მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს უთითებენ, სად არის მისი ადგილი!"
"სააკაშვილს უთითებენ, სად არის მისი ადგილი!"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ევ­რო­საბ­ჭოს ტრი­ბუ­ნი­დან გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ჰა­ბი­ტა­ცია წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა, ოპო­ნენ­ტებ­ზე ისე ისა­უბ­რა, ყვე­ლას მკა­ფიო წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნა იმა­ზე, თუ რას გუ­ლის­ხმობს კო­ჰა­ბი­ტა­ცია ქარ­თუ­ლად. ამ თე­მით და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი პოეტ და­ვით მაღ­რა­ძეს­თან:

- მო­სახ­ლე­ო­ბამ ზნე­ობ­რი­ვი გარ­და­ტე­ხა მო­ახ­დი­ნა ქვე­ყა­ნა­ში და ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბით, კენ­ჭისყ­რით მო­უ­გო არ­ჩევ­ნე­ბი იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, რო­მე­ლიც ქვებს ეს­რო­და. ლო­გი­კუ­რი იყო, რომ ქარ­თველ ხალ­ხს გა­ე­მარ­ჯვა იმ უზ­ნე­ო­ბა­სა და ძა­ლა­დო­ბა­ზე, რო­მე­ლიც "ნაც­მოძ­რა­ო­ბამ" და­ამ­კვიდ­რა ქვე­ყა­ნა­ში.

სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრი­ბუ­ნი­დან თქვა, რომ კო­ჰა­ბი­ტა­ცია სა­ჭი­როა, მაგ­რამ ამის მერე რაც ილა­პა­რა­კა, სწო­რედ იმის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, რომ კო­ჰა­ბი­ტა­ცია ჩაშ­ლი­ლი­ყო. თუმ­ცა, ეს პრო­ცე­სი ვერ ჩა­იშ­ლე­ბა, რად­გან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­სა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის პა­ტი­ვის­ცე­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ის­ტო­რია აქვს. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი შე­უ­რა­ცხყო­ფას, აბუ­ჩად აგ­დე­ბა­სა და წი­ნაპ­რის შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­სო­დეს შე­ი­წყნა­რებს...

ადა­მი­ა­ნე­ბის ჩეხა და ცო­ცხე­ბით წა­მე­ბა პო­ლი­ტი­კა აღარ არის. არ ვამ­ბობ, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად აგებს პა­სუხს ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე, რად­გან იქაც არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი მათ­თვი­საც ზედ­მე­ტია. ამ კაცს გა­მე­ტე­ბუ­ლი ჰყავს თა­ვი­სი მომ­ხრე­ე­ბის მცი­რე ჯგუ­ფი. ურ­ჩევ­ნია, ცი­ხე­ში გაგ­ზავ­ნოს ისი­ნი, რომ მერე კო­მენ­ტა­რე­ბი გა­ა­კე­თოს. სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ვის მომ­ხრე­ებს უშ­ლის ხელს ცხოვ­რე­ბა­ში, თო­რემ ის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პრობ­ლე­მა აღარ არის. უნდა ზუგ­დიდ­ში წა­ვი­დეს, უნდა ქუ­თა­ის­ში და უნდა ბე­ბი­ას ჩა­უჯ­დეს კალ­თა­ში.

- რო­დე­საც მა­ღა­ლი ტრი­ბუ­ნი­დან სა­ა­კაშ­ვი­ლი ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მოს­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის შექ­მნილ საფრ­თხე­ზე ლა­პა­რა­კობს, ესეც არ არის პრობ­ლე­მა?

- შე­პყრო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ასეთ უსუ­სურ და უმ­წეო გა­მოს­ვლას იუ­მო­რით უნდა შე­ხე­დო. სა­ა­კაშ­ვი­ლი ის ადა­მი­ა­ნია, ვი­საც არა­ვინ მო­უყ­ვა, რა არის სა­ქარ­თვე­ლო, რომ სა­ქარ­თვე­ლო მო­დის კოლ­ხე­თი­დან, იბე­რი­ო­ნი­დან, რომ აქ მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნე­ში მო­ცი­ქულ­თა სწო­რი წმინ­და ნინო შე­მო­ვი­და და მი­რი­ან მე­ფი­სა და ნანა დე­დოფ­ლის მოქ­ცე­ვით და­ი­წყო ქრის­ტი­ა­ნო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი და­უ­მა­ლეს ამ კაცს და მა­ნაც არა­ფე­რი იცის. გე­ნი­ა­ლურ­მა მო­აზ­როვ­ნემ და პო­ეტ­მა შოთა რუს­თა­ველ­მა ორო­სან სა­ა­კაშ­ვილს რა­ბა­თის ცი­ხეს­თან საქ­ვეყ­ნოდ ჩა­მო­არ­თვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ზე სა­უბ­რის უფ­ლე­ბა. ეს კაცი არც ქრის­ტი­ა­ნო­ბის ის­ტო­რი­ას იც­ნობს, არც კა­თა­ლი­კო­სის ინ­სტი­ტუტს და არც ავ­ტო­კე­ფა­ლი­ა­ზე აქვს წარ­მოდ­გე­ნა. ყვე­ლამ და­ი­ნა­ხა, რომ ეს კაცი მა­ხ­ა­თას მთა­ზე პირ­და­პირ პატ­რი­არ­ქის სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ვარ­და და იქი­დან გა­ღი­მე­ბუ­ლი იყუ­რე­ბო­და.

- ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის შეც­ვლის გამო აკ­რი­ტი­კებს. თქვენ თუ ხე­დავთ სა­გა­რეო ვექ­ტო­რის რუ­სე­თის­კენ გა­დახ­რას?

- წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კურ­სი სა­ერ­თოდ არ ჰქონ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ ნა­ტოს­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე არა­ვის და­ვე­ნა­ხეთ. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს სა­ა­კაშ­ვი­ლი­ვით გა­თე­ლავ, იქ ნა­ტო­სა და ევ­რო­პა­ზე აღარ არის ლა­პა­რა­კი. რუ­სე­თი ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა და ეს სა­მუ­და­მო მე­ზობ­ლო­ბაა. ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი პუ­ტი­ნის ლან­ძღვით სა­ქარ­თვე­ლოს აძ­ლი­ე­რებ­და? მან ჩვე­ნი მიწა-წყა­ლი და­კარ­გა და ხელი მო­ა­წე­რა კა­პი­ტუ­ლა­ცი­ას.

ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში მო­და­ში იყო გა­ცხა­დე­ბუ­ლი პატ­რი­ო­ტიზ­მი, სამ­შობ­ლოს აღ­ვი­რახ­სნი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. ასეთ აღ­ვი­რახ­სნილ სიყ­ვა­რულ­ში შემ­ჩნე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აფხა­ზე­თის ომის დროს სა­დღაც და­ი­მალ­ნენ, გულ­წრფე­ლი ხალ­ხი კი ომში წა­ვი­და და და­ი­ღუ­პა. ეს ფი­უ­რე­რე­ბი კი კა­ბი­ნე­ტებ­ში დარ­ჩნენ.

ქვეყ­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცია გან­სწავ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის საქ­მეა და, რო­გორც იქნა, სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და ბიძIინა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხით.

კარ­გია, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხში მკა­ფიო პო­ზი­ცია აქვს, ინარ­ჩუ­ნებს ურ­თი­ერ­თო­ბას რუ­სულ ეკ­ლე­სი­ას­თან. პატ­რი­ო­ტიზ­მის მო­ტი­ვით პატ­რი­არ­ქს ეს ურ­თი­ერ­თო­ბა შუა გზა­ზე არ მი­უგ­დია და დიდი სიბ­რძნით მოქ­მე­დებს. ეს ცრუ­პატ­რი­ო­ტე­ბი კი გა­მე­ცა­დი­ნე­ბუ­ლი არი­ან, რუ­სეთ­თან რკი­ნიგ­ზა არ გა­იხ­სნას, რომ იქი­დან დოს­ტო­ევ­სკი არ შე­მოგ­ვე­პა­როს ან ვი­ღა­ცამ რუ­სუ­ლი წიგ­ნი არ გად­მო­ი­ტა­ნოს. ვერც ერთი პრე­ზი­დენ­ტი და მთავ­რო­ბა ვერ შეძ­ლებს, რომ კულ­ტუ­რის გზა­ზე ჩა­ა­ყე­ნოს მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი ბლოკპოს­ტი. ვე­რა­სო­დეს დავ­კარ­გავ ანა ახ­მა­ტო­ვა­თი და მა­რი­ნა ცვე­ტა­ე­ვა­თი აღ­ტა­ცე­ბას. ეს რომ დავ­კარ­გო, მოვ­კვდე­ბი არა რო­გორც პო­ე­ტი, არა­მედ აღარ ვი­არ­სე­ბებ რო­გორც ადა­მი­ა­ნი. თუმ­ცა ერთი საფრ­თხე მა­ინც არის ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის რომ ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნათ, ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი რუს კო­ლე­გებს აღარ ესალ­მე­ბო­და. ცოტა მაფრ­თხობს, რომ ახლა არ და­ი­წყოს ხბოს აღ­ტა­ცე­ბის ენ­თუ­ზი­აზ­მი ამ ურ­თი­ერ­თო­ბის გზა­ზე. ჩრდი­ლი ად­გე­ბა ქვეყ­ნის ღირ­სე­ბას, რო­დე­საც ლა­ქი­ე­ბი­ვით გარ­ბი­ან ვი­ღა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც წი­ნა­თაც იყ­ვნენ რუ­სეთ­ში სირ­ბილს მიჩ­ვე­უ­ლი. რაც იყო, ის აღარ იქ­ნე­ბა, ახლა ღირ­სე­ულ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა და­ა­ლა­გონ ურ­თი­ერ­თო­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"სააკაშვილს უთითებენ, სად არის მისი ადგილი!"

"სააკაშვილს უთითებენ, სად არის მისი ადგილი!"

საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ევროსაბჭოს ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველოში კოჰაბიტაცია წარმატებით მიმდინარეობს. თუმცა, ოპონენტებზე ისე ისაუბრა, ყველას მკაფიო წარმოდგენა შეექმნა იმაზე, თუ რას გულისხმობს კოჰაბიტაცია ქართულად. ამ თემით დავიწყეთ საუბარი პოეტ დავით მაღრაძესთან:

- მოსახლეობამ ზნეობრივი გარდატეხა მოახდინა ქვეყანაში და ბიულეტენებით, კენჭისყრით მოუგო არჩევნები იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვებს ესროდა. ლოგიკური იყო, რომ ქართველ ხალხს გაემარჯვა იმ უზნეობასა და ძალადობაზე, რომელიც "ნაცმოძრაობამ" დაამკვიდრა ქვეყანაში.

სააკაშვილმა საერთაშორისო ტრიბუნიდან თქვა, რომ კოჰაბიტაცია საჭიროა, მაგრამ ამის მერე რაც ილაპარაკა, სწორედ იმისკენ იყო მიმართული, რომ კოჰაბიტაცია ჩაშლილიყო. თუმცა, ეს პროცესი ვერ ჩაიშლება, რადგან თანაცხოვრებასა და განსხვავებული აზრის პატივისცემას საქართველოში საუკუნეების ისტორია აქვს. ქართველი ხალხი შეურაცხყოფას, აბუჩად აგდებასა და წინაპრის შეურაცხყოფას არასოდეს შეიწყნარებს...

ადამიანების ჩეხა და ცოცხებით წამება პოლიტიკა აღარ არის. არ ვამბობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ყველა ერთნაირად აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულებზე, რადგან იქაც არიან ადამიანები, რომელთაც გააცნობიერეს, რომ სააკაშვილი მათთვისაც ზედმეტია. ამ კაცს გამეტებული ჰყავს თავისი მომხრეების მცირე ჯგუფი. ურჩევნია, ციხეში გაგზავნოს ისინი, რომ მერე კომენტარები გააკეთოს. სააკაშვილი თავის მომხრეებს უშლის ხელს ცხოვრებაში, თორემ ის საქართველოსთვის პრობლემა აღარ არის. უნდა ზუგდიდში წავიდეს, უნდა ქუთაისში და უნდა ბებიას ჩაუჯდეს კალთაში.

- როდესაც მაღალი ტრიბუნიდან სააკაშვილი ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქართველოში დემოკრატიისთვის შექმნილ საფრთხეზე ლაპარაკობს, ესეც არ არის პრობლემა?

- შეპყრობილი ადამიანის ასეთ უსუსურ და უმწეო გამოსვლას იუმორით უნდა შეხედო. სააკაშვილი ის ადამიანია, ვისაც არავინ მოუყვა, რა არის საქართველო, რომ საქართველო მოდის კოლხეთიდან, იბერიონიდან, რომ აქ მეოთხე საუკუნეში მოციქულთა სწორი წმინდა ნინო შემოვიდა და მირიან მეფისა და ნანა დედოფლის მოქცევით დაიწყო ქრისტიანობა. ეს ყველაფერი დაუმალეს ამ კაცს და მანაც არაფერი იცის. გენიალურმა მოაზროვნემ და პოეტმა შოთა რუსთაველმა ოროსან სააკაშვილს რაბათის ციხესთან საქვეყნოდ ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეობა და ქართულ კულტურაზე საუბრის უფლება. ეს კაცი არც ქრისტიანობის ისტორიას იცნობს, არც კათალიკოსის ინსტიტუტს და არც ავტოკეფალიაზე აქვს წარმოდგენა. ყველამ დაინახა, რომ ეს კაცი მახათას მთაზე პირდაპირ პატრიარქის სავარძელში ჩავარდა და იქიდან გაღიმებული იყურებოდა.

- ახალ ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური კურსის შეცვლის გამო აკრიტიკებს. თქვენ თუ ხედავთ საგარეო ვექტორის რუსეთისკენ გადახრას?

- წინა ხელისუფლებას კურსი საერთოდ არ ჰქონდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაფერი გააკეთა, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე არავის დავენახეთ. როდესაც ადამიანის უფლებებს სააკაშვილივით გათელავ, იქ ნატოსა და ევროპაზე აღარ არის ლაპარაკი. რუსეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და ეს სამუდამო მეზობლობაა. ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი პუტინის ლანძღვით საქართველოს აძლიერებდა? მან ჩვენი მიწა-წყალი დაკარგა და ხელი მოაწერა კაპიტულაციას.

ბოლო ათწლეულებში მოდაში იყო გაცხადებული პატრიოტიზმი, სამშობლოს აღვირახსნილი სიყვარული. ასეთ აღვირახსნილ სიყვარულში შემჩნეული ადამიანები აფხაზეთის ომის დროს სადღაც დაიმალნენ, გულწრფელი ხალხი კი ომში წავიდა და დაიღუპა. ეს ფიურერები კი კაბინეტებში დარჩნენ.

ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია განსწავლული ადამიანების საქმეა და, როგორც იქნა, სერიოზული ადამიანი მოვიდა ბიძIინა ივანიშვილის სახით.

კარგია, რომ საპატრიარქოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხში მკაფიო პოზიცია აქვს, ინარჩუნებს ურთიერთობას რუსულ ეკლესიასთან. პატრიოტიზმის მოტივით პატრიარქს ეს ურთიერთობა შუა გზაზე არ მიუგდია და დიდი სიბრძნით მოქმედებს. ეს ცრუპატრიოტები კი გამეცადინებული არიან, რუსეთთან რკინიგზა არ გაიხსნას, რომ იქიდან დოსტოევსკი არ შემოგვეპაროს ან ვიღაცამ რუსული წიგნი არ გადმოიტანოს. ვერც ერთი პრეზიდენტი და მთავრობა ვერ შეძლებს, რომ კულტურის გზაზე ჩააყენოს მილიტარისტული ბლოკპოსტი. ვერასოდეს დავკარგავ ანა ახმატოვათი და მარინა ცვეტაევათი აღტაცებას. ეს რომ დავკარგო, მოვკვდები არა როგორც პოეტი, არამედ აღარ ვიარსებებ როგორც ადამიანი. თუმცა ერთი საფრთხე მაინც არის ჩვენს საზოგადოებაში. სააკაშვილისთვის რომ ესიამოვნებინათ, ხელოვანი ხალხი რუს კოლეგებს აღარ ესალმებოდა. ცოტა მაფრთხობს, რომ ახლა არ დაიწყოს ხბოს აღტაცების ენთუზიაზმი ამ ურთიერთობის გზაზე. ჩრდილი ადგება ქვეყნის ღირსებას, როდესაც ლაქიებივით გარბიან ვიღაცები, რომლებიც წინათაც იყვნენ რუსეთში სირბილს მიჩვეული. რაც იყო, ის აღარ იქნება, ახლა ღირსეულმა ადამიანებმა უნდა დაალაგონ ურთიერთობა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა