მსახიობ მილა კუნისისთვის კარიერა ყველაზე პრიორიტეტული არ არის. ვარსკვლავი ოჯახის შექმნაზე და შვილებზე ოცნებობს. ამის შესახებ მილამ ჟურნალ Playboy-სთან ისაუბრა.
"გგონიათ, მსახიობობა ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია? ქალებისთვის ეს ასე არ არის. არჩევანის გაკეთება გიწევს სამსახიობო კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის. უცნაურია, რომ 29 წლის ასაკში სიბერეზე ვსაუბრობ, მაგრამ ვიცი - ცხოვრების ბოლომდე მსახიობი ვერ ვიქნები. ძალიან მინდა პროდიუსერი ვიყო, თუმცა ყველაზე მეტად ოჯახის შექმნა მსურს. მინდა, რომ კარგი დედა ვიყო", - განაცხადა მილამ.
ვარსკვლავმა ისიც აღნიშნა, რომ გათხოვებას უახლოეს მომავალში არ აპირებს, თუმცა შვილების გამო კარიერას დათმობდა.
მილა ახლა დემი მურის ყოფილ მეუღლეს, ეშტონ კატჩერს ხვდება.
მომზადებულია Playboy-ს მიხედვით.