მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ
ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭი­ა­თუ­რა­ში მა­ღა­რო­ე­ლე­ბის გა­ფიც­ვა და­ი­წყო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჭი­ა­თუ­რის მა­ჟო­რი­ტარ­მა დე­პუ­ტატ­მა, მალ­ხაზ წე­რე­თელ­მა გა­ნუ­ცხა­და, დი­ლი­დან გა­ფი­ცუ­ლია ხუთი მა­ღა­რო და შვი­დი გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა, ასე­ვე, დაც­ლი­ლია კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან მან­გა­ნე­ზის" ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრო­ტეს­ტის შე­და­რე­ბით მძი­მე ფორ­მას რვა მა­ღა­რო­ელ­მა მი­მარ­თა. ისი­ნი შუქ­რუ­თის მა­ღა­როს სიღ­რმე­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და ამოს­ვლა­ზე უარს აცხა­დე­ბენ.

გა­ფი­ცულ მა­ღა­რო­ე­ლებს სამი ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა აქვთ, რომ­ლის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში პრო­ტეს­ტის შე­წყვე­ტას არ აპი­რე­ბენ. ისი­ნი პირ­ველ რიგ­ში 28-დღი­ა­ნი შვე­ბუ­ლე­ბის 48 დღემ­დე გაზ­რდას ითხო­ვენ. გარ­და ამი­სა, სურთ, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უქმე დღე­ე­ბი მა­თაც და­უ­კა­ნონ­დეთ. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე მო­თხოვ­ნას, ეს ავად­მყო­ფო­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი დას­ვე­ნე­ბის დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის, ე.წ. სა­ა­ვად­მყო­ფო ფურ­ცლის დღე­ებ­ზე გას­ვლის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდას შე­ე­ხე­ბა.

რო­გორც დე­პუ­ტა­ტი აცხა­დებს, სა­მი­ვე მო­თხოვ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ღა­რო­ე­ლებ­სა და დამ­ქი­რა­ვე­ბელ კომ­პა­ნი­ას შო­რის შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლი იყო, თუმ­ცა მა­ღა­რო­ე­ლე­ბის ახ­ლან­დე­ლი პრო­ტეს­ტი პი­რო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბამ და პრო­ცე­სის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია.

ჭი­ა­თუ­რის მა­ღა­რო­ე­ლე­ბი 2012 წლის შე­მოდ­გო­მა­ზეც იყ­ვნენ გა­ფი­ცუ­ლე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მალხაზ წერეთელმა განუცხადა, დილიდან გაფიცულია ხუთი მაღარო და შვიდი გადამამუშავებელი ქარხანა, ასევე, დაცლილია კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ადმინისტრაციული შენობა.

მისივე ინფორმაციით, პროტესტის შედარებით მძიმე ფორმას რვა მაღაროელმა მიმართა. ისინი შუქრუთის მაღაროს სიღრმეში იმყოფებიან და ამოსვლაზე უარს აცხადებენ.

გაფიცულ მაღაროელებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი პირველ რიგში 28-დღიანი შვებულების 48 დღემდე გაზრდას ითხოვენ. გარდა ამისა, სურთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული უქმე დღეები მათაც დაუკანონდეთ. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, ეს ავადმყოფობის შემთხვევაში გაუთვალისწინებელი დასვენების დღეების რაოდენობის, ე.წ. საავადმყოფო ფურცლის დღეებზე გასვლის რაოდენობის გაზრდას შეეხება.

როგორც დეპუტატი აცხადებს, სამივე მოთხოვნასთან დაკავშირებით მაღაროელებსა და დამქირავებელ კომპანიას შორის შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა მაღაროელების ახლანდელი პროტესტი პირობის შეუსრულებლობამ და პროცესის გაჭიანურებამ გამოიწვია.

ჭიათურის მაღაროელები 2012 წლის შემოდგომაზეც იყვნენ გაფიცულები.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა