სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინგლისის დედოფლის "ცელქი" შვილიშვილი
ინგლისის დედოფლის "ცელქი" შვილიშვილი

ინ­გლი­სის დე­დოფ­ლის, ელი­სა­ბედ II-ის შვი­ლიშ­ვი­ლი ზარა ფი­ლიპ­სი კარ­გა ხა­ნია ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ურჩი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ხა­სი­ა­თით. მის­და ბე­დად, ქმა­რიც თა­ვის­ნა­ი­რი შეხ­ვდა. წყვი­ლი ხში­რად "ახა­რებს" პა­პა­რა­ცებს ვნე­ბი­ა­ნი ფო­ტო­სე­სი­ე­ბით. ცოტა ხნის წინ მო­ჯი­რი­თე ზარა და მისი მო­რაგ­ბე ქმა­რი თი­ვის ზვინ­ში გა­ერ­თნენ და პა­პა­რა­ცებ­საც არ გა­მორ­ჩე­ნი­ათ მათი "მხი­ა­რუ­ლე­ბა".

ფო­ტო­ე­ბიც სწრა­ფად გავ­რცელ­და, თუმ­ცა ზა­რას არა­ვი­თა­რი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია. მთა­ვა­რია, რომ მის გვერ­დით მისი ქმა­რია და წყვი­ლი თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს.

31 წლის ზარა ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რია, დე­დოფ­ლის უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი, პრინ­ცე­სა ანა­სა და მისი პირ­ვე­ლი ქმრის, კა­პი­ტან მარკ ფი­ლიპ­სის ქა­ლიშ­ვი­ლია, მე­თო­თხმე­ტე ტახ­ტის მემ­კვიდ­რე­ო­ბის ხაზ­ში. ბე­დის ირო­ნი­ით, ზა­რას ქმა­რიც კა­პი­ტა­ნია, ოღონ­დაც ინ­გლი­სის რაგ­ბის ნაკ­რე­ბის.

ზარა დიდი ხა­ნია ცხე­ნოს­ნო­ბით სე­რი­ო­ზუ­ლად არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი, თა­ვის ერ­თგულ ცხენ ტო­ი­ტა­უნ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი ჯილ­დოც აქვს მო­გე­ბუ­ლი, სულ ბო­ლოს 2012 წელს მის მშობ­ლი­ურ ლონ­დონ­ში გა­მარ­თულ ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი მი­ი­ღო. ამ სპორ­ტში მიღ­წე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის­თვის ზარა ბრი­ტა­ნე­თის იმ­პე­რი­ის ორ­დე­ნი­თაც და­ა­ჯილ­დო­ვეს.

ზა­რას ჰყავს უფ­რო­სი ძმა პი­ტერ ფი­ლიპ­სი და ორი და: ფე­ლი­სი­ტა, რო­მე­ლიც მა­მა­მისს საყ­ვარ­ლის­გან გა­უჩ­ნდა, და სტე­ფა­ნი ფი­ლიპ­სი - ზა­რას მა­მი­სა და მისი მე­ო­რე ცო­ლის შვი­ლი.

ზა­რამ 2010 წელს იქორ­წი­ნა კლუბ "გლოს­ტე­რის" მო­თა­მა­შე მაიკ ტინ­დელ­ზე. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი 2003 წელს რაგ­ბის მსოფ­ლიო თას­ზე გა­იც­ნო, ავ­სტრა­ლი­ა­ში.

ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ზა­რას ბი­ძაშ­ვილ­მა - პრინცმა ჰა­რიმ გა­აც­ნო, მათი ქორ­წი­ლი 2011 წლის 30 ივ­ლისს შედ­გა ედინ­ბურ­გში. მას მერე არა­ერ­თხელ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ხმე­ბი მა­ი­კის მე­ქალ­თა­ნე­ო­ბი­სა და "გვერ­დზე გავ­ლის" შე­სა­ხებ, თუმ­ცა წყვი­ლი კვლავ ერ­თად არის და, რო­გორც ჩანს, ბედ­ნი­ე­რა­დაც გრძნო­ბენ თავს.

გარ­და იმი­სა, რომ ზარა ერ­თა­დერ­თია ინ­გლი­სის სა­მე­ფო ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის, ვი­საც ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი სპორ­ტუ­ლი ჯილ­დო­ე­ბი აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, 2007 წელს ის ასე­ვე პირ­ვე­ლი იყო, რო­მე­ლიც რეკ­ლა­მის­თვის გა­და­ი­ღეს - ზარა "ლენდ რო­ვე­რის" რეკ­ლა­მა­ში გა­მოჩ­ნდა. 2009 წელს კი გა­მო­ა­ცხა­და, რომ სა­კუ­თა­რი ტან­საც­მლის კო­ლექ­ცი­ას გა­მო­უშ­ვებს ცხენ­ზე მო­ჯი­რი­თე­ე­ბის­თვის. კო­ლექ­ცი­ას სა­ხე­ლად და­ერ­ქვა ZP176 - ეს ნო­მე­რი ჰქონ­და ზა­რას, რო­დე­საც პირ­ვე­ლად წარ­მო­ად­გენ­და თა­ვის ქვე­ყა­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რე­ზო­ბა­ზე.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთელი­სა­ბედ II-ის შვი­ლიშ­ვი­ლის და მისი მე­უღ­ლის ვნე­ბი­ა­ნი "ჯი­რი­თი" თი­ვის ზვინ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ინგლისის დედოფლის "ცელქი" შვილიშვილი

ინგლისის დედოფლის "ცელქი" შვილიშვილი

ინგლისის დედოფლის, ელისაბედ II-ის შვილიშვილი ზარა ფილიპსი კარგა ხანია ცნობილია თავისი ურჩი და თავისუფალი ხასიათით. მისდა ბედად, ქმარიც თავისნაირი შეხვდა. წყვილი ხშირად "ახარებს" პაპარაცებს ვნებიანი ფოტოსესიებით. ცოტა ხნის წინ მოჯირითე ზარა და მისი მორაგბე ქმარი თივის ზვინში გაერთნენ და პაპარაცებსაც არ გამორჩენიათ მათი "მხიარულება".

ფოტოებიც სწრაფად გავრცელდა, თუმცა ზარას არავითარი რეაქცია არ ჰქონია. მთავარია, რომ მის გვერდით მისი ქმარია და წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.

31 წლის ზარა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრია, დედოფლის უფროსი შვილიშვილი, პრინცესა ანასა და მისი პირველი ქმრის, კაპიტან მარკ ფილიპსის ქალიშვილია, მეთოთხმეტე ტახტის მემკვიდრეობის ხაზში. ბედის ირონიით, ზარას ქმარიც კაპიტანია, ოღონდაც ინგლისის რაგბის ნაკრების.

ზარა დიდი ხანია ცხენოსნობით სერიოზულად არის გატაცებული, თავის ერთგულ ცხენ ტოიტაუნთან ერთად რამდენიმე სერიოზული ჯილდოც აქვს მოგებული, სულ ბოლოს 2012 წელს მის მშობლიურ ლონდონში გამართულ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მიიღო. ამ სპორტში მიღწეული წარმატებებისთვის ზარა ბრიტანეთის იმპერიის ორდენითაც დააჯილდოვეს.

ზარას ჰყავს უფროსი ძმა პიტერ ფილიპსი და ორი და: ფელისიტა, რომელიც მამამისს საყვარლისგან გაუჩნდა, და სტეფანი ფილიპსი - ზარას მამისა და მისი მეორე ცოლის შვილი.

ზარამ 2010 წელს იქორწინა კლუბ "გლოსტერის" მოთამაშე მაიკ ტინდელზე. წყვილმა ერთმანეთი 2003 წელს რაგბის მსოფლიო თასზე გაიცნო, ავსტრალიაში.

ისინი ერთმანეთს ზარას ბიძაშვილმა - პრინცმა ჰარიმ გააცნო, მათი ქორწილი 2011 წლის 30 ივლისს შედგა ედინბურგში. მას მერე არაერთხელ გავრცელებულა ხმები მაიკის მექალთანეობისა და "გვერდზე გავლის" შესახებ, თუმცა წყვილი კვლავ ერთად არის და, როგორც ჩანს, ბედნიერადაც გრძნობენ თავს.

გარდა იმისა, რომ ზარა ერთადერთია ინგლისის სამეფო ოჯახის წევრებს შორის, ვისაც ასეთი სერიოზული სპორტული ჯილდოები აქვს მოპოვებული, 2007 წელს ის ასევე პირველი იყო, რომელიც რეკლამისთვის გადაიღეს - ზარა "ლენდ როვერის" რეკლამაში გამოჩნდა. 2009 წელს კი გამოაცხადა, რომ საკუთარი ტანსაცმლის კოლექციას გამოუშვებს ცხენზე მოჯირითეებისთვის. კოლექციას სახელად დაერქვა ZP176 - ეს ნომერი ჰქონდა ზარას, როდესაც პირველად წარმოადგენდა თავის ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზობაზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთელისაბედ II-ის შვილიშვილის და მისი მეუღლის ვნებიანი "ჯირითი" თივის ზვინში

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს