მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შემოიხია ტრუსები "მისტერ ვალენტინზე"
ვინ შემოიხია ტრუსები "მისტერ ვალენტინზე"

13 თე­ბერ­ვალს "ქორ­თი­არდ მა­რი­ოტ­ში" დიდი აურ­ზა­უ­რი იყო. კონ­კურს "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის" ახალ­მა ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა კახი ხა­ბე­იშ­ვილ­მა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ჟი­უ­რის 13 კონ­კურ­სან­ტი წა­რუდ­გი­ნა.

კახი ხა­ბე­იშ­ვი­ლი:

- კონ­კურ­სის იდეა გია ჯა­ჯა­ნი­ძეს ეკუთ­ვნის. 2009 წლი­დან ამ კონ­კურსს ქალ­ბა­ტო­ნი ქეთი ნა­ჭყე­ბია ატა­რებ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო ქეთი გარ­და­იც­ვა­ლა და 2012 წელს კონ­კურ­სი აღარ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. შემ­დეგ და­მი­კავ­შირ­და გია ჯა­ჯა­ნი­ძე და კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზე­ბის უფ­ლე­ბა მომ­ცა. გა­ვა­კე­თე ლი­ცენ­ზია და წელს პირ­ვე­ლად ვა­ტა­რებ "მის­ტერ ვა­ლენ­ტინს".

- რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი?

- ყვე­ლა სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს გა­ვუგ­ზავ­ნე მოწ­ვე­ვა და ბევ­რმა თავი შე­ი­კა­ვა. სამ­წუ­ხა­როდ, ბიჭი მო­დე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში კომ­პლექ­სებ­თან ასო­ცირ­დე­ბა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე სა­ა­გენ­ტოს წარ­მო­მად­გენ­ლებს დღეს პო­დი­უმ­ზე მა­ინც ნა­ხავთ. პირ­ველ შე­სარ­ჩევ ტურ­ზე 70-მდე ბიჭი მო­ვი­და, აქე­დან ავარ­ჩი­ეთ 30. მე­ო­რე ტურ­ში შე­ვარ­ჩი­ეთ 13 კონ­კურ­სან­ტი. ასე რომ, გვყავს 13 კონ­კურ­სან­ტი, ჟი­უ­რის 13 წევ­რი, 13 სპონ­სო­რი და 13-ში ვმარ­თავთ კონ­კურსს.

ჟი­უ­რის წევ­რებს შო­რის იყ­ვნენ გია ჯა­ჯა­ნი­ძე, კრის­ტი ყიფ­ში­ძე, ეკა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, ნანა მელ­ქა­ძე, დალი ჩი­ტა­ლა­ძე, შო­თი­კო ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი.

სა­ღა­მოს წამ­ყვან­მა თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ თა­ვი­დან­ვე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, ეს არ არის მო­დე­ლე­ბის კონ­კურ­სი, ეს კაი ტი­პე­ბის კონ­კურ­სი­აო და ბი­ჭე­ბიც თა­ვა­წე­ულ­ნი ამა­ყად გა­მო­ვიდ­ნენ პო­დი­უმ­ზე. ფა­ვო­რი­ტე­ბი პირ­ვე­ლი­ვე გა­მოს­ვლა­ზე გა­მო­იკ­ვეთ­ნენ. მახო მა­ჭა­რაშ­ვი­ლი­სა და ბერ­დია თო­ფუ­რი­ას გა­მოს­ვლას ისე­თი სტვე­ნა-კი­ვი­ლი ახ­ლდა თან, ასე მე­გო­ნა, მთე­ლი დარ­ბა­ზი მათი მე­გობ­რე­ბით იყო სავ­სე.

გე­ნა­დი ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­მოს­ვლამ ფილ­მი "სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლას უნდა" და მისი გმი­რი ბურ­ნუ­თა გა­მახ­სე­ნა, სწო­რედ რომ "რა­დი­ო­ზე ჰქონ­და და­ყე­ნე­ბუ­ლი" თმა. ბურ­ნუ­თა უძა­ხე და, ისე­თი ჩა­ა­ტა­რა ჟი­უ­რის წინ, ყვე­ლა პირ­და­ღე­ბუ­ლი დარ­ჩა, სა­ცუ­რაო კოს­ტი­უმს ხელი მოჰ­კი­და და ტან­ზე შე­მო­ი­ხია. გა­დავ­რჩით, შიგ­ნით წი­თე­ლი გუ­ლე­ბი­ა­ნი თეთ­რი ტრუ­სე­ბი სცმია. კონ­კურსს შავ­კა­ნი­ა­ნი მო­ნა­წი­ლეც ჰყავ­და, ჟან კლო­დი, ოღონდ ვან დამი არა - აბო.

სა­პა­ტიო სტუმ­რებს შო­რის ლელა წურ­წუ­მი­ას დედა, ქეთი ორ­ჯო­ნი­კი­ძე, მარ­კუს მეტ­რე­ვე­ლი და ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლიც იყ­ვნენ. მუ­სი­კა­ლურ პა­უ­ზას ყო­ფი­ლი "ჯე­ოს­ტა­რე­ლე­ბი" ავ­სებ­დნენ. სა­ნამ ჟი­უ­რი "გა­ნა­ჩე­ნის" გა­მო­სა­ტა­ნად იყო გა­სუ­ლი, დარ­ბაზ­ში ხალ­ხი ჩურ­ჩუ­ლებ­და, ჩა­წყო­ბი­ლია ეს კონ­კურ­სი, მა­ჭა­რაშ­ვი­ლი გა­ი­მარ­ჯვებ­სო.

არ გა­მარ­თლდა ვა­რა­უ­დე­ბი, "მის­ტერ ვა­ლენ­ტი­ნის" ტი­ტუ­ლი ბერ­დია თო­ფუ­რი­ას ხვდა წი­ლად.

მოკ­ლედ, ამ ჯერ­ზეც გულ­და­წყვე­ტი­ლი დამ­ტო­ვეს. ჯერ კი­დევ "ელიტ მო­დელ ლუქ"-ზე ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი მახო მა­ჭა­რაშ­ვილს და იქაც მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და. არა­და, რა ბი­ჭია! არ ვიცი, არ ვიცი, უკვე მე­ო­რედ მა­წყე­ნი­ნა ჟი­უ­რიმ.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ვინ შემოიხია ტრუსები "მისტერ ვალენტინზე"

ვინ შემოიხია ტრუსები "მისტერ ვალენტინზე"

13 თებერვალს "ქორთიარდ მარიოტში" დიდი აურზაური იყო. კონკურს "მისტერ ვალენტინის" ახალმა ორგანიზატორმა კახი ხაბეიშვილმა დამსწრე საზოგადოებასა და ჟიურის 13 კონკურსანტი წარუდგინა.

კახი ხაბეიშვილი:

- კონკურსის იდეა გია ჯაჯანიძეს ეკუთვნის. 2009 წლიდან ამ კონკურსს ქალბატონი ქეთი ნაჭყებია ატარებდა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის პრობლემების გამო ქეთი გარდაიცვალა და 2012 წელს კონკურსი აღარ ჩატარებულა. შემდეგ დამიკავშირდა გია ჯაჯანიძე და კონკურსის ორგანიზების უფლება მომცა. გავაკეთე ლიცენზია და წელს პირველად ვატარებ "მისტერ ვალენტინს".

- როგორ შეარჩიეთ მონაწილეები?

- ყველა სამოდელო სააგენტოს გავუგზავნე მოწვევა და ბევრმა თავი შეიკავა. სამწუხაროდ, ბიჭი მოდელი საქართველოში კომპლექსებთან ასოცირდება, თუმცა რამდენიმე სააგენტოს წარმომადგენლებს დღეს პოდიუმზე მაინც ნახავთ. პირველ შესარჩევ ტურზე 70-მდე ბიჭი მოვიდა, აქედან ავარჩიეთ 30. მეორე ტურში შევარჩიეთ 13 კონკურსანტი. ასე რომ, გვყავს 13 კონკურსანტი, ჟიურის 13 წევრი, 13 სპონსორი და 13-ში ვმართავთ კონკურსს.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ გია ჯაჯანიძე, კრისტი ყიფშიძე, ეკა მგალობლიშვილი, ნანა მელქაძე, დალი ჩიტალაძე, შოთიკო ბოჭორიშვილი, დათუნა სულიკაშვილი.

საღამოს წამყვანმა თამუნა მუსერიძემ თავიდანვე ხაზგასმით აღნიშნა, ეს არ არის მოდელების კონკურსი, ეს კაი ტიპების კონკურსიაო და ბიჭებიც თავაწეულნი ამაყად გამოვიდნენ პოდიუმზე. ფავორიტები პირველივე გამოსვლაზე გამოიკვეთნენ. მახო მაჭარაშვილისა და ბერდია თოფურიას გამოსვლას ისეთი სტვენა-კივილი ახლდა თან, ასე მეგონა, მთელი დარბაზი მათი მეგობრებით იყო სავსე.

გენადი ჟორჟოლიანის გამოსვლამ ფილმი "სიყვარული ყველას უნდა" და მისი გმირი ბურნუთა გამახსენა, სწორედ რომ "რადიოზე ჰქონდა დაყენებული" თმა. ბურნუთა უძახე და, ისეთი ჩაატარა ჟიურის წინ, ყველა პირდაღებული დარჩა, საცურაო კოსტიუმს ხელი მოჰკიდა და ტანზე შემოიხია. გადავრჩით, შიგნით წითელი გულებიანი თეთრი ტრუსები სცმია. კონკურსს შავკანიანი მონაწილეც ჰყავდა, ჟან კლოდი, ოღონდ ვან დამი არა - აბო.

საპატიო სტუმრებს შორის ლელა წურწუმიას დედა, ქეთი ორჯონიკიძე, მარკუს მეტრეველი და ეკა კვალიაშვილიც იყვნენ. მუსიკალურ პაუზას ყოფილი "ჯეოსტარელები" ავსებდნენ. სანამ ჟიური "განაჩენის" გამოსატანად იყო გასული, დარბაზში ხალხი ჩურჩულებდა, ჩაწყობილია ეს კონკურსი, მაჭარაშვილი გაიმარჯვებსო.

არ გამართლდა ვარაუდები, "მისტერ ვალენტინის" ტიტული ბერდია თოფურიას ხვდა წილად.

მოკლედ, ამ ჯერზეც გულდაწყვეტილი დამტოვეს. ჯერ კიდევ "ელიტ მოდელ ლუქ"-ზე ვგულშემატკივრობდი მახო მაჭარაშვილს და იქაც მეორე ადგილზე გავიდა. არადა, რა ბიჭია! არ ვიცი, არ ვიცი, უკვე მეორედ მაწყენინა ჟიურიმ.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება