სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის წავა პოლიტიკაში ლიკა ლაბაძე
როდის წავა პოლიტიკაში ლიკა ლაბაძე

ბუკ­ლი­კოს სა­მიზ­ნე ამ­ჯე­რად ლიკა ლა­ბა­ძე აღ­მოჩ­ნდა. "იმე­დის დი­ლის" წამ­ყვა­ნი ძა­ლი­ან გა­ვამ­ხი­ა­რუ­ლე, თუმ­ცა, რო­გორც მივ­ხვდი, მის­თვის უხერ­ხუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი არ არ­სე­ბობს და ცხოვ­რე­ბას არც ვარ­დის­ფე­რი სათ­ვა­ლით უყუ­რებს. მი­წა­ზე მყა­რად დგას და ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­მოც­დის­თვის მზად არის. ასე­თია თუ არა ლიკა ლა­ბა­ძე მარ­თლაც, ინ­ტერ­ვი­უ­ში თა­ვად ამო­ი­კი­თხავთ.

- ლიკა, და­ვი­წყოთ ჩვე­ნი შე­კი­თხვე­ბის კო­რი­ან­ტე­ლი. დი­ლის გა­და­ცე­მა­ში რეკ­ლა­მის დროს ეთერ­ში გი­ვარ­დე­ბა შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი და გე­უბ­ნე­ბა, რომ რეკ­ლა­მის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ინ­ტი­მურ თე­მებ­ზე უნდა ილა­პა­რა­კოთ.

- არ და­ვიბ­ნე­ვი და რა­ზეც მო­უნ­დე­ბა, იმა­ზე ვე­სა­უბ­რე­ბი. სხვა გზა არ გაქვს, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ას უნდა გა­უმკლავ­დე, როცა ღია ეთერ­ში ხარ. მქო­ნია უხერ­ხუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად, "ქრო­ნი­კის" გა­მოშ­ვე­ბა უნდა ყო­ფი­ლი­ყო 10-წუ­თი­ა­ნი და იყო 3-წუ­თი­ა­ნი, შე­სა­ბა­მი­სად, დარ­ჩე­ნი­ლი დრო წამ­ყვა­ნებს ლა­პა­რა­კით უნდა შეგ­ვევ­სო და ამას თავი გა­ვარ­თვით.

- ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი გი­რე­კავს და გე­უბ­ნე­ბა, რომ მას­თან ერ­თად ბე­რას ახალ კლიპ­ში უნდა იცეკ­ვო.

- ის უფრო გა­მიკ­ვირ­დე­ბა, ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­თან ერ­თად ცალ­კე რომ უნდა ვი­ცეკ­ვო. რად­გან მი­რე­კავს, ე.ი. ასეა სა­ჭი­რო. მის კომ­პე­ტენ­ცი­ას და­ვეყ­რდნო­ბი და დავ­თან­ხმდე­ბი.

- გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე შეხ­ვედ­რას გთხოვს და გე­უბ­ნე­ბა, რომ ქუ­თა­ი­სის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბას გით­მობს.

- (იცი­ნის) რა თქმა უნდა, ესეც გა­მიკ­ვირ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მე­ცი­ნე­ბა, იმი­ტომ, რომ მე მთა­ვა­ზობს. შევ­ხვდე­ბი.

- მარ­თლა?

- იმ­დენ­ჯერ შე­ვიც­ვა­ლე პრო­ფე­სია, რომ ამ შემ­თხვე­ვა­შიც არ გა­მი­ჭირ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა, დავ­თან­ხმე­ბო­დი კი­დე­ვაც მის ამ წი­ნა­და­დე­ბას. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი.

- ანუ სა­კუ­თარ თავს პო­ლი­ტი­კა­ში ხე­დავ?

- ჯერ არა, მაგ­რამ წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად რა­ტო­მაც არა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ამ სფე­რო­შიც ვი­პო­ვო სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი.

- დი­ლის გა­და­ცე­მა­ში კარი იღე­ბა და შე­მო­დის ვე­ფხვი, და­სე­ირ­ნობს სტუ­დი­ა­ში...

- გა­ვიქ­ცე­ვი!.. არ და­მა­ინ­ტე­რე­სებს, გაწ­ვრთნი­ლია თუ არა. დავ­ტო­ვებ ყვე­ლა წამ­ყვანს და რაც უნ­დათ, ის უქ­ნი­ათ. ამას წი­ნათ სი­უ­ჟე­ტი გვქონ­და ბოკ­ვრებ­ზე, ეთერ­ში ვთქვი, სი­ა­მოვ­ნე­ბით ავიყ­ვან­დი ერთ-ერთს-მეთ­ქი, მაგ­რამ მერე და­ვა­მა­ტე, პა­ა­ტას ვა­ჩუ­ქებ­დი-მეთ­ქი (იცი­ნის).

- სა­მო­რი გიხ­სნის სიყ­ვა­რულს და გე­უბ­ნე­ბა, რომ შენი ცო­ლად მოყ­ვა­ნა სურს.

- ვა­ი­მე­ეე... ძა­ლი­ან ისე­თი... უხერ­ხუ­ლი შე­კი­თხვაა. აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ხვდე­ბო­დი მა­საც და გა­ვი­გებ­დი, რა უნდა.

- რო­გორც ჩანს, ძა­ლი­ან თა­მა­მი ადა­მი­ა­ნი ხარ.

- რის­კი­ა­ნიც ვარ და მიყ­ვარს თა­მა­მი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა. მიყ­ვარს სი­ახ­ლე­ე­ბი, ახალ სფე­როს­თან შე­ხე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი მე­უბ­ნე­ბო­დეს და მაფრ­თხი­ლებ­დეს, არ გინ­და ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმაო, მაგ­რამ ინ­ტუ­ი­ცია არას­დროს მღა­ლა­ტობს. თუ ვგრძნობ, რომ რა­ღაც გა­სა­კე­თე­ბე­ლია, აუ­ცი­ლებ­ლად ვა­კე­თებ, მი­უ­ხე­და­ვად ახ­ლობ­ლე­ბის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბი­სა, არ გინ­დაო.

- მან­ქა­ნის კარს აღებ და გხვდე­ბა შიშ­ვე­ლი კაცი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს ბრედ პიტს.

- რაც უნდა ბრედ პიტს ჰგავ­დეს და თა­ვად ბრედ პიტი იყოს, მა­ინც არ მე­სი­ა­მოვ­ნე­ბო­და. ასე­თი უზ­რდე­ლო­ბე­ბი არ მიყ­ვარს. აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვაგ­დებ­დი მან­ქა­ნი­დან. გავ­ბრაზ­დე­ბო­დი. რაც უნდა სიმ­პა­თი­უ­რი იყოს ბიჭი, თუკი თავ­ხე­დია, ის ჩემ გვერ­დით ვერ იქ­ნე­ბა. ასე­ვე არც ის მომ­წონს, თა­ვის გა­რეგ­ნო­ბას ხაზს რომ უს­ვა­მენ. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში მა­მა­კაცს ჩემ­თან მო­სას­ვლე­ლი გზა დაბ­ლო­კი­ლი აქვს.

- ზვი­ად ძი­ძი­გურ­მა რომ პრესმდივ­ნო­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზოს, და­თან­ხმდე­ბი?

- არა მგო­ნია. უზ­რდე­ლი რომ არ გა­მო­ვი­დე, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­დო­დი შეხ­ვედ­რა­ზე და მო­ვუს­მენ­დი. არ მი­ზი­დავს პრესმდივ­ნო­ბა და არას­დროს გა­მივ­ლია თავ­ში, რომ ამ კუ­თხით მე­მუ­შა­ვა.

- და­ვით აქუ­ბარ­დია გი­რე­კავს და გთა­ვა­ზობს, მას­თან ერ­თად წა­იყ­ვა­ნო სტუ­დია "სპექტრის" გა­და­ცე­მე­ბი.

- დავ­თან­ხმდე­ბო­დი, თა­მა­მი ექ­სპე­რი­მენ­ტი იქ­ნე­ბო­და. რო­გო­რი გა­მო­ვი­დო­და ჩვე­ნი ტან­დე­მი, იქ მის­ვლის და გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნის შემ­დეგ ვნა­ხავ­დი.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, იღ­ვი­ძებ ქუ­ჩა­ში, გაც­ვია სხვი­სი ტან­საც­მე­ლი, ჯი­ბე­ში რამ­დე­ნი­მე თეთ­რი გი­ჩხრი­ა­ლებს.

- ასე­თი რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია. ისე არას­დროს ვსვამ, რომ მე­ო­რე დღეს არა­ფე­რი მახ­სოვ­დეს. მა­შინ­ვე მივ­ხვდე­ბო­დი, რომ ვი­ღა­ცამ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მი­კე­თა ასე­თი რამ. ჯერ სახ­ლამ­დე მი­ვაღ­წევ­დი რო­გორ­მე, ჩუ­მად, რომ არა­ვის და­ვე­ნა­ხე, მერე კი ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას შე­ვუდ­გე­ბო­დი და და­ვად­გენ­დი, ვინ ჩა­მაგ­დო ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

- სა­მა­გი­ე­როს გა­და­უხ­დი­დი?

- ალ­ბათ (იცი­ნის).

- შენ­თან მო­დის სიმ­პა­თი­უ­რი ბიჭი, რო­მე­ლიც გე­უბ­ნე­ბა, რომ წარ­სულ­ში მისი ცოლი იყა­ვი.

- თუ მო­მე­წო­ნე­ბო­და, ხელ­მე­ო­რედ გავ­ყვე­ბო­დი.

- ალი­სა რომ იყო სა­ოც­რე­ბა­თა ქვე­ყა­ნა­ში...

- ვი­სარ­გებ­ლებ­დი შემ­თხვე­ვით და მო­ვივ­ლი­დი ყვე­ლა ზღაპ­რულ ად­გილს, ასე­ვე ვი­სარ­გებ­ლებ­დი ზო­მა­ში გა­დი­დე­ბი­სა და და­პა­ტა­რა­ვე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბით და აქა-იქ, სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლებ­ში შე­ვი­პა­რე­ბო­დი. თუ მე­ცო­დი­ნე­ბო­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე დამ­თავ­რდე­ბო­და, რო­გორც ზღა­პარ­შია, არ შე­მე­შინ­დე­ბო­და. სა­ერ­თოდ, ისე­თი სიზ­მრე­ბი მაქვს, რომ ალი­სას თავგდა­სა­ვა­ლი დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა მათ­გან. რამ­დენ­ჯერ­მე ამ­ხდე­ნია ის, რაც დამ­სიზ­მრე­ბია, მა­გა­ლი­თად, სიზ­მარ­ში მი­ნა­ხავს, რომ მძი­ვი გამ­წყვე­ტია და მე­ო­რე დღეს მარ­თლაც ასე მომ­ხდა­რა, ან ადა­მი­ა­ნი მი­ნა­ხავს სიზ­მარ­ში და მე­ო­რე დღეს რე­ა­ლუ­რად შემ­ხვედ­რია.

- კულ­ტუ­რისტ ქა­ლად რომ გა­იღ­ვი­ძო ერთ დღე­საც და შე­ჯიბ­რე­ბა­ში იღებ­დე მო­ნა­წი­ლე­ო­ბას...

- გა­ვი­დო­დი შე­ჯიბ­რე­ბა­ზე, მაგ­რამ წა­ვა­გებ­დი, თუმ­ცა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უკან არ და­ვი­ხევ­დი. არ მიყ­ვარს კონ­კურ­სე­ბი, გა­მიზ­ნუ­ლად წა­ვი­დო­დი წა­გე­ბა­ზე, რად­გან ჩემი სხე­უ­ლი კულ­ტუ­რის­ტი ქა­ლის პა­რა­მეტ­რებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს. სპე­ცი­ა­ლუ­რად ნა­ვარ­ჯი­შე­ბი სხე­უ­ლე­ბი აქვთ.

- "სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში" - ქარ­თუ­ლი ვერ­სია რომ გა­და­ი­ღონ და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზონ, თა­ნაც, გუ­ლახ­დი­ლი სცე­ნე­ბის თან­ხლე­ბით, მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და შენ­თვის?

- ქე­რის როლს დავ­თან­ხმდე­ბო­დი, რად­გან მისი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ჰგავს ჩემ­სას, გარ­კვე­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბით. თა­მამ სცე­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, არ მი­ფიქ­რია ამა­ზე, მაგ­რამ ალ­ბათ უარს ვი­ტყო­დი. მსა­ხი­ო­ბო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა კი მაქვს.

DJ ბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

როდის წავა პოლიტიკაში ლიკა ლაბაძე

როდის წავა პოლიტიკაში ლიკა ლაბაძე

ბუკლიკოს სამიზნე ამჯერად ლიკა ლაბაძე აღმოჩნდა. "იმედის დილის" წამყვანი ძალიან გავამხიარულე, თუმცა, როგორც მივხვდი, მისთვის უხერხული სიტუაციები არ არსებობს და ცხოვრებას არც ვარდისფერი სათვალით უყურებს. მიწაზე მყარად დგას და ყველანაირი გამოცდისთვის მზად არის. ასეთია თუ არა ლიკა ლაბაძე მართლაც, ინტერვიუში თავად ამოიკითხავთ.

- ლიკა, დავიწყოთ ჩვენი შეკითხვების კორიანტელი. დილის გადაცემაში რეკლამის დროს ეთერში გივარდება შორენა ბეგაშვილი და გეუბნება, რომ რეკლამის დასრულებისთანავე ინტიმურ თემებზე უნდა ილაპარაკოთ.

- არ დავიბნევი და რაზეც მოუნდება, იმაზე ვესაუბრები. სხვა გზა არ გაქვს, ასეთ სიტუაციას უნდა გაუმკლავდე, როცა ღია ეთერში ხარ. მქონია უხერხული შემთხვევები, მაგალითად, "ქრონიკის" გამოშვება უნდა ყოფილიყო 10-წუთიანი და იყო 3-წუთიანი, შესაბამისად, დარჩენილი დრო წამყვანებს ლაპარაკით უნდა შეგვევსო და ამას თავი გავართვით.

- ნინო ანანიაშვილი გირეკავს და გეუბნება, რომ მასთან ერთად ბერას ახალ კლიპში უნდა იცეკვო.

- ის უფრო გამიკვირდება, ნინო ანანიაშვილთან ერთად ცალკე რომ უნდა ვიცეკვო. რადგან მირეკავს, ე.ი. ასეა საჭირო. მის კომპეტენციას დავეყრდნობი და დავთანხმდები.

- გუბაზ სანიკიძე შეხვედრას გთხოვს და გეუბნება, რომ ქუთაისის მაჟორიტარობას გითმობს.

- (იცინის) რა თქმა უნდა, ესეც გამიკვირდება, აუცილებლად გამეცინება, იმიტომ, რომ მე მთავაზობს. შევხვდები.

- მართლა?

- იმდენჯერ შევიცვალე პროფესია, რომ ამ შემთხვევაშიც არ გამიჭირდება და შეიძლება, დავთანხმებოდი კიდევაც მის ამ წინადადებას. არ არის გამორიცხული.

- ანუ საკუთარ თავს პოლიტიკაში ხედავ?

- ჯერ არა, მაგრამ წლების მატებასთან ერთად რატომაც არა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ სფეროშიც ვიპოვო საკუთარი ადგილი.

- დილის გადაცემაში კარი იღება და შემოდის ვეფხვი, დასეირნობს სტუდიაში...

- გავიქცევი!.. არ დამაინტერესებს, გაწვრთნილია თუ არა. დავტოვებ ყველა წამყვანს და რაც უნდათ, ის უქნიათ. ამას წინათ სიუჟეტი გვქონდა ბოკვრებზე, ეთერში ვთქვი, სიამოვნებით ავიყვანდი ერთ-ერთს-მეთქი, მაგრამ მერე დავამატე, პაატას ვაჩუქებდი-მეთქი (იცინის).

- სამორი გიხსნის სიყვარულს და გეუბნება, რომ შენი ცოლად მოყვანა სურს.

- ვაიმეეე... ძალიან ისეთი... უხერხული შეკითხვაა. აუცილებლად შევხვდებოდი მასაც და გავიგებდი, რა უნდა.

- როგორც ჩანს, ძალიან თამამი ადამიანი ხარ.

- რისკიანიც ვარ და მიყვარს თამამი ნაბიჯების გადადგმა. მიყვარს სიახლეები, ახალ სფეროსთან შეხება, შეიძლება, ბევრი მეუბნებოდეს და მაფრთხილებდეს, არ გინდა ამ ნაბიჯის გადადგმაო, მაგრამ ინტუიცია არასდროს მღალატობს. თუ ვგრძნობ, რომ რაღაც გასაკეთებელია, აუცილებლად ვაკეთებ, მიუხედავად ახლობლების დაჟინებული მტკიცებისა, არ გინდაო.

- მანქანის კარს აღებ და გხვდება შიშველი კაცი, რომელიც ძალიან ჰგავს ბრედ პიტს.

- რაც უნდა ბრედ პიტს ჰგავდეს და თავად ბრედ პიტი იყოს, მაინც არ მესიამოვნებოდა. ასეთი უზრდელობები არ მიყვარს. აუცილებლად გადავაგდებდი მანქანიდან. გავბრაზდებოდი. რაც უნდა სიმპათიური იყოს ბიჭი, თუკი თავხედია, ის ჩემ გვერდით ვერ იქნება. ასევე არც ის მომწონს, თავის გარეგნობას ხაზს რომ უსვამენ. ასეთ შემთხვევებში მამაკაცს ჩემთან მოსასვლელი გზა დაბლოკილი აქვს.

- ზვიად ძიძიგურმა რომ პრესმდივნობა შემოგთავაზოს, დათანხმდები?

- არა მგონია. უზრდელი რომ არ გამოვიდე, აუცილებლად მივიდოდი შეხვედრაზე და მოვუსმენდი. არ მიზიდავს პრესმდივნობა და არასდროს გამივლია თავში, რომ ამ კუთხით მემუშავა.

- დავით აქუბარდია გირეკავს და გთავაზობს, მასთან ერთად წაიყვანო სტუდია "სპექტრის" გადაცემები.

- დავთანხმდებოდი, თამამი ექსპერიმენტი იქნებოდა. როგორი გამოვიდოდა ჩვენი ტანდემი, იქ მისვლის და გადაცემის წაყვანის შემდეგ ვნახავდი.

- წარმოიდგინე, იღვიძებ ქუჩაში, გაცვია სხვისი ტანსაცმელი, ჯიბეში რამდენიმე თეთრი გიჩხრიალებს.

- ასეთი რამ გამორიცხულია. ისე არასდროს ვსვამ, რომ მეორე დღეს არაფერი მახსოვდეს. მაშინვე მივხვდებოდი, რომ ვიღაცამ სპეციალურად გამიკეთა ასეთი რამ. ჯერ სახლამდე მივაღწევდი როგორმე, ჩუმად, რომ არავის დავენახე, მერე კი ამ საქმის გამოძიებას შევუდგებოდი და დავადგენდი, ვინ ჩამაგდო ასეთ სიტუაციაში.

- სამაგიეროს გადაუხდიდი?

- ალბათ (იცინის).

- შენთან მოდის სიმპათიური ბიჭი, რომელიც გეუბნება, რომ წარსულში მისი ცოლი იყავი.

- თუ მომეწონებოდა, ხელმეორედ გავყვებოდი.

- ალისა რომ იყო საოცრებათა ქვეყანაში...

- ვისარგებლებდი შემთხვევით და მოვივლიდი ყველა ზღაპრულ ადგილს, ასევე ვისარგებლებდი ზომაში გადიდებისა და დაპატარავების უპირატესობით და აქა-იქ, საინტერესო ადგილებში შევიპარებოდი. თუ მეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ისე დამთავრდებოდა, როგორც ზღაპარშია, არ შემეშინდებოდა. საერთოდ, ისეთი სიზმრები მაქვს, რომ ალისას თავგდასავალი დიდად არ განსხვავდება მათგან. რამდენჯერმე ამხდენია ის, რაც დამსიზმრებია, მაგალითად, სიზმარში მინახავს, რომ მძივი გამწყვეტია და მეორე დღეს მართლაც ასე მომხდარა, ან ადამიანი მინახავს სიზმარში და მეორე დღეს რეალურად შემხვედრია.

- კულტურისტ ქალად რომ გაიღვიძო ერთ დღესაც და შეჯიბრებაში იღებდე მონაწილეობას...

- გავიდოდი შეჯიბრებაზე, მაგრამ წავაგებდი, თუმცა მონაწილეობაზე უკან არ დავიხევდი. არ მიყვარს კონკურსები, გამიზნულად წავიდოდი წაგებაზე, რადგან ჩემი სხეული კულტურისტი ქალის პარამეტრებს ვერ აკმაყოფილებს. სპეციალურად ნავარჯიშები სხეულები აქვთ.

- "სექსი დიდ ქალაქში" - ქართული ვერსია რომ გადაიღონ და მონაწილეობა შემოგთავაზონ, თანაც, გულახდილი სცენების თანხლებით, მისაღები იქნებოდა შენთვის?

- ქერის როლს დავთანხმდებოდი, რადგან მისი ცხოვრება ძალიან ჰგავს ჩემსას, გარკვეული ელემენტებით. თამამ სცენებს რაც შეეხება, არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ ალბათ უარს ვიტყოდი. მსახიობობის გამოცდილება კი მაქვს.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება