მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მონიკა ბელუჩი: "ქმრის საქმეებში არ ვერევი!"
მონიკა ბელუჩი: "ქმრის საქმეებში არ ვერევი!"

46 წლის მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩიმ ისევ გა­ი­ხა­და და ჟურ­ნა­ლის­თვის გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ში კი­დევ ერთხელ გა­მო­ა­ჩი­ნა თა­ვი­სი უნაკ­ლო სხე­უ­ლი. გარ­და ამი­სა, მსა­ხი­ობ­მა გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ზეც არ თქვა უარი და ისა­უბ­რა ქმარ­თან, ვენ­სან კა­სელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე და სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე.

იტა­ლი­ე­ლი მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩი და ფრან­გი ვენ­სან კა­სე­ლი უკვე 11 წე­ლია ერ­თად არი­ან. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში წყვილს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა, თუმ­ცა მათი ოჯა­ხი ტრა­დი­ცი­ულ ოჯახს ვერ და­ემ­სგავ­სა - მო­ნი­კა ძი­რი­თა­დად რომ­შია და საფ­რან­გეთ­ში და­დის ხოლ­მე, ვენ­სა­ნი კი ძი­რი­თა­დად პა­რიზ­შია.

- მე არას­დროს ვე­რე­ვი ვენ­სა­ნის საქ­მე­ებ­ში. ჩვენ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ვართ, სხვა­დას­ხვა სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობთ და სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბიც კი არ გვყავს.

მო­ნი­კამ და ვენ­სან­მა 1996 წელს გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი ფილმ "ბი­ნის" გა­და­ღე­ბებ­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ნი­კა ამ­ბობ­და: "არა­ვი­თარ ნა­პერ­წკალს არ გა­უვ­ლია ჩვენ შო­რის. ეს არ იყო ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი. პი­რი­ქი­თაც კი, ვენ­სა­ნი რომ და­ვი­ნა­ხე, გა­ვი­ფიქ­რე: "ღმერ­თო, რა აუ­ტა­ნე­ლია". თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ ცე­ცხლო­ვან იტა­ლი­ელ­სა და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ფრანგს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ლაგ­და და რო­მა­ნიც გა­ჩაღ­და.

- ჩვე­ნი რო­მა­ნის და­სა­წყის­ში ვენ­სანს პი­რო­ბა წა­ვუ­ყე­ნე: თი­თო­ე­ულს გვექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა და არ ღირს ერ­თმა­ნე­თის სა­ზღვრე­ბის დარ­ღვე­ვა.

ვენ­სა­ნი სამი წელი ეხ­ვე­წე­ბო­და, რომ ცო­ლად გაჰ­ყო­ლო­და. ალ­ბათ მო­ნი­კა კი­დევ დიდ­ხანს არ და­თან­ხმდე­ბო­და, ვენ­სა­ნი რომ ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში არ მო­ყო­ლი­ლი­ყო.

- არას­დროს არ ვი­ყა­ვი შე­პყრო­ბი­ლი გა­თხო­ვე­ბის სურ­ვი­ლით. დიდი სახ­ლი, სა­დაც სა­ღა­მოს ყვე­ლა ბრუნ­დე­ბა, ტე­ლე­ვი­ზო­რის წინ იკ­რი­ბე­ბი­ან, ვახ­შმო­ბენ და იძი­ნე­ბენ - ეს ყვე­ლა­ფე­რი ნაკ­ლე­ბად მხიბ­ლავს. რუ­ტი­ნა ვნე­ბას კლავს. მე და ვენ­სა­ნი თუ ერ­თმა­ნეთს თავს მო­ვა­ბეზ­რებთ, საკ­მა­რი­სია, უბ­რა­ლოდ, ბი­ლე­თი ვი­ყი­დოთ და სად­მე გავფრინ­დეთ. იმის გამო, რომ მე და ვენ­სა­ნი დიდ­ხანს ვერ ვხე­დავთ ერ­თმა­ნეთს, ვერ ვას­წრებთ ჩხუბს! ჩემ­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რომ მიყ­ვარ­დეს. ჩვენ არა­ვინ გვე­კუთ­ვნის: არც ჩვე­ნი ქმრე­ბი და არც შვი­ლე­ბი. უბ­რა­ლოდ, შეგ­ვიძ­ლია რა­ღაც გა­ვუ­ნა­წი­ლოთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც გვიყ­ვარს.

რო­გორც ჩანს, ორი შვი­ლის გა­ჩე­ნა­მაც არ "შე­ზარ­და" ერ­თმა­ნეთს ეს წყვი­ლი. თუმ­ცა, რო­გორც მო­ნი­კამ აღი­ა­რა, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ში ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­და­ბარ­გე­ბა აქვთ - სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­დი­ან და იქ­ნებ მა­შინ მა­ინც მო­ე­წო­ნოს მო­ნი­კას "ოჯა­ხუ­რი რუ­ტი­ნა".

მა­სობ­რი­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა იეჭ­ვეს, რომ წყვი­ლის გა­და­სახ­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, საფ­რან­გეთ­ში "მდიდ­რებ­ზე" შე­მო­ღე­ბულ გა­და­სა­ხადს მოჰ­ყვა, მაგ­რამ მსა­ხი­ო­ბი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ეს ამას­თან არა­ნა­ი­რად არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

- იქ სახ­ლი ვი­ყი­დეთ. ჩემი სახ­ლი პლაჟ­თან ახ­ლოს არის, ის ზღვის ენერ­გი­ას იწოვს. მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას არის პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ მი­სად­მი ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა გქონ­დეს.

vaniti fair

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

მონიკა ბელუჩი: "ქმრის საქმეებში არ ვერევი!"

მონიკა ბელუჩი: "ქმრის საქმეებში არ ვერევი!"

46 წლის მონიკა ბელუჩიმ ისევ გაიხადა და ჟურნალისთვის გადაღებულ ფოტოებში კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი უნაკლო სხეული. გარდა ამისა, მსახიობმა გულახდილ ინტერვიუზეც არ თქვა უარი და ისაუბრა ქმართან, ვენსან კასელთან ურთიერთობაზე და სამომავლო გეგმებზე.

იტალიელი მონიკა ბელუჩი და ფრანგი ვენსან კასელი უკვე 11 წელია ერთად არიან. ამ ხნის განმავლობაში წყვილს ორი ქალიშვილი შეეძინა, თუმცა მათი ოჯახი ტრადიციულ ოჯახს ვერ დაემსგავსა - მონიკა ძირითადად რომშია და საფრანგეთში დადის ხოლმე, ვენსანი კი ძირითადად პარიზშია.

- მე არასდროს ვერევი ვენსანის საქმეებში. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობთ და საერთო მეგობრებიც კი არ გვყავს.

მონიკამ და ვენსანმა 1996 წელს გაიცნეს ერთმანეთი ფილმ "ბინის" გადაღებებზე. მოგვიანებით მონიკა ამბობდა: "არავითარ ნაპერწკალს არ გაუვლია ჩვენ შორის. ეს არ იყო ერთი ნახვით სიყვარული. პირიქითაც კი, ვენსანი რომ დავინახე, გავიფიქრე: "ღმერთო, რა აუტანელია". თუმცა გარკვეული დროის შემდეგ ცეცხლოვან იტალიელსა და მოსიყვარულე ფრანგს შორის ურთიერთობები დალაგდა და რომანიც გაჩაღდა.

- ჩვენი რომანის დასაწყისში ვენსანს პირობა წავუყენე: თითოეულს გვექნება საკუთარი ცხოვრება და არ ღირს ერთმანეთის საზღვრების დარღვევა.

ვენსანი სამი წელი ეხვეწებოდა, რომ ცოლად გაჰყოლოდა. ალბათ მონიკა კიდევ დიდხანს არ დათანხმდებოდა, ვენსანი რომ ავტოკატასტროფაში არ მოყოლილიყო.

- არასდროს არ ვიყავი შეპყრობილი გათხოვების სურვილით. დიდი სახლი, სადაც საღამოს ყველა ბრუნდება, ტელევიზორის წინ იკრიბებიან, ვახშმობენ და იძინებენ - ეს ყველაფერი ნაკლებად მხიბლავს. რუტინა ვნებას კლავს. მე და ვენსანი თუ ერთმანეთს თავს მოვაბეზრებთ, საკმარისია, უბრალოდ, ბილეთი ვიყიდოთ და სადმე გავფრინდეთ. იმის გამო, რომ მე და ვენსანი დიდხანს ვერ ვხედავთ ერთმანეთს, ვერ ვასწრებთ ჩხუბს! ჩემთვის თავისუფლების შენარჩუნება ერთადერთი საშუალებაა, რომ მიყვარდეს. ჩვენ არავინ გვეკუთვნის: არც ჩვენი ქმრები და არც შვილები. უბრალოდ, შეგვიძლია რაღაც გავუნაწილოთ იმ ადამიანებს, ვინც გვიყვარს.

როგორც ჩანს, ორი შვილის გაჩენამაც არ "შეზარდა" ერთმანეთს ეს წყვილი. თუმცა, როგორც მონიკამ აღიარა, სამომავლო გეგმებში ბრაზილიაში გადაბარგება აქვთ - საცხოვრებლად გადადიან და იქნებ მაშინ მაინც მოეწონოს მონიკას "ოჯახური რუტინა".

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა იეჭვეს, რომ წყვილის გადასახლება, სავარაუდოდ, საფრანგეთში "მდიდრებზე" შემოღებულ გადასახადს მოჰყვა, მაგრამ მსახიობი ირწმუნება, რომ ეს ამასთან არანაირად არ არის დაკავშირებული.

- იქ სახლი ვიყიდეთ. ჩემი სახლი პლაჟთან ახლოს არის, ის ზღვის ენერგიას იწოვს. მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას არის პრობლემები, მაგრამ მისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება უნდა გქონდეს.

vaniti fair

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება