Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
თორნიკე მოლაშვილი: "კოდუა არასოდეს იქნება კაცი"
თორნიკე მოლაშვილი: "კოდუა არასოდეს იქნება კაცი"

ჯერ კი­დევ 2004 წელს იხი­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სის სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის წა­მე­ბის შემ­ზა­რა­ვი ფო­ტო­ე­ბი. მას მთე­ლი ზურ­გი სი­გა­რე­ტით ჰქონ­და ამომ­წვა­რი, სხე­ულ­ზე უამ­რა­ვი ჩაქ­ცე­ვა, სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, ფე­ხის ვე­ნე­ბი დას­კდო­მამ­დე იყო მი­სუ­ლი, რო­გორც ამ­ბობ­დნენ, ის ელექტრო­შო­კით იყო ნა­წა­მე­ბი. ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, მან სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ახლა საფ­რან­გეთ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით ცხოვ­რობს. ამით არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა მისი ოჯა­ხის დევ­ნა, - მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სულ­ხა­ნის ძმა, პოლ­კოვ­ნი­კი თორ­ნი­კე მო­ლაშ­ვი­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის შე­ნახ­ვის და ნარ­კო­ტი­კის შე­ნახ­ვა-შე­ძე­ნა-მოხ­მა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ 8 წელი და 6 თვე მი­უ­სა­ჯა. თორ­ნი­კემ კო­ლო­ნია პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით და­ტო­ვა. რა ხდე­ბო­და გლ­და­ნის ცი­ხე­ში, პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი თორ­ნი­კე მო­ლაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

- სულ­ხან­ზე შუ­რის­ძი­ე­ბა იმის გამო გა­და­წყვი­ტეს, რომ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რემ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის დროს დარ­ღვე­ვე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა... სულ­ხა­ნის და­კა­ვე­ბის­თა­ნა­ვე პო­ლი­ცი­ი­დან წა­მო­ვე­დი. შემ­დეგ იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!. სულ­ხანს სტრას­ბურ­გში ჰქონ­და სარ­ჩე­ლი შე­ტა­ნი­ლი და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, თუ გა­მო­ი­ტანს, მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაგ­ნიშ­ნავ­თო

უარი ვუ­თხა­რი. ჯერ მო­თაფვ­ლით და­ი­წყეს და მერე მუ­ქა­რა­ზე გა­და­ვიდ­ნენ.

- რო­გორც ვიცი, გუ­რამ დო­ნა­ძეც იყო ერთ-ერთი შუ­ა­მა­ვა­ლი.

- ეს სულ­ხა­ნის და­კა­ვე­ბამ­დე იყო, მა­შინ დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი. ღა­მის 1-ელ სა­ათ­ზე დო­ნა­ძემ და­მი­რე­კა და შევ­ხვდი მეტ­რო "წე­რე­თელ­თან". მი­თხრა, შენი და­კა­ვე­ბა უნ­დათ და ეს საქ­მე ერ­თად გა­ვარ­კვი­ო­თო.

დო­ნა­ძემ გი­ორ­გი კარ­ბე­ლაშ­ვილს და­უ­რე­კა, მა­შინ იგი საკ­რე­ბუ­ლო­ში მუ­შა­ობ­და და ტე­ლე­ფო­ნი ხმა­მა­ღალ­ზე ჩარ­თო: მო­ლაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბა­ზე რომ მი­თხა­რი, იმა­ზე გი­რე­კა­ვო. დო­ნა­ძეს დო­ნეს ეძახ­დნენ: "- ხო, დონე, გის­მენ, - იყო პა­სუ­ხი. - რო­მელ მო­ლაშ­ვილ­ზე იყო სა­უ­ბა­რი? - პო­ლი­ცი­ე­ლი რო­მე­ლიც არის, იმა­ზე. - მე სულ­ხან­ზე ამ­ბობ­დი, მე­გო­ნა, - ეუბ­ნე­ბა დო­ნა­ძე. - არა, ჯერ პო­ლი­ცი­ე­ლის და­კა­ვე­ბას ვფიქ­რობთ, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბა ძა­ლა­ში რჩე­ბა. პირ­ველ რიგ­ში შენ და "რუს­თა­ვი 2" გა­ი­გებთ, ხომ იცი, კა­მე­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შენ გე­ვა­ლე­ბა.

ისე, ჯერ ბო­ლომ­დე და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის, შე­იძ­ლე­ბა სულ­ხა­ნიც იყოს, ჯერ ფიქ­რო­ბენ, ეში­ნი­ათ, პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი არ მი­ე­ცეს ამ და­კა­ვე­ბას", - ეუბ­ნე­ბა კარ­ბე­ლაშ­ვი­ლი.

ეს დი­ა­ლო­გი 2004 წლის იან­ვარ­ში შედ­გა, სა­ა­კაშ­ვილს ახა­ლი და­დე­ბუ­ლი ჰქონ­და ფიცი... მერე რაც მოხ­და, კი იცით...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

აი ეხლა
0

ეს სტატია აქციის მონაწილეებს გაუკარიტ თვალწინ. იქნება გონზე მოეგონ. მერე გვიან იქნება . მეორე ბიძინია სანამ გამოჩნდებოდეს ნაცები ხალხს ტყავს გააძრობენ. 

თორნიკე მოლაშვილი: "კოდუა არასოდეს იქნება კაცი"

თორნიკე მოლაშვილი: "კოდუა არასოდეს იქნება კაცი"

ჯერ კიდევ 2004 წელს იხილა საზოგადოებამ კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის სულხან მოლაშვილის წამების შემზარავი ფოტოები. მას მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე უამრავი ჩაქცევა, სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, ფეხის ვენები დასკდომამდე იყო მისული, როგორც ამბობდნენ, ის ელექტროშოკით იყო ნაწამები. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მან საქართველო დატოვა და ახლა საფრანგეთში პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობს. ამით არ დამთავრებულა მისი ოჯახის დევნა, - მოგვიანებით, სულხანის ძმა, პოლკოვნიკი თორნიკე მოლაშვილი საბრძოლო მასალის შენახვის და ნარკოტიკის შენახვა-შეძენა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ 8 წელი და 6 თვე მიუსაჯა. თორნიკემ კოლონია პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. რა ხდებოდა გლდანის ციხეში, პოლიტპატიმარი თორნიკე მოლაშვილი გვესაუბრა.

- სულხანზე შურისძიება იმის გამო გადაწყვიტეს, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სააკაშვილის მინისტრობის დროს დარღვევები გამოავლინა... სულხანის დაკავებისთანავე პოლიციიდან წამოვედი. შემდეგ იყო შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!. სულხანს სტრასბურგში ჰქონდა სარჩელი შეტანილი და მეუბნებოდნენ, თუ გამოიტანს, მაღალ თანამდებობაზე დაგნიშნავთო

უარი ვუთხარი. ჯერ მოთაფვლით დაიწყეს და მერე მუქარაზე გადავიდნენ.

- როგორც ვიცი, გურამ დონაძეც იყო ერთ-ერთი შუამავალი.

- ეს სულხანის დაკავებამდე იყო, მაშინ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის უფროსი ვიყავი. ღამის 1-ელ საათზე დონაძემ დამირეკა და შევხვდი მეტრო "წერეთელთან". მითხრა, შენი დაკავება უნდათ და ეს საქმე ერთად გავარკვიოთო.

დონაძემ გიორგი კარბელაშვილს დაურეკა, მაშინ იგი საკრებულოში მუშაობდა და ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო: მოლაშვილის დაკავებაზე რომ მითხარი, იმაზე გირეკავო. დონაძეს დონეს ეძახდნენ: "- ხო, დონე, გისმენ, - იყო პასუხი. - რომელ მოლაშვილზე იყო საუბარი? - პოლიციელი რომელიც არის, იმაზე. - მე სულხანზე ამბობდი, მეგონა, - ეუბნება დონაძე. - არა, ჯერ პოლიციელის დაკავებას ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლაპარაკება ძალაში რჩება. პირველ რიგში შენ და "რუსთავი 2" გაიგებთ, ხომ იცი, კამერებით უზრუნველყოფა შენ გევალება.

ისე, ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის, შეიძლება სულხანიც იყოს, ჯერ ფიქრობენ, ეშინიათ, პოლიტიკური ელფერი არ მიეცეს ამ დაკავებას", - ეუბნება კარბელაშვილი.

ეს დიალოგი 2004 წლის იანვარში შედგა, სააკაშვილს ახალი დადებული ჰქონდა ფიცი... მერე რაც მოხდა, კი იცით...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია