მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გაუჩინა გოგონა პეტრე ცისკარიშვილს
ვინ გაუჩინა გოგონა პეტრე ცისკარიშვილს

უკვე ერთი წე­ლია, რაც პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს, ანა სურ­მა­ვას გა­შორ­და. ათწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ეს მათი პირ­ვე­ლი გან­შო­რე­ბა არ გახ­ლავთ. ისი­ნი ხში­რად ცხოვ­რობ­დნენ ცალ-ცალ­კე. თუმ­ცა, რო­გორც წყვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პირი გვაც­ნო­ბებს, პეტ­რე ანას ამ­ჯე­რად სა­ბო­ლო­ოდ და­შორ­და და სა­ცხოვ­რებ­ლად ცალ­კე გა­და­ვი­და.

პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი და ანა სურ­მა­ვა 2002 წელს და­ქორ­წინ­დნენ. ანა პეტ­რეს თან ახ­ლდა კუს ტბის გზა­ზე, რო­დე­საც დე­პუ­ტა­ტი თან­მხლებ გო­გო­ნას­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე დღით პან­კის­ში გა­ი­ტა­ცეს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ უსი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტმა წყვი­ლი უფრო და­ა­ახ­ლო­ვა და მათი რო­მა­ნი მალე ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

თუმ­ცა იმა­საც ამ­ბო­ბენ, და­ო­ჯა­ხე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა­ზე სიმ­პა­თი­ურ პარ­ლა­მენ­ტა­რად აღი­ა­რე­ბუ­ლი ცის­კა­რიშ­ვი­ლი აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებ­და ლა­მაზ­მა­ნებ­თან ერთ ან რამ­დე­ნი­მე­ღა­მი­ან რო­მა­ნებს.

რო­გორც თბი­ლი­სუ­რი ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, იმ პე­რი­ოდ­ში მის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლურ მე­გო­ბარ გო­გო­ნად თბი­ლი­სე­ლი ლა­მაზ­მა­ნი მა­რი­კა მე­რა­ბიშ­ვი­ლი რჩე­ბო­და. წყვი­ლი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­და სა­ზღვარ­გა­რეთ, ერ­თად სტუმ­რობ­დნენ თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში გა­სარ­თობ ად­გი­ლებს. რო­გორც მათი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, პეტ­რე და მა­რი­კა უკვე რვა წე­ლია მე­გობ­რო­ბენ, თუ­მცა, რო­გორც მე­უღ­ლეს, დე­პუ­ტა­ტი მა­რი­კა­საც ხში­რად შორ­დე­ბო­და და ურიგ­დე­ბო­და. მა­რი­კაც გარ­თო­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს მი­მარ­თავ­და და მე­გობ­რებ­თან ერ­თად "ტუსოვ­კე­ბის" აქ­ტი­უ­რი სტუ­მა­რი გახ­ლდათ. "აბა, სახ­ლში ხომ არ გა­მო­ი­კე­ტე­ბა, დრო გაჰ­ყავს", - ამ­ბობ­დნენ მისი ახ­ლობ­ლე­ბი, რო­დე­საც კარ­გა ხანი ის პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილ­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში აღარ ჩან­და.

გა­სულ გა­ზა­ფხულს მა­რი­კა ქა­ლაქ­ში "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ML-ის ცის­ფე­რი ჯი­პით გა­მოჩ­ნდა, რომ­ლის ფასი იმ დრო­ის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 25 ათა­სი ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რი იქ­ნე­ბო­და. მისი მე­გობ­რე­ბის მო­ნა­თხრო­ბის თა­ნახ­მად, მა­რი­კამ ეს სა­ჩუ­ქა­რი პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო. არ გა­სუ­ლა დიდი ხანი და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მა­რი­კა ფეხ­მძი­მე მო­ევ­ლი­ნა. ჭო­რი­კა­ნა თბი­ლი­სე­ლებს დიდი ხნის ფიქ­რი არ დას­ჭირ­ვე­ბი­ათ, უცებ გავ­რცელ­და ხმე­ბი, რომ მა­რი­კა ბავ­შვს პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლის­გან ელო­დე­ბო­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი ქვე­ყა­ნას პა­ტა­რა ალი­სა მო­ევ­ლი­ნა. რო­გორც ახ­ლობ­ლე­ბი იუ­წყე­ბი­ან, ბავ­შვი მა­მას ჰგავს. გო­გო­ნას ფო­ტო­ე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით მკაც­რა­დაა გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი, რად­გან პა­ტა­რა ალი­სა ჯერ არ მო­უ­ნათ­ლავთ.

ნათ­ლო­ბა მალე იგეგ­მე­ბა. რო­გორც სან­დო წყა­რო გვა­ტყო­ბი­ნებს, ალი­სას ერთ-ერთი ნათ­ლია ახალ­გაზ­რდა, უცო­ლო მი­ლი­ო­ნე­რი და სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო გენო მა­ლა­ზო­ნია იქ­ნე­ბა. მა­ლა­ზო­ნია ცის­კა­რიშ­ვი­ლის დიდი ხნის ახლო მე­გო­ბა­რია, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვი­ლის რჩე­ულ­მა და მისი გუნ­დის მმარ­თველ ხუ­თე­ულ­ში მყოფ­მა ცის­კა­რიშ­ვილ­მა 2010 წელს თა­ვი­სი მე­გო­ბა­რი და­ჭე­რის­გან ვერ იხ­სნა. რო­გორც მა­ლა­ზო­ნი­ას მე­გობ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, მას გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მას აი­ძუ­ლებ­დნენ. თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ გენო მა­ლა­ზო­ნი­ამ ცი­ხე­ში რამ­დე­ნი­მე თვე გა­ა­ტა­რა და რო­გორც ამ­ბო­ბენ, რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნის სა­ფა­სუ­რად გა­თა­ვი­სუფ­ლდა. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მა­ლა­ზო­ნია ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა მის­მა კი­დევ ერ­თმა გავ­ლე­ნი­ან­მა მე­გო­ბარ­მა გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძემ ინა­ხუ­ლა და რო­გორც მა­შინ იუ­წყე­ბოდ­ნენ, "იმედ­ში" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ო­ბაც შეს­თა­ვა­ზა.

გენო მა­ლა­ზო­ნია სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ენერ­ჯი ინ­ვეს­ტის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ. ცხოვ­რობს დე­დას­თან ერ­თად, რომ­ლის აზ­რსაც დღემ­დე ან­გა­რიშს უწევს და რო­გორც ამ­ბო­ბენ, ყო­ვე­ლი ახა­ლი რო­მა­ნის დროს რჩე­უ­ლის ფო­ტოს პირ­ველ რიგ­ში დე­დას აჩ­ვე­ნებ­და. თბი­ლი­სელ "სვეტსკი" გო­გო­ნებს კი, რო­გორც წესი, დედა იწუ­ნებ­და და იწუ­ნებ­და. ასე შე­მორ­ჩა მა­ლა­ზო­ნია დღემ­დე უცო­ლოდ. მის რო­მა­ნებ­ზე კი ბევ­რს ლა­პა­რა­კობ­დნენ. ბო­ლოს მას სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ზე თიკო სა­დუ­ნიშ­ვილ­თან ერ­თად ხე­დავ­დნენ. ცი­ხი­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი, უმან­ქა­ნოდ და კომ­ფორ­ტის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ამე­რი­კა­ში გა­და­სახ­ლდა, ამ­ჟა­მად კი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვა­კე­ში მარ­ტო ცხოვ­რობს.

პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი­სა და მა­რი­კა მე­რა­ბიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის მე­ო­რე ნათ­ლია, რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, მა­რი­კას მხრი­დან ანუ­კა ჟღენ­ტი იქ­ნე­ბა. ანუ­კა "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის" ერთ-ერთი წევ­რის, პი­კა­სოს, იმა­ვე ირაკ­ლი ნო­ზა­ძის მე­უღ­ლე იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თბი­ლი­სუ­რი ბო­მონ­დი მისი და გენო მა­ლა­ზო­ნი­ას რო­მან­ზეც ლა­პა­რა­კობ­და. ამ­ჯე­რად ისი­ნი ნათ­ლო­ბა­ში შეხ­ვდე­ბი­ან.

რო­დის მო­ნათ­ლა­ვენ პა­ტა­რა ალი­სას, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ცე­რე­მო­ნია აღარ გა­და­ი­დე­ბა, რად­გან პა­ტა­რა ალი­სას, ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გარ­და, ნათ­ლო­ბამ­დე არა­ვის აჩ­ვე­ნე­ბენ. მისი მო­ნა­ხუ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი კი, რა თქმა უნდა, დი­დია.

სხვა­თა შო­რის, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს 27 თე­ბერ­ვალს 39 წელი უს­რულ­დე­ბა. მას ანა სურ­მა­ვას­თან 11 წლის ვაჟი ნი­კო­ლოზ ცის­კა­რიშ­ვი­ლი ჰყავს.

ახლა კი ანა სურ­მა­ვას ერთ-ერთი მე­გობ­რის მო­ნა­ყოლ­ზე გა­და­ვი­ნაც­ვლოთ, რო­მელ­მაც გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ ამა­სო­ბა­ში ანას თურ­მე სუ­ლაც არ მო­უ­წყე­ნია. მას გა­სულ წელსვე გა­უ­ბია რო­მა­ნი თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ერთ-ერთ ახლო ძმა­კაც­თან და მას­ზე გა­თხო­ვე­ბა­საც აპი­რებ­და, თუმ­ცა არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ წყვი­ლი და­შო­რე­ბუ­ლა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, მათი რო­მა­ნის ამ­სახ­ვე­ლი პი­კან­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი კი, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, თა­ვად მა­რი­კა მე­რა­ბიშ­ვილს გა­და­უ­ღია ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში და ვის აჩ­ვე­ნა, ამას თა­ვა­დაც ად­ვი­ლად მიხ­ვდე­ბით.

თა­ვად მა­რი­კა, ალი­სას და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე, სა­ცხოვ­რებ­ლად ვა­კე­ში, მრგვალ ბაღ­თან ახა­ლა­შე­ნე­ბულ სახ­ლში გა­და­ვი­და. რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი მათ­თან პე­რი­ო­დუ­ლად მი­დის. რო­გორც ჩანს, ცის­კა­რიშ­ვი­ლი მარ­ტო ცხოვ­რე­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას მა­ინც ვერ ელე­ვა. მას ისევ ხში­რად ხე­და­ვენ სხვა­დას­ხვა გო­გო­ნას გა­რე­მოც­ვა­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე 140 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თის ბი­ნა­ში ცხოვ­რობს.

გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ვინ გაუჩინა გოგონა პეტრე ცისკარიშვილს

ვინ გაუჩინა გოგონა პეტრე ცისკარიშვილს

უკვე ერთი წელია, რაც პეტრე ცისკარიშვილი მეუღლეს, ანა სურმავას გაშორდა. ათწლიანი თანაცხოვრების პერიოდში ეს მათი პირველი განშორება არ გახლავთ. ისინი ხშირად ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. თუმცა, როგორც წყვილთან დაახლოებული პირი გვაცნობებს, პეტრე ანას ამჯერად საბოლოოდ დაშორდა და საცხოვრებლად ცალკე გადავიდა.

პეტრე ცისკარიშვილი და ანა სურმავა 2002 წელს დაქორწინდნენ. ანა პეტრეს თან ახლდა კუს ტბის გზაზე, როდესაც დეპუტატი თანმხლებ გოგონასთან ერთად რამდენიმე დღით პანკისში გაიტაცეს. როგორც ამბობენ, ამ უსიამოვნო ფაქტმა წყვილი უფრო დააახლოვა და მათი რომანი მალე ქორწინებით დასრულდა.

თუმცა იმასაც ამბობენ, დაოჯახების მიუხედავად, ყველაზე სიმპათიურ პარლამენტარად აღიარებული ცისკარიშვილი აქტიურად აგრძელებდა ლამაზმანებთან ერთ ან რამდენიმეღამიან რომანებს.

როგორც თბილისური ელიტის წარმომადგენლები ირწმუნებიან, იმ პერიოდში მის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მეგობარ გოგონად თბილისელი ლამაზმანი მარიკა მერაბიშვილი რჩებოდა. წყვილი ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ, ერთად სტუმრობდნენ თბილისსა და ბათუმში გასართობ ადგილებს. როგორც მათი მეგობრები ამბობენ, პეტრე და მარიკა უკვე რვა წელია მეგობრობენ, თუ­მცა, რო­გორც მე­უღლეს, დეპუტატი მარიკასაც ხშირად შორდებოდა და ურიგდებოდა. მარიკაც გართობის სხვა საშუალებებს მიმართავდა და მეგობრებთან ერთად "ტუსოვკების" აქტიური სტუმარი გახლდათ. "აბა, სახლში ხომ არ გამოიკეტება, დრო გაჰყავს", - ამბობდნენ მისი ახლობლები, როდესაც კარგა ხანი ის პეტრე ცისკარიშვილთან ერთად საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აღარ ჩანდა.

გასულ გაზაფხულს მარიკა ქალაქში "მერსედესის" მარკის ML-ის ცისფერი ჯიპით გამოჩნდა, რომლის ფასი იმ დროისთვის დაახლოებით 25 ათასი ამერიკული დოლარი იქნებოდა. მისი მეგობრების მონათხრობის თანახმად, მარიკამ ეს საჩუქარი პეტრე ცისკარიშვილისგან მიიღო. არ გასულა დიდი ხანი და ქართულ საზოგადოებას მარიკა ფეხმძიმე მოევლინა. ჭორიკანა თბილისელებს დიდი ხნის ფიქრი არ დასჭირვებიათ, უცებ გავრცელდა ხმები, რომ მარიკა ბავშვს პეტრე ცისკარიშვილისგან ელოდებოდა. რამდენიმე თვის წინ კი ქვეყანას პატარა ალისა მოევლინა. როგორც ახლობლები იუწყებიან, ბავშვი მამას ჰგავს. გოგონას ფოტოები ჯერჯერობით მკაცრადაა გასაიდუმლოებული, რადგან პატარა ალისა ჯერ არ მოუნათლავთ.

ნათლობა მალე იგეგმება. როგორც სანდო წყარო გვატყობინებს, ალისას ერთ-ერთი ნათლია ახალგაზრდა, უცოლო მილიონერი და სასურველი სასიძო გენო მალაზონია იქნება. მალაზონია ცისკარიშვილის დიდი ხნის ახლო მეგობარია, თუმცა სააკაშვილის რჩეულმა და მისი გუნდის მმართველ ხუთეულში მყოფმა ცისკარიშვილმა 2010 წელს თავისი მეგობარი დაჭერისგან ვერ იხსნა. როგორც მალაზონიას მეგობრები ამბობდნენ, მას გარკვეული პირების წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. თუმცა საბოლოოდ გენო მალაზონიამ ციხეში რამდენიმე თვე გაატარა და როგორც ამბობენ, რამდენიმე მილიონის საფასურად გათავისუფლდა. გათავისუფლებული მალაზონია ერთ-ერთმა პირველმა მისმა კიდევ ერთმა გავლენიანმა მეგობარმა გიორგი არველაძემ ინახულა და როგორც მაშინ იუწყებოდნენ, "იმედში" გენერალური დირექტორის მოადგილეობაც შესთავაზა.

გენო მალაზონია სააქციო საზოგადოება "ენერჯი ინვესტის" გენერალური დირექტორი გახლდათ. ცხოვრობს დედასთან ერთად, რომლის აზრსაც დღემდე ანგარიშს უწევს და როგორც ამბობენ, ყოველი ახალი რომანის დროს რჩეულის ფოტოს პირველ რიგში დედას აჩვენებდა. თბილისელ "სვეტსკი" გოგონებს კი, როგორც წესი, დედა იწუნებდა და იწუნებდა. ასე შემორჩა მალაზონია დღემდე უცოლოდ. მის რომანებზე კი ბევრს ლაპარაკობდნენ. ბოლოს მას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე თიკო სადუნიშვილთან ერთად ხედავდნენ. ციხიდან ახალი გამოსული, უმანქანოდ და კომფორტის გარეშე დარჩენილი ნინა წკრიალაშვილის ავტომობილით გადაადგილდებოდა. შემდეგ გარკვეული პერიოდი ამერიკაში გადასახლდა, ამჟამად კი, როგორც ამბობენ, ვაკეში მარტო ცხოვრობს.

პეტრე ცისკარიშვილისა და მარიკა მერაბიშვილის ქალიშვილის მეორე ნათლია, როგორც შევიტყვეთ, მარიკას მხრიდან ანუკა ჟღენტი იქნება. ანუკა "ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთი წევრის, პიკასოს, იმავე ირაკლი ნოზაძის მეუღლე იყო. მოგვიანებით თბილისური ბომონდი მისი და გენო მალაზონიას რომანზეც ლაპარაკობდა. ამჯერად ისინი ნათლობაში შეხვდებიან.

როდის მონათლავენ პატარა ალისას, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, ეს ცერემონია აღარ გადაიდება, რადგან პატარა ალისას, ძალიან ახლობელი ადამიანების გარდა, ნათლობამდე არავის აჩვენებენ. მისი მონახულების ინტერესი კი, რა თქმა უნდა, დიდია.

სხვათა შორის, პეტრე ცისკარიშვილს 27 თებერვალს 39 წელი უსრულდება. მას ანა სურმავასთან 11 წლის ვაჟი ნიკოლოზ ცისკარიშვილი ჰყავს.

ახლა კი ანა სურმავას ერთ-ერთი მეგობრის მონაყოლზე გადავინაც­ვლოთ, რომელმაც გაგვიმხილა, რომ ამასობაში ანას თურმე სულაც არ მოუწყენია. მას გასულ წელსვე გაუბია რომანი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ერთ-ერთ ახლო ძმაკაცთან და მასზე გათხოვებასაც აპირებდა, თუმცა არჩევნების შემდეგ წყვილი დაშორებულა. როგორც ამბობენ, მათი რომანის ამსახველი პიკანტური ფოტოები კი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად მარიკა მერაბიშვილს გადაუღია ერთ-ერთ ღამის კლუბში და ვის აჩვენა, ამას თავადაც ადვილად მიხვდებით.

თავად მარიკა, ალისას დაბადებისთანავე, საცხოვრებლად ვაკეში, მრგვალ ბაღთან ახალაშენებულ სახლში გადავიდა. როგორც მისი მეგობრები ამბობენ, პეტრე ცისკარიშვილი მათთან პერიოდულად მიდის. როგორც ჩანს, ცისკარიშვილი მარტო ცხოვრებასა და თავისუფლებას მაინც ვერ ელევა. მას ისევ ხშირად ხედავენ სხვადასხვა გოგონას გარემოცვაში, ოფიციალურად კი "ნაციონალების" წარმომადგენელი ყაზბეგის გამზირზე 140 კვადრატული მეტრი ფართის ბინაში ცხოვრობს.

გიორგი მაისურაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"