მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟან-ჟაკი - ვაკელების ფრანგი დამპურებელი
ჟან-ჟაკი - ვაკელების ფრანგი დამპურებელი

სხვა­დას­ხვა დროს ცხოვ­რობ­და და სწავ­ლობ­და შტუტ­გარ­დტში, ბერ­ლინ­სა და სტრას­ბურ­გში. ახლა კა­ხე­თის ერთ სო­ფელ­ში ცხოვ­რობს და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მის­დევს. ყო­ველ შა­ბათს თა­ვის მი­ნი­ბუსს სოფ­ლის ნო­ბა­თით დატ­ვირ­თავს და ვა­კე­ში, ერთი სახ­ლის ჭიშ­კარ­თან დგამს დახ­ლს, სა­დაც აწყობს ყველს, პურს, მუ­რა­ბას, თაფლს, თხილს, ბოსტნე­ულ­სა და მწვა­ნილს. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი კი ის არის, რომ გარე მო­ვაჭ­რე, რო­მელ­საც თით­ქმის მთე­ლი ვაკე იც­ნობს, ფრან­გია.

მის დახ­ლს ნა­შუ­ა­დღევს მი­ვა­დე­ქი. ცოტა ხანს შო­რი­დან ვუც­ქი­რე, მუშ­ტარს არ უჩი­ო­და. რამ­დე­ნი­მემ უსაყ­ვე­დუ­რა, ამ­დე­ნი ხანი რა­ტომ არ გა­მოჩ­ნდიო, რა­ზეც უპა­სუ­ხა, ახლა ყო­ველ შა­ბათს ვივ­ლიო.

დამ­ტვრე­უ­ლი ქარ­თუ­ლით ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ სი­ტყვე­ბის მა­რა­გი საკ­მა­რი­სი აქვს იმის­თვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­გა­გე­ბი­ნოს. ვიდ­რე ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რას და­ვი­წყებ­დით, მო­მი­ბო­დი­შა, ჯერ კლი­ენ­ტებს უნდა მო­ვემ­სა­ხუ­როო. დიდი ოს­ტა­ტო­ბით ჭრი­და პურს, ყველს, ქა­ღალ­დში კოხ­ტად ახ­ვევ­და და მხო­ლოდ შემ­დეგ აწყობ­და პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარკში.

ამა­სო­ბა­ში ელე­გან­ტუ­რად ჩაც­მუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი ჟან-ჟაკს მოჟღურ­ტუ­ლე ფრან­გუ­ლით ეკი­თხე­ბა: გე­თაყ­ვა, ეს პური სა­ფუვ­რით არის თუ უსა­ფუვ­რო­დო. უდ­რო­ჟოა, უდ­რო­ჟო, პა­სუ­ხობს ფრან­გი გარე მო­ვაჭ­რე კა­ხუ­რი აქ­ცენ­ტით. დახ­ლის თავ­ზე ფი­ცა­რი კი­დია, რო­მელ­საც ლა­თი­ნუ­რი ასო­ე­ბით აწე­რია: "მო­მავ­ლის მიწა". ეს იმ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხე­ლია, რო­მელ­შიც ჟან-ჟაკ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ფერ­მე­რია გა­წევ­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის დმა­ნის­ში მცხოვ­რე­ბი უცხო­ე­ლე­ბიც. ფრანგ მო­ვაჭ­რეს თბი­ლის­ში გა­სა­ყი­დად მათი ჭირ­ნა­ხუ­ლიც ჩა­მო­აქვს. ჟან-ჟაკს გერ­მა­ნე­ლი გო­გო­ნა ინკე ეხ­მა­რე­ბა.

ჟან-ჟაკ ჟა­კო­ბი: "ბავ­შვო­ბი­დან ალერ­გია მაქვს პურ­ზე და ამის გამო ვე­რას­დროს ვჭამ­დი. რამ­დე­ნი­მე წლის წინ შემ­თხვე­ვით მოვ­ხვდი სა­ქარ­თვე­ლო­ში და უძ­ვე­ლე­სი ქარ­თუ­ლი ხორ­ბლის ჯი­შის­გან გა­მომ­ცხვა­რი პური გავ­სინ­ჯე. 43 წლი­სამ აღ­მო­ვა­ჩი­ნე ხორ­ბა­ლი, რო­მელ­ზეც ალერ­გია არ მქონ­და. ბევ­რი არც მი­ფიქ­რია, საფ­რან­გე­თი­დან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის­თვის სა­ჭი­რო ხელ­სა­წყო­ე­ბი წა­მო­ვი­ღე და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­სახ­ლდი. 7 წე­ლია, რაც აქ ვარ და წას­ვლას არ ვა­პი­რებ.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ჟან-ჟაკი - ვაკელების ფრანგი დამპურებელი

ჟან-ჟაკი - ვაკელების ფრანგი დამპურებელი

სხვადასხვა დროს ცხოვრობდა და სწავლობდა შტუტგარდტში, ბერლინსა და სტრასბურგში. ახლა კახეთის ერთ სოფელში ცხოვრობს და სოფლის მეურნეობას მისდევს. ყოველ შაბათს თავის მინიბუსს სოფლის ნობათით დატვირთავს და ვაკეში, ერთი სახლის ჭიშკართან დგამს დახლს, სადაც აწყობს ყველს, პურს, მურაბას, თაფლს, თხილს, ბოსტნეულსა და მწვანილს. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ გარე მოვაჭრე, რომელსაც თითქმის მთელი ვაკე იცნობს, ფრანგია.

მის დახლს ნაშუადღევს მივადექი. ცოტა ხანს შორიდან ვუცქირე, მუშტარს არ უჩიოდა. რამდენიმემ უსაყვედურა, ამდენი ხანი რატომ არ გამოჩნდიო, რაზეც უპასუხა, ახლა ყოველ შაბათს ვივლიო.

დამტვრეული ქართულით ლაპარაკობს, მაგრამ სიტყვების მარაგი საკმარისი აქვს იმისთვის, რომ ყველაფერი გაგაგებინოს. ვიდრე ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, მომიბოდიშა, ჯერ კლიენტებს უნდა მოვემსახუროო. დიდი ოსტატობით ჭრიდა პურს, ყველს, ქაღალდში კოხტად ახვევდა და მხოლოდ შემდეგ აწყობდა პოლიეთილენის პარკში.

ამასობაში ელეგანტურად ჩაცმული ქალბატონი ჟან-ჟაკს მოჟღურტულე ფრანგულით ეკითხება: გეთაყვა, ეს პური საფუვრით არის თუ უსაფუვროდო. უდროჟოა, უდროჟო, პასუხობს ფრანგი გარე მოვაჭრე კახური აქცენტით. დახლის თავზე ფიცარი კიდია, რომელსაც ლათინური ასოებით აწერია: "მომავლის მიწა". ეს იმ ორგანიზაციის სახელია, რომელშიც ჟან-ჟაკთან ერთად რამდენიმე ფერმერია გაწევრებული, მათ შორის დმანისში მცხოვრები უცხოელებიც. ფრანგ მოვაჭრეს თბილისში გასაყიდად მათი ჭირნახულიც ჩამოაქვს. ჟან-ჟაკს გერმანელი გოგონა ინკე ეხმარება.

ჟან-ჟაკ ჟაკობი: "ბავშვობიდან ალერგია მაქვს პურზე და ამის გამო ვერასდროს ვჭამდი. რამდენიმე წლის წინ შემთხვევით მოვხვდი საქართველოში და უძველესი ქართული ხორბლის ჯიშისგან გამომცხვარი პური გავსინჯე. 43 წლისამ აღმოვაჩინე ხორბალი, რომელზეც ალერგია არ მქონდა. ბევრი არც მიფიქრია, საფრანგეთიდან სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ხელსაწყოები წამოვიღე და საქართველოში დავსახლდი. 7 წელია, რაც აქ ვარ და წასვლას არ ვაპირებ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"