მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრეივიკი ჩივის, რომ საკანში მარტოა
ბრეივიკი ჩივის, რომ საკანში მარტოა

ან­დერს ბრე­ი­ვი­კი, რო­მე­ლიც სას­ჯელს მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბის­თვის იხ­დის, ცი­ხის აუ­ტა­ნე­ლი პი­რო­ბე­ბის გამო ჩი­ვის. ნორ­ვე­გი­ის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის და ცი­ხის უფ­რო­სის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩი­ვარს უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში პო­ლი­ცია გა­ნი­ხი­ლავს.

ბრე­ი­ვი­კის ად­ვო­კა­ტის თქმით, პა­ტი­მა­რი თვლის, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცია მას­ზე ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლებს, რომ თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნოს. კერ­ძოდ, ბრე­ი­ვი­კი ჩი­ვის, რომ უკვე ნა­ხე­ვა­რი წე­ლია, სხვა პა­ტიმ­რე­ბის­გან სრულ იზო­ლა­ცი­ა­შია, რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩხრე­კენ და სუფ­თა ჰა­ე­რის სუნ­თქვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ აქვს.

გარ­და ამი­სა, ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ბრე­ი­ვიკს არ მოს­წონს, რომ მას სხვა პა­ტიმ­რებ­თან სა­კუ­თა­რი იდე­ო­ლო­გი­ის თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი აკ­რძა­ლუ­ლი აქვს, ამას იგი რო­გორც სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვას, ისე უყუ­რებს.

ან­დერს ბრე­ი­ვიკს ბრა­ლი 2011 წლის 22 ივ­ლისს ოს­ლო­ში, კუნ­ძულ უტო­ი­ა­ზე ორ­მა­გი ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბა­ში ედე­ბა. ტე­რაქ­ტმა 77 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. ნორ­ვე­გი­ის სა­სა­მარ­თლომ ტე­რო­რის­ტი ფსი­ქი­უ­რად ჯან­მრთე­ლად ცნო და მას 21 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

სპე­ცი­ა­ლუ­რად ბრე­ი­ვი­კის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით და­ცულ ცი­ხე­ში სამი ოთა­ხი აღი­ჭურ­ვა, თი­თო­ე­უ­ლი რვა კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის. რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თში სა­ძი­ნე­ბე­ლია, მე­ო­რე­ში- კა­ბი­ნე­ტი, ხოლო მე­სა­მე­ში - სპორტდარ­ბა­ზი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Reuters-ის მი­ხედ­ვით.

ბრეივიკი ჩივის, რომ საკანში მარტოა

ბრეივიკი ჩივის, რომ საკანში მარტოა

ანდერს ბრეივიკი, რომელიც სასჯელს მასობრივი მკვლელობისთვის იხდის, ციხის აუტანელი პირობების გამო ჩივის. ნორვეგიის იუსტიციის მინისტრის და ციხის უფროსის წინააღმდეგ საჩივარს უახლოეს მომავალში პოლიცია განიხილავს.

ბრეივიკის ადვოკატის თქმით, პატიმარი თვლის, რომ ადმინისტრაცია მასზე ზეწოლას ახორციელებს, რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. კერძოდ, ბრეივიკი ჩივის, რომ უკვე ნახევარი წელია, სხვა პატიმრებისგან სრულ იზოლაციაშია, რეგულარულად ჩხრეკენ და სუფთა ჰაერის სუნთქვის შესაძლებლობა არ აქვს.

გარდა ამისა, ადვოკატის განცხადებით, ბრეივიკს არ მოსწონს, რომ მას სხვა პატიმრებთან საკუთარი იდეოლოგიის თემაზე ლაპარაკი აკრძალული აქვს, ამას იგი როგორც სიტყვის თავისუფლების დარღვევას, ისე უყურებს.

ანდერს ბრეივიკს ბრალი 2011 წლის 22 ივლისს ოსლოში, კუნძულ უტოიაზე ორმაგი ტერაქტის მოწყობაში ედება. ტერაქტმა 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნორვეგიის სასამართლომ ტერორისტი ფსიქიურად ჯანმრთელად ცნო და მას 21 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სპეციალურად ბრეივიკისთვის განსაკუთრებით დაცულ ციხეში სამი ოთახი აღიჭურვა, თითოეული რვა კვადრატული მეტრის. რომელთაგან ერთ-ერთში საძინებელია, მეორეში- კაბინეტი, ხოლო მესამეში - სპორტდარბაზი.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ