Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტოგრაფები
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტოგრაფები

ზოგ­ჯერ ქა­ღალ­დის ნაგ­ლე­ჯი, რო­მელ­ზეც რამ­დე­ნი­მე ასოა და­ტა­ნი­ლი, შე­უ­ფა­სე­ბე­ლი ხდე­ბა. გა­მო­ცე­მა Forbes-მა 10 ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ავ­ტოგ­რა­ფის რე­ი­ტინ­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

1. უი­ლი­ამ შექ­სპი­რი

ღი­რე­ბუ­ლე­ბა: 4.65 მლნ დო­ლა­რი.

უკვე მე­რამ­დე­ნე სა­უ­კუ­ნეა ის­ტო­რი­კო­სე­ბი, მეც­ნი­ე­რე­ბი და უბ­რა­ლო მკი­თხვე­ლე­ბი "შექ­სპი­რის კი­თხვა­ზე" პა­სუ­ხის გა­ცე­მას ცდი­ლო­ბენ. ცნო­ბი­ლი დრა­მა­ტურ­გის ბი­ოგ­რა­ფია ბუ­რუ­სი­თაა მო­ცუ­ლი. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­სპი­რის ავ­ტოგ­რა­ფის ნამ­დვი­ლო­ბა, კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ უნდა იდ­გეს, თუმ­ცა ეს ასე არაა. სულ მსოფ­ლი­ო­ში შექ­სპი­რის ხელ­მო­წე­რით 6 დო­კუ­მენ­ტი არ­სე­ბობს. სამ­წუ­ხა­როდ, მათ დღემ­დე სწავ­ლო­ბენ, ამი­ტომ აუქ­ცი­ონ­ზე მათ გა­მო­ჩე­ნას არა­ვინ ელო­დე­ბა.

2. ჯონ ლე­ნო­ნი

ღი­რე­ბუ­ლე­ბა 525 000 დო­ლა­რი.

1980 წელს ჯონ ლე­ნო­ნის მიერ ჩა­წე­რილ ალ­ბომს Double Fantasy დიდი კო­მერ­ცი­უ­ლი წამ­რა­ტე­ბა ელო­და. მისი გა­მოს­ვლი­დან სულ ცოტა ხან­ში მუ­სი­კო­სი მარკ ჩეპ­მენ­მა მოკ­ლა. გა­მო­ძი­ე­ბამ ერთ-ერთ სამ­ხი­ლად სწო­რედ Double Fantasy-ს ალ­ბო­მი გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მელ­ზეც მკვლე­ლის თხოვ­ნით ლე­ნონ­მა ავ­ტოგ­რა­ფი და­ტო­ვა. მალე დის­კი ლე­ნო­ნის შეძ­ლე­ბუ­ლი თაყ­ვა­ნის­ცემ­ლე­ბის ვაჭ­რო­ბის სა­გა­ნიც გახ­და.

3. ჯო დი­მა­ჯიო და მერ­ლინ მონ­რო

ღი­რე­ბუ­ლე­ბა: 191 200 დო­ლა­რი.

ჯო დი­მა­ჯი­ოს და მერ­ლინ მონ­როს ქორ­წი­ლი 1 წელ­ზე ნაკ­ლებ ხანს გაგ­რძელ­და და გან­ქორ­წი­ნე­ბამ მთე­ლი ამე­რი­კის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. წყვილ­მა ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბა 1960-იან წლებ­ში სცა­და. ამის დას­ტუ­რად ორი­ვემ ხელი მო­ა­წე­რა ბე­ის­ბო­ლის ბურთზე. ძვირ­ფა­სი არ­ტე­ფაქ­ტი 2006 წელს აუქ­ცი­ონ­ზე გა­ი­ყი­და. არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ბურ­თი, რო­მელ­ზეც ყო­ფილ­მა მე­უღ­ლე­ებ­მა მათი ხელ­მო­წე­რე­ბი და­ტო­ვეს, თუმ­ცა მას­ზე მერ­ლინ მონ­როს ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი - ნორ­მა ჯი­ნია და­ტა­ნი­ლი, რის გა­მოც ბურ­თის ფასი მხო­ლოდ 50 000 დო­ლარს შე­ად­გენს.

4. ალ­ბერტ ეინშტე­ი­ნი

ღი­რე­ბუ­ლე­ბა: 74 324 დო­ლა­რი.

ალ­ბერტ ეინშტე­ი­ნის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფოტო 1951 წელ­საა გა­და­ღე­ბუ­ლი. ფო­ტოგ­რაფ­მა არ­ტურ სას­მა მეც­ნი­ერს გა­ღი­მე­ბა სთხო­ვა, მან კი ენა გა­მო­ყო. ფო­ტოს და­ბეჭდ­ვის შემ­დეგ აინშტე­ინ­მა მას­ზე წარ­წე­რა და ხელ­მო­წე­რა და­ტო­ვა.

5. ჯიმი ჰენ­დრიქ­სი

ღი­რე­ბუ­ლე­ბა: 63 550 დო­ლა­რი.

სა­კო­ლექ­ციო ნივ­თებს შო­რის, ჯიმი ჰენ­დრიქ­სის კუთ­ვნი­ლი ნივ­თე­ბის დე­ფი­ცი­ტი ნამ­დვი­ლად არ არის. მათი ფასი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში 2000 დო­ლარს არ აღე­მა­ტე­ბა. თუმ­ცა გი­ტა­რისტ-ვირ­ტუ­ო­ზის ავ­ტოგ­რა­ფებს ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც კარ­გი ფასი აქვს.

6. ჯესი ჯე­იმ­სი

ღი­რე­ბუ­ლე­ბა 51 240 დო­ლა­რი.

XIX სა­უ­კუ­ნის ცნო­ბი­ლი დამ­ნა­შა­ვის - ჯესი ჯე­იმ­სის ფო­ტო­ე­ბი სამ­ხრეთ ამე­რი­კის ყვე­ლა ქა­ლა­ქის ყო­ველ კუ­თხე­ში იყო გა­მოკ­რუ­ლი. მისი დას­მე­ნის­თვის და ჩა­ბა­რე­ბის­თვის სო­ლი­დუ­რი ჯილ­დო იყო და­წე­სე­ბუ­ლი. ის­ტო­რი­კო­სებს მხო­ლოდ ერთი ფოტო შე­მორ­ჩათ, რო­მელ­ზეც ჯესი ჯე­იმსმა წარ­წე­რა თა­ვის ხე­ლით გა­ა­კე­თა. სწო­რედ ამი­ტომ, 2011 წელს ეს ავ­ტოგ­რა­ფი ძა­ლი­ან ძვი­რად გა­ი­ყი­და.

7. ჯონ კე­ნე­დი

ღი­რე­ბუ­ლე­ბა: 38 837 დო­ლა­რი.

1963 წელს ჯონ კე­ნე­დი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში და­ლასს ეწ­ვია. სას­ტუმ­რო­ში ყოფ­ნი­სას მას დამ­ლა­გე­ბე­ლი შეხ­ვდა და სთხო­ვა გა­ზეთ The Dallas Morning News-ზე ავ­ტოგ­რა­ფი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. კე­ნე­დიმ ხელი გა­მო­ცე­მა­ში და­ბეჭ­დილ მის ფო­ტო­ზე მო­ა­წე­რა. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დეგ ის მოკ­ლეს. ამ ფაქ­ტის გამო ჯონ კე­ნე­დის ავ­ტოგ­რა­ფი, რომ­ლის მფლო­ბე­ლი სას­ტუმ­როს უბ­რა­ლო დამ­ლა­გე­ბე­ლი იყო, უძ­ვირ­ფა­სეს დო­კუ­მენ­ტად იქცა.

8. ჯე­იმს დინი

ღი­რე­ბუ­ლე­ბა: 19 375 დო­ლა­რი.

კი­ნომ­ცოდ­ნე­ე­ბი დღემ­დე და­ვო­ბენ, რით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი მისი პო­პუ­ლა­რო­ბა: ნამ­დვი­ლი ნი­ჭით თუ იმით, რომ დინი ნა­ად­რე­ვად და ტრა­გი­კუ­ლად გარ­და­იც­ვა­ლა. მისი პი­როვ­ნე­ბა კულ­ტად იქცა. ჯე­იმსზე იღე­ბენ ფილ­მებს და წე­რენ წიგ­ნებს. სწო­რედ ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი, რაც მას ეკუთ­ვნო­და, საკ­მა­ოდ ძვი­რად ფა­სობს.

9. პრინ­ცე­სა დი­ა­ნა

ღი­რე­ბუ­ლე­ბა: 12 400 დო­ლა­რი.

იშ­ვი­ა­თად, რომ ქვეყ­ნის მმარ­თვე­ლი, პრე­ზი­დენ­ტი ან მო­ნარ­ქი იკ­ვეხ­ნი­დეს ხალ­ხის ისეთ სიყ­ვა­რულს, რო­გო­რიც ეს პრინ­ცე­სა დი­ა­ნას ხვდა. ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ღა­მო, რო­მელ­შიც პრინ­ცე­სა დი­ა­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ტრა­დი­ცი­უ­ლი ავ­ტოგ­რაფ-სე­სი­ით სრულ­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ავ­ტოგ­რაფ­თა სიმ­რავ­ლი­სა, პრინ­ცე­სა დი­ა­ნას ხელ­ნა­წე­რე­ბი დღემ­დე ძვი­რად ფა­სობს.

10. ნილ არმსტრონ­გი

ღი­რე­ბუ­ლე­ბა: 11 900 დო­ლა­რი.

ნილ არმსტრონ­გის გარ­დაც­ვა­ლე­ბა 2012 წელს ნამ­დვილ ტრა­გე­დი­ად იქცა. სა­მა­გი­ე­როდ ფა­სებ­მა მის კუთ­ვნილ ნივ­თებ­ზე მო­ი­მა­ტა. ავ­ტოგ­რა­ფებ­ზე მო­თხოვ­ნა ერთი-ორად გა­ი­ზარ­და და ხში­რად მსურ­ვე­ლებს ხელ­ში ყალ­ბი ხელ­ნა­წე­რე­ბი რჩე­ბო­დათ. სა­ბო­ლო­ოდ, ნილ არმსტრონ­გის ავ­ტოგ­რა­ფის ნამ­დვი­ლო­ბის დად­გე­ნას მთე­ლი წიგ­ნი მი­ე­ძღვნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Forbes-ის მი­ხედ­ვით.

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტოგრაფები

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ავტოგრაფები

ზოგჯერ ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზეც რამდენიმე ასოა დატანილი, შეუფასებელი ხდება. გამოცემა Forbes-მა 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტოგრაფის რეიტინგი გამოაქვეყნა.

1. უილიამ შექსპირი

ღირებულება: 4.65 მლნ დოლარი.

უკვე მერამდენე საუკუნეა ისტორიკოსები, მეცნიერები და უბრალო მკითხველები "შექსპირის კითხვაზე" პასუხის გაცემას ცდილობენ. ცნობილი დრამატურგის ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული.  ამასთან დაკავშირებით შექსპირის ავტოგრაფის ნამდვილობა, კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა იდგეს, თუმცა ეს ასე არაა. სულ მსოფლიოში შექსპირის ხელმოწერით 6 დოკუმენტი არსებობს. სამწუხაროდ, მათ დღემდე სწავლობენ, ამიტომ აუქციონზე მათ გამოჩენას არავინ ელოდება.

2. ჯონ ლენონი

ღირებულება 525 000 დოლარი.

1980 წელს ჯონ ლენონის მიერ ჩაწერილ ალბომს Double Fantasy დიდი კომერციული წამრატება ელოდა. მისი გამოსვლიდან სულ ცოტა ხანში მუსიკოსი მარკ ჩეპმენმა მოკლა. გამოძიებამ ერთ-ერთ სამხილად სწორედ Double Fantasy-ს ალბომი გამოიყენა, რომელზეც მკვლელის თხოვნით ლენონმა ავტოგრაფი დატოვა. მალე დისკი ლენონის შეძლებული თაყვანისცემლების ვაჭრობის საგანიც გახდა.

3. ჯო დიმაჯიო და მერლინ მონრო

ღირებულება: 191 200 დოლარი.

ჯო დიმაჯიოს და მერლინ მონროს ქორწილი 1 წელზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა და განქორწინებამ მთელი ამერიკის ყურადღება მიიპყრო. წყვილმა ყველაფრის თავიდან დაწყება 1960-იან წლებში სცადა. ამის დასტურად ორივემ ხელი მოაწერა ბეისბოლის ბურთზე. ძვირფასი არტეფაქტი 2006 წელს აუქციონზე გაიყიდა. არსებობს კიდევ ერთი ბურთი, რომელზეც ყოფილმა მეუღლეებმა მათი ხელმოწერები დატოვეს, თუმცა მასზე მერლინ მონროს ნამდვილი სახელი - ნორმა ჯინია დატანილი, რის გამოც ბურთის ფასი მხოლოდ 50 000 დოლარს შეადგენს.

4. ალბერტ ეინშტეინი

ღირებულება: 74 324 დოლარი.

ალბერტ ეინშტეინის ყველაზე ცნობილი ფოტო 1951 წელსაა გადაღებული. ფოტოგრაფმა არტურ სასმა მეცნიერს გაღიმება სთხოვა, მან კი ენა გამოყო. ფოტოს დაბეჭდვის შემდეგ აინშტეინმა მასზე წარწერა და ხელმოწერა დატოვა.

5. ჯიმი ჰენდრიქსი

ღირებულება: 63 550 დოლარი.

საკოლექციო ნივთებს შორის, ჯიმი ჰენდრიქსის კუთვნილი ნივთების დეფიციტი ნამდვილად არ არის. მათი ფასი ხშირ შემთხვევაში 2000 დოლარს არ აღემატება. თუმცა გიტარისტ-ვირტუოზის ავტოგრაფებს ჯერჯერობით მაინც კარგი ფასი აქვს.

6. ჯესი ჯეიმსი

ღირებულება 51 240 დოლარი.

XIX საუკუნის ცნობილი დამნაშავის - ჯესი ჯეიმსის ფოტოები სამხრეთ ამერიკის ყველა ქალაქის ყოველ კუთხეში იყო გამოკრული. მისი დასმენისთვის და ჩაბარებისთვის სოლიდური ჯილდო იყო დაწესებული. ისტორიკოსებს მხოლოდ ერთი ფოტო შემორჩათ, რომელზეც ჯესი ჯეიმსმა წარწერა თავის ხელით გააკეთა. სწორედ ამიტომ, 2011 წელს ეს ავტოგრაფი ძალიან ძვირად გაიყიდა.

7. ჯონ კენედი

ღირებულება: 38 837 დოლარი.

1963 წელს ჯონ კენედი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დალასს ეწვია. სასტუმროში ყოფნისას მას დამლაგებელი შეხვდა და სთხოვა გაზეთ The Dallas Morning News-ზე  ავტოგრაფი დაეტოვებინა. კენედიმ ხელი გამოცემაში დაბეჭდილ მის ფოტოზე მოაწერა. რამდენიმე საათის შემდეგ ის მოკლეს. ამ ფაქტის გამო ჯონ კენედის ავტოგრაფი, რომლის მფლობელი სასტუმროს უბრალო დამლაგებელი იყო, უძვირფასეს დოკუმენტად იქცა.

8. ჯეიმს დინი

ღირებულება: 19 375 დოლარი.

კინომცოდნეები დღემდე დავობენ, რით იყო გამოწვეული მისი პოპულარობა: ნამდვილი ნიჭით თუ იმით, რომ დინი ნაადრევად და ტრაგიკულად გარდაიცვალა. მისი პიროვნება კულტად იქცა. ჯეიმსზე იღებენ ფილმებს და წერენ წიგნებს. სწორედ ამიტომ ყველაფერი, რაც მას ეკუთვნოდა, საკმაოდ ძვირად ფასობს.

9. პრინცესა დიანა

ღირებულება: 12 400 დოლარი.

იშვიათად, რომ ქვეყნის მმართველი, პრეზიდენტი ან მონარქი იკვეხნიდეს  ხალხის ისეთ სიყვარულს, როგორიც ეს პრინცესა დიანას ხვდა. ყველა ოფიციალური თუ არაოფიციალური საღამო, რომელშიც პრინცესა დიანა მონაწილეობდა, ტრადიციული ავტოგრაფ-სესიით სრულდებოდა. მიუხედავად ავტოგრაფთა სიმრავლისა, პრინცესა დიანას ხელნაწერები დღემდე ძვირად ფასობს.

10. ნილ არმსტრონგი

ღირებულება: 11 900 დოლარი.

ნილ არმსტრონგის გარდაცვალება 2012 წელს ნამდვილ ტრაგედიად იქცა. სამაგიეროდ ფასებმა მის კუთვნილ ნივთებზე მოიმატა. ავტოგრაფებზე მოთხოვნა ერთი-ორად გაიზარდა და ხშირად მსურველებს ხელში ყალბი ხელნაწერები რჩებოდათ. საბოლოოდ, ნილ არმსტრონგის ავტოგრაფის ნამდვილობის დადგენას მთელი წიგნი მიეძღვნა.

მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს