Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ნინო გაჩეჩილაძე: "დიტოსნაირი ქმარი არ მინდა"
ნინო გაჩეჩილაძე: "დიტოსნაირი ქმარი არ მინდა"

ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში სე­რი­ალ­მა: "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა. ერთ-ერთი და ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი "და­ქა­ლი" კატო, იგი­ვე ნინო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე "კვი­რის პა­ლიტ­რის" სტუ­მა­რია:

- მე და კოტე თო­ლორ­და­ვა, იგი­ვე დიტო, დიდი ხა­ნია ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობთ, - სპექ­ტაკლში "დამ­ცი­რე­ბულ­ნი და შე­უ­რა­ცხყო­ფილ­ნი" პარტნი­ო­რო­ბას მი­წევ­და. სამ­წუ­ხა­როდ, არც ერთ ჩემს სპექ­ტაკლს არ მო­უ­ტა­ნია ისე­თი პო­პუ­ლა­რო­ბა, რო­გო­რიც ამ სე­რი­ალს და კა­ტოს.

- რამ­დე­ნად ჰგავ­ხარ შენს პერ­სო­ნაჟს?

- ის მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლუ­რად მგავს. ჩემი მე­გობ­რე­ბი ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, ცხოვ­რე­ბა­ში იმ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ხან­და­ხან ზედ­მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი ხარ, რო­გორ თა­მა­შობ ასეთ არა­სე­რი­ო­ზულ გო­გო­სო? მსა­ხი­ო­ბის მო­ვა­ლე­ო­ბაც ხომ სწო­რედ ის არის, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გმი­რე­ბი შექ­მნას, - სე­რი­ო­ზუ­ლი, ცან­ცა­რა, მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვი­სა და კდე­მა­მო­სი­ლი ქა­ლიც. ერ­თა­დერ­თი, რი­თაც ხან­და­ხან კა­ტოს ვემ­სგავ­სე­ბი, გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბაა, თუმ­ცა იმ­დე­ნად ვის­წავ­ლე ცხოვ­რე­ბა, ბოლო დროს ეს თვი­სე­ბაც მი­ვა­ძი­ნე. ეს უფრო თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში მა­ხა­სი­ა­თებ­და და ვფიქ­რობ, კა­ტოც არ გა­მო­სუ­ლა ამ ასა­კი­დან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე გა­თხოვ­და და ქმა­რი ჰყავს, ირე­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო­სა და ილუ­ზი­ებ­შია. არ ვიცი, ჩემი პერ­სო­ნა­ჟი რამ­დე­ნად შე­ე­გუ­ე­ბა ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას, რად­გან ჯერ კი­დევ ბავ­შვია და პრინცზე ოც­ნე­ბობს. სამ­წუ­ხა­როდ, ოც­ნე­ბის პრინ­ცი ვერ იპო­ვა, მაგ­რამ მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მა­ინც მო­ნა­ხა (იცი­ნის).

- რამ­დე­ნად რთუ­ლია, იყო მსა­ხი­ო­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში. აქ ხში­რად ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რეს უფრო დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ, ვიდ­რე ინ­ტე­ლექტს.

- ეგ პრობ­ლე­მა ჯერ არ შემ­ქმნია. შე­იძ­ლე­ბა რე­ჟი­სო­რებ­მა, რომ­ლე­ბიც არ მიც­ნო­ბენ და მხო­ლოდ ჩემს ფო­ტო­ებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ, შე­მა­ფა­სონ რო­გორც უბ­რა­ლოდ მომ­ხიბ­ვლე­ლი მსა­ხი­ო­ბი და იფიქ­რონ: ამან რა უნდა ითა­მა­შო­სო, მაგ­რამ... ვფიქ­რობ, მსგავ­სი მიდ­გო­მა არა­სა­მარ­თლი­ა­ნია. თუმ­ცა თავს ზემ­სა­ხი­ო­ბად და ზე­ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლად არ მი­ვიჩ­ნევ და მი­მაჩ­ნია, რომ სწავ­ლა სი­ბე­რემ­დეა... ისე, ინ­ტე­ლექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ მა­წუ­ხებს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლებს სე­რი­ო­ზულ რო­ლებს არ აძ­ლე­ვენ, რე­ჟი­სო­რებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მა­მა­კა­ცი უკე­თე­სად შე­ას­რუ­ლებს სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო როლს, რაც ძა­ლი­ან არას­წო­რია.

- ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გი­ორ­გი ლი­ფო­ნა­ვას ჰო­ნო­რა­რის გა­ორ­მა­გე­ბა მოს­თხო­ვეთ და და­ე­მუქ­რეთ, რომ წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ფილ­მის ბოლო ეპი­ზოდ­ში არ მი­ი­ღებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას...

- ეგ უკვე მოძ­ველ­და, მე სულ ახა­ლი ჭორი გა­ვი­გე - მკერ­დი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, რა­ზეც ბევ­რი ვი­ცი­ნე. ვი­საც ჩემს ბუ­ნებ­რი­ო­ბა­ში ეჭვი ეპა­რე­ბა, შე­მიძ­ლია ჩემი თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის დრო­ინ­დე­ლი ფოტო ვუჩ­ვე­ნო, რი­თაც იმე­დია, და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ მათ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს ჭორს, ესეც დიდი სი­სუ­ლე­ლეა. ბოლო ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბის წინ ვინ აყე­ნებს მსგავს პი­რო­ბებს? რო­გორც წესი, მსა­ხი­ობ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა ფილ­მის გა­და­ღე­ბამ­დე წყდე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

ნინო გაჩეჩილაძე: "დიტოსნაირი ქმარი არ მინდა"

ნინო გაჩეჩილაძე: "დიტოსნაირი ქმარი არ მინდა"

ქართულ ტელესივრცეში სერიალმა: "ჩემი ცოლის დაქალები" პოპულარობა მოიპოვა. ერთ-ერთი და ყველაზე რეიტინგული "დაქალი" კატო, იგივე ნინო გაჩეჩილაძე "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- მე და კოტე თოლორდავა, იგივე დიტო, დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, - სპექტაკლში "დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი" პარტნიორობას მიწევდა. სამწუხაროდ, არც ერთ ჩემს სპექტაკლს არ მოუტანია ისეთი პოპულარობა, როგორიც ამ სერიალს და კატოს.

- რამდენად ჰგავხარ შენს პერსონაჟს?

- ის მხოლოდ ვიზუალურად მგავს. ჩემი მეგობრები ხშირად მეკითხებიან, ცხოვრებაში იმდენად განსხვავებული და ხანდახან ზედმეტად სერიოზული ხარ, როგორ თამაშობ ასეთ არასერიოზულ გოგოსო? მსახიობის მოვალეობაც ხომ სწორედ ის არის, განსხვავებული გმირები შექმნას, - სერიოზული, ცანცარა, მსუბუქი ყოფაქცევისა და კდემამოსილი ქალიც. ერთადერთი, რითაც ხანდახან კატოს ვემსგავსები, გულუბრყვილობაა, თუმცა იმდენად ვისწავლე ცხოვრება, ბოლო დროს ეს თვისებაც მივაძინე. ეს უფრო თინეიჯერობის ასაკში მახასიათებდა და ვფიქრობ, კატოც არ გამოსულა ამ ასაკიდან, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გათხოვდა და ქმარი ჰყავს, ირეალური სამყაროსა და ილუზიებშია. არ ვიცი, ჩემი პერსონაჟი რამდენად შეეგუება ოჯახურ ცხოვრებას, რადგან ჯერ კიდევ ბავშვია და პრინცზე ოცნებობს. სამწუხაროდ, ოცნების პრინცი ვერ იპოვა, მაგრამ მიახლოებული მაინც მონახა (იცინის).

- რამდენად რთულია, იყო მსახიობი საქართველოში. აქ ხშირად ვიზუალურ მხარეს უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ინტელექტს.

- ეგ პრობლემა ჯერ არ შემქმნია. შეიძლება რეჟისორებმა, რომლებიც არ მიცნობენ და მხოლოდ ჩემს ფოტოებს ათვალიერებენ, შემაფასონ როგორც უბრალოდ მომხიბვლელი მსახიობი და იფიქრონ: ამან რა უნდა ითამაშოსო, მაგრამ... ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა არასამართლიანია. თუმცა თავს ზემსახიობად და ზეინტელექტუალად არ მივიჩნევ და მიმაჩნია, რომ სწავლა სიბერემდეა... ისე, ინტელექტთან დაკავშირებული პრობლემები არ მაწუხებს. სიმართლე გითხრათ, საქართველოში ქალებს სერიოზულ როლებს არ აძლევენ, რეჟისორებს მიაჩნიათ, რომ მამაკაცი უკეთესად შეასრულებს საპასუხისმგებლო როლს, რაც ძალიან არასწორია.

- ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ლიფონავას ჰონორარის გაორმაგება მოსთხოვეთ და დაემუქრეთ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ფილმის ბოლო ეპიზოდში არ მიიღებდით მონაწილეობას...

- ეგ უკვე მოძველდა, მე სულ ახალი ჭორი გავიგე - მკერდი მაქვს გაკეთებული, რაზეც ბევრი ვიცინე. ვისაც ჩემს ბუნებრიობაში ეჭვი ეპარება, შემიძლია ჩემი თინეიჯერობის დროინდელი ფოტო ვუჩვენო, რითაც იმედია, დავაკმაყოფილებ მათ ცნობისმოყვარეობას. რაც შეეხება თქვენს ჭორს, ესეც დიდი სისულელეა. ბოლო ეპიზოდის გადაღების წინ ვინ აყენებს მსგავს პირობებს? როგორც წესი, მსახიობთან მოლაპარაკება ფილმის გადაღებამდე წყდება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება