საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საია - პარლამენტს პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინა
საია - პარლამენტს პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინა

სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, პარ­ლა­მენტს პრე­ზი­დენ­ტის ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შის მოს­მე­ნის გა­და­დე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ უნდა მი­ე­ღო, რად­გან ამის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე კახა კო­ჟო­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ პარ­ლა­მენ­ტი არას­წო­რად მო­იქ­ცა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტის მე-200 მუხ­ლი ით­ვა­ლის­წი­ნებს იმის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ პარ­ლა­მენ­ტმა მო­ის­მი­ნოს პრე­ზი­დენ­ტის ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­ში. კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, თუ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა არ არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ობი­ექ­ტუ­რად გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ პარ­ლა­მენტს არ შე­უძ­ლია პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვით მი­მარ­თვის მოს­მე­ნა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო ვალ­დე­ბუ­ლია ქვეყ­ნის პირ­ველ პირს მო­უს­მი­ნოს და პრე­ზი­დენ­ტიც ვალ­დე­ბუ­ლია მი­ვი­დეს. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ვფიქ­რობთ, ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა არ არ­სე­ბობ­და, პარ­ლა­მენტს უნდა მო­ეს­მი­ნა პრე­ზი­დენ­ტის­თვის და ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­ე­ღო", - გა­ნა­ცხა­და კახა კო­ჟო­რი­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მე­ო­რე მხრივ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს წლი­უ­რი ან­გა­რი­შის ჩა­ბა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სწო­რედ პარ­ლა­მენ­ტის­თვის, პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე აქვს, რის გა­მოც ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან მი­მარ­თვის მი­უ­ხე­და­ვად, ის ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა.

"პრე­ზი­დენტს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სად­მი ნე­ბის­მი­ე­რი ად­გი­ლი­დან მი­მარ­თვის უფ­ლე­ბა აქვს, თუმ­ცა ეს ვერ ჩა­ით­ვლე­ბა იმ ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბად, რა­საც კონ­სტი­ტუ­ცია მას წლი­უ­რი ან­გა­რი­შის კუ­თხით უდ­გენს. ასე რომ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ვერ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან, თუკი ის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან მი­მარ­თავს ხალ­ხს", - აღ­ნიშ­ნა კო­ჟო­რი­ძემ.

აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, საია-ს თავ­მჯდო­მა­რის გან­მარ­ტე­ბით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით რა­ი­მე ტი­პის სან­ქცია არც პარ­ლა­მენ­ტის მიერ "არას­წორ ქცე­ვას­თან" და­კავ­ში­რე­ბი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და არც იმ შემ­თხვე­ვის­თვის, თუკი ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან მი­მარ­თვის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბით აღარ გა­მო­ცხად­დე­ბა.

"კონ­კრე­ტუ­ლი სან­ქცია შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას არ მოჰ­ყვე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი რო­გორც იმა­ზე, რომ პარ­ლა­მენ­ტი არას­წო­რად მო­იქ­ცა, ისე იმა­ზეც, რომ პრე­ზი­დენ­ტი და­არ­ღვევს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, თუ აღარ წარ­დგე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე", - აღ­ნიშ­ნა კო­ჟო­რი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში მოხ­სე­ნე­ბით დღეს უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო, თუმ­ცა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რა­ველ­სო­ბამ ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბი­უ­როს გუ­შინ­დელ სხდო­მა­ზე პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრე­ზი­დენტს მი­ე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს და პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მო­ვი­დეს, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბის პო­ზი­ცი­აა, რომ ეს მოხ­დე­ბა მას შემ­დეგ, რაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ან, რო­დე­საც ცალ­სა­ხად და მკა­ფი­ოდ იქ­ნე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის და მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის პო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტის­თვის იმ უფ­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც მას ეკუთ­ვნის.

აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­პა­სუ­ხოდ, გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მო­სახ­ლე­ო­ბას ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბით, პარ­ლა­მენ­ტის ნაც­ვლად, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან მი­მარ­თავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საია - პარლამენტს პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინა

საია - პარლამენტს პრეზიდენტისთვის უნდა მოესმინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, პარლამენტს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის გადადების გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო, რადგან ამის განსაკუთრებული გარემოება არ არსებობდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა, შეიძლება საუბარი იმაზე, რომ პარლამენტი არასწორად მოიქცა.

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-200 მუხლი ითვალისწინებს იმის ვალდებულებას, რომ პარლამენტმა მოისმინოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიში. კანონმდებლობით, თუ რაღაც განსაკუთრებული გარემოება არ არსებობს, რომელიც ობიექტურად განაპირობებს იმას, რომ პარლამენტს არ შეუძლია პრეზიდენტის სიტყვით მიმართვის მოსმენა, საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია ქვეყნის პირველ პირს მოუსმინოს და პრეზიდენტიც ვალდებულია მივიდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობთ, ასეთი განსაკუთრებული გარემოება არ არსებობდა, პარლამენტს უნდა მოესმინა პრეზიდენტისთვის და ასეთი გადაწყვეტილება არ მიეღო", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისივე განმარტებით, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილს წლიური ანგარიშის ჩაბარების ვალდებულება სწორედ პარლამენტისთვის, პლენარულ სხდომაზე აქვს, რის გამოც ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართვის მიუხედავად, ის ამ ვალდებულებისგან ვერ გათავისუფლდება.

"პრეზიდენტს საზოგადოებისადმი ნებისმიერი ადგილიდან მიმართვის უფლება აქვს, თუმცა ეს ვერ ჩაითვლება იმ ვალდებულების შესრულებად, რასაც კონსტიტუცია მას წლიური ანგარიშის კუთხით უდგენს. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება პარლამენტში გამოსვლის ვალდებულებისგან, თუკი ის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს ხალხს", - აღნიშნა კოჟორიძემ.

აღნიშნულის მიუხედავად, საია-ს თავმჯდომარის განმარტებით, კანონმდებლობით რაიმე ტიპის სანქცია არც პარლამენტის მიერ "არასწორ ქცევასთან" დაკავშირებითაა გათვალისწინებული და არც იმ შემთხვევისთვის, თუკი ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართვის შემდეგ, პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში ყოველწლიური მოხსენებით აღარ გამოცხადდება.

"კონკრეტული სანქცია შექმნილ ვითარებას არ მოჰყვება, მაგრამ შეიძლება საუბარი როგორც იმაზე, რომ პარლამენტი არასწორად მოიქცა, ისე იმაზეც, რომ პრეზიდენტი დაარღვევს კანონმდებლობას, თუ აღარ წარდგება პარლამენტის წინაშე", - აღნიშნა კოჟორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მოხსენებით დღეს უნდა გამოსულიყო, თუმცა საპარლამენტო უმრაველსობამ ამაზე უარი განაცხადა.

როგორც ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ან, როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.

აღნიშნულის საპასუხოდ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ყოველწლიური მოხსენებით, პარლამენტის ნაცვლად, ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა