საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად არის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე
სად არის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი­ კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი რამ­დე­ნი­მე თვეა, სამ­სა­ხურ­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და თავი უცხო­ეთს შე­ა­ფა­რა. სკან­და­ლი, რო­მე­ლიც ჩი­ქო­ვა­ნის გარ­შე­მო ბოლო ხანს გავ­რცელ­და, უკავ­შირ­დე­ბო­და მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ი­სა და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" იუ­რის­ტე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბას, სა­დაც ჩი­ქო­ვა­ნი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს გა­რი­გე­ბას სთა­ვა­ზობ­და. ფა­რულ ჩა­ნა­წერს, რო­მე­ლიც 7 ნო­ემ­ბერს გავ­რცელ­და, მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მონ­ტა­ჟი უწო­და. ჩა­ნა­წე­რის გავ­რცე­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი ჩი­ქო­ვა­ნი და მისი მო­ად­გი­ლე სო­ფიო ბრი­ტან­ჩუ­კი სამ­სა­ხურ­ში აღა­რა­ვის უნა­ხავს, რის გა­მოც კო­მი­სია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვე­ღარ იღებს. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­თან და­კავ­ში­რე­ბას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ მას ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი აქვს.

ამის შემ­დეგ მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს ხა­ტია ყუ­რაშ­ვილს გა­ვე­სა­უბ­რეთ:

- ბა­ტონ­მა ირაკ­ლიმ 16 ნო­ემ­ბერს 2012 წლის კუთ­ვნი­ლი შვე­ბუ­ლე­ბა აიღო, 10 იან­ვარს კი - 2013 წლის. ასე რომ, მას სამ­თვი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბა ეკუთ­ვნო­და.

- არ გა­ვი­და კუთ­ვნი­ლი სამი თვე?

- კუთ­ვნი­ლი სამ­თვი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბის ვადა 15 თე­ბერ­ვალს ამო­ე­წუ­რა, მაგ­რამ ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით სამ­სა­ხურ­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა და არ ვიცი, სად არის.

P.S. შე­გახ­სე­ნებთ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის კუთ­ვნი­ლი ხელ­ფა­სი 17 ათა­სი ლა­რია. ამ სა­კი­თხზე ჩი­ქო­ვანს ნო­ემ­ბერ­შიც ვე­სა­უბ­რეთ, მა­შინ მან გა­ნა­ცხა­და, რომ ხელ­ფა­სი სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან არ ერი­ცხე­ბა და ვერ ხვდე­ბა, რა­ტომ გახ­და ეს გან­სჯის სა­გა­ნი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სად არის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე

სად არის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე

კომუნიკაციების მარეგულირებელი­ კო­მისიის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი რამდენიმე თვეა, სამსახურში აღარ გამოჩენილა. გავრცელებული ინფორმაციით, მან საქართველო დატოვა და თავი უცხოეთს შეაფარა. სკანდალი, რომელიც ჩიქოვანის გარშემო ბოლო ხანს გავრცელდა, უკავშირდებოდა მარეგულირებელი კომისიისა და "კავკასუს ონლაინის" იურისტების მოლაპარაკებას, სადაც ჩიქოვანი კომპანიის წარმომადგენლებს გარიგებას სთავაზობდა. ფარულ ჩანაწერს, რომელიც 7 ნოემბერს გავრცელდა, მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელმა მონტაჟი უწოდა. ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში კი ჩიქოვანი და მისი მოადგილე სოფიო ბრიტანჩუკი სამსახურში აღარავის უნახავს, რის გამოც კომისია გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს. "ყველა სიახლე" ირაკლი ჩიქოვანთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ მას ტელეფონი გათიშული აქვს.

ამის შემდეგ მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ხატია ყურაშვილს გავესაუბრეთ:

- ბატონმა ირაკლიმ 16 ნოემბერს 2012 წლის კუთვნილი შვებულება აიღო, 10 იანვარს კი - 2013 წლის. ასე რომ, მას სამთვიანი შვებულება ეკუთვნოდა.

- არ გავიდა კუთვნილი სამი თვე?

- კუთვნილი სამთვიანი შვებულების ვადა 15 თებერვალს ამოეწურა, მაგრამ ბატონი ირაკლი ჯერჯერობით სამსახურში არ გამოჩენილა და არ ვიცი, სად არის.

P.S. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ჩიქოვანის კუთვნილი ხელფასი 17 ათასი ლარია. ამ საკითხზე ჩიქოვანს ნოემბერშიც ვესაუბრეთ, მაშინ მან განაცხადა, რომ ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ერიცხება და ვერ ხვდება, რატომ გახდა ეს განსჯის საგანი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა