პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსამართლობა გრძელდება, ანუ დაურეგულირებელი მარეგულირებლის ამბავი
უსამართლობა გრძელდება, ანუ დაურეგულირებელი მარეგულირებლის ამბავი

წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩი­სას მსა­ჯი არა­ო­ბი­ექ­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს იღებს, რის გა­მოც ერთ-ერთი გუნ­დი აგებს. აღ­შფო­თე­ბულ გულ­შე­მატ­კი­ვარს კი მსა­ჯი ეუბ­ნე­ბა - წე­სე­ბი წე­სე­ბია, მაგ­რამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს პი­რა­დი გე­მოვ­ნე­ბით ვი­ღე­ბო.

სწო­რედ ასე­თი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი გა­მიჩ­ნდა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე და შემ­დეგ ამ კო­მი­სი­ის გან­მარ­ტე­ბა მო­ვის­მი­ნე. თუმ­ცა ყვე­ლა­ფერს თან­მიმ­დევ­რუ­ლად მივ­ყვეთ.

პირ­ველ რიგ­ში, გე­ტყვით იმას, რომ FM 103,9 რა­დიო "პა­ლიტ­რის" ბრენ­დი­რე­ბუ­ლი სიხ­ში­რეა. მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ეს სიხ­ში­რე ასო­ცირ­დე­ბა რა­დიო "პა­ლიტ­რას­თან", მის რეკ­ლა­მი­რე­ბა­ში იხარ­ჯე­ბა სახ­სრე­ბი, რა­დი­ოს სტუ­დი­ის სა­ტე­ლე­ფო­ნო ნომ­რებ­შიც კი - 103,9 ფი­გუ­რი­რებს.

სა­ქარ­თვე­ლო სა­მა­უ­წყებ­ლო ზო­ნე­ბად არის და­ყო­ფი­ლი და თი­თო­ე­ულ­ში სიხ­ში­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სი უნდა მო­ი­გო. რა თქმა უნდა, რა­დი­ოს სურს, რომ ყვე­ლა ზო­ნა­ში იმ სიხ­ში­რე­ზე იმა­უ­წყებ­ლოს, რომ­ლი­თაც მსმე­ნე­ლი იც­ნობს.

შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც გუ­და­ურ­ში გა­მო­ცხად­და კონ­კურ­სი სიხ­ში­რე­ზე - FM 103,9, რა­დიო "პა­ლიტ­რამ" მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ კო­მი­სი­ა­ში სა­კონ­კურ­სო დო­კუ­მენ­ტა­ცია შე­ი­ტა­ნა.

25 თე­ბერ­ვალს შე­იკ­რი­ბა კო­მი­სი­ის სამი წევ­რი - კარ­ლო კვი­ტა­იშ­ვი­ლი, აკა­კი სი­ხა­რუ­ლი­ძე და ირაკ­ლი მო­სეშ­ვი­ლი. კვი­ტა­იშ­ვილ­მა და სი­ხა­რუ­ლი­ძემ (ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის - შე­ვარ­დნა­ძის დროს ჟურ­ნა­ლის­ტთა ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი იყო) რა­დიო "პა­ლიტ­რის­თვის" ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი სიხ­ში­რის მი­ნი­ჭე­ბას მხა­რი არ და­უ­ჭი­რეს. სა­ბო­ლო­ოდ, გუ­და­ურ­ში სიხ­ში­რე FM 103,9 რა­დიო "მა­ესტროს" მი­ე­ნი­ჭა.

სხვა­თა შო­რის, გუ­და­უ­რამ­დე მისი ბუ­ნებ­რი­ვი მდე­ბა­რე­ო­ბის გამო რა­დიო "პა­ლიტ­რის" მოს­მე­ნა შე­გიძ­ლი­ათ. კო­მი­სი­ის ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ კი, გა­მო­დის, რომ ორი სხვა­დას­ხვა რა­დი­ო­სიგ­ნა­ლი ერ­თმა­ნეთს აჯ­დე­ბა და ხელს შე­უშ­ლის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აზ­რით, ასეც იქ­ნე­ბა და ძა­ლი­ან ძნე­ლია ან­ტე­ნე­ბი ისე გა­ნა­ლა­გო, რომ ერ­თმა მე­ო­რეს ხელი არ შე­უ­შა­ლოს. მოკ­ლედ. იგი­ვეა, მე­ზო­ბელ­მა შენს აი­ვანს რა­ღაც რომ მი­ა­შე­ნოს და შემ­დეგ, მე­რი­ამ შე­ნი­ვე აი­ვან­ზე გას­ვლა რომ აგიკ­რძა­ლოს.

ჩვე­ნი "მა­ესტრო­ე­ლი" კო­ლე­გე­ბის საქ­ცი­ე­ლი თა­ვის­თა­ვად ალ­ბათ, სხვა სტა­ტი­ის თე­მაა.

თუმ­ცა მთა­ვა­რი ის არის, რის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო კო­მი­სი­ამ ასე­თი უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. რო­დე­საც კო­მი­სი­ის პრესმდი­ვან ხა­ტია ყუ­რაშ­ვილ­თან ვრე­კავ­დი ოფი­ა­ცი­ა­ლუ­რი გან­მარ­ტე­ბის­თვის, და­ახ­ლო­ე­ბით ვი­ცო­დი, რა არ­გუ­მენ­ტებ­საც და­ა­სა­ხე­ლებ­და.

კერ­ძოდ, ვი­ცო­დი, რომ კო­მი­სი­ის წევ­რებს თურ­მე "ეგო­ნათ", რომ რა­დიო "პა­ლიტ­რას" სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა კვი­რა­ში მხო­ლოდ ერთხელ ჰქონ­და. ისი­ნი იმ კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც რა­დი­ო­ებ­ზე სიხ­ში­რე­ებს გას­ცე­მენ. ეს იგი­ვეა, რომ ავ­ტო­ექ­სპერტს მა­გა­ლი­თად, "მერ­სე­დე­სი" ლი­მო­ნა­თი "ეგო­ნოს". რა­დიო "პა­ლიტ­რის" დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში ნათ­ლად არის აღ­ნიშ­ნუ­ლი, რომ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ერთხელ გა­დის ეთერ­ში. თუმ­ცა "ეგო­ნათ" და რას იზამ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზე­პი­რი მოს­მე­ნის დროს რა­დი­ოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ჩა­ა­ყე­ნეს ამის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში და აუხ­სნეს, რომ ყო­ველ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­დის, აი­ღეს და რა­დიო "პა­ლიტ­რის" სიხ­ში­რე 103.9 რა­ტომ­ღაც სხვას მის­ცეს.

კო­მი­სი­ა­ში ისიც გვი­თხრეს - რა­დიო "პა­ლიტ­რის" დო­კუ­მენ­ტა­ცი­ი­დან თურ­მე არ გა­მოსჭვი­ო­და, გუ­და­უ­რე­ლებს ექ­ნე­ბო­დათ თუ არა სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის მოს­მე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამ ლო­გი­კით, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში უნდა ჩა­წე­რი­ლი­ყო - "ჩვენ არ ჩა­ვახ­შობთ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბებს გუ­და­უ­რე­ლე­ბის­თვის". "პა­ლიტ­რა­ში" სიმ­ღე­რე­ბიც გა­დის და გა­მო­დის, რომ ასე­ვე უნდა აღ­ნიშ­ნუ­ლი­ყო - "გუ­და­უ­რე­ლე­ბის­თვის არ შევ­ცვლით რე­პერ­ტუ­არს".

სა­სა­ცი­ლოა, არა? თუმ­ცა ალ­ბათ, უფრო სა­ტი­რა­ლი, რად­გან საქ­მე ეხე­ბა მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის, რბი­ლად რომ ვთქვათ, უც­ნა­ურ გა­წყვე­ტი­ლე­ბას.

კი­დევ ერთი ტრა­გი­კო­მი­კუ­რი მო­მენ­ტი - თურ­მე კო­მი­სი­ას 2011 წელს ჩა­უ­ტა­რე­ბია კვლე­ვა რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით - ვის რო­გო­რი პროგ­რა­მა მოს­წონს. მარ­თლაც "მო­უ­ლოდ­ნე­ლი" პა­სუ­ხი მი­ი­ღეს - მრა­ვალ­ფე­როვ­ნი პროგ­რა­მა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა­დიო "პა­ლიტ­რას" მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და­უ­წუ­ნეს.

მაგ­რამ ეს არ არის მთა­ვა­რი ანეკ­დო­ტი - კვლე­ვებ­ზე და კონ­ცეფ­ცი­ებ­ზე სა­უბ­რის შემ­დეგ, კო­მი­სი­ის პრესმდი­ვან­მა გვი­თხრა - სა­ბო­ლო­ოდ, კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი პი­რა­დი გე­მოვ­ნე­ბი­თა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­სო. ჰოდა, მა­შინ გა­მახ­სენ­და ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თის მსა­ჯის ამ­ბა­ვი.

თუ პი­რად გე­მოვ­ნე­ბა­ზეა საქ­მე, მა­შინ რაღა სა­ჭი­როა კონ­ცეფ­ცი­ე­ბი, კვლე­ვე­ბი და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ე­ბის გან­ხილ­ვე­ბი. კო­მი­სი­ის წევ­რს შე­უძ­ლია პირ­და­პირ და­ა­მე­სი­ჯოს, რო­მე­ლი რა­დიო მოს­წონს. მა­გა­ლი­თად, თქვენს მონა-მორ­ჩილს არ მოს­წონს ერთ-ერთი რა­დიო და კო­მი­სი­ის წევ­რი რომ ვიყო, მან ვე­რა­სო­დეს ვერ­სად ვერ უნდა მი­ი­ღოს სიხ­ში­რე?

გე­მოვ­ნე­ბით და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­გიძ­ლია მი­ი­ღო მა­გა­ლი­თად, შო­უ­ბიზ­ნეს­ში. ვერ გა­ვი­გე, რა­ღას სხე­დან კო­მი­სი­ა­ში აკა­კი სი­ხა­რუ­ლი­ძე და კარ­ლო კვი­ტა­იშ­ვი­ლი, ად­გნენ და ჩა­ე­წე­რონ მო­დე­ბის ჩვე­ნე­ბის ჟი­უ­რი­ში და მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გე­მოვ­ნე­ბით. მაგ­რამ რას იზამ, დიდი ხელ­ფა­სი ოხე­რია.

ვერ ჩაჯ­და რა­დიო "პა­ლიტ­რა" ზოგ­ზო­გი­ერ­თის გე­მოვ­ნე­ბა­ში? აქ მხო­ლოდ კო­მი­სი­ას არ ვგუ­ლის­ხმობთ, პირ­ველ რიგ­ში იმათ, რო­მელ­თა ხელ­დას­მი­თაც კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი ათი ათა­სო­ბით ლა­რის ოდე­ნო­ბის ხელ­ფასს იღე­ბენ. მათ გე­მოვ­ნე­ბა­ში "პა­ლიტ­რა" დიდი ხა­ნია არ ზის, იმი­ტომ, რომ რო­გორც რა­დი­ოს სლო­გან­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი - "სი­მარ­თლე უმ­თავ­რე­სია".

რო­გორც ჩანს, ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­ტო­ნე­ბი ისევ ცდი­ლო­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის (ახლა უკვე ახ­ლის) კე­თილ­გან­წყო­ბა მო­ი­პო­ვონ და შე­სა­ბა­მი­სად, თბი­ლი ად­გი­ლე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ. ისე, ამას, ვინ-ვინ და აკა­კი სი­ხა­რუ­ლი­ძე კო­მუ­ნის­ტე­ბის, გამ­სა­ხურ­დი­ას, შე­ვარ­დნა­ძის და სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­საც წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებ­და...

გი­ორ­გი კვი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უსამართლობა გრძელდება, ანუ დაურეგულირებელი მარეგულირებლის ამბავი

უსამართლობა გრძელდება, ანუ დაურეგულირებელი მარეგულირებლის ამბავი

წარმოიდგინეთ, რომ საფეხბურთო მატჩისას მსაჯი არაობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებს, რის გამოც ერთ-ერთი გუნდი აგებს. აღშფოთებულ გულშემატკივარს კი მსაჯი ეუბნება - წესები წესებია, მაგრამ გადაწყვეტილებებს პირადი გემოვნებით ვიღებო.

სწორედ ასეთი ასოციაციები გამიჩნდა, როდესაც საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების შესახებ შევიტყვე და შემდეგ ამ კომისიის განმარტება მოვისმინე. თუმცა ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.

პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ FM 103,9 რადიო "პალიტრის" ბრენდირებული სიხშირეა. მოსახლეობისთვის ეს სიხშირე ასოცირდება რადიო "პალიტრასთან", მის რეკლამირებაში იხარჯება სახსრები, რადიოს სტუდიის სატელეფონო ნომრებშიც კი - 103,9 ფიგურირებს.

საქართველო სამაუწყებლო ზონებად არის დაყოფილი და თითოეულში სიხშირესთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსი უნდა მოიგო. რა თქმა უნდა, რადიოს სურს, რომ ყველა ზონაში იმ სიხშირეზე იმაუწყებლოს, რომლითაც მსმენელი იცნობს.

შესაბამისად, როდესაც გუდაურში გამოცხადდა კონკურსი სიხშირეზე - FM 103,9, რადიო "პალიტრამ" მარეგულირებელ კომისიაში საკონკურსო დოკუმენტაცია შეიტანა.

25 თებერვალს შეიკრიბა კომისიის სამი წევრი - კარლო კვიტაიშვილი, აკაკი სიხარულიძე და ირაკლი მოსეშვილი. კვიტაიშვილმა და სიხარულიძემ (ინფორმაციისთვის - შევარდნაძის დროს ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდენტი იყო) რადიო "პალიტრისთვის" ზემოხსენებული სიხშირის მინიჭებას მხარი არ დაუჭირეს. საბოლოოდ, გუდაურში სიხშირე FM 103,9 რადიო "მაესტროს" მიენიჭა.

სხვათა შორის, გუდაურამდე მისი ბუნებრივი მდებარეობის გამო რადიო "პალიტრის" მოსმენა შეგიძლიათ. კომისიის ზემოხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ კი, გამოდის, რომ ორი სხვადასხვა რადიოსიგნალი ერთმანეთს აჯდება და ხელს შეუშლის. ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტების აზრით, ასეც იქნება და ძალიან ძნელია ანტენები ისე განალაგო, რომ ერთმა მეორეს ხელი არ შეუშალოს. მოკლედ. იგივეა, მეზობელმა შენს აივანს რაღაც რომ მიაშენოს და შემდეგ, მერიამ შენივე აივანზე გასვლა რომ აგიკრძალოს.

ჩვენი "მაესტროელი" კოლეგების საქციელი თავისთავად ალბათ, სხვა სტატიის თემაა.

თუმცა მთავარი ის არის, რის საფუძველზე მიიღო კომისიამ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება. როდესაც კომისიის პრესმდივან ხატია ყურაშვილთან ვრეკავდი ოფიაციალური განმარტებისთვის, დაახლოებით ვიცოდი, რა არგუმენტებსაც დაასახელებდა.

კერძოდ, ვიცოდი, რომ კომისიის წევრებს თურმე "ეგონათ", რომ რადიო "პალიტრას" საინფორმაციო გამოშვება კვირაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა. ისინი იმ კომისიის წევრები არიან, რომლებიც რადიოებზე სიხშირეებს გასცემენ. ეს იგივეა, რომ ავტოექსპერტს მაგალითად, "მერსედესი" ლიმონათი "ეგონოს". რადიო "პალიტრის" დოკუმენტაციაში ნათლად არის აღნიშნული, რომ საინფორმაციო გამოშვება ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადის ეთერში. თუმცა "ეგონათ" და რას იზამ. მიუხედავად იმისა, რომ ზეპირი მოსმენის დროს რადიოს წარმომადგენლებმა კომისიის წევრები ჩააყენეს ამის შესახებ საქმის კურსში და აუხსნეს, რომ ყოველ ნახევარ საათში საინფორმაციო გადის, აიღეს და რადიო "პალიტრის" სიხშირე 103.9 რატომღაც სხვას მისცეს.

კომისიაში ისიც გვითხრეს - რადიო "პალიტრის" დოკუმენტაციიდან თურმე არ გამოსჭვიოდა, გუდაურელებს ექნებოდათ თუ არა საინფორმაციო გამოშვების მოსმენის საშუალება. ამ ლოგიკით, დოკუმენტაციაში უნდა ჩაწერილიყო - "ჩვენ არ ჩავახშობთ საინფორმაციო გამოშვებებს გუდაურელებისთვის". "პალიტრაში" სიმღერებიც გადის და გამოდის, რომ ასევე უნდა აღნიშნულიყო - "გუდაურელებისთვის არ შევცვლით რეპერტუარს".

სასაცილოა, არა? თუმცა ალბათ, უფრო სატირალი, რადგან საქმე ეხება მარეგულირებელი კომისიის, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ გაწყვეტილებას.

კიდევ ერთი ტრაგიკომიკური მომენტი - თურმე კომისიას 2011 წელს ჩაუტარებია კვლევა რეგიონების მიხედვით - ვის როგორი პროგრამა მოსწონს. მართლაც "მოულოდნელი" პასუხი მიიღეს - მრავალფეროვნი პროგრამა. წარმოიდგინეთ, რადიო "პალიტრას" მრავალფეროვნება დაუწუნეს.

მაგრამ ეს არ არის მთავარი ანეკდოტი - კვლევებზე და კონცეფციებზე საუბრის შემდეგ, კომისიის პრესმდივანმა გვითხრა - საბოლოოდ, კომისიის წევრები პირადი გემოვნებითა და შეხედულებებით იღებენ გადაწყვეტილებებსო. ჰოდა, მაშინ გამახსენდა ზემოხსენებული ფეხბურთის მსაჯის ამბავი.

თუ პირად გემოვნებაზეა საქმე, მაშინ რაღა საჭიროა კონცეფციები, კვლევები და დოკუმენტაციების განხილვები. კომისიის წევრს შეუძლია პირდაპირ დაამესიჯოს, რომელი რადიო მოსწონს. მაგალითად, თქვენს მონა-მორჩილს არ მოსწონს ერთ-ერთი რადიო და კომისიის წევრი რომ ვიყო, მან ვერასოდეს ვერსად ვერ უნდა მიიღოს სიხშირე?

გემოვნებით და შეხედულებებით გადაწყვეტილება შეგიძლია მიიღო მაგალითად, შოუბიზნესში. ვერ გავიგე, რაღას სხედან კომისიაში აკაკი სიხარულიძე და კარლო კვიტაიშვილი, ადგნენ და ჩაეწერონ მოდების ჩვენების ჟიურიში და მიიღონ გადაწყვეტილებები გემოვნებით. მაგრამ რას იზამ, დიდი ხელფასი ოხერია.

ვერ ჩაჯდა რადიო "პალიტრა" ზოგზოგიერთის გემოვნებაში? აქ მხოლოდ კომისიას არ ვგულისხმობთ, პირველ რიგში იმათ, რომელთა ხელდასმითაც კომისიის წევრები ათი ათასობით ლარის ოდენობის ხელფასს იღებენ. მათ გემოვნებაში "პალიტრა" დიდი ხანია არ ზის, იმიტომ, რომ როგორც რადიოს სლოგანშია აღნიშნული - "სიმართლე უმთავრესია".

როგორც ჩანს, ზემოთ აღნიშნული ბატონები ისევ ცდილობენ, ხელისუფლების (ახლა უკვე ახლის) კეთილგანწყობა მოიპოვონ და შესაბამისად, თბილი ადგილები შეინარჩუნონ. ისე, ამას, ვინ-ვინ და აკაკი სიხარულიძე კომუნისტების, გამსახურდიას, შევარდნაძის და სააკაშვილის დროსაც წარმატებით ახერხებდა...

გიორგი კვიტაშვილი

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები