მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი იაშვილს საჩხერეში დიდი მუსიკალური გეგმები აქვს
გიორგი იაშვილს საჩხერეში დიდი მუსიკალური გეგმები აქვს

ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მე­ვი­ო­ლი­ნემ, გი­ორ­გი (გია) იაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც მი­უ­ნ­ჰენ­ში ცხოვ­რობს და მოღ­ვა­წე­ობს, 20 იან­ვარს კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში კონ­ცერ­ტი გა­მარ­თა.

სა­ღა­მოს უძღვე­ბო­და ოპე­რის სიმ­ფო­ნი­უ­რი ორ­კესტრი დი­რი­ჟო­რი ჯან­ლუ­კა მარ­ჩი­ა­ნოს დი­რი­ჟო­რო­ბით, რო­მელ­მაც პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შუ­ბერ­ტის "და­უმ­თვა­რე­ბე­ლი" სიმ­ფო­ნია" და­უკ­რა. მე­ო­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა კი მთლი­ა­ნად ქარ­თველ მე­ვი­ო­ლი­ნეს და­ეთ­მო.

დიდი ოჯა­ხის, ლუ­არ­საბ (ბუ­ჭუ­კა) იაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვილ­მა და ნანა იაშ­ვი­ლის ვაჟ­მა, გი­ა­მაც ვი­ო­ლი­ნოს მი­უ­ძღვნა თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა.

33 წელი მის ცხოვ­რე­ბა­ში იმ გარ­დამ­ტეხ მო­მენ­ტად იქცა, რო­დე­საც ავ­სტრი­ა­ში და გერ­მა­ნი­ა­ში გაზ­რდილ მუ­სი­კოსს სა­ქარ­თვე­ლოს­თან უფრო მჭიდ­რო კავ­ში­რის სურ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა და ეს კონ­ცერ­ტი გიას დიდ სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს უკავ­შირ­დე­ბა.

ბავ­შვო­ბა­ში, ბა­ბუ­ამ ერთი წელი სა­ჩხე­რის სკო­ლა­ში მი­ა­ბა­რა, ამი­ტომ დღეს გიას გული იქით­კენ მი­უ­წევს. მას უნდა, რომ იმე­რე­თის მუ­სი­კა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ა­ცო­ცხლოს. ის ქარ­თუ­ლი "მუ­სი­კა­ლუ­რი სე­ზო­ნის" და­არ­სე­ბას აპი­რებს, რაც წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თვე­ში ერთი გალა კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვას გუ­ლის­ხმობს, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მსოფ­ლი­ო­ში გან­თქმუ­ლი მუ­სი­კო­სე­ბი მი­ი­ღე­ბენ. ესე­ნი არი­ან: ამე­რი­კე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ჯო­შუა ბელი, (რო­მელ­თა­ნაც შე­თან­ხმე­ბა უკვე მიღ­წე­უ­ლია) არ­გენ­ტი­ნე­ლი პი­ა­ნის­ტი მარ­ტა არ­გე­რი­ხი, ამე­რი­კე­ლი დი­რი­ჟო­რი ლო­რინ მა­ა­ზე­ლი და სხვე­ბი.

სე­ზო­ნის კონ­ცერ­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მას სურს მას­ტერკლა­სე­ბი და გას­ვლი­თი მუ­სი­კა­ლუ­რი სა­ღა­მო­ე­ბი თა­ვად გა­მარ­თოს სა­ჩხე­რე­ში, სა­დაც მას არა მარ­ტო ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი, არა­მედ წი­ნაპ­რე­ბის დიდი თაყ­ვა­ნის­მემ­ლე­ბიც ეგუ­ლე­ბა. შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ თა­ვი­სი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე მას სა­კუ­თა­რი სოფ­ლის, არ­გვე­თის სახ­ლი აქვს ქა­ვე­რად შერ­ჩე­უ­ლი. მისი ხე­ლოვ­ნე­ბის ფონ­დის სა­ხე­ლიც ხომ "არ­გვე­თია".

მისი პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი თბი­ლის­ში ნამ­დვი­ლად მოვ­ლე­ნად იქცა. გე­მოვ­ნე­ბით შერ­ჩე­უ­ლი პროგ­რა­მა, შეს­რუ­ლე­ბის დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რა. მშვი­დი, მაგ­რამ სიღ­რმი­სე­უ­ლი ბგე­რით მან მსმე­ნე­ლი ნამ­დვი­ლად და­ი­პყრო.

მო­ცარ­ტის კონ­ცერ­ტი( A დურ) # 5, კა­მილ სენ-სან­სის ინ­ტრო­დუქ­ცია და რონ­დო- კაპ­რი­ჩი­ო­ზო - ორი სხვა­დას­ხვა ჟან­რის და ეპო­ქის ნა­წარ­მო­ე­ბი მან თა­ვის, იაშ­ვი­ლი­სე­ულ სტილს და­უქ­ვემ­დე­ბა­რა.

დღეს გია წარ­მა­ტე­ბით გა­მო­დის მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა სცე­ნებ­ზე. იგი არის კა­მე­რუ­ლი ან­სამ­ბლის "Soloiste de art" -ის და­მა­არ­სე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი. ეს ორ­კესტრი, რო­მელ­შიც გა­ერ­თი­ან­დნენ ზუ­ბინ მე­ტას და ლო­რინ მა­ა­ზე­ლის ორ­კესტრე­ბის წამ­ყვა­ნი ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბი, ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო კო­ლექ­ტი­ვია.

ის დღეს ავ­სტრი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. ჯვა­რი კა­ხე­თის სო­ფელ ვე­ჯინ­ში და­ი­წე­რა, მისი ნა­ხევ­რად ფრან­გი და ნა­ხევ­რად ია­პო­ნე­ლი სა­ცო­ლე მარ­თლმა­დი­დებ­ლად მო­ი­ნათ­ლა. შემ­დეგ იყო ხე­ლის­მო­წე­რა პა­რიზ­ში და ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი ია­პო­ნი­ა­ში.

ნარ­გი­ზა გარ­და­ფხა­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გიორგი იაშვილს საჩხერეში დიდი მუსიკალური გეგმები აქვს

გიორგი იაშვილს საჩხერეში დიდი მუსიკალური გეგმები აქვს

ცნობილმა ქართველმა მევიოლინემ, გიორგი (გია) იაშვილმა, რომელიც მიუნჰენში ცხოვრობს და მოღვაწეობს, 20 იანვარს კონსერვატორიაში კონცერტი გამართა.

საღამოს უძღვებოდა ოპერის სიმფონიური ორკესტრი დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანოს დირიჟორობით, რომელმაც პირველ განყოფილებაში შუბერტის "დაუმთვარებელი" სიმფონია" დაუკრა. მეორე განყოფილება კი მთლიანად ქართველ მევიოლინეს დაეთმო.

დიდი ოჯახის, ლუარსაბ (ბუჭუკა) იაშვილის შვილიშვილმა და ნანა იაშვილის ვაჟმა, გიამაც ვიოლინოს მიუძღვნა თავისი ცხოვრება.

33 წელი მის ცხოვრებაში იმ გარდამტეხ მომენტად იქცა, როდესაც ავსტრიაში და გერმანიაში გაზრდილ მუსიკოსს საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირის სურვილი გაუჩინა და ეს კონცერტი გიას დიდ სამომავლო გეგმებს უკავშირდება.

ბავშვობაში, ბაბუამ ერთი წელი საჩხერის სკოლაში მიაბარა, ამიტომ დღეს გიას გული იქითკენ მიუწევს. მას უნდა, რომ იმერეთის მუსიკალური ცხოვრება გამოაცოცხლოს. ის ქართული "მუსიკალური სეზონის" დაარსებას აპირებს, რაც წლის განმავლობაში, თვეში ერთი გალა კონცერტის გამართვას გულისხმობს, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები მიიღებენ. ესენი არიან: ამერიკელი მევიოლინე ჯოშუა ბელი, (რომელთანაც შეთანხმება უკვე მიღწეულია) არგენტინელი პიანისტი მარტა არგერიხი, ამერიკელი დირიჟორი ლორინ მააზელი და სხვები.

სეზონის კონცერტების პარალელურად მას სურს მასტერკლასები და გასვლითი მუსიკალური საღამოები თავად გამართოს საჩხერეში, სადაც მას არა მარტო ნათესავები და მეგობრები, არამედ წინაპრების დიდი თაყვანისმემლებიც ეგულება. შემთხვევითი არ არის, რომ თავისი "ფეისბუქის" გვერდზე მას საკუთარი სოფლის, არგვეთის სახლი აქვს ქავერად შერჩეული. მისი ხელოვნების ფონდის სახელიც ხომ "არგვეთია".

მისი პირველი კონცერტი თბილისში ნამდვილად მოვლენად იქცა. გემოვნებით შერჩეული პროგრამა, შესრულების დახვეწილი მანერა.  მშვიდი, მაგრამ სიღრმისეული ბგერით მან მსმენელი ნამდვილად დაიპყრო.

მოცარტის კონცერტი( A დურ) # 5, კამილ სენ-სანსის ინტროდუქცია და რონდო- კაპრიჩიოზო - ორი სხვადასხვა ჟანრის და ეპოქის ნაწარმოები მან თავის, იაშვილისეულ სტილს დაუქვემდებარა.

დღეს გია წარმატებით გამოდის მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე. იგი არის კამერული ანსამბლის "Soloiste de art" -ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ეს ორკესტრი, რომელშიც გაერთიანდნენ ზუბინ მეტას და ლორინ მააზელის ორკესტრების წამყვანი ახალგაზრდა მუსიკოსები, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექტივია.

ის დღეს ავსტრიის და საქართველოს მოქალაქეა. ჯვარი კახეთის სოფელ ვეჯინში დაიწერა, მისი ნახევრად ფრანგი და ნახევრად იაპონელი საცოლე მართლმადიდებლად მოინათლა. შემდეგ იყო ხელისმოწერა პარიზში და ტრადიციული ქორწილი იაპონიაში.

ნარგიზა გარდაფხაძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება