პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3D პრინტერზე დაბეჭდილი იარაღი
3D პრინტერზე დაბეჭდილი იარაღი

უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამე­რი­კელ ენ­თუ­ზი­ასტთა ჯგუ­ფი Defense Distributed, ექ­სკლუ­ზი­უ­რი ნა­ხა­ზე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას აპი­რებს. მათი მეშ­ვე­ო­ბით, 3D პრინ­ტერ­ზე AR-15-ის ტი­პის ავ­ტო­მა­ტუ­რი შაშ­ხა­ნის მჭი­დის და­ბეჭდ­ვა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მჭი­დის ეტა­პობ­რი­ვი და­ბეჭდ­ვა სტან­დარ­თულ 3D პრინ­ტე­რებ­ზე შე­იძ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც ნედ­ლე­უ­ლად თერ­მოპ­ლასტმას იყე­ნე­ბენ. გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს Defense Distributed-ის მიერ ნაჩ­ვე­ნე­ბი მჭი­დის პირ­ვე­ლი მო­დე­ლი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამ­ჯე­რად, ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თქმით, მათი ქმნი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­ულ გას­რო­ლას გა­უძ­ლებს.

3D პრინ­ტერ­ზე და­ბეჭ­დილ ახალ 30 ვაზ­ნა­ზე გათ­ვლილ მჭიდს Cuomo და­არ­ქვეს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კა­ლაშ­ნი­კო­ვის АК-47-ის ტი­პის ავ­ტო­მა­ტის­თვის 40 ვაზ­ნა­ზე გათ­ვლი­ლი მჭი­დის და­ბეჭდ­ვაც იგეგ­მე­ბა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ამ ავ­ტო­მა­ტის სტან­დარ­ტუ­ლი მჭი­დი მხო­ლოდ 30 ვაზ­ნას იტევს.

საბ­რძო­ლო ია­რა­ღის დე­ტა­ლე­ბის სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან ანუ იგი­ვე 3D პრინ­ტე­რით და­ბეჭდ­ვის მოდა შარ­შან გაჩ­ნდა. მა­შინ ერთ-ერ­თმა მო­ხერ­ხე­ბულ­მა ენ­თუ­ზი­ასტმა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში 3D პრინ­ტერ­ზე AR-15-ის ტი­პის ავ­ტო­მა­ტუ­რი შაშ­ხა­ნის დე­ტა­ლე­ბი და­ამ­ზა­და. მარ­თა­ლია რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლის შემ­დეგ ყვე­ლა მათ­გა­ნი და­ზი­ან­და და მწყობ­რი­დან გა­მო­ვი­და. თუმ­ცა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, მი­ნი­მა­ლუ­რი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბით 3D პრინ­ტერ­ზე ია­რა­ღის და­ბეჭდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და­დას­ტურ­და.

მსგავ­სმა შე­საძ­ლებ­ლო­ბამ ორაზ­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ნა­წი­ლი აღ­ფრთო­ვან­და ტექ­ნი­კუ­რი პროგ­რე­სის მსგავ­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. ნა­წი­ლი კი სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­ვარ­და, რად­გან მსგავ­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­უვრცე­ლებ­ლო­ბის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის­თვის გვერ­დის ავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. ამ­ჟა­მად, აშშ-ში კა­ნონპ­რო­ექ­ტი მზად­დე­ბა, რო­მე­ლიც 3D პრინ­ტე­რებ­ზე ია­რა­ღის და­ბეჭდ­ვას აკ­რძა­ლავს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ popmech.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

3D პრინტერზე დაბეჭდილი იარაღი

3D პრინტერზე დაბეჭდილი იარაღი

უახლოეს მომავალში ამერიკელ ენთუზიასტთა ჯგუფი Defense Distributed, ექსკლუზიური ნახაზების გამოქვეყნებას აპირებს. მათი მეშვეობით, 3D პრინტერზე AR-15-ის ტიპის ავტომატური შაშხანის მჭიდის დაბეჭდვა იქნება შესაძლებელი.

მჭიდის ეტაპობრივი დაბეჭდვა სტანდართულ 3D პრინტერებზე შეიძლება, რომლებიც ნედლეულად თერმოპლასტმას იყენებენ. გასული წლის ბოლოს Defense Distributed-ის მიერ ნაჩვენები მჭიდის პირველი მოდელი წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჯერად, ჯგუფის წარმომადგენელთა თქმით, მათი ქმნილება რამდენიმე ასეულ გასროლას გაუძლებს.

3D პრინტერზე დაბეჭდილ ახალ 30 ვაზნაზე გათვლილ მჭიდს Cuomo დაარქვეს. უახლოეს მომავალში კალაშნიკოვის АК-47-ის ტიპის ავტომატისთვის 40 ვაზნაზე გათვლილი მჭიდის დაბეჭდვაც იგეგმება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ავტომატის სტანდარტული მჭიდი მხოლოდ 30 ვაზნას იტევს.

საბრძოლო იარაღის დეტალების სამგანზომილებიან ანუ იგივე 3D პრინტერით დაბეჭდვის მოდა შარშან გაჩნდა. მაშინ ერთ-ერთმა მოხერხებულმა ენთუზიასტმა სახლის პირობებში 3D პრინტერზე AR-15-ის ტიპის ავტომატური შაშხანის დეტალები დაამზადა. მართალია რამდენიმე გასროლის შემდეგ ყველა მათგანი დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა. თუმცა სახლის პირობებში, მინიმალური ფინანსური დანახარჯებით 3D პრინტერზე იარაღის დაბეჭდვის შესაძლებლობა დადასტურდა.

მსგავსმა შესაძლებლობამ ორაზროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. ნაწილი აღფრთოვანდა ტექნიკური პროგრესის მსგავსი შესაძლებლობებით. ნაწილი კი საგონებელში ჩავარდა, რადგან მსგავსი შესაძლებლობა ცეცხლსასროლი იარაღის გაუვრცელებლობის კანონმდებლობისთვის გვერდის ავლის საშუალებას იძლევა. ამჟამად, აშშ-ში კანონპროექტი მზადდება, რომელიც 3D პრინტერებზე იარაღის დაბეჭდვას აკრძალავს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ popmech.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე