მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დუმდა ვაზაგაშვილთან ერთად მოკლული ხუბულოვის ოჯახი
რატომ დუმდა ვაზაგაშვილთან ერთად მოკლული ხუბულოვის ოჯახი

9 თე­ბერ­ვალს, ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე, თბი­ლის­ში, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან 2004-2012 წლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ჟი­მის მსხვერ­პლთა ხსოვ­ნის მე­მო­რი­ა­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გახ­სნა. შეკ­რე­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ ერთხელ პა­ტი­ვი მი­ა­გო 2006 წლის 2 მა­ისს კორ­ტებ­თან და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბის ხსოვ­ნას. მე­მო­რი­ა­ლის­თვის სა­ჭი­რო თან­ხე­ბი იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ გა­ი­ღო. წლე­ბია ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას ითხო­ვენ. ახლა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ მათი ამ­დენ­წლი­ა­ნი ბრძო­ლა უშე­დე­გოდ არ ჩა­ივ­ლის, პრო­კუ­რა­ტუ­რის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამ ხმა­უ­რი­ან საქ­მეს სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­ი­ძი­ებს და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი სა­კად­რი­სად და­ის­ჯე­ბი­ან. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს კორ­ტებ­თან მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და რო­გორც ირ­კვე­ვა, რამ­დე­ნი­მე პირ­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა უკვე მის­ცა. იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის­თვის გა­მო­ძი­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლი ცნო­ბი­ლია, თუმ­ცა გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამ სა­კი­თხზე ჯერ­ჯე­რო­ბით არ ლა­პა­რა­კობს.

შე­გახ­სე­ნებთ: 2006 წლის 2 მა­ისს, დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში სრო­ლა კარ­გა ხანს ის­მო­და, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ორი ახალ­გაზ­რდა -ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვი, სპეც­რაზ­მე­ლე­ბის ტყვი­ით იყ­ვნენ ლიკ­ვი­დი­რე­ბულ­ნი, მათ სხე­ულ­ზე უამ­რა­ვი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ, სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლით გა­და­ურ­ჩა მან­ქა­ნა­ში მყო­ფი მათი მე­გო­ბა­რი -ბუბა ფუ­თუ­რი­ძე. დაჭ­რი­ლი პირ­ველ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს. ფუ­თუ­რი­ძეს ნაწ­ლა­ვი გა­მოყ­რი­ლი ჰქონ­და, სხე­ულ­ზე ჭრი­ლო­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და და სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. კარ­გა ხანს რე­ა­ნი­მა­ცი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უგო­ნოდ იწვა და დღემ­დე ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა აქვს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ იმა­ვე დღეს გა­მო­ა­ცხა­და, რომ ძა­ლოვ­ნებ­მა სპე­ცო­პე­რა­ცია კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ყა­ჩა­ღუ­რი ჯგუ­ფის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. რომ ეს ჯგუ­ფი, თბი­ლი­სის ცენ­ტრში მცხოვ­რებ ერთ-ერთ ოჯახ­ზე თავ­დას­ხმას აპი­რებ­და, მაგ­რამ ამ ჯგუ­ფის ლიკ­ვი­და­ცია მოხ­და არა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, არა­მედ მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, მან­ქა­ნე­ბით გა­ჭე­დილ ხალ­ხმრა­ვალ ქუ­ჩა­ზე.

ძა­ლო­ვან­თა მტკი­ცე­ბით, მან­ქა­ნას, რო­მელ­შიც ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვი, ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი და ბუბა ფუ­თუ­რი­ძე ის­ხდნენ, თავ­და­პირ­ვე­ლად სა­ბუ­რა­ვე­ბი და­უ­ცხრი­ლეს, რის შემ­დე­გაც მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და შუქ­ნიშ­ნის ბოძს შე­ე­ჯა­ხა. ისი­ნი ირ­წმუ­ნე­ბოდ­ნენ, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის ლიკ­ვი­და­ცია სწო­რედ იმის გამო გახ­და გარ­და­უ­ვა­ლი, რომ მან­ქა­ნი­დან ცე­ცხლი გაგ­ვიხ­სნეს და ამ დროს მსუ­ბუ­ქად და­შავ­და ერთი პო­ლი­ცი­ე­ლიო... ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ სპე­ცო­პე­რა­ცია თა­ვი­დან­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბად შე­ფას­და. ეს ფაქ­ტი მოკ­ლუ­ლი ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ოჯახ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა, რა­ი­მე სა­ხის კრი­მი­ნა­ლურ და­ნა­შა­ულ­ში მათი შვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო და იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დას­ჯას მო­ი­თხოვს.

შვილმკვდა­რი მამა, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი შვი­ლი­სა და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის სიკ­ვდილ­ში კონ­კრე­ტულ პი­რებს ამ­ხელს. იგი კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს ლე­ვან გვა­ზა­ვას, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის, ირაკ­ლი ჭე­ლი­ძის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას და ირაკ­ლი კო­დუ­ას დას­ჯას. ოჯა­ხის მტკი­ცე­ბით, მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხუ­ლი იყო. არ­სე­ბობს 20-ზე მეტი თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც აქამ­დე საქ­მე­ში არ ფი­გუ­რი­რებ­და.

ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბი ხმა­უ­რობ­დნენ და მათი სარ­ჩე­ლი სტრას­ბურ­გშია გაგ­ზავ­ნი­ლი. ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი ბუბა ფუ­თუ­რი­ძე სა­სა­მარ­თლო­ში და­კი­თხვი­სას ამ­ბობ­და, სპეც­რაზმს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წი­ეთ, რის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ ჩვე­ნი მი­სა­მარ­თით ცე­ცხლი გახ­სნაო. ცოტა ხნის წინ, ფუ­თუ­რი­ძემ გა­მო­ძი­ე­ბას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბა მის­ცა, ასე­ვე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა მას ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის ად­ვო­კატ­მა გაგი მო­სი­აშ­ვილ­მაც ჩა­მო­არ­თვა, სა­დაც ადრე მი­ცე­მულ ჩვე­ნე­ბას ფუ­თუ­რი­ძე უარ­ყოფს და აცხა­დებს, რომ მა­შინ ზე­წო­ლის ქვეშ, იძუ­ლე­ბით მი­ა­ცე­მი­ნეს ჩვე­ნე­ბა.

შე­ვე­ცა­დეთ, ბუბა ფუ­თუ­რი­ძეს დავ­კავ­ში­რე­ბო­დით და მის­გან მოგ­ვეს­მი­ნა, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად იმ დღეს კორ­ტებ­თან, სად მი­დი­ოდ­ნენ ისი­ნი და რა­ტომ აღ­მოჩ­ნდნენ ძა­ლო­ვან­თა მსხვერ­პლნი, მაგ­რამ რო­გორც მის­მა მე­უღ­ლემ გვი­თხრა, ბუბა ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. მისი ოჯა­ხი ისე­დაც არ მი­იჩ­ნევს სა­ჭი­როდ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე მისი ჩვე­ნე­ბის გახ­მა­უ­რე­ბას. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ასე­ვე გა­მოჩ­ნდა პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზულ ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის გა­მო­ძი­ე­ბას და უკვე სა­და­ვოდ არა­ვის მი­აჩ­ნია ის ფაქ­ტი, რომ თა­ვი­დან­ვე საქ­მის ფალ­სი­ფი­კა­ცია მოხ­და.

გა­მო­ძი­ე­ბა აცხა­დებ­და, რომ გას­რო­ლა იმ ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ქა­რე მი­ნი­დან მოხ­და, სა­დაც მოკ­ლუ­ლე­ბი ის­ხდნენ, მაგ­რამ როცა მან­ქა­ნა ბოძს შე­ე­ჯა­ხა, ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ქა­რე მინა სრუ­ლი­ად და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო. ეს კად­რე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იხი­ლა. ასე­ვე არ­სე­ბობს ორ­თა­ჭა­ლის ავ­ტო­სად­გომ­ში მან­ქა­ნის მი­ღე­ბა-ჩა­ბა­რე­ბის აქტი, სა­ი­და­ნაც ირ­კვე­ვა, რომ ად­გილ­ზე მიყ­ვა­ნი­სას ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ქა­რე მინა და­უ­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზით ისიც გარ­კვე­უ­ლია, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნის შიგ­ნი­დან გა­რეთ გას­რო­ლა არ მომ­ხდა­რა, მან­ქა­ნა­ში არც დენ­თის კვა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ოჯა­ხის კა­ტე­გო­რი­უ­ლი მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ისე შე­წყდა, რომ არა­ვინ დას­ჯი­ლა. მოკ­ლუ­ლის მშობ­ლებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სიც მო­ეხ­სნათ.

ვა­ზა­გაშ­ვი­ლებ­თან ერ­თად, სი­მარ­თლი­სათ­ვის ბრძო­ლა­ში არც ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჩარ­თუ­ლან და არც ბუბა ფუ­თუ­რი­ძე. იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის თქმით, მათ მა­შინ ხმა რომ ამო­ე­ღოთ, ეს საქ­მეს წა­ად­გე­ბო­და. რო­გორც ირ­კვე­ვა, ხუ­ბუ­ლო­ვის ოჯა­ხის წევ­რე­ბის დუ­მილ­საც რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ჰქონ­და. სა­შას ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი ამი­ტო­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ იყო. მუ­ხა­ნა­თუ­რად მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭის სი­დედ­რი, რუ­სუ­დან თურ­მა­ნი­ძე ამ დღე­ებ­ში რე­დაქ­ცი­ა­ში გვეწ­ვია და თა­ვი­სი ოჯა­ხის გა­სა­ჭი­რი გვი­ამ­ბო. საშა ხუ­ბუ­ლოვს 2 მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა, მისი მე­უღ­ლე 20 წლი­სა დაქვრივ­და და ახლა წვა­ლე­ბით ქალ-ვაჟს ზრდის. მე­მო­რი­ა­ლის გახ­სნას ხუ­ბუ­ლო­ვის შვი­ლე­ბიც და­ეს­წრნენ.

რუ­სუ­დან თურ­მა­ნი­ძე:

-ამ­დენ ხანს ვდუმ­დით და ამას რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ჰქონ­და. სა­შას სა­დის­ტურ მკვლე­ლო­ბამ­დე, 2004 წელს, ძა­ლოვ­ნებ­მა ჩემი ვაჟი და­ა­კა­ვეს, გა­მო­ძი­ე­ბა არას­წო­რად წა­რი­მარ­თა და 3 წელი მი­უ­სა­ჯეს. ეს ფაქ­ტი იმ­დე­ნად მძი­მე იყო ჩემი ოჯა­ხის­თვის, რომ ძა­ლი­ან დათ­რგუნ­ვი­ლი გახ­ლდით, ფაქ­ტობ­რი­ვად, სახ­ლი­დან არ გავ­დი­ო­დი. საშ­კა სულ მე­უბ­ნე­ბო­და, ასე ნუ გა­ნიც­დიო. მა­შინ მი­თხრეს, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გი პი­რო­ბე­ბი ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო და ამი­ტომ ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, ჩემი ვაჟი იქ გა­და­ვაყ­ვა­ნი­ნე. ალ­ბათ გახ­სოვთ, ცი­ხის სა­ში­ნე­ლი ბუნ­ტი, როცა სპეც­რაზ­მე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა ჩა­ხო­ცეს და უამ­რა­ვი პა­ტი­მა­რი და­ზი­ან­და. იმ ბუნ­ტის მი­ზე­ზი, ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში პა­ტიმ­რებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლა იყო. სა­პყრო­ბი­ლე­ში ეს­მო­დათ, რო­გორ სცემ­დნენ პა­ტიმ­რებს და მა­შინ მათ ეს გა­აპ­რო­ტეს­ტეს. ჩემს შვილ­საც სას­ტი­კად სცე­მეს. რო­გორც ჩანს, თავ­ში უმო­წყა­ლოდ ურტყამ­დნენ და ეს მის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად აი­სა­ხა. ბიჭს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, ცი­ხე­ში სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე ჰქონ­და. ვე­ნებს წა­რა­მა­რა იჭ­რი­და და იქი­დან რომ გა­მო­ვი­და, მთე­ლი სხე­უ­ლი და­სე­რი­ლი ჰქონ­და.

სას­ჯე­ლი სრუ­ლად მო­ი­ხა­და, ამის შემ­დეგ, დღემ­დე, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში დავ­დი­ვართ, ფაქ­ტობ­რი­ვად, იქ ვცხოვ­რობთ, რად­გან მას უმ­ძი­მე­სი დი­აგ­ნო­ზი აქვს. რო­გორც ვიცი, ცე­მის შე­დე­გად ფსი­ქი­კუ­რად ბევ­რი პა­ტი­მა­რი და­ა­ვად­და. მუდ­მი­ვად ში­შის ქვეშ ვართ, რომ თვით­მკვლე­ლო­ბა კი­დევ არ სცა­დოს. თვით­მკვლე­ლო­ბა სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც რომ სცა­და, სა­ხის ძვა­ლი ჰქონ­და დამ­სხვრე­უ­ლი, სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და, და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად არც ერთი კბი­ლი აღარ აქვს. ერთი სი­ტყვით, ვა­ზა­გაშ­ვი­ლებ­თან ერ­თად რომ გვებ­რძო­ლა, ამის ძალა არ შეგ­ვწევ­და. პირ­ველ რიგ­ში, მე­ში­ნო­და, ჩემს ვაჟს, რო­მე­ლიც მა­შინ ცი­ხე­ში იყო, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ შეჰ­ქმნო­და, ამის გარ­და, საშ­კას სიკ­ვდილ­მა ისე იმოქ­მე­და ჩემ­ზე და ჩემს მე­უღ­ლე­ზე, რომ ლო­გი­ნად ჩავ­ვარ­დით. ამ­დე­ნი წელი სულ ჯან­მრთე­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვქონ­და და ბრძო­ლის ძალა არ შეგ­ვწევ­და. არც ჩემს ქა­ლიშ­ვილს, რო­მელ­საც ორი შვი­ლის გაზ­რდა მარ­ტოს უწევს და ჩემ გარ­და გვერ­დით მდგო­მი არა­ვინ ჰყავს.

-რო­მელ სა­ათ­ზე გა­ვი­და იმ დღეს თქვე­ნი სიძე სახ­ლი­დან და სად მი­დი­ო­და?

-1-ელ მა­ისს შინ სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე მო­ვი­და, გვი­ა­ნო­ბამ­დე ბავ­შვებ­მა არ და­ი­ძი­ნეს, თით­ქოს მო­სა­ლოდ­ნელ უბე­დუ­რე­ბას გრძნობ­დნენ. სა­ოც­რად მო­სიყ­ვა­რუ­ლე მამა იყო, ლი­ზი­კო ფაქ­ტობ­რი­ვად, მისი გაზ­რდი­ლია. შვილს უთხრა, ახლა და­ი­ძი­ნე და ხვალ "ბაო-ბა­ო­ში" გა­გა­სე­ირ­ნე­ბო. იმ სა­ბე­დის­წე­რო დი­ლას, 9 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე გა­ვი­და სახ­ლი­დან. მე არ მი­ნა­ხავს წას­ვლის წინ, მე­უღ­ლის­თვის უთ­ქვამს, მალე დავ­ბრუნ­დე­ბიო. 11-ის წუ­თებ­ზე ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ოთახ­ში სა­სო­წარ­კვე­თი­ლი, ტი­რი­ლით შე­მო­ვარ­და და მი­თხრა: -დედა, მგო­ნი, საშ­კა მოკ­ლეს, ახლა ტე­ლე­ვი­ზი­ით ვნა­ხე კად­რე­ბი: ძირს ეგდო და ფეხ­საც­მლი­თა და თმით ვი­ცა­ნი... ჩემი სიძე გრძელ თმას ატა­რებ­და. არ და­ვუ­ჯე­რე, მაგ­რამ ეს სამ­წუ­ხა­როდ რე­ა­ლო­ბა აღ­მოჩ­ნდა. ბავ­შვის­თვის არა­ვის ეცა­ლა, ჩვენს სახ­ლში სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებ­და. ცოტა ხან­ში ჩხრე­კის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სახ­ლში 25 პო­ლი­ცი­ე­ლი მო­ვი­და, შიგ­ნით ორი შე­მო­ვი­და. სა­ეჭ­ვო რომ ვე­რა­ფე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, მალე გა­ვიდ­ნენ.

-რამ­დე­ნი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და სა­შას მი­ღე­ბუ­ლი?

-14 ტყვი­ით იყო მოკ­ლუ­ლი, 13 ტყვია სხე­ულ­ზე და მე-14 სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა ცხვირ­ში ჰქონ­და. გა­მა­გე­ბი­ნონ, რა­ტომ მოკ­ლეს ასე უმო­წყა­ლოდ. რა და­ა­შა­ვა? ძა­ლი­ან მძი­მე ბავ­შვო­ბა ჰქონ­და გა­მოვ­ლი­ლი, მაგ­რამ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან შე­ხე­ბა არას­დროს ჰქო­ნია. ვერ იპო­ვით ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მას­ზე ცუდს იტყვის. თქვეს, თით­ქოს სა­ყა­ჩა­ღოდ მი­დი­ოდ­ნე­ნო, ეს აბ­სურ­დია. ერთი პრო­ცენ­ტიც რომ და­ვუშ­ვათ, რომ ასე იყო, 14 ტყვი­ით რა­ტომ მოკ­ლეს?! მას­თან ერ­თად მყოფ ბი­ჭებ­საც შე­უ­ბღა­ლა­ვი წარ­სუ­ლი ჰქონ­დათ. ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი ჩვე­ნი უბ­ნე­ლი იყო და ახა­ლი გაც­ნო­ბი­ლი ჰყავ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ბუბა ფუ­თუ­რი­ძეს, მისი ბი­ძაშ­ვი­ლი ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის და­ქა­ლი იყო და ერ­თმა­ნეთს იქი­დან იც­ნობ­დნენ. გა­მო­რი­ცხუ­ლია, სა­ყა­ჩა­ღოდ წა­სუ­ლიყ­ვნენ. ახა­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ის­ჯე­ბი­ან.

-აღ­ნიშ­ნეთ, რომ თქვენს სი­ძეს მძი­მე ბავ­შვო­ბა ჰქონ­და გა­მოვ­ლი­ლი. გვი­ამ­ბეთ ამის შე­სა­ხებ...

-საშ­კა წარ­მო­შო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი იყო, მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, გა­ი­გო მისი ნამ­დვი­ლი გვა­რი, მა­მის ვი­ნა­ო­ბა და უხა­რო­და. დო­ნეც­კი­დან იყო. ის აქ გა­ი­ზარ­და და ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. შე­სა­ნიშ­ნა­ვი ახალ­გაზ­რდა იყო და ხში­რად ვფიქ­რობ­დი, ასე­თი კარ­გი ნე­ტავ, ვინ გაგ­ზარ­და-მეთ­ქი? ჩვენს სახ­ლში ცხოვ­რობ­და და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არას­დროს არა­ფე­რი შეშ­ლია.

-სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდა უკ­რა­ი­ნე­ლი ბიჭი?

-ჭი­ა­თუ­რელ­მა ცოლ-ქმარ­მა იშ­ვი­ლა პა­ტა­რა საშ­კა. მათ უკ­რა­ი­ნე­ლი მე­გობ­რე­ბი ჰყო­ლი­ათ და უთ­ქვამთ: -ბავ­შვთა სახ­ლში გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნაა და იშ­ვი­ლე­თო. ისი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვიდ­ნენ და 5 წლის საშ­კა ჩა­მო­იყ­ვა­ნეს. მისი გამ­ზრდე­ლი ხუ­ბუ­ლო­ვი იყო. საშ­კას დაც ჰყავს, ისიც ამ ოჯახ­მა გა­ზარ­და. თურ­მე თა­ვი­დან მხო­ლოდ საშ­კა უნდა წა­მო­ეყ­ვა­ნათ, მაგ­რამ ამის უფ­ლე­ბა მის­მა დამ, ვა­ლი­ამ არ მის­ცა. ამ­ბობს, ისე ჩა­მო­ვე­კი­დე ჩემს ძმას კი­სერ­ზე, ვე­რა­ვინ დაგ­ვა­შო­რა და ამი­ტომ, ორი­ვე ერ­თად წა­მოგ­ვიყ­ვა­ნე­სო. ვა­ლი­ას ახ­სოვს ეპი­ზო­დე­ბი ბავ­შვო­ბი­დან. ლა­მა­ზი დედა მყავ­და, გერ­მა­ნე­ლი ბე­ბია და სამ­ხრე­ე­ბი­ა­ნი ბა­ბუ­აო... საშ­კაც იხ­სე­ნებ­და, უპატ­რო­ნო ბავ­შვთა სახ­ლში გა­ტა­რე­ბულ დღე­ებს: ნა­თე­სა­ვე­ბი გვა­კი­თხავ­დნენ და კან­ფე­ტე­ბი მოჰ­ქონ­და­თო. მეტი არა­ფე­რი იცო­და. ერი­დე­ბო­და გამ­ზრდე­ლი დე­დის­თვის ამ თე­მა­ზე კი­თხვე­ბი და­ეს­ვა. ძა­ლი­ან მინ­და და­ვად­გი­ნო მისი რე­ა­ლუ­რი ამ­ბა­ვი. მისი გამ­ზრდე­ლი -რუ­სუ­დან ყიფ­ში­ძე ჭი­ა­თუ­რა­ში ცხოვ­რობს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი ექ­ნე­ბა საშ­კას მშობ­ლებ­ზე, რად­გან ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჰყავს ნაშ­ვი­ლე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ამ ქალ­თა­ნაც არ გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ის შვი­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე მო­ვი­და მხო­ლოდ და მას შემ­დეგ არ გვი­ნა­ხავს, არც მისი მი­სა­მარ­თი ვი­ცით. არც მა­ნამ­დე ვიც­ნობ­დით. მას არც შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. მინ­და, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ნამ­დვი­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა ვი­ცო­დე, ასე­ვე ჩემს შვილს მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დეს. რამე რომ მო­მი­ვი­დეს, გვერ­დით მდგო­მი არა­ვინ ჰყავს.

ჩემს ქა­ლიშ­ვილს ორი შვი­ლის და ავად­მყო­ფი ძმის მოვ­ლა მარ­ტო მო­უ­წევს... საშ­კას და ძმის მკვლე­ლო­ბი­სას ფეხ­მძი­მედ იყო და ისე ინერ­ვი­უ­ლა, გო­ნე­ბა და­კარ­გა. შვილს კი ძმის სა­ხე­ლი და­არ­ქვა. ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბა და ამი­ტომ, არც მას­თან გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა... ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი 17 წლის იყო, საშ­კას ცო­ლად რომ გაჰ­ყვა, ერ­თად სამი წელი იცხოვ­რეს. თა­ვი­დან ნა­ქი­რა­ვებ­ში იყ­ვნენ, მერე ვთხო­ვე, ჩემ­თან გად­მო­სუ­ლიყ­ვნენ, სი­ძემ მი­თხრა: -არა­ვის შე­წუ­ხე­ბა არ მიყ­ვარს, ჩემს ცოლ-შვილს თა­ვად მო­ვუვ­ლიო, მაგ­რამ და­ვა­ძა­ლე და კან­დე­ლაკ­ზე ყვე­ლა­ნი ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ბიჭი იყო. ამ­ბობ­და, სულ ექი­მო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ ეს ოც­ნე­ბა ვერ ავის­რუ­ლეო. გამ­ზრდე­ლი მამა ადრე გარ­და­ეც­ვა­ლა, ოჯახს მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და და და-ძმა სა­მუ­შა­ოდ თბი­ლის­ში წა­მო­ვი­და. ვუ­თხა­რი, ექი­მე­ბის ოჯახ­ში მოხ­ვდი და ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში და­გიდ­გე­ბით-მეთ­ქი. ცნო­ბი­ლი ექი­მე­ბის, თურ­მა­ნი­ძე­ე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ. ამ ტრა­გე­დი­ამ ჩვე­ნი ოჯა­ხი გა­ა­ნად­გუ­რა.

-რო­გორც ვიცი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრსაც შეხ­ვდით. რა გი­თხრათ მან?

-ყვე­ლამ იცის, რამ­დენს იბ­რძოდ­ნენ ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბი და ვე­რა­ნა­ირ შე­დეგს ვერ მი­აღ­წი­ეს. ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე ცუ­დად ვი­ყა­ვი, სტრე­სი სტრესს ემა­ტე­ბო­და. ახლა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის იმე­დი გა­მიჩ­ნდა. თეა წუ­ლუ­კი­ანს შევ­ხვდი და ვთხო­ვე, ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა მოხ­დეს! პირ­ველ რიგ­ში ამას ელი­ან საშ­კას ობ­ლად დარ­ჩე­ნი­ლი შვი­ლე­ბი. რო­დე­საც მკი­თხა­ვენ, მამა რა­ტომ მო­უკ­ლეს, რა ვუ­პა­სუ­ხო? ვერ გე­ტყვით, უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ნილ­მა ოჯახ­მა დღემ­დე რო­გორ შევ­ძე­ლით ამ ბავ­შვე­ბის გაზ­რდა. ალ­ბათ, მხო­ლოდ უფ­ლის წყა­ლო­ბით. ვი­თხოვ, მოხ­დეს საშ­კას სა­ხე­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და­ი­სა­ჯონ და მის­მა შვი­ლებ­მა მი­ი­ღონ კომ­პენ­სა­ცია.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რატომ დუმდა ვაზაგაშვილთან ერთად მოკლული ხუბულოვის ოჯახი

რატომ დუმდა ვაზაგაშვილთან ერთად მოკლული ხუბულოვის ოჯახი

9 თებერვალს, ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღეზე, თბილისში, იუსტიციის სახლთან 2004-2012 წლების პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ პატივი მიაგო 2006 წლის 2 მაისს კორტებთან დაღუპული ბიჭების ხსოვნას. მემორიალისთვის საჭირო თანხები იუსტიციის სამინისტრომ გაიღო. წლებია ვაზაგაშვილები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ახლა დარწმუნებულები არიან, რომ მათი ამდენწლიანი ბრძოლა უშედეგოდ არ ჩაივლის, პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა ამ ხმაურიან საქმეს საბოლოოდ გამოიძიებს და დამნაშავეები საკადრისად დაისჯებიან. პროკურატურაში აქტიურად მიმდინარეობს კორტებთან მომხდარი სისხლიანი სპეცოპერაციის საქმის ხელახალი გამოძიება და როგორც ირკვევა, რამდენიმე პირმა განსხვავებული ჩვენება უკვე მისცა. იური ვაზაგაშვილისთვის გამოძიების გარკვეული დეტალი ცნობილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე ჯერჯერობით არ ლაპარაკობს.

შეგახსენებთ: 2006 წლის 2 მაისს, დედაქალაქის ცენტრში სროლა კარგა ხანს ისმოდა, შემთხვევის ადგილზე ორი ახალგაზრდა -ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი, სპეცრაზმელების ტყვიით იყვნენ ლიკვიდირებულნი, მათ სხეულზე უამრავი ჭრილობა აღენიშნებოდათ, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა მანქანაში მყოფი მათი მეგობარი -ბუბა ფუთურიძე. დაჭრილი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. ფუთურიძეს ნაწლავი გამოყრილი ჰქონდა, სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. კარგა ხანს რეანიმაციურ განყოფილებაში უგონოდ იწვა და დღემდე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმავე დღეს გამოაცხადა, რომ ძალოვნებმა სპეცოპერაცია კარგად ორგანიზებული ყაჩაღური ჯგუფის წინააღმდეგ განახორციელეს. რომ ეს ჯგუფი, თბილისის ცენტრში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახზე თავდასხმას აპირებდა, მაგრამ ამ ჯგუფის ლიკვიდაცია მოხდა არა შემთხვევის ადგილზე, არამედ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მანქანებით გაჭედილ ხალხმრავალ ქუჩაზე.

ძალოვანთა მტკიცებით, მანქანას, რომელშიც ალექსანდრე ხუბულოვი, ზურაბ ვაზაგაშვილი და ბუბა ფუთურიძე ისხდნენ, თავდაპირველად საბურავები დაუცხრილეს, რის შემდეგაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და შუქნიშნის ბოძს შეეჯახა. ისინი ირწმუნებოდნენ, ეჭვმიტანილების ლიკვიდაცია სწორედ იმის გამო გახდა გარდაუვალი, რომ მანქანიდან ცეცხლი გაგვიხსნეს და ამ დროს მსუბუქად დაშავდა ერთი პოლიციელიო... ადამიანის უფლებების დამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სპეცოპერაცია თავიდანვე ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებად შეფასდა. ეს ფაქტი მოკლული ვაზაგაშვილის ოჯახმა გააპროტესტა, რაიმე სახის კრიმინალურ დანაშაულში მათი შვილის მონაწილეობა კატეგორიულად უარყო და იმ დღიდან მოყოლებული, დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

შვილმკვდარი მამა, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სიკვდილში კონკრეტულ პირებს ამხელს. იგი კატეგორიულად მოითხოვს ლევან გვაზავას, ვანო მერაბიშვილის, ირაკლი ჭელიძის, ირაკლი ფირცხალავას და ირაკლი კოდუას დასჯას. ოჯახის მტკიცებით, მკვლელობა წინასწარგანზრახული იყო. არსებობს 20-ზე მეტი თვითმხილველი, რომელიც აქამდე საქმეში არ ფიგურირებდა.

ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ვაზაგაშვილები ხმაურობდნენ და მათი სარჩელი სტრასბურგშია გაგზავნილი. ფაქტის თვითმხილველი ბუბა ფუთურიძე სასამართლოში დაკითხვისას ამბობდა, სპეცრაზმს შეიარაღებული წინააღმდეგობა გავუწიეთ, რის შემდეგ პოლიციამ ჩვენი მისამართით ცეცხლი გახსნაო. ცოტა ხნის წინ, ფუთურიძემ გამოძიებას განსხვავებული ჩვენება მისცა, ასევე ახსნა-განმარტება მას ვაზაგაშვილების ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმაც ჩამოართვა, სადაც ადრე მიცემულ ჩვენებას ფუთურიძე უარყოფს და აცხადებს, რომ მაშინ ზეწოლის ქვეშ, იძულებით მიაცემინეს ჩვენება.

შევეცადეთ, ბუბა ფუთურიძეს დავკავშირებოდით და მისგან მოგვესმინა, რა მოხდა რეალურად იმ დღეს კორტებთან, სად მიდიოდნენ ისინი და რატომ აღმოჩნდნენ ძალოვანთა მსხვერპლნი, მაგრამ როგორც მისმა მეუღლემ გვითხრა, ბუბა ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მისი ოჯახი ისედაც არ მიიჩნევს საჭიროდ გამოძიების დასრულებამდე მისი ჩვენების გახმაურებას. გავრცელებული ინფორმაციით, ასევე გამოჩნდა პოლიციელი, რომელიც სერიოზულ ინფორმაციას აწვდის გამოძიებას და უკვე სადავოდ არავის მიაჩნია ის ფაქტი, რომ თავიდანვე საქმის ფალსიფიკაცია მოხდა.

გამოძიება აცხადებდა, რომ გასროლა იმ ავტომანქანის საქარე მინიდან მოხდა, სადაც მოკლულები ისხდნენ, მაგრამ როცა მანქანა ბოძს შეეჯახა, ავტომობილის საქარე მინა სრულიად დაუზიანებელი იყო. ეს კადრები საზოგადოებამ იხილა. ასევე არსებობს ორთაჭალის ავტოსადგომში მანქანის მიღება-ჩაბარების აქტი, საიდანაც ირკვევა, რომ ადგილზე მიყვანისას ავტომობილის საქარე მინა დაუზიანებელი იყო. ჩატარებული ექსპერტიზით ისიც გარკვეულია, რომ ავტომანქანის შიგნიდან გარეთ გასროლა არ მომხდარა, მანქანაში არც დენთის კვალი აღმოჩნდა. ოჯახის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე ისე შეწყდა, რომ არავინ დასჯილა. მოკლულის მშობლებს დაზარალებულის სტატუსიც მოეხსნათ.

ვაზაგაშვილებთან ერთად, სიმართლისათვის ბრძოლაში არც ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახის წევრები ჩართულან და არც ბუბა ფუთურიძე. იური ვაზაგაშვილის თქმით, მათ მაშინ ხმა რომ ამოეღოთ, ეს საქმეს წაადგებოდა. როგორც ირკვევა, ხუბულოვის ოჯახის წევრების დუმილსაც რეალური მიზეზი ჰქონდა. საშას ცხოვრების დეტალები ამიტომაც საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. მუხანათურად მოკლული ახალგაზრდა ბიჭის სიდედრი, რუსუდან თურმანიძე ამ დღეებში რედაქციაში გვეწვია და თავისი ოჯახის გასაჭირი გვიამბო. საშა ხუბულოვს 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მისი მეუღლე 20 წლისა დაქვრივდა და ახლა წვალებით ქალ-ვაჟს ზრდის. მემორიალის გახსნას ხუბულოვის შვილებიც დაესწრნენ.

რუსუდან თურმანიძე:

-ამდენ ხანს ვდუმდით და ამას რეალური მიზეზი ჰქონდა. საშას სადისტურ მკვლელობამდე, 2004 წელს, ძალოვნებმა ჩემი ვაჟი დააკავეს, გამოძიება არასწორად წარიმართა და 3 წელი მიუსაჯეს. ეს ფაქტი იმდენად მძიმე იყო ჩემი ოჯახისთვის, რომ ძალიან დათრგუნვილი გახლდით, ფაქტობრივად, სახლიდან არ გავდიოდი. საშკა სულ მეუბნებოდა, ასე ნუ განიცდიო. მაშინ მითხრეს, რომ ყველაზე კარგი პირობები ციხის საავადმყოფოში იყო და ამიტომ ახლობლების დახმარებით, ჩემი ვაჟი იქ გადავაყვანინე. ალბათ გახსოვთ, ციხის საშინელი ბუნტი, როცა სპეცრაზმელებმა რამდენიმე ახალგაზრდა ჩახოცეს და უამრავი პატიმარი დაზიანდა. იმ ბუნტის მიზეზი, ციხის საავადმყოფოში პატიმრებზე განხორციელებული ზეწოლა იყო. საპყრობილეში ესმოდათ, როგორ სცემდნენ პატიმრებს და მაშინ მათ ეს გააპროტესტეს. ჩემს შვილსაც სასტიკად სცემეს. როგორც ჩანს, თავში უმოწყალოდ ურტყამდნენ და ეს მის ჯანმრთელობაზე სერიოზულად აისახა. ბიჭს ფსიქიკური პრობლემები შეექმნა, ციხეში სუიციდის მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა. ვენებს წარამარა იჭრიდა და იქიდან რომ გამოვიდა, მთელი სხეული დასერილი ჰქონდა.

სასჯელი სრულად მოიხადა, ამის შემდეგ, დღემდე, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დავდივართ, ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობთ, რადგან მას უმძიმესი დიაგნოზი აქვს. როგორც ვიცი, ცემის შედეგად ფსიქიკურად ბევრი პატიმარი დაავადდა. მუდმივად შიშის ქვეშ ვართ, რომ თვითმკვლელობა კიდევ არ სცადოს. თვითმკვლელობა საავადმყოფოშიც რომ სცადა, სახის ძვალი ჰქონდა დამსხვრეული, სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, დაზიანების შედეგად არც ერთი კბილი აღარ აქვს. ერთი სიტყვით, ვაზაგაშვილებთან ერთად რომ გვებრძოლა, ამის ძალა არ შეგვწევდა. პირველ რიგში, მეშინოდა, ჩემს ვაჟს, რომელიც მაშინ ციხეში იყო, სერიოზული პრობლემები არ შეჰქმნოდა, ამის გარდა, საშკას სიკვდილმა ისე იმოქმედა ჩემზე და ჩემს მეუღლეზე, რომ ლოგინად ჩავვარდით. ამდენი წელი სულ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გვქონდა და ბრძოლის ძალა არ შეგვწევდა. არც ჩემს ქალიშვილს, რომელსაც ორი შვილის გაზრდა მარტოს უწევს და ჩემ გარდა გვერდით მდგომი არავინ ჰყავს.

-რომელ საათზე გავიდა იმ დღეს თქვენი სიძე სახლიდან და სად მიდიოდა?

-1-ელ მაისს შინ საღამოს 6 საათზე მოვიდა, გვიანობამდე ბავშვებმა არ დაიძინეს, თითქოს მოსალოდნელ უბედურებას გრძნობდნენ. საოცრად მოსიყვარულე მამა იყო, ლიზიკო ფაქტობრივად, მისი გაზრდილია. შვილს უთხრა, ახლა დაიძინე და ხვალ "ბაო-ბაოში" გაგასეირნებო. იმ საბედისწერო დილას, 9 საათსა და 30 წუთზე გავიდა სახლიდან. მე არ მინახავს წასვლის წინ, მეუღლისთვის უთქვამს, მალე დავბრუნდებიო. 11-ის წუთებზე ჩემი ქალიშვილი ოთახში სასოწარკვეთილი, ტირილით შემოვარდა და მითხრა: -დედა, მგონი, საშკა მოკლეს, ახლა ტელევიზიით ვნახე კადრები: ძირს ეგდო და ფეხსაცმლითა და თმით ვიცანი... ჩემი სიძე გრძელ თმას ატარებდა. არ დავუჯერე, მაგრამ ეს სამწუხაროდ რეალობა აღმოჩნდა. ბავშვისთვის არავის ეცალა, ჩვენს სახლში საშინელება ტრიალებდა. ცოტა ხანში ჩხრეკის ჩასატარებლად სახლში 25 პოლიციელი მოვიდა, შიგნით ორი შემოვიდა. საეჭვო რომ ვერაფერი აღმოაჩინეს, მალე გავიდნენ.

-რამდენი ჭრილობა ჰქონდა საშას მიღებული?

-14 ტყვიით იყო მოკლული, 13 ტყვია სხეულზე და მე-14 საკონტროლო გასროლა ცხვირში ჰქონდა. გამაგებინონ, რატომ მოკლეს ასე უმოწყალოდ. რა დააშავა? ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი, მაგრამ კრიმინალურ სამყაროსთან შეხება არასდროს ჰქონია. ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც მასზე ცუდს იტყვის. თქვეს, თითქოს საყაჩაღოდ მიდიოდნენო, ეს აბსურდია. ერთი პროცენტიც რომ დავუშვათ, რომ ასე იყო, 14 ტყვიით რატომ მოკლეს?! მასთან ერთად მყოფ ბიჭებსაც შეუბღალავი წარსული ჰქონდათ. ზურაბ ვაზაგაშვილი ჩვენი უბნელი იყო და ახალი გაცნობილი ჰყავდა. რაც შეეხება ბუბა ფუთურიძეს, მისი ბიძაშვილი ჩემი ქალიშვილის დაქალი იყო და ერთმანეთს იქიდან იცნობდნენ. გამორიცხულია, საყაჩაღოდ წასულიყვნენ. ახალი პროკურატურის იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გაირკვევა და დამნაშავეები დაისჯებიან.

-აღნიშნეთ, რომ თქვენს სიძეს მძიმე ბავშვობა ჰქონდა გამოვლილი. გვიამბეთ ამის შესახებ...

-საშკა წარმოშობით უკრაინელი იყო, მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გაიგო მისი ნამდვილი გვარი, მამის ვინაობა და უხაროდა. დონეცკიდან იყო. ის აქ გაიზარდა და ამიტომ საქართველო ძალიან უყვარდა. შესანიშნავი ახალგაზრდა იყო და ხშირად ვფიქრობდი, ასეთი კარგი ნეტავ, ვინ გაგზარდა-მეთქი? ჩვენს სახლში ცხოვრობდა და ურთიერთობაში არასდროს არაფერი შეშლია.

-საქართველოში როგორ აღმოჩნდა უკრაინელი ბიჭი?

-ჭიათურელმა ცოლ-ქმარმა იშვილა პატარა საშკა. მათ უკრაინელი მეგობრები ჰყოლიათ და უთქვამთ: -ბავშვთა სახლში გასაშვილებელი პატარა ბიჭუნაა და იშვილეთო. ისინი უკრაინაში ჩავიდნენ და 5 წლის საშკა ჩამოიყვანეს. მისი გამზრდელი ხუბულოვი იყო. საშკას დაც ჰყავს, ისიც ამ ოჯახმა გაზარდა. თურმე თავიდან მხოლოდ საშკა უნდა წამოეყვანათ, მაგრამ ამის უფლება მისმა დამ, ვალიამ არ მისცა. ამბობს, ისე ჩამოვეკიდე ჩემს ძმას კისერზე, ვერავინ დაგვაშორა და ამიტომ, ორივე ერთად წამოგვიყვანესო. ვალიას ახსოვს ეპიზოდები ბავშვობიდან. ლამაზი დედა მყავდა, გერმანელი ბებია და სამხრეებიანი ბაბუაო... საშკაც იხსენებდა, უპატრონო ბავშვთა სახლში გატარებულ დღეებს: ნათესავები გვაკითხავდნენ და კანფეტები მოჰქონდათო. მეტი არაფერი იცოდა. ერიდებოდა გამზრდელი დედისთვის ამ თემაზე კითხვები დაესვა. ძალიან მინდა დავადგინო მისი რეალური ამბავი. მისი გამზრდელი -რუსუდან ყიფშიძე ჭიათურაში ცხოვრობს, სავარაუდოდ, მას ყველა მონაცემი ექნება საშკას მშობლებზე, რადგან ოფიციალურად ჰყავს ნაშვილები. სამწუხაროდ, ამ ქალთანაც არ გვაქვს ურთიერთობა. ის შვილის დაკრძალვაზე მოვიდა მხოლოდ და მას შემდეგ არ გვინახავს, არც მისი მისამართი ვიცით. არც მანამდე ვიცნობდით. მას არც შვილიშვილებთან აქვს ურთიერთობა. მინდა, ჩემი შვილიშვილების ნამდვილი წარმომავლობა ვიცოდე, ასევე ჩემს შვილს მეუღლის ნათესავებთან ურთიერთობა ჰქონდეს. რამე რომ მომივიდეს, გვერდით მდგომი არავინ ჰყავს.

ჩემს ქალიშვილს ორი შვილის და ავადმყოფი ძმის მოვლა მარტო მოუწევს... საშკას და ძმის მკვლელობისას ფეხმძიმედ იყო და ისე ინერვიულა, გონება დაკარგა. შვილს კი ძმის სახელი დაარქვა. ამჟამად საქართველოში არ იმყოფება და ამიტომ, არც მასთან გვაქვს ურთიერთობა... ჩემი ქალიშვილი 17 წლის იყო, საშკას ცოლად რომ გაჰყვა, ერთად სამი წელი იცხოვრეს. თავიდან ნაქირავებში იყვნენ, მერე ვთხოვე, ჩემთან გადმოსულიყვნენ, სიძემ მითხრა: -არავის შეწუხება არ მიყვარს, ჩემს ცოლ-შვილს თავად მოვუვლიო, მაგრამ დავაძალე და კანდელაკზე ყველანი ერთად ვცხოვრობდით. ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო. ამბობდა, სულ ექიმობაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს ოცნება ვერ ავისრულეო. გამზრდელი მამა ადრე გარდაეცვალა, ოჯახს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა და და-ძმა სამუშაოდ თბილისში წამოვიდა. ვუთხარი, ექიმების ოჯახში მოხვდი და ყველანაირად გვერდში დაგიდგებით-მეთქი. ცნობილი ექიმების, თურმანიძეების შთამომავალი ვარ. ამ ტრაგედიამ ჩვენი ოჯახი გაანადგურა.

-როგორც ვიცი, იუსტიციის მინისტრსაც შეხვდით. რა გითხრათ მან?

-ყველამ იცის, რამდენს იბრძოდნენ ვაზაგაშვილები და ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწიეს. ამ წლების მანძილზე ცუდად ვიყავი, სტრესი სტრესს ემატებოდა. ახლა სამართლიანობის აღდგენის იმედი გამიჩნდა. თეა წულუკიანს შევხვდი და ვთხოვე, ამ საქმის გამოძიება მოხდეს! პირველ რიგში ამას ელიან საშკას ობლად დარჩენილი შვილები. როდესაც მკითხავენ, მამა რატომ მოუკლეს, რა ვუპასუხო? ვერ გეტყვით, უმუშევრად დარჩენილმა ოჯახმა დღემდე როგორ შევძელით ამ ბავშვების გაზრდა. ალბათ, მხოლოდ უფლის წყალობით. ვითხოვ, მოხდეს საშკას სახელის რეაბილიტაცია, დამნაშავეები დაისაჯონ და მისმა შვილებმა მიიღონ კომპენსაცია.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"