის ხელმძღვანელები მიზანმიმართულად არ აწვდიდნენ ინფორმაციას, რის გამოც პრობლემები იქმნება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხალხი, ვინც 9 წლის განმავლობაში მუშაობდა ადეიშვილის პროკურატურაში, დიდი კვალიფიკაციითაც ვერ დაიკვეხნის. პრობლემაა ისიც, რომ მთავარმა პროკურორმა საკმარისად მიიჩნია რამდენიმე "იდეის გენერატორი" პროკურორის საქმიანობიდან ჩამოცილება, დანარჩენები კი სამსახურებში დატოვა, რადგან ისინი მხოლოდ შემსრულებლები ყოფილან. ეს განცხადება იურისტისგან, ცოტა არ იყოს, უცნაურია. თუ ადამიანმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, დამკვეთია თუ განმახორციელებელი, ეს ბრალის სიმძიმეზე აისახება და სულაც არ გულისხმობს პასუხისგებისგან გათავისუფლებას

- ამ გადაწყვეტილებით რა პოლიტიკური დივიდენდები მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ?"

- უგულავას შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს გაუგზავნა გზავნილი, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა და არაფრის შეეშინდეთ, ანუ ძალა მათ მხარესაა. "ნაცები", რომლებიც მერყეობდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამ პარტიისთვის ყველაფერი დასრულდა, დღეს ისევ გამოცოცხლდნენ და მოლოდინში არიან. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მერაბიშვილმა მითური 19 აპრილის აქცია დააანონსა. ამასთანავე, ძალიან ჭიანურდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილი კვლავაც ელის. რაც უფრო გაჭიანურდება ეს პროცესი, მით მეტად გაბრაზდება ხალხი და ეს გაბრაზება გადავა პროკურატურასა და საზოგადოდ, ახალ ხელისუფლებაზე. დროა, ამაზე დაფიქრდნენ მთავრობაში. მესმის, რომ კომფორტულია კურსელებთან და ნათესავებთან მუშაობა, მაგრამ რეალურად საქმე სხვაგვარ გადაწყვეტილებებს ითხოვს.

- რას გულისხმობთ?

- როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მთავარ პროკურატურაში წამყვან და მნიშვნელოვან პოზიციებზე კბილაშვილმა სწორედ თავისი კურსელები და ის ადამიანები დააწინაურა, რომელთანაც ნათელ-მირონი აკავშირებს. ეს ხალხი პროკურატურაში მუშაობდა ადეიშვილის პერიოდშიც, საინტერესოა, მაშინ, როდესაც "ქართულ ოცნებას" ებრძოდნენ და პროკურატურამ არაერთი უკანონო ბრალდება მოამზადა, რას აკეთებდნენ ეს კურსელები და ახლობლები?

- 19 აპრილის აქცია ახსენეთ. რას შეიძლება ელოდონ ამ აქციისგან მისი ორგანიზატორები?

- ნაცმოძრაობამ თითქოს აღი­არა არჩევნებში დამარცხება და ოპოზიცია დაირქვა, თუმცა არაერთ სახელისუფლებო ბერკეტს კვლავაც ფლობს და მათ დათმობას არ აპირებს. გარდა ამისა, ყველაფერი გააკეთეს, რომ უცხოეთისთვის ეჩვენებინათ, როგორ დევნიან ოპოზიციას, როგორ აპატიმრებენ მის მხარდამჭერებს პოლიტიკური ნიშნით. ფაქტია, რომ ეს ძალა რეალურად გადავიდა დესტრუქციის რეჟიმში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეხედეთ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრების რაოდენობას და მათ მიერ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებს. ეს მაშინ, როდესაც ცხრა წლის განმავლობაში სააკაშვილს "ნულოვანი ტოლერანტობა" ჰქონდა გამოცხადებული და ციხეებში ხალხს ვერ ტევდნენ. ამასთანავე, პრეზიდენტი არ ამბობს ოფიციალურად უარს მთავრობის უპირობო დათხოვნის უფლებაზე, თანაც ნაცმოძრაობის რიგი ლიდერები დროდადრო ლაპარაკობენ, რომ ისინი 4 წელიწადს ვერ დაიცდიან და რომ მალე დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ოღონდ არა არჩევნებით და გადატრიალებით. მაშ რითი? - ისინი იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი დაითხოვს მთავრობას, მანამდე კი მოახერხებენ დესტაბილიზაციის ფონის შექმნას, შესაბამისად, ახალი ხელისუფლებისადმი საზოგადოების უკმაყოფილების გაზრდას. მაკვირვებს ახალი პარლამენტის მოქმედება: რატომ არ ჩქარობენ დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას? ძალიან ბევრი საკანონმდებლო ცვ­ლილებაა განსახორციელებელი, ბევრი კანონი კი ძირფესვიანად არის შესაცვლელი. ეს პროცესი დაიწყო, მაგრამ საჭირო ტემპით არ მიმდინა­რეობს. ამასობაში ხალხის უკმაყოფილება იზრდება.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ