მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არტურო სანდოვალი თბილისს ესტუმრება
არტურო სანდოვალი თბილისს ესტუმრება

8 მარტს ქა­ლე­ბის­თვის და არა მარ­ტო მათ­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო გა­ი­მარ­თე­ბა. კომ­პა­ნია "თა­გის-არტი" უკვე მე­რამ­დე­ნე ამ­გვარ ღო­ნის­ძი­ე­ბას სთა­ვა­ზობს ქარ­თველ მსმე­ნელს. რო­გორც კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ანი ლა­ღი­ძე ამ­ბობს, სან­დო­ვა­ლის კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბის სურ­ვი­ლი ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან, სომ­ხე­თი­დან და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­და­ნაც გა­მოთ­ქვეს, ვი­ნა­ი­დან მუ­სი­კო­სი, ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში, კავ­კა­სი­ი­დან მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ეს­ტუმ­რე­ბა.

არ­ტუ­რო სან­დო­ვა­ლი ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რია, ლე­გენ­და­რუ­ლი კუ­ბე­ლი მე­საყ­ვი­რე. ის თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ექ­ვსკა­ცი­ან ჯგუფ­თან ერ­თად წარ­დგე­ბა, სა­დაც ასე­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კო­სე­ბი შე­დი­ან. სან­დო­ვა­ლი, რო­მე­ლიც 64 წლი­საა, ბრწყინ­ვა­ლე ფორ­მა­შია და ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სებ­საც აძ­ლევს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მის გვერ­დით გა­მოჩ­ნდნენ. სხვა­თა შო­რის, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტე­ბი მას­თან შეხ­ვედ­რით ისი­ა­მოვ­ნე­ბენ და სტუ­დენ­ტთა ნა­წი­ლი კონ­ცერტსაც და­ეს­წრე­ბა. არ­ტუ­რო სან­დო­ვა­ლი პრეს­ტი­ჟუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯილ­დოს - "გრე­მის" რვაგ­ზის მფლო­ბე­ლი გახ­ლავთ. ამ პრე­მი­ა­ზე 17-ჯერ იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი, ასე­ვე ფლობს "ბი­ლო­ბორ­დის" ექვს და "ემის" ერთ ჯილ­დო­საც.

მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კერ­პი გახ­ლდათ დიზი გი­ლეს­პი, რო­მელ­საც 1977 წელს შეხ­ვდა კი­დე­ვაც. ასე­ვე, რო­დე­საც სთხო­ვენ, და­ა­სა­ხე­ლოს ის მუ­სი­კო­სე­ბი, რო­მელ­თა გავ­ლე­ნაც დი­დია მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, გი­ლეს­პის­თან ერ­თად ჩარ­ლი პარ­კერ­საც მო­იხ­სე­ნი­ებს.

არ­ტუ­რო სან­დო­ვა­ლი თბი­ლის­ში 7 მარტს ჩა­მოფ­რინ­დე­ბა. მას ქა­ლაქს და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე­ბენ და ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს გა­აც­ნო­ბენ, შემ­დეგ იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა სტუ­დენ­ტებ­თან. რო­გორც კონ­ცერ­ტის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ამ­ბობს, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მო­უ­თხო­ვია და ეს ყო­ველ­თვის ასე ხდე­ბა, რად­გან ჯაზ-მუ­სი­კო­სე­ბი თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და არას­დროს ზედ­მეტს არ ითხო­ვენ. მე და­ვე­ლო­დე­ბი კონ­ცერტს და აუ­ცი­ლებ­ლად გი­ამ­ბობთ იმ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც, ზუს­ტად ვიცი, რომ და­უ­ვი­წყა­რი იქ­ნე­ბა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

არტურო სანდოვალი თბილისს ესტუმრება

არტურო სანდოვალი თბილისს ესტუმრება

8 მარტს ქალებისთვის და არა მარტო მათთვის შესანიშნავი მუსიკალური საღამო გაიმართება. კომპანია "თაგის-არტი" უკვე მერამდენე ამგვარ ღონისძიებას სთავაზობს ქართველ მსმენელს. როგორც კონცერტის ორგანიზატორი ანი ლაღიძე ამბობს, სანდოვალის კონცერტზე დასწრების სურვილი ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც გამოთქვეს, ვინაიდან მუსიკოსი, ტურნეს ფარგლებში, კავკასიიდან მხოლოდ საქართველოს ესტუმრება.

არტურო სანდოვალი ცნობილი კომპოზიტორია, ლეგენდარული კუბელი მესაყვირე. ის თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ექვსკაციან ჯგუფთან ერთად წარდგება, სადაც ასევე შესანიშნავი მუსიკოსები შედიან. სანდოვალი, რომელიც 64 წლისაა, ბრწყინვალე ფორმაშია და ახალგაზრდა მუსიკოსებსაც აძლევს იმის საშუალებას, რომ მის გვერდით გამოჩნდნენ. სხვათა შორის, კონსერვატორიის სტუდენტები მასთან შეხვედრით ისიამოვნებენ და სტუდენტთა ნაწილი კონცერტსაც დაესწრება. არტურო სანდოვალი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს - "გრემის" რვაგზის მფლობელი გახლავთ. ამ პრემიაზე 17-ჯერ იყო ნომინირებული, ასევე ფლობს "ბილობორდის" ექვს და "ემის" ერთ ჯილდოსაც.

მისი განსაკუთრებული კერპი გახლდათ დიზი გილესპი, რომელსაც 1977 წელს შეხვდა კიდევაც. ასევე, როდესაც სთხოვენ, დაასახელოს ის მუსიკოსები, რომელთა გავლენაც დიდია მის შემოქმედებაზე, გილესპისთან ერთად ჩარლი პარკერსაც მოიხსენიებს.

არტურო სანდოვალი თბილისში 7 მარტს ჩამოფრინდება. მას ქალაქს დაათვალიერებინებენ და ღირსშესანიშნაობებს გააცნობენ, შემდეგ იქნება შეხვედრა სტუდენტებთან. როგორც კონცერტის ორგანიზატორი ამბობს, მას განსაკუთრებული არაფერი მოუთხოვია და ეს ყოველთვის ასე ხდება, რადგან ჯაზ-მუსიკოსები თავმდაბალი ადამიანები არიან და არასდროს ზედმეტს არ ითხოვენ. მე დაველოდები კონცერტს და აუცილებლად გიამბობთ იმ შთაბეჭდილებების შესახებ, რომლებიც, ზუსტად ვიცი, რომ დაუვიწყარი იქნება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება