მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალაია, შესაძლოა, ციხიდან გამოუშვან
ახალაია, შესაძლოა, ციხიდან გამოუშვან

თავ­დაც­ვის და შსს-ს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია, შე­საძ­ლოა, თვის ბო­ლოს ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვან, ამის ალ­ბა­თო­ბა, მისი ად­ვო­კა­ტის და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის ნა­წი­ლის თქმით, ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ძი­ე­ბის პრო­ცე­სი ისევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რა დრო­საც ახა­ლა­ი­ას შე­იძ­ლე­ბა სხვა ბრალ­დე­ბაც და­უმ­ტკიც­დეს.

"რე­ზო­ნან­სი" შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, რამ­დე­ნად მა­ღა­ლია ახა­ლა­ი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შან­სი და რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა დარ­ჩეს ის სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.

ბაჩო ახა­ლა­ი­ას ად­ვო­კა­ტი მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი "რე­ზო­ნანსთან" სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ახა­ლა­ი­ას გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა სავ­სე­ბით რე­ა­ლუ­რია.

"საქ­მე­ში, სა­დაც გაგა მკურ­ნა­ლი­ძე ახა­ლა­ი­ას ხელს ადებ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რას რე­ა­ლუ­რად სამ­ხი­ლე­ბი აღარ აქვს, რად­გან მკურ­ნა­ლი­ძემ პრო­ცეს­ზე ჩვე­ნე­ბა შეც­ვა­ლა. ამი­ტომ ეს ახალ გა­რე­მო­ე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, რის გა­მოც გაჩ­ნდა შან­სი, რომ ახა­ლა­ი­ას აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­ეც­ვა­ლოს და გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

"ეს ერთ-ერთი მძი­მე ბრალ­დე­ბა იყო, რის გა­მოც ახა­ლა­ია სა­პა­ტიმ­რო­ში რჩე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ეპი­ზო­დებს, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ამ საქ­მე­ებ­ში ბრალ­დე­ბულ სხვა პი­რებს გი­რაო აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი და რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა ახა­ლა­ი­აც გი­რა­ო­თი გა­მო­უშ­ვან?

"მი­თუ­მე­ტეს, რომ მოწ­მე­ე­ბი და­კი­თხუ­ლე­ბი არი­ან და ზე­წო­ლას ვე­რა­ვის­ზე მო­ახ­დენს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობთ, რომ მისი გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი შან­სი გაჩ­ნდა, თუმ­ცა ეს სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც სა­სა­მარ­თლოს გა­და­სა­წყვე­ტია", - ამ­ბობს ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე თქმით, ახა­ლა­ია სა­პა­ტიმ­რო­ში შე­იძ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში დარ­ჩეს, თუ სა­სა­მარ­თლომ მკურ­ნა­ლი­ძის ჩვე­ნე­ბა ახალ გა­რე­მო­ე­ბად არ ჩათ­ვა­ლა.

"ამ შემ­თხვე­ვა­ში მო­სა­მარ­თლე მას სა­პა­ტიმ­რო­ში და­ტო­ვებს. მოწ­მე­ებ­ზე ზე­გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა და გა­მო­ძი­ე­ბის­თვის მი­მალ­ვა არის ორი ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვე­ლი, რის გა­მოც ადა­მი­ანს სა­პა­ტიმ­რო ღო­ნის­ძე­ბას უფარ­დე­ბენ, მეტი სა­ფუძ­ვე­ლი არც არ­სე­ბობს, რომ ადა­მი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რონ.

"იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მოწ­მე­ე­ბი და­კი­თხუ­ლე­ბი არი­ან, ახა­ლა­ია მათ­ზე ზე­გავ­ლე­ნას ვერ მო­ახ­დენს, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში კი, ჩვე­ნი არ­გუ­მენ­ტი ის არის, რომ ის გა­მო­ძი­ე­ბას არ მი­მალ­ვია და თა­ვად გა­მო­ცხად­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ამას­თა­ნა­ვე, არ არის იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ რამე ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნოს", - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი.

მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, დაც­ვის მხა­რემ ახა­ლა­ი­ას­თვის გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა 28 თე­ბერ­ვლის პრო­ცეს­ზეც მო­ი­თხო­ვოს.

"ჯერ­ჯე­რო­ბით სა­სა­მარ­თლო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის დაშ­ვე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავს, შემ­დეგ კი პრო­ცე­დუ­რუ­ლად აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხის შე­ფარ­დე­ბის გან­ხილ­ვას და­ი­წყებს. მა­შინ გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა მო­ვი­თხო­ვოთ. 28 თე­ბერ­ვალს მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა და, შე­საძ­ლოა, გი­რა­ოს სა­კი­თხიც ამ დღეს და­ვა­ყე­ნოთ", - ამ­ბობს ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლი.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე "რე­ზო­ნანსთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ არ­სე­ბობს ძა­ლი­ან დიდი შან­სი ახა­ლა­ია გი­რა­ო­თი ან თავ­დე­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ, რა­საც უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი რამ­დე­ნი­მე ნი­უ­ან­სით ხსნის.

"სა­პა­ტიმ­რო სას­ჯე­ლის შეც­ვლის თე­ო­რი­უ­ლი შან­სი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­შია, თუკი 28 თე­ბერ­ვალს დაც­ვის მხა­რე წარ­მო­ად­გენს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, მათ შო­რის ახალ გა­რე­მო­ე­ბას, რო­მე­ლიც სა­ფუძ­ვლად უნდა და­ე­დოს ახა­ლა­ი­ას­თვის პა­ტიმ­რო­ბის შეც­ვლის სა­მარ­თლებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

"ასე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს მოწ­მის მიერ ჩვე­ნე­ბა­ზე უა­რის თქმა, რო­მელ­საც ის წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მხარს უჭერ­და, ან სხვა რამე გა­რე­მო­ე­ბა.

"ჩვენ არ ვი­ცით, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ეს მოხ­დეს, თუმ­ცა თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ბრალ­დე­ბას მხარს უჭერს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ხოლო მო­სა­მარ­თლე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­სა­მარ­თლომ გა­ი­ზი­ა­როს დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, უარი თქვას პრო­კუ­რო­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ზე და ახა­ლა­ი­ას აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა გი­რა­ო­თი ან პი­რა­დი თავ­დე­ბო­ბით შე­უც­ვა­ლოს", - ამ­ბობს ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში პრო­კუ­რა­ტუ­რამ რე­ა­ლუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ ვერ წარ­მო­ად­გი­ნა.

"მას ბრა­ლი წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს ვაშ­ლის საჭ­რე­ლი და­ნით ვი­ღაც პი­რის­თვის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის და ერთ-ერთი პი­რის მძევ­ლად აყ­ვა­ნის გამო, სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ მოგ­ვის­მე­ნია.

"არა­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იყო მო­ლო­დი­ნი, რომ ცი­ხე­ებ­ში და­სად­გუ­რე­ბუ­ლი წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ათასე­უ­ლო­ბით შემ­თხვე­ვის მხი­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი მოწ­მე­ე­ბით და სამ­ხი­ლე­ბით მოხ­დე­ბო­და.

"აღიძ­ვრე­ბო­და საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის იმ მუხ­ლით, რო­მე­ლიც წა­მე­ბის გამო პი­რის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მაგ­რამ ჩვენ ასე­თი ფაქ­ტის წი­ნა­შე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ვერ დაგ­ვა­ყე­ნა და სა­სა­მარ­თლოს არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა ძვე­ლი ბრალ­დე­ბე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, ანუ ახა­ლა­ი­ას­თვის ახა­ლი მუხ­ლე­ბი არ წა­რუდ­გე­ნი­ათ. ამი­ტომ იმის შან­სი, რომ ახა­ლა­ი­ას აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა შე­უც­ვა­ლონ, არ­სე­ბობს და თა­ნაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით", - ამ­ბობს ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, შე­საძ­ლოა, მკურ­ნა­ლი­ძის გარ­და, ჩვე­ნე­ბე­ბი სხვა მოწ­მე­ებ­მაც შეც­ვა­ლონ.

"რამ­დე­ნა­დაც მე შე­ვი­ტყვე, არის იმის საფრ­თხე, რომ მკურ­ნა­ლი­ძის გარ­და სხვა მოწ­მე­ებ­მაც შეც­ვა­ლონ ჩვე­ნე­ბა და სა­სა­მარ­თლო ფაქ­ტის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნონ, ამით კი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პი­რის მი­მართ შერ­ჩე­უ­ლი აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის და­ყე­ნე­ბის თე­ო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ა­ჩი­ნონ.

"ამ­ჟა­მად ბრალ­დე­ბის მხრი­დან მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს, დაც­ვის მხა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა 28 თე­ბერ­ვალს მოხ­დე­ბა, ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გან­ხილ­ვას კი, გარ­კვე­უ­ლი შუ­ამ­დგომ­ლო­ბე­ბიც მოჰ­ყვე­ბა", - ამ­ბობს ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბით კი, ახა­ლა­ი­ას ორ ძი­რი­თად საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა­ზეც მას ბრა­ლი აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­დგე­ნა დას­რუ­ლე­ბუ­ლია, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში მის მი­მართ სხვა ბრალ­დე­ბე­ბიც გა­მო­იკ­ვე­თოს.

"ბრალ­დე­ბის მხა­რემ სა­სა­მარ­თლო­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უკვე წა­რად­გი­ნა და კონ­კრე­ტულ საქ­მე­ებ­ზე მას ბრა­ლი უკვე წა­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს, ერთი ეხე­ბა სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის საქ­მეს და მე­ო­რე - ცი­ხის ფაქ­ტებს.

"თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მი­მართ სხვა ბრალ­დე­ბე­ბიც იყოს, ანუ საქ­მე­ე­ბის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში სხვა ბრალ­დე­ბე­ბიც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვე­თოს. ეს თე­ო­რი­უ­ლად სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია, რად­გან პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 18 ათა­სი საქ­მეა შე­მო­სუ­ლი და აქე­დან რო­მე­ლი­მე­ში შე­იძ­ლე­ბა ახა­ლა­ი­ას ბრალ­დე­ბაც გა­მო­იკ­ვე­თოს.

"რაც შე­ე­ხე­ბა ახა­ლა­ი­ას გი­რა­ო­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ეს სა­სა­მარ­თლოს პრე­რო­გა­ტი­ვაა და არა პრო­კუ­რა­ტუ­რის, ამი­ტომ წი­ნას­წარ რა­მეს თქმა, რას გა­და­წყვეტს სა­სა­მარ­თლო, შე­უძ­ლე­ბე­ლია", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გიგი კა­ლან­და­ძეს, ბაჩო ახა­ლა­ი­ას და ზუ­რაბ შა­მა­თა­ვას ბრა­ლი ედე­ბათ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა­ში.

ამას­თან, ბაჩო ახა­ლა­ი­ას ბრა­ლად წა­მე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც ედე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი პი­რე­ბი კი, რომ­ლე­ბიც საქ­მე­ში არი­ან ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, ბრალ­დე­ბის ეპი­ზო­დებ­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ე­ბად პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მი­იჩ­ნე­ვი­ან.

მომ­დევ­ნო სა­სა­მარ­თლო სხდო­მა ახა­ლა­ი­ას, კა­ლან­და­ძის და შა­მა­თა­ვას, ასე­ვე მათ­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლი ხუთი პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ 28 თე­ბერ­ვლის­თვის და­ი­ნიშ­ნა.

თამ­თა კა­კა­უ­რი­ძე

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

ახალაია, შესაძლოა, ციხიდან გამოუშვან

ახალაია, შესაძლოა, ციხიდან გამოუშვან

თავდაცვის და შსს-ს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, შესაძლოა, თვის ბოლოს ციხიდან გამოუშვან, ამის ალბათობა, მისი ადვოკატის და უფლებადამცველების ნაწილის თქმით, ძალიან მაღალია. თუმცა, პროკურატურაში ამბობენ, რომ ძიების პროცესი ისევ მიმდინარეობს, რა დროსაც ახალაიას შეიძლება სხვა ბრალდებაც დაუმტკიცდეს.

"რეზონანსი" შეეცადა გაერკვია, რამდენად მაღალია ახალაიას გათავისუფლების შანსი და რა შემთხვევაში შეიძლება დარჩეს ის საპატიმრო დაწესებულებაში.

ბაჩო ახალაიას ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი "რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ახალაიას გირაოთი გათავისუფლება სავსებით რეალურია.

"საქმეში, სადაც გაგა მკურნალიძე ახალაიას ხელს ადებდა, პროკურატურას რეალურად სამხილები აღარ აქვს, რადგან მკურნალიძემ პროცესზე ჩვენება შეცვალა. ამიტომ ეს ახალ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს, რის გამოც გაჩნდა შანსი, რომ ახალაიას აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს და გირაოთი გაათავისუფლონ.

"ეს ერთ-ერთი მძიმე ბრალდება იყო, რის გამოც ახალაია საპატიმროში რჩებოდა. რაც შეეხება სხვა ეპიზოდებს, ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ საქმეებში ბრალდებულ სხვა პირებს გირაო აქვთ შეფარდებული და რატომ არ შეიძლება ახალაიაც გირაოთი გამოუშვან?

"მითუმეტეს, რომ მოწმეები დაკითხულები არიან და ზეწოლას ვერავისზე მოახდენს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მისი გირაოთი გათავისუფლების რეალური შანსი გაჩნდა, თუმცა ეს საბოლოოდ მაინც სასამართლოს გადასაწყვეტია", - ამბობს ველიჯანაშვილი.

მისივე თქმით, ახალაია საპატიმროში შეიძლება იმ შემთხვევაში დარჩეს, თუ სასამართლომ მკურნალიძის ჩვენება ახალ გარემოებად არ ჩათვალა.

"ამ შემთხვევაში მოსამართლე მას საპატიმროში დატოვებს. მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა და გამოძიებისთვის მიმალვა არის ორი ძირითადი საფუძველი, რის გამოც ადამიანს საპატიმრო ღონისძებას უფარდებენ, მეტი საფუძველი არც არსებობს, რომ ადამიანი დააპატიმრონ.

"იქიდან გამომდინარე, რომ მოწმეები დაკითხულები არიან, ახალაია მათზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, მეორე შემთხვევაში კი, ჩვენი არგუმენტი ის არის, რომ ის გამოძიებას არ მიმალვია და თავად გამოცხადდა პროკურატურაში, ამასთანავე, არ არის იმის საშიშროება, რომ რამე ახალი დანაშაული ჩაიდინოს", - ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, შესაძლოა, დაცვის მხარემ ახალაიასთვის გირაოს შეფარდება 28 თებერვლის პროცესზეც მოითხოვოს.

"ჯერჯერობით სასამართლო მტკიცებულებების დაშვების საკითხს განიხილავს, შემდეგ კი პროცედურულად აღმკვეთი ღონისძიების სახის შეფარდების განხილვას დაიწყებს. მაშინ გვექნება საშუალება, რომ გირაოს შეფარდება მოვითხოვოთ. 28 თებერვალს მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება და, შესაძლოა, გირაოს საკითხიც ამ დღეს დავაყენოთ", - ამბობს ველიჯანაშვილი.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე "რეზონანსთან საუბარში ამბობს, რომ არსებობს ძალიან დიდი შანსი ახალაია გირაოთი ან თავდებით გაათავისუფლონ, რასაც უფლებადამცველი რამდენიმე ნიუანსით ხსნის.

"საპატიმრო სასჯელის შეცვლის თეორიული შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი 28 თებერვალს დაცვის მხარე წარმოადგენს მტკიცებულებებს, მათ შორის ახალ გარემოებას, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ახალაიასთვის პატიმრობის შეცვლის სამართლებრივ შესაძლებლობას.

"ასეთი მტკიცებულება შეიძლება იყოს მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა, რომელსაც ის წინასწარი გამოძიების პროცესში მხარს უჭერდა, ან სხვა რამე გარემოება.

"ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეიძლება ეს მოხდეს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრალდებას მხარს უჭერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წარმომადგენელი, ხოლო მოსამართლე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენელია, ადვილი შესაძლებელია, სასამართლომ გაიზიაროს დაცვის მხარის შუამდგომლობა, უარი თქვას პროკურორის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე და ახალაიას აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი ან პირადი თავდებობით შეუცვალოს", - ამბობს ლორთქიფანიძე.

უფლებადამცველის თქმით, ძიების მიმდინარეობის პროცესში პროკურატურამ რეალური მტკიცებულებები ახალაიას წინააღმდეგ ვერ წარმოადგინა.

"მას ბრალი წაყენებული აქვს ვაშლის საჭრელი დანით ვიღაც პირისთვის განზრახ დაზიანების და ერთ-ერთი პირის მძევლად აყვანის გამო, სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე ინფორმაცია არ მოგვისმენია.

"არადა, საზოგადოებაში იყო მოლოდინი, რომ ციხეებში დასადგურებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ათასეულობით შემთხვევის მხილება კონკრეტული მოწმეებით და სამხილებით მოხდებოდა.

"აღიძვრებოდა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც წამების გამო პირის პასუხისგებაში მიცემას ითვალისწინებს. მაგრამ ჩვენ ასეთი ფაქტის წინაშე პროკურატურამ ვერ დაგვაყენა და სასამართლოს არსებითი განხილვა ძველი ბრალდებებით მიმდინარეობს, ანუ ახალაიასთვის ახალი მუხლები არ წარუდგენიათ. ამიტომ იმის შანსი, რომ ახალაიას აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალონ, არსებობს და თანაც საკმაოდ მაღალი ალბათობით", - ამბობს ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, შესაძლოა, მკურნალიძის გარდა, ჩვენებები სხვა მოწმეებმაც შეცვალონ.

"რამდენადაც მე შევიტყვე, არის იმის საფრთხე, რომ მკურნალიძის გარდა სხვა მოწმეებმაც შეცვალონ ჩვენება და სასამართლო ფაქტის წინაშე დააყენონ, ამით კი ახალი გარემოებების გათვალისწინებით, პირის მიმართ შერჩეული აღმკვეთი ღონისძიების დაყენების თეორიული შესაძლებლობა გააჩინონ.

"ამჟამად ბრალდების მხრიდან მტკიცებულებების წარდგენა მიმდინარეობს, დაცვის მხარის მტკიცებულებების წარდგენა 28 თებერვალს მოხდება, ამ მტკიცებულებების განხილვას კი, გარკვეული შუამდგომლობებიც მოჰყვება", - ამბობს ლორთქიფანიძე.

პროკურატურის განცხადებით კი, ახალაიას ორ ძირითად საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მას ბრალი აქვს წაყენებული, მტკიცებულებების წარდგენა დასრულებულია, თუმცა, შესაძლოა, ძიების პროცესში მის მიმართ სხვა ბრალდებებიც გამოიკვეთოს.

"ბრალდების მხარემ სასამართლოში მტკიცებულებები უკვე წარადგინა და კონკრეტულ საქმეებზე მას ბრალი უკვე წაყენებული აქვს, ერთი ეხება სამხედრო მოსამსახურეების საქმეს და მეორე - ციხის ფაქტებს.

"თუმცა, შესაძლებელია, ბაჩო ახალაიას მიმართ სხვა ბრალდებებიც იყოს, ანუ საქმეების ძიების პროცესში სხვა ბრალდებებიც შეიძლება გამოიკვეთოს. ეს თეორიულად სავსებით შესაძლებელია, რადგან პროკურატურაში 18 ათასი საქმეა შემოსული და აქედან რომელიმეში შეიძლება ახალაიას ბრალდებაც გამოიკვეთოს.

"რაც შეეხება ახალაიას გირაოთი გათავისუფლებას, ეს სასამართლოს პრეროგატივაა და არა პროკურატურის, ამიტომ წინასწარ რამეს თქმა, რას გადაწყვეტს სასამართლო, შეუძლებელია", - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, რომ გიგი კალანდაძეს, ბაჩო ახალაიას და ზურაბ შამათავას ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

ამასთან, ბაჩო ახალაიას ბრალად წამების ორგანიზებაში მონაწილეობაც ედება. დანარჩენი პირები კი, რომლებიც საქმეში არიან ბრალდებულები, ბრალდების ეპიზოდებში თანამონაწილეებად პროკურატურის მიერ მიიჩნევიან.

მომდევნო სასამართლო სხდომა ახალაიას, კალანდაძის და შამათავას, ასევე მათთან ერთად ბრალდებული ხუთი პირის წინააღმდეგ 28 თებერვლისთვის დაინიშნა.

თამთა კაკაურიძე

გაზეთი ”რეზონანსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ