მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინელები გასაყიდ ნიგოზში ქვას დებენ
ჩინელები გასაყიდ ნიგოზში ქვას დებენ

ჩი­ნე­თი ცნო­ბი­ლია სხვა­დას­ხვა ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა თუ საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის გა­ყალ­ბე­ბით. პრე­სა არა­ერ­თხელ წერ­და ჩი­ნეთ­ში წარ­მო­ე­ბულ ქათ­მის კვერ­ცხებ­ზე, რომ­ლებ­საც შიგ­ნით გული არ ჰქონ­და, თუმ­ცა ამ­ჯე­რად ჩი­ნე­ლი თაღ­ლი­თი მწარ­მო­ებ­ლე­ბი უფრო შორს წა­ვიდ­ნენ.

მათ გა­სა­ყი­დი კაკ­ლის გული ქვით ჩა­ა­ნაც­ვლეს. ინ­ტერ­ნეტ­ში ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფო­ტო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და.

ყალ­ბი ნი­გო­ზი ვინ­მე ლიმ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­მაც კა­კა­ლი ქუ­ჩის მო­ვაჭ­რის­გან ჰე­ნა­ნის პრო­ვინ­ცი­ა­ში შე­ი­ძი­ნა. რო­დე­საც შინ მი­ვი­და და კაკ­ლის დამ­ტვრე­ვა და­ი­წყო, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მათ­ში ნი­გო­ზის ნაც­ვლად ქსო­ვილ­ში გახ­ვე­უ­ლი კენ­ჭე­ბი ელა­გა. ქსო­ვი­ლი იმის­თვი­საა სა­ჭი­რო, რომ შიგ­თავ­სმა აწონ­ვის დროს არ იხ­მა­უ­როს და კლი­ენ­ტის ეჭვი არ გა­მო­იწ­ვი­ოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ლის შემ­თხვე­ვა პირ­ვე­ლი არაა. რო­გორც ჩანს, ამ ხერ­ხს ჩი­ნე­ლი მე­წარ­მე­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­გე­ბის მი­სა­ღე­ბად იყე­ნე­ბენ. ამას­თან, ისი­ნი კაკ­ლის გულს ცალ­კე ყი­დი­ან.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია odditycentral.com-ის მი­ხედ­ვით.

ჩინელები გასაყიდ ნიგოზში ქვას დებენ

ჩინელები გასაყიდ ნიგოზში ქვას დებენ

ჩინეთი ცნობილია სხვადასხვა ინოვაციებისა თუ საკვები პროდუქტის გაყალბებით. პრესა არაერთხელ წერდა ჩინეთში წარმოებულ ქათმის კვერცხებზე, რომლებსაც შიგნით გული არ ჰქონდა, თუმცა ამჯერად ჩინელი თაღლითი მწარმოებლები უფრო შორს წავიდნენ.

მათ გასაყიდი კაკლის გული ქვით ჩაანაცვლეს. ინტერნეტში ამის დამადასტურებელი ფოტოები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ყალბი ნიგოზი ვინმე ლიმ აღმოაჩინა, რომელმაც კაკალი ქუჩის მოვაჭრისგან ჰენანის პროვინციაში შეიძინა. როდესაც შინ მივიდა და კაკლის დამტვრევა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ მათში ნიგოზის ნაცვლად ქსოვილში გახვეული კენჭები ელაგა. ქსოვილი იმისთვისაა საჭირო, რომ შიგთავსმა აწონვის დროს არ იხმაუროს და კლიენტის ეჭვი არ გამოიწვიოს.

აღსანიშნავია, რომ ლის შემთხვევა პირველი არაა. როგორც ჩანს, ამ ხერხს ჩინელი მეწარმეები მაქსიმალური მოგების მისაღებად იყენებენ. ამასთან, ისინი კაკლის გულს ცალკე ყიდიან.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს