Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერ-მინისტრის პაროდისტის გული თავისუფალია
პრემიერ-მინისტრის პაროდისტის გული თავისუფალია

ცოტა ხნის წინ "კო­მე­დი შოუმ" ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სკეტ­ჩი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, ნინო შუბ­ლა­ძის გა­და­ცე­მა "პო­ზი­ცია" იუ­მო­რის­ტულ ჭრილ­ში გა­და­იყ­ვა­ნა და ცალ­კე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის პა­რო­დი­ე­ბიც წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა, გა­და­ცე­მის წამ­ყვანს, ნინო შუბ­ლა­ძეს - თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი ასა­ხი­ე­რებ­და, ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილს - "კო­მე­დი ჯგუ­ფის" ახა­ლი მსა­ხი­ო­ბი თორ­ნი­კე მა­ჩი­ტი­ძე, ხოლო პრე­მი­ერ-მი­ნისტრს - ნიკა კა­კა­ბა­ძე. სწო­რედ ნიკა გახ­ლავთ დღეს ჩვე­ნი სტუ­მა­რი.

- ნიკა, პირ­ველ რიგ­ში, მი­ი­ღე ჩემი კომ­პლი­მენ­ტი, მშვე­ნივ­რად გა­მოგ­დის ივა­ნიშ­ვი­ლის პა­რო­დია, თუმ­ცა მე­გო­ნა, ვი­ზუ­ა­ლუ­რი ეფექ­ტი მეტი იქ­ნე­ბო­და. ეკ­რან­ზე მარ­თლაც ჰგავ­ხარ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, გცნო­ბენ ქუ­ჩა­ში უკვე?

- მა­ინ­ცდა­მა­ინც ვერ მცნო­ბენ. ეს ალ­ბათ ასა­კის ბრა­ლია. ჰგო­ნი­ათ, უფრო დიდი უნდა ვიყო. 22 წლის რომ ვარ, არა­ვის სჯე­რა. თან ვარ­ცხნი­ლო­ბა ისე­თი არ მაქვს, რო­გო­რიც პა­რო­დი­ის დროს. უკან თმას არ ვი­ვარ­ცხნი და არც სა­ღე­ბა­ვი მის­ვია ქუ­ჩა­ში.

- რო­გორ აღ­მო­ა­ჩი­ნე, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პა­რო­დია რომ შე­გეძ­ლო?

- მე არა, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა, მერე ნელ-ნელა დავ­ხვე­წე და რა­ღაც გა­მო­ვი­და.

- გვი­ამ­ბე შენ შე­სა­ხებ, რო­გორც ვიცი, ხო­ნი­დან ხარ...

- ხო­ნი­დან გახ­ლა­ვართ, სკო­ლა იქ და­ვამ­თავ­რე. მერე თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დი და იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ვთა­მა­შობ­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტის "კა­ვე­ენ­ში". მო­რიგ თა­მაშს, სა­დაც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პა­რო­დი­ას ვას­რუ­ლებ­დი, "კო­მე­დი შოუს" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ. თა­მა­ში­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ ეს ჯგუ­ფი ჩვე­ნით და­ინ­ტე­რეს­და. ასე მოვ­ხვდით მე და თორ­ნი­კე "კო­მე­დი შო­უ­ში".

- ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის პა­რო­დი­რე­ბამ შე­იძ­ლე­ბა, მსა­ხი­ო­ბის "ჩა­კეტ­ვა" გა­მო­იწ­ვი­ოს, სხვა პა­რო­დი­ებ­ზე თუ მუ­შა­ობ?

- ვერ და­გე­თან­ხმე­ბით. გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი მშვე­ნივ­რად აკე­თებ­და პრე­ზი­დენ­ტის, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი­სა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის პა­რო­დი­ებს. მეც ვმუ­შა­ობ სხვა პა­რო­დი­ებ­ზე, ქეც­ბა­ი­ას პა­რო­დი­ას ვა­კე­თებ, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის, მაგ­რამ ივა­ნიშ­ვი­ლი რა­ტომ­ღაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია (იცი­ნის).

- რო­გორ გრძნობ­დი თავს "შუბ­ლა­ძის სტუ­დი­ა­ში"?

- ცოტა ვღე­ლავ­დი, ეს პირ­ვე­ლი ხან­გრძლი­ვი სკეტ­ჩი იყო ჩემ­თვის და მარ­თა­ლი გი­თხრათ, ცო­ტას ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, მგო­ნი, რა­ღაც გა­მო­ვი­და.

- პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ამ­გვა­რი ჩაბ­ჟი­რე­ბა, ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სკეტჩში რომ ვნა­ხე, მე არ მახ­სენ­დე­ბა, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ხომ არ იყო თქვე­ნი მხრი­დან?

- რა თქმა უნდა, იუ­მო­რის­ტუ­ლი თე­მე­ბი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. არც პრე­მი­ე­რის მოს­ვე­ნე­ბა მახ­სენ­დე­ბა სა­წოლ­ში პირ­და­პირ სტუ­დი­ა­ში, მაგ­რამ ჩვენ თავს ამის უფ­ლე­ბა მი­ვე­ცით. ეს სცე­ნა­რის­ტე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა.

- რო­გორ მუ­შა­ობ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პა­რო­დი­ა­ზე?

- მის გა­მოს­ვლებს ვუ­ყუ­რებ. მთა­ვა­რი მა­ნე­რე­ბი, ჟეს­ტი­კუ­ლა­ცია და მი­მი­კე­ბია. ვი­ზა­ჟის­ტი ვარ­ცხნი­ლო­ბის გარ­და არა­ფერს ცვლის. ვი­მახ­სოვ­რებ მის ფრა­ზებს. 4 წელი პო­პუ­ლა­რო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი მაქვს (იცი­ნის) და მერე ვნა­ხოთ. ობა­მას პა­რო­დი­ა­ზე ვმუ­შა­ობ კი­დევ და რა­ღაც იქ­ნე­ბა (იცი­ნის).

- ოჯახ­ში რო­გორ უყუ­რე­ბენ შენს ამ საქ­მი­ა­ნო­ბას?

- იუ­მო­რით. დრო­ე­ბით გა­ტა­ცე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ. მე მომ­წონს ეს საქ­მე. პა­რა­ლე­ლუ­რად ვსწავ­ლობ იუ­რი­დი­ულ­ზე, ახლა მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში ვა­ბა­რებ. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ად­ვო­კა­ტი რომ გავ­ხდე­ბი, რამ­დე­ნი კლი­ენ­ტი მე­ყო­ლე­ბა. პრო­ცე­სებ­საც მო­ვი­გებ (იცი­ნის).

- ხონ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი ხარ?

- პა­ტა­რაა ხონი, იქ ყვე­ლა ყვე­ლას იც­ნობს. მეც მცნო­ბენ. ტე­ლე­ეკ­რან­ზე რომ მხე­და­ვენ, უხა­რი­ათ ალ­ბათ. შე­ფა­სე­ბა და­დე­ბი­თია თუ უარ­ყო­ფი­თი, ზუს­ტად არ ვიცი, ამ შა­ბათ-კვი­რას ჩავ­დი­ვარ სო­ფელ­ში და სი­ტუ­ა­ცი­ას ად­გილ­ზე გა­ვეც­ნო­ბი.

- ნიკა, თბი­ლის­ში ვის­თან ცხოვ­რობ?

- მე­გობ­რებ­თან, ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში.

- ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა...

- და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლი.

- თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა გო­გო­ნებ­მა იმა­ტეს ალ­ბათ...

- არა, ვერ ვი­ტყო­დი.

- რა­ტომ, "ფე­ის­ბუ­ქი" არ გაქვს?

- (იცი­ნის) მაქვს, მაგ­რამ, რა ვიცი, აქ­ტი­უ­რო­ბა არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

- ე.ი. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პა­რო­დის­ტის გული თა­ვი­სუ­ფა­ლია?

- კი, თა­ვი­სუ­ფა­ლია.

- რო­გო­რი გო­გო­ნე­ბი მოს­წონს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პა­რო­დისტს?

- არ მაქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სტე­რე­ო­ტი­პი. მთა­ვა­რი გა­რეგ­ნო­ბა არ არის, არც პრო­ფე­სია. კა­რა­ტის­ტი და მე­ხან­ძრე ნუ იქ­ნე­ბა. არც მთლად მსა­ხი­ო­ბი მი­ზი­დავს.

- აზი­ა­ტი ხარ, ეჭ­ვი­ა­ნი ქმა­რი იქ­ნე­ბი, რო­გორ ფიქ­რობ?

- ვინ­მე გყავს შერ­ჩე­უ­ლი ჩემ­თვის (იცი­ნის)? "შედი ქალო ბუტ­კა­ში" და "ნას­კი გამ­ხა­დე" არ ვე­ტყვი ცოლს. ამის თქმა არ უნდა მჭირ­დე­ბო­დეს. თვი­თონ უნდა ხვდე­ბო­დეს, რო­დის გამ­ხა­დოს "ნას­კი".

- პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ანეკ­დო­ტე­ბი­დან რო­მელს გა­მო­არ­ჩევ?

- "შედი ქალო ბუტ­კა­ში" უფრო ახ­ლო­ბე­ლია ჩემ­თვის.

- შენს პა­რო­დი­ა­ზე უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი თუ გსმე­ნია?

- კი, რო­გორ არა, ამ­ბო­ბენ რომ და­სახ­ვე­წია, ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დახ­ვე­წა მარ­თლაც სჭირ­დე­ბა. გვა­ცა­ლეთ ბა­ტო­ნო, ახა­ლია ჯერ. ნელ-ნელა და­ნა­პი­რებ­საც ავას­რუ­ლებთ და პა­რო­დი­ა­საც დავ­ხვე­წთ.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

აბა ჰეეეე
0

რატო პაროდიის გამო რიგი უნდა დაგდგომოდაააა? ....

რუბრიკის სხვა სიახლეები

პრემიერ-მინისტრის პაროდისტის გული თავისუფალია

პრემიერ-მინისტრის პაროდისტის გული თავისუფალია

ცოტა ხნის წინ "კომედი შოუმ" ახალი პოლიტიკური სკეტჩი შემოგვთავაზა, ნინო შუბლაძის გადაცემა "პოზიცია" იუმორისტულ ჭრილში გადაიყვანა და ცალკეული პოლიტიკოსების პაროდიებიც წარმოგვიდგინა, გადაცემის წამყვანს, ნინო შუბლაძეს - თამუნა ლეკვეიშვილი ასახიერებდა, ლევან ბერძენიშვილს - "კომედი ჯგუფის" ახალი მსახიობი თორნიკე მაჩიტიძე, ხოლო პრემიერ-მინისტრს - ნიკა კაკაბაძე. სწორედ ნიკა გახლავთ დღეს ჩვენი სტუმარი.

-  ნიკა, პირველ რიგში, მიიღე ჩემი კომპლიმენტი, მშვენივრად გამოგდის ივანიშვილის პაროდია, თუმცა მეგონა, ვიზუალური ეფექტი მეტი იქნებოდა. ეკრანზე მართლაც ჰგავხარ პრემიერ-მინისტრს, გცნობენ ქუჩაში უკვე?

-  მაინცდამაინც ვერ მცნობენ. ეს ალბათ ასაკის ბრალია. ჰგონიათ, უფრო დიდი უნდა ვიყო. 22 წლის რომ ვარ, არავის სჯერა. თან ვარცხნილობა ისეთი არ მაქვს, როგორიც პაროდიის დროს. უკან თმას არ ვივარცხნი და არც საღებავი მისვია ქუჩაში.

-  როგორ აღმოაჩინე, პრემიერ-მინისტრის პაროდია რომ შეგეძლო?

-  მე არა, ჩემმა მეგობარმა აღმოაჩინა, მერე ნელ-ნელა დავხვეწე და რაღაც გამოვიდა.

-  გვიამბე შენ შესახებ, როგორც ვიცი, ხონიდან ხარ...

-  ხონიდან გახლავართ, სკოლა იქ დავამთავრე. მერე თბილისში წამოვედი და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. ვთამაშობდი უნივერსიტეტის "კავეენში". მორიგ თამაშს, სადაც პრემიერ-მინისტრის პაროდიას ვასრულებდი, "კომედი შოუს" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. თამაშიდან რამდენიმე დღეში დამირეკეს და მითხრეს, რომ ეს ჯგუფი ჩვენით დაინტერესდა. ასე მოვხვდით მე და თორნიკე "კომედი შოუში".

-  ქვეყნის პირველი პირის პაროდირებამ შეიძლება, მსახიობის "ჩაკეტვა" გამოიწვიოს, სხვა პაროდიებზე თუ მუშაობ?

-  ვერ დაგეთანხმებით. გიორგი აფციაური მშვენივრად აკეთებდა პრეზიდენტის, ოქრუაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პაროდიებს. მეც ვმუშაობ სხვა პაროდიებზე, ქეცბაიას პაროდიას ვაკეთებ, გიორგი თარგამაძის, მაგრამ ივანიშვილი რატომღაც აქტუალურია (იცინის).

-  როგორ გრძნობდი თავს "შუბლაძის სტუდიაში"?

-  ცოტა ვღელავდი, ეს პირველი ხანგრძლივი სკეტჩი იყო ჩემთვის და მართალი გითხრათ, ცოტას ვნერვიულობდი, მგონი, რაღაც გამოვიდა.

-  პრემიერ-მინისტრის ამგვარი ჩაბჟირება, ზემოხსენებულ სკეტჩში რომ ვნახე, მე არ მახსენდება, გადამეტებული ხომ არ იყო თქვენი მხრიდან?

-  რა თქმა უნდა, იუმორისტული თემები ამის საშუალებას იძლევა. არც პრემიერის მოსვენება მახსენდება საწოლში პირდაპირ სტუდიაში, მაგრამ ჩვენ თავს ამის უფლება მივეცით. ეს სცენარისტების პრეროგატივაა.

-  როგორ მუშაობ პრემიერ-მინისტრის პაროდიაზე?

-  მის გამოსვლებს ვუყურებ. მთავარი მანერები, ჟესტიკულაცია და მიმიკებია. ვიზაჟისტი ვარცხნილობის გარდა არაფერს ცვლის. ვიმახსოვრებ მის ფრაზებს. 4 წელი პოპულარობა გარანტირებული მაქვს (იცინის) და მერე ვნახოთ. ობამას პაროდიაზე ვმუშაობ კიდევ და რაღაც იქნება (იცინის).

-  ოჯახში როგორ უყურებენ შენს ამ საქმიანობას?

-  იუმორით. დროებით გატაცებად მიიჩნევენ. მე მომწონს ეს საქმე. პარალელურად ვსწავლობ იურიდიულზე, ახლა მაგისტრატურაში ვაბარებ. წარმოიდგინეთ, ადვოკატი რომ გავხდები, რამდენი კლიენტი მეყოლება. პროცესებსაც მოვიგებ (იცინის).

-  ხონში პოპულარული ხარ?

-  პატარაა ხონი, იქ ყველა ყველას იცნობს. მეც მცნობენ. ტელეეკრანზე რომ მხედავენ, უხარიათ ალბათ. შეფასება დადებითია თუ უარყოფითი, ზუსტად არ ვიცი, ამ შაბათ-კვირას ჩავდივარ სოფელში და სიტუაციას ადგილზე გავეცნობი.

-  ნიკა, თბილისში ვისთან ცხოვრობ?

-  მეგობრებთან, ნაქირავებ ბინაში.

-  ოჯახური მდგომარეობა...

-  დასაოჯახებელი.

-  თაყვანისმცემელმა გოგონებმა იმატეს ალბათ...

-  არა, ვერ ვიტყოდი.

-  რატომ, "ფეისბუქი" არ გაქვს?

-  (იცინის) მაქვს, მაგრამ, რა ვიცი, აქტიურობა არ შეინიშნება.

-  ე.ი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პაროდისტის გული თავისუფალია?

-  კი, თავისუფალია.

-  როგორი გოგონები მოსწონს პრემიერ-მინისტრის პაროდისტს?

-  არ მაქვს ჩამოყალიბებული სტერეოტიპი. მთავარი გარეგნობა არ არის, არც პროფესია. კარატისტი და მეხანძრე ნუ იქნება. არც მთლად მსახიობი მიზიდავს.

-  აზიატი ხარ, ეჭვიანი ქმარი იქნები, როგორ ფიქრობ?

-  ვინმე გყავს შერჩეული ჩემთვის (იცინის)? "შედი ქალო ბუტკაში" და "ნასკი გამხადე" არ ვეტყვი ცოლს. ამის თქმა არ უნდა მჭირდებოდეს. თვითონ უნდა ხვდებოდეს, როდის გამხადოს "ნასკი".

-  პრემიერ-მინისტრის ანეკდოტებიდან რომელს გამოარჩევ?

-  "შედი ქალო ბუტკაში" უფრო ახლობელია ჩემთვის.

-  შენს პაროდიაზე უარყოფითი შეფასებები თუ გსმენია?

-  კი, როგორ არა, ამბობენ რომ დასახვეწია, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. დახვეწა მართლაც სჭირდება. გვაცალეთ ბატონო, ახალია ჯერ. ნელ-ნელა დანაპირებსაც ავასრულებთ და პაროდიასაც დავხვეწთ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)