პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად VOGUE-ს ისტორიაში, ჟურნალის მთავარი რედაქტორი მამაკაცია
პირველად VOGUE-ს ისტორიაში, ჟურნალის მთავარი რედაქტორი მამაკაცია

VOGUE-ს 120 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, წელს პირ­ვე­ლად ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მა­მა­კა­ცი გახ­და. დღემ­დე ჟურ­ნა­ლის editor-in-chief-ის პოსტს მხო­ლოდ "რკი­ნის ქა­ლე­ბი" იკა­ვებ­დნენ, რო­მელ­თა ხა­სი­ათს, იმიჯ­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ფილ­მი "ეშ­მა­კი ატა­რებს Prada-ს" მი­ე­ძღვნა.

ჟურ­ნა­ლის ტა­ი­ლან­დურ გა­მო­ცე­მას 46 წლის კუ­ლა­ვი­ტა ლა­ო­სუკს­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ეს ჟურ­ნა­ლის რი­გით 21-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ცე­მაა, რომ­ლის პირ­ვე­ლი ნო­მე­რი 2013 წლის თე­ბერ­ვალს გა­მო­ვა.

ლა­ო­სუკს­რის დე­ბი­უ­ტი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ნო­მე­რი მთლი­ა­ნად გა­ი­ყი­და, თუმ­ცა მისი დე­ბი­უ­ტის ასეთ­მა წამ­რა­ტე­ბამ VOGUE-ს მა­მა­კაც რე­დაქ­ტორს თავ­ბრუ არ და­ახ­ვია.

"გა­რან­ტი­ას გაძ­ლევთ, რომ მე­ო­რე, მე­სა­მე და მე­ო­თხე ნომ­რე­ბი კი­დევ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა!" - გა­ნა­ცხა­და კუ­ლა­ვი­ტა ლა­ო­სუკს­რიმ.

პირ­ვე­ლი ტა­ი­ლან­დუ­რი "ვო­გის" გა­რე­კა­ნის­თვის ლა­ო­სუკს­რიმ ტრა­დი­ცი­უ­ლი ტა­ი­ლან­დუ­რი თავ­სა­ბუ­რა­ვი გა­მო­ი­ყე­ნა, რომ­ლის დამ­ზა­დე­ბა ფი­ლიპ ტრე­ი­სის და­ა­ვა­ლა.

"ბი­უ­ჯე­ტის მხრივ, ჩვენ ჯერ კი­დევ პა­ტა­რე­ბი ვართ ჩვე­ნი სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლის ჟურ­ნალ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ოჯახ­ში. ამის გამო კი­დევ უამ­რა­ვი რა­მის დამ­ტკი­ცე­ბა მოგ­ვი­წევს", - გა­ნა­ცხა­და "ვო­გის" მა­მა­კაც­მა რე­დაქ­ტორ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა VOGUE-ს სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მო­ცე­მებს, მათი მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რე­ბის სა­ხე­ლე­ბი უკვე ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია: ამე­რი­კულ ვერ­სი­ას ლე­გენ­და­რუ­ლი ანა ვინ­ტუ­რი უძღვე­ბა, ინ­გლი­სუ­რი VOGUE-ს სა­თა­ვე­ში ალექ­სან­დრა შულ­მა­ნი დგას, იტა­ლი­ა­ში ჟურ­ნალს ფრან­კა სო­ცი­ნი კუ­რი­რებს, ხოლო ფრან­გუ­ლი ვერ­სია ემა­ნუ­ელ ალტს აბა­რია.

მო­დის მეთ­ვალ­ყუ­რე­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ია­პო­ნურ VOGUE-ს ეთ­მო­ბა. ია­პო­ნი­ა­ში ჟურ­ნა­ლის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი წარ­მო­შო­ბით იტა­ლი­ე­ლი ანა დელო რუ­სოა.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პირველად VOGUE-ს ისტორიაში, ჟურნალის მთავარი რედაქტორი მამაკაცია

პირველად VOGUE-ს ისტორიაში, ჟურნალის მთავარი რედაქტორი მამაკაცია

VOGUE-ს 120 წლიანი ისტორიის განმავლობაში, წელს პირველად ჟურნალის მთავარი რედაქტორი მამაკაცი გახდა. დღემდე ჟურნალის editor-in-chief-ის პოსტს მხოლოდ "რკინის ქალები" იკავებდნენ, რომელთა ხასიათს, იმიჯსა და თანამშრომლებისადმი დამოკიდებულებას ფილმი "ეშმაკი ატარებს Prada-ს" მიეძღვნა.

ჟურნალის ტაილანდურ გამოცემას 46 წლის კულავიტა ლაოსუკსრი ხელმძღვანელობს. ეს ჟურნალის რიგით 21-ე საერთაშორისო გამოცემაა, რომლის პირველი ნომერი 2013 წლის თებერვალს გამოვა.

ლაოსუკსრის დებიუტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ნომერი მთლიანად გაიყიდა, თუმცა მისი დებიუტის ასეთმა წამრატებამ VOGUE-ს მამაკაც რედაქტორს თავბრუ არ დაახვია.

"გარანტიას გაძლევთ, რომ მეორე, მესამე და მეოთხე ნომრები კიდევ უკეთესი იქნება!" - განაცხადა კულავიტა ლაოსუკსრიმ.

პირველი ტაილანდური "ვოგის" გარეკანისთვის ლაოსუკსრიმ ტრადიციული ტაილანდური თავსაბურავი გამოიყენა, რომლის დამზადება ფილიპ ტრეისის დაავალა.

"ბიუჯეტის მხრივ, ჩვენ ჯერ კიდევ პატარები ვართ ჩვენი საგამომცემლო სახლის ჟურნალთა საერთაშორისო ოჯახში. ამის გამო კიდევ უამრავი რამის დამტკიცება მოგვიწევს", - განაცხადა "ვოგის" მამაკაცმა რედაქტორმა.

რაც შეეხება VOGUE-ს სხვა ქვეყნების გამოცემებს, მათი მთავარი რედაქტორების სახელები უკვე ყველასთვის ცნობილია: ამერიკულ ვერსიას ლეგენდარული ანა ვინტური უძღვება, ინგლისური VOGUE-ს სათავეში ალექსანდრა შულმანი დგას, იტალიაში ჟურნალს ფრანკა სოცინი კურირებს, ხოლო ფრანგული ვერსია ემანუელ ალტს აბარია.

მოდის მეთვალყურეთა განსაკუთრებული ყურადღება იაპონურ VOGUE-ს ეთმობა. იაპონიაში ჟურნალის მთავარი რედაქტორი წარმოშობით იტალიელი ანა დელო რუსოა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება