მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა: პროკურატურა ჩიხში შევიდა
გიგი უგულავა: პროკურატურა ჩიხში შევიდა

მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩიხ­შია და ჩქა­რობს, - ამის შე­სა­ხებ დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა გიგი უგუ­ლა­ვამ გუ­შინ თით­ქმის ოთხსა­ა­თი­ა­ნი და­კი­თხვის შემ­დეგ მე­რი­ა­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

"აშ­კა­რაა, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩიხ­შია, იმი­ტომ, რომ კი­დევ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის და­კი­თხვა მო­უ­წევთ, რის შემ­დე­გაც ამ ადა­მი­ა­ნებს სა­სა­მარ­თლო­ზეც და­კი­თხა­ვენ. არც მე და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ჩა­ხუ­თულ ოთა­ხებ­ში და­კი­თხვას არ ენ­დო­ბა, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის და­კი­თხვა, ღია და სა­ჯა­რო სა­სა­მარ­თლოს წე­სით მოხ­დეს. ბრალ­დე­ბა იკ­ვე­თე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ჩვენ ხალ­ხი გვყავ­და და­საქ­მე­ბუ­ლი და ვუხ­დი­დით ხელ­ფასს. თვი­თონ­ვე აღი­ა­რე­ბენ, რომ ეს ფული ხალ­ხს ხელ­ფა­სის სა­ხით და­უ­რიგ­და", - გა­ნა­ცხა­და გიგი უგუ­ლა­ვამ.

მისი თქმით, კი­დევ უფრო აბ­სურ­დუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ აგენ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 20-22 ათა­სი ადა­მი­ა­ნი ეყო­ლე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რას ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და­სა­კი­თხი. ეს იმ­ხე­ლა რა­ო­დე­ნო­ბაა, რომ შე­საძ­ლოა, გა­ცი­ლე­ბით მეტი წელი დას­ჭირ­დეს ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნას, ვიდ­რე შე­იძ­ლე­ბა ამ მთავ­რო­ბამ ლე­გი­ტი­მუ­რად დაჰ­ყოს. ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლი და სა­სა­ცი­ლოა, რო­დე­საც ამ­დე­ნი პრობ­ლე­მაა ქვე­ყა­ნა­ში - ეკო­ნო­მი­კა, რო­მე­ლიც თავ­ზე გვექ­ცე­ვა და სამ­წუ­ხა­როდ, ეკო­ნო­მი­კუ­რი გუნ­დი ამის შე­სა­ხებ არა­ფერს ეუბ­ნე­ბა პრე­მი­ერ­მი­ნისტრს. ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს მთე­ლი ჯგუ­ფე­ბი კი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან ამ საქ­მი­ა­ნო­ბით", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მისი თქმით, აწუ­ხებს ის, რომ ქვე­ყა­ნა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის. ამას­თან, დე­და­ქა­ლა­ქის მერი მზა­დაა, თუ კი გა­მო­ძი­ე­ბას სხვა კი­თხვე­ბი გა­უჩ­ნდე­ბა, "მსგავ­სი რე­ჟი­მით გას­ცეს პა­სუ­ხი".

გუ­შინ მე­რი­ა­ში პრო­კუ­რო­რი ნუგ­ზარ სა­ლია და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი თა­მარ კუ­ჭა­ვა მი­ვიდ­ნენ და "თბილ­სერ­ვის ჯგუფ­თან" და­კავ­ში­რე­ბით თბი­ლი­სის მერი და­კი­თხეს. გიგი უგუ­ლა­ვას და­კი­თხვა მის­სა­ვე კა­ბი­ნეტ­ში, ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

გიგი უგუ­ლა­ვას და­კი­თხვა დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 5 245 945 ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი, შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი" – ს საქ­მი­ა­ნო­ბას სწავ­ლობს, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის მე­რი­ამ ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვე­ბის მიზ­ნით 2006 წელს და­ა­ფუძნა.

"გა­მო­ძი­ე­ბით ამ დრო­ის­თვის დად­გე­ნი­ლია, რომ 2009 წლის 31 დე­კემ­ბერს შპს "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" იმ­ჟა­მინ­დელ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ხუ­ჭუ­ამ, მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის იმ­ჟა­მინ­დე­ლი უფ­რო­სის, ტა­რი­ელ ხი­ზა­ნე­იშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, ამ სამ­სა­ხურ­ში ფორ­მა­ლუ­რად შექ­მნა "სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა", სა­დაც, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფიქ­ტი­უ­რად და­საქმდა აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის 764 აქ­ტი­ვის­ტი - ე.წ. პარ­ტი­უ­ლი კო­ორ­დი­ნა­ტო­რი. უმე­ტე­სო­ბას ამ სამ­სა­ხურ­ში არც ერთი დღე არ უმუ­შა­ვია, რად­გან ისი­ნი, რო­გორც წესი, უკვე და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სა­ბი­უ­ჯე­ტო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში და პრა­ლე­ლუ­რად პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ოდ­ნენ, თუმ­ცა დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი­დან მათ ხელ­ფა­სის სა­ხით 5 245 945 ლარი და­ე­რი­ცხათ.

გა­მო­ძი­ე­ბით ირ­კვე­ვა, რომ 2010 წლის 6 აგ­ვის­ტოს, "თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფის" საშ­ტა­ტო გან­რი­გი და სა­ხელ­ფა­სო ფონ­დი დე­და­ქა­ლა­ქის მოქ­მედ­მა მერ­მა - გიგი უგუ­ლა­ვამ და­ამ­ტკი­ცა. რაც შე­ე­ხე­ბა და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ უფ­როსს, ტა­რი­ელ ხი­ზა­ნე­იშ­ვილს, იგი ამ­ჟა­მად ვიცე-მე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს.

გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად მუ­შა­ობს 5 245 945 ლა­რის გაფ­ლან­გვის ფაქ­ტზე და უახ­ლო­ეს დღე­ე­ებ­ში გა­და­წყვეტს ბრა­ლე­ულ პირ­თა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს", - ნათ­ქვა­მია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

გიგი უგულავა: პროკურატურა ჩიხში შევიდა

გიგი უგულავა: პროკურატურა ჩიხში შევიდა

მრჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურა ჩიხშია და ჩქარობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ გუშინ თითქმის ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ მერიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

"აშკარაა, რომ პროკურატურა ჩიხშია, იმიტომ, რომ კიდევ ათასობით ადამიანის დაკითხვა მოუწევთ, რის შემდეგაც ამ ადამიანებს სასამართლოზეც დაკითხავენ. არც მე და არც საზოგადოების დიდი ნაწილი ჩახუთულ ოთახებში დაკითხვას არ ენდობა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ადამიანის დაკითხვა, ღია და საჯარო სასამართლოს წესით მოხდეს. ბრალდება იკვეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ხალხი გვყავდა დასაქმებული და ვუხდიდით ხელფასს. თვითონვე აღიარებენ, რომ ეს ფული ხალხს ხელფასის სახით დაურიგდა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, კიდევ უფრო აბსურდული გამოძიება ტარდება სოციალურ აგენტებთან მიმართებაში.

"აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დაახლოებით 20-22 ათასი ადამიანი ეყოლება პროკურატურას ქვეყნის მასშტაბით დასაკითხი. ეს იმხელა რაოდენობაა, რომ შესაძლოა, გაცილებით მეტი წელი დასჭირდეს ბოლომდე მიყვანას, ვიდრე შეიძლება ამ მთავრობამ ლეგიტიმურად დაჰყოს. ღიმილის მომგვრელი და სასაცილოა, როდესაც ამდენი პრობლემაა ქვეყანაში - ეკონომიკა, რომელიც თავზე გვექცევა და სამწუხაროდ, ეკონომიკური გუნდი ამის შესახებ არაფერს ეუბნება პრემიერმინისტრს. ფინანსთა სამინისტროს მთელი ჯგუფები კი დაკავებულები არიან ამ საქმიანობით", - განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, აწუხებს ის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ამასთან, დედაქალაქის მერი მზადაა, თუ კი გამოძიებას სხვა კითხვები გაუჩნდება, "მსგავსი რეჟიმით გასცეს პასუხი".

გუშინ მერიაში პროკურორი ნუგზარ სალია და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი თამარ კუჭავა მივიდნენ და "თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებით თბილისის მერი დაკითხეს. გიგი უგულავას დაკითხვა მისსავე კაბინეტში, ადვოკატის გარეშე მიმდინარეობდა.

გიგი უგულავას დაკითხვა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, შპს "თბილსერვის ჯგუფი" – ს საქმიანობას სწავლობს, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა.

"გამოძიებით ამ დროისთვის დადგენილია, რომ 2009 წლის 31 დეკემბერს შპს "თბილსერვის ჯგუფის" იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი ხუჭუამ, მერიის დასუფთავების სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ტარიელ ხიზანეიშვილის დავალებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით, ამ სამსახურში ფორმალურად შექმნა "საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება", სადაც, 2 წლის განმავლობაში, ფიქტიურად დასაქმდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის 764 აქტივისტი - ე.წ. პარტიული კოორდინატორი. უმეტესობას ამ სამსახურში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგან ისინი, როგორც წესი, უკვე დასაქმებულები იყვნენ სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში და პრალელურად პარტიულ საქმიანობასაც ეწეოდნენ, თუმცა დედაქალაქის ბიუჯეტისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან მათ ხელფასის სახით 5 245 945 ლარი დაერიცხათ.

გამოძიებით ირკვევა, რომ 2010 წლის 6 აგვისტოს, "თბილსერვის ჯგუფის" საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი დედაქალაქის მოქმედმა მერმა - გიგი უგულავამ დაამტკიცა. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ უფროსს, ტარიელ ხიზანეიშვილს, იგი ამჟამად ვიცე-მერის თანამდებობას იკავებს.

გამოძიება ინტენსიურად მუშაობს 5 245 945 ლარის გაფლანგვის ფაქტზე და უახლოეს დღეეებში გადაწყვეტს ბრალეულ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხს", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"