საბურთალოზე, ქუთათელის ქუჩაზე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები და პატრულის თანამშრომლები მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ოდენობის თანხაა წაღებული. ასევე ამ დროისთვის უცნობია, როდის მოხდა ძარცვა. მიმდინარეობს გამოძიება.