მექსიკაში ცხრა წლის გოგონა დედა გახდა. მან ჯანმრთელი ბავშვი ორსულობის სრული ვადა 40 კვირა ატარა. ამის შესახებ ქალაქ საპოპანის (ხალისკოს შტატი) საავადმყოფოს დირექტორმა ენრიკო რაბაგო სოლორიომ განაცხადა. მისი თქმით, გოგონამ საკეისრო კვეთის დახმარებით იმშობიარა.
ახალგაზდრა დედა, რომლის ვინაობა არ სახელდება, ახალშობილ ქალიშვილთან ერთად საავადმყოფოდან უკვე გაწერილია. ორივე თავს კარგად გრძნობს.
დირექტორის თქმით, გოგონა დაწესებულებაში მისმა ოჯახმა მიიყვანა. მისი ორსულობის შესახებ ინფორმაციამ საავადმყოფოს მომსახურე პერსონალი გააოგნა.
მექსიკური მედიის ინფორმაციით, ჩვილს ახალშობილი ბავშვისთვის ნორმალური პარამეტრები აქვს - იგი 2,7 კილოგრამს იწონის, მისი სიმაღლე კი 50 სანტიმეტრია.
საქმის გარემოებებს სამართალდამცავი ორგანოები უკვე იძიებენ. ხალისკოს პროკურატურის აზრით, საუბარი შეიძლება არასრულწლოვანის გაუპატიურებასა და სექსულურ ძალადობას ეხებოდეს. ბავშვის მამა შესაძლოა 17 წლის ახალგაზრდა იყოს, რომელსაც პოლიცია ეძებს.
მომზადებულია Radio Formula-ს მიხედვით.