ფოთში მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა. "მერსედესის" მარკის "ჯიპი" ერთ-ერთ ქუჩაზე ფეხით მოსიარულე ორ პირს დაეჯახა. შეჯახების შედეგად შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდა მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. მიმდინარეობს გამოძიება.