პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილის ლიტერატურულ-პოლიტიკური რემინისცენციები
სააკაშვილის ლიტერატურულ-პოლიტიკური რემინისცენციები

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ევრო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე გა­მოს­ვლის მთე­ლი დრო (გა­მო­ყო­ფილ რეგ­ლა­მენ­ტსაც გა­და­ა­ჭარ­ბა) სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის მწვა­ვე კრი­ტი­კას და­უთ­მო. ევ­რო­საბ­ჭოს მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა წარ­სულ­ში დაბ­რუნ­და, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა და ა.შ. სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ გა­მოს­ვლა­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ამ­ტკი­ცა, რომ ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც "მა­შა­სა­და­მე ევ­რო­პე­ლი" არ არი­სო. ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი-2"-ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ა­კაშ­ვილს ჰკი­თხეს, რას ეტყო­დით თქვენს ოპო­ნენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ამ გა­მოს­ვლის გამო გაკ­რი­ტი­კე­ბე­ნო. სა­ა­კაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ პერ­სო­ნას ხში­რად უცე­რე­მო­ნი­ოდ ადა­რებს დიდ ქარ­თვე­ლებს, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­სა თუ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს, გა­ნა­ცხა­და - თა­ვის დრო­ზე ილი­ა­ზეც ასე ამ­ბობ­დნე­ნო და მისი სტრი­ქო­ნე­ბი წარ­მოთ­ქვა:

"ჩემ­ზედ ამ­ბო­ბენ: "ის სი­ა­ვეს ქარ­თვლი­სას ამ­ბობს,

ჩვენს ცუდს არ მა­ლავს, ეგ ხომ ცხა­დი სი­ძულ­ვი­ლია!"

ბრიყ­ვნი ამ­ბო­ბენ, კარ­გი გული კი მა­შინ­ვე გრძნობს, -

ამ სი­ძულ­ვილ­ში რა­ო­დე­ნიც სიყ­ვა­რუ­ლია!"

უპირ­ვე­ლე­სად, უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­გორც სჩ­ვე­ვია, არას­წო­რად ცი­ტი­რებს. ილია ამ­ბობს: "კარ­გი გული კი მა­შინ­ვე სცნობს", და არა - "გრძნობს". ამას­თა­ნა­ვე, პრე­ზი­დენ­ტმა აქვე, ჩვე­უ­ლი რი­ხით გა­აგ­რძე­ლა სა­უ­ბა­რი მისი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის "საგ­მი­რო საქ­მე­ებ­ზე":

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს რე­პუ­ტა­ცია ავა­შე­ნეთ; რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ქარ­თვე­ლოს არა­ვინ იც­ნობ­და, არა­ვინ აღიქ­ვამ­და არა­თუ ევ­რო­პულ ქვეყ­ნად, არა­მედ რა­ი­მე იმე­დის­მომ­ცემ კუნ­ძუ­ლა­დაც კიო.

სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ამ­გვარ­მა და­მამ­ცი­რე­ბელ­მა, რო­ყიო შე­ფა­სე­ბამ ჩვენც დიდი ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის, მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ცნო­ბი­ლი სტრი­ქო­ნე­ბი გაგ­ვახ­სე­ნა:

"სა­ქარ­თვე­ლო კუნ­ძუ­ლი­კა

კი არაა რო­მე­ლი­ღაც!

სა­ქარ­თვე­ლო ქვე­ყა­ნაა, -

იმე­რი­თა, - ამე­რი­თა!

მზის­კენ ის­რებრ მი­წყივ მფრე­ნი, - ხან ლურ­ჯა­თი! -

ხან მერ­ნი­თა!"

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ:

- მახ­სოვს, რო­გორ დავ­ყვე­ბო­დი უკან მშვე­ნი­ერ ჰო­ლან­დი­ელ სტუ­დენტს, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში ჩემი მე­უღ­ლე გახ­და - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

-რუ­სუ­ლად მე გა­ცი­ლე­ბით უკეთ ვლა­პა­რა­კობ, ვიდ­რე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

სააკაშვილის ლიტერატურულ-პოლიტიკური რემინისცენციები

სააკაშვილის ლიტერატურულ-პოლიტიკური რემინისცენციები

მიხეილ სააკაშვილმა ევრო­საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლის მთელი დრო (გამოყოფილ რეგლამენტსაც გადააჭარბა) საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მწვავე კრიტიკას დაუთმო. ევროსაბჭოს მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ქვეყანა წარსულში დაბრუნდა, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა და ა.შ. სააკაშვილის ამ გამოსვლაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ ერთადერთი ქართველია, რომელიც "მაშასადამე ევროპელი" არ არისო. ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილს ჰკითხეს, რას ეტყოდით თქვენს ოპონენტებს, რომლებიც ამ გამოსვლის გამო გაკრიტიკებენო. სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ პერსონას ხშირად უცერემონიოდ ადარებს დიდ ქართველებს, დავით აღმაშენებელსა თუ ილია ჭავჭავაძეს, განაცხადა - თავის დროზე ილიაზეც ასე ამბობდნენო და მისი სტრიქონები წარმოთქვა:

"ჩემზედ ამბობენ: "ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!"

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე გრძნობს, -

ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილი, როგორც სჩვევია, არასწორად ციტირებს. ილია ამბობს: "კარგი გული კი მაშინვე სცნობს", და არა - "გრძნობს". ამასთანავე, პრეზიდენტმა აქვე, ჩვეული რიხით გააგრძელა საუბარი მისი პოლიტიკური გუნდის "საგმირო საქმეებზე":

წლების განმავლობაში საქართველოს რეპუტაცია ავაშენეთ; რამდენიმე წლის წინ საქართველოს არავინ იცნობდა, არავინ აღიქვამდა არათუ ევროპულ ქვეყნად, არამედ რაიმე იმედისმომცემ კუნძულადაც კიო.

სააკაშვილის მიერ საკუთარი ქვეყნის ამგვარმა დამამცირებელმა, როყიო შეფასებამ ჩვენც დიდი ქართველი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის ცნობილი სტრი­ქონები გაგვახსენა:

"საქართველო კუნძულიკა

კი არაა რომელიღაც!

საქართველო ქვეყანაა, -

იმერითა, - ამერითა!

მზისკენ ისრებრ მიწყივ მფრენი, - ხან ლურჯათი! -

ხან მერნითა!"

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ასევე იხილეთ:

- მახსოვს, როგორ დავყვებოდი უკან მშვენიერ ჰოლანდიელ სტუდენტს, რომელიც მომავალში ჩემი მეუღლე გახდა - მიხეილ სააკაშვილი

-რუსულად მე გაცილებით უკეთ ვლაპარაკობ, ვიდრე პრემიერ-მინისტრი - მიხეილ სააკაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა