პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩიორა თუ არის ადამიანი, ჩვენ აღარ ვართ?!"
"ჩიორა თუ არის ადამიანი, ჩვენ აღარ ვართ?!"

"კვი­რის პა­ლიტ­რა" 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს და­ზა­რა­ლე­ბულს ესა­უბ­რა, რომ­ლის ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი გა­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი სახე ყვე­ლას ახ­სოვს და რო­მე­ლიც 8 თე­ბერ­ვლის აქ­ცი­ა­ზე თა­ვის ფო­ტოს­თან ერ­თად მო­ვი­და. ნო­დარ არ­ვე­ლა­ძე სო­ფელ დი­ღომ­ში ცხოვ­რობს და მისი სახ­ლის სა­ხუ­რავ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დრო­შე­ბი ფრი­ა­ლებს. მან 26 მა­ი­სიც გა­იხ­სე­ნა და 8 თე­ბერ­ვალს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას­თან მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტიც შე­ა­ფა­სა:

- ყო­ველ­თვის ვი­დე­ქი იქ, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო იდგა. ვარ 9 აპ­რი­ლის მო­ნა­წი­ლეც. ის კი, რაც 26 მა­ისს მოხ­და, 9 აპ­რილ­ზე უა­რე­სი იყო, რად­გან თვი­თონ ქარ­თვე­ლებ­მა გაგ­ვი­მე­ტეს. სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა თან­და­თან და­მიგ­როვ­და. 26 მა­ისს რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე ჩემი ძვე­ლი მან­ქა­ნით წა­ვე­დით. წვი­მა რომ და­ი­წყო, პო­ლი­ცი­ამ დაშ­ლის­კენ მოგ­ვი­წო­და, მაგ­რამ რას და­ვიშ­ლე­ბო­დით, როცა სპეც­რაზ­მე­ლებ­მა ალყა შე­მოგ­ვარ­ტყეს. ვცა­დე პირ­ვე­ლი სა­შუ­ა­ლო სკო­ლის­კენ გაქ­ცე­ვა, მაგ­რამ ხუთი ნიღ­ბო­სა­ნი და­მეს­ხა თავს, რუს­თა­ველ­ზე რა გინ­დო­დაო, მიღ­რი­ა­ლა ერთ-ერ­თმა და შე­მა­გი­ნა. მეც ამით­ვე ვუ­პა­სუ­ხე. გა­მე­ტე­ბით და­მი­წყეს ცემა. ჯერ თავ­ში მირ­ტყამ­დნენ ხელ­კე­ტებს, ხე­ლე­ბი რომ წა­ვი­ფა­რე, მუ­ცელ­ში და­მი­წყეს ცემა, თან მა­გი­ნებ­დნენ. ვფიქ­რობ, ისი­ნი ცი­ხის ჯა­ლა­თე­ბი იყ­ვნენ.

- რა­ტომ ფიქ­რობთ ასე?

- მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ ცი­ხის ჯა­ლა­თე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ დარ­ბე­ვა­ში. მახ­სოვს, მა­შინ ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა და­მიც­ვა და ამ ბი­ჭებს უთხრა, არ გრცხვე­ნი­ათ, მა­მის­ტო­ლა კაცს რომ სცემ­თო? იმათ კი მეგ­რუ­ლი აქ­ცენ­ტით უპა­სუ­ხეს, ასა­კო­ვა­ნი თუ არის, მა­შინ აქ რა­ღას მო­ეთ­რე­ო­დაო. რაც ჯი­ბე­ში მქონ­და, ყვე­ლა­ფე­რი წა­მარ­თვეს, - მარ­თვის, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბე­ბი, ტე­ლე­ფო­ნი, ფუ­ლიც კი და ხელ­ფეხ­შეკ­რუ­ლი დამ­ტო­ვეს. ღვთის წყა­ლო­ბით გა­დავ­რჩი, ბო­ლოს სამ­მარ­თვე­ლო­ში წა­მათ­რი­ეს, სა­დაც სის­ხლის გუ­ბე­ე­ბი იდგა. მი­თხრეს, 65 წლის ზე­მოთ ადა­მი­ა­ნებს არ ვცემ­თო, ხელ­ბორ­კი­ლის ახ­სნა რომ ვი­თხო­ვე, დამ­ცი­ნეს, ვინც და­გა­დო, იმან აგ­ხსნა­სო. აბუ­ჩად ამიგ­დეს, და­მამ­ცი­რეს. ასე­თი სა­დის­ტე­ბი სად გა­ი­ზარ­დნენ! იმ დღი­დან ყვე­ლა მი­ტინგზე დავ­დი­ვარ.

26 მა­ი­სის შემ­დეგ ში­შით ერთი კვი­რა სახ­ლი­დან გა­მოს­ვლა­სა და ექიმ­თან მის­ვლას ვერ ვბე­დავ­დი. ვფიქ­რობ­დი, ექიმ­თან რომ მი­ვი­დე, უკან გა­მობ­რუ­ნე­ბულს, ალ­ბათ, კი­დევ გა­მის­წორ­დე­ბი­ან-მეთ­ქი. ორი კაცი ისე მოკ­ლეს და მა­ღა­ზი­ის სა­ხუ­რავ­ზე შე­აგ­დეს, ვი­თომ არა­ფე­რი და მე რა­ტომ და­მინ­დობ­დნენ?

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"ჩიორა თუ არის ადამიანი, ჩვენ აღარ ვართ?!"

"ჩიორა თუ არის ადამიანი, ჩვენ აღარ ვართ?!"

"კვირის პალიტრა" 26 მაისის მოვლენების დროს დაზარალებულს ესაუბრა, რომლის ფოტოზე აღბეჭდილი გასისხლიანებული სახე ყველას ახსოვს და რომელიც 8 თებერვლის აქციაზე თავის ფოტოსთან ერთად მოვიდა. ნოდარ არველაძე სოფელ დიღომში ცხოვრობს და მისი სახლის სახურავზე საქართველოსა და "ქართული ოცნების" დროშები ფრიალებს. მან 26 მაისიც გაიხსენა და 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი ინციდენტიც შეაფასა:

- ყოველთვის ვიდექი იქ, სადაც საქართველო იდგა. ვარ 9 აპრილის მონაწილეც. ის კი, რაც 26 მაისს მოხდა, 9 აპრილზე უარესი იყო, რადგან თვითონ ქართველებმა გაგვიმეტეს. სააკაშვილის ხელისუფლებით უკმაყოფილება თანდათან დამიგროვდა. 26 მაისს რუსთაველის პროსპექტზე ჩემი ძველი მანქანით წავედით. წვიმა რომ დაიწყო, პოლიციამ დაშლისკენ მოგვიწოდა, მაგრამ რას დავიშლებოდით, როცა სპეცრაზმელებმა ალყა შემოგვარტყეს. ვცადე პირველი საშუალო სკოლისკენ გაქცევა, მაგრამ ხუთი ნიღბოსანი დამესხა თავს, რუსთაველზე რა გინდოდაო, მიღრიალა ერთ-ერთმა და შემაგინა. მეც ამითვე ვუპასუხე. გამეტებით დამიწყეს ცემა. ჯერ თავში მირტყამდნენ ხელკეტებს, ხელები რომ წავიფარე, მუცელში დამიწყეს ცემა, თან მაგინებდნენ. ვფიქრობ, ისინი ციხის ჯალათები იყვნენ.

- რატომ ფიქრობთ ასე?

- მოგვიანებით გავიგე, რომ ციხის ჯალათები მონაწილეობდნენ დარბევაში. მახსოვს, მაშინ ერთმა პოლიციელმა დამიცვა და ამ ბიჭებს უთხრა, არ გრცხვენიათ, მამისტოლა კაცს რომ სცემთო? იმათ კი მეგრული აქცენტით უპასუხეს, ასაკოვანი თუ არის, მაშინ აქ რაღას მოეთრეოდაო. რაც ჯიბეში მქონდა, ყველაფერი წამართვეს, - მართვის, პირადობის მოწმობები, ტელეფონი, ფულიც კი და ხელფეხშეკრული დამტოვეს. ღვთის წყალობით გადავრჩი, ბოლოს სამმართველოში წამათრიეს, სადაც სისხლის გუბეები იდგა. მითხრეს, 65 წლის ზემოთ ადამიანებს არ ვცემთო, ხელბორკილის ახსნა რომ ვითხოვე, დამცინეს, ვინც დაგადო, იმან აგხსნასო. აბუჩად ამიგდეს, დამამცირეს. ასეთი სადისტები სად გაიზარდნენ! იმ დღიდან ყველა მიტინგზე დავდივარ.

26 მაისის შემდეგ შიშით ერთი კვირა სახლიდან გამოსვლასა და ექიმთან მისვლას ვერ ვბედავდი. ვფიქრობდი, ექიმთან რომ მივიდე, უკან გამობრუნებულს, ალბათ, კიდევ გამისწორდებიან-მეთქი. ორი კაცი ისე მოკლეს და მაღაზიის სახურავზე შეაგდეს, ვითომ არაფერი და მე რატომ დამინდობდნენ?

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა