მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოება - 2013
კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოება - 2013

კი­დევ ერთი ვარ­სკვლა­ვუ­რი სა­ღა­მო, კი­დევ ერთი წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა და მას­ზე თავ­მომ­წო­ნედ მო­სე­ირ­ნე ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი - ლოს-ან­ჯე­ლეს­ში რი­გით მე­ცხრა­მე­ტე კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა გილ­დი­ის და­ჯილ­დო­ე­ბა (SAG awards) გა­ი­მარ­თა.

SAG awards-ის ცე­რე­მო­ნი­ას, რო­მელ­ზეც ჯილ­დო­ე­ბი კი­ნო­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ის დარ­გში 16 ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­ცა, Shrine Exposition Center-მა უმას­პინ­ძლა.

სა­ნამ ცე­რე­მო­ნი­ის ფა­ვო­რი­ტე­ბი გა­მო­იკ­ვე­თე­ბო­და, ვარ­სკვლა­ვებ­მა წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე დი­ზა­ი­ნე­რე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს. კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა გილ­დი­ის სტუ­მარ­თა კა­ბებს შო­რის 2013 წელს ლურ­ჯი ფერი დო­მი­ნი­რებ­და.

ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, ნი­კოლ კიდ­მა­ნი წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ეპა­ტა­ჟუ­რი დი­ზა­ი­ნე­რის, ვი­ვი­ენ ვესტვუ­დის კა­ბა­ში გა­მოჩ­ნდა. შავი ბა­დის­გან შექ­მნი­ლი კაბა, რო­მე­ლიც ლურ­ჯი მბრწყი­ნა­ვი მაქ­მა­ნე­ბით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ვარ­სკვლა­ვის ელე­გან­ტუ­რო­ბას უს­ვამ­და ხაზს.

ლურჯ ფერ­ზე შე­ა­ჩე­რა არ­ჩე­ვა­ნი ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობ­მა ამან­და სე­იფ­რიდ­მაც. კა­ბის დი­ზა­ი­ნი Zac Posen-ს ეკუთ­ვნის. სა­ღა­მოს კაბა მხრე­ბის გა­რე­შე, მჭიდ­რო წე­ლით და გაშ­ლი­ლი ბო­ლო­თი, ამან­დას დახ­ვე­წილ სი­ლუ­ეტს კვეთ­და.

ტენ­დენ­ცი­ას არც მა­რი­ონ კო­ტი­ა­რი ჩა­მორ­ჩა. მსა­ხი­ო­ბი, რო­მე­ლიც წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზეც და ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­შიც უზა­დო გე­მოვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა გილ­დი­ის და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე Dior-ის თეთ­რსა და ღია ლურჯ ფე­რებ­ში გა­და­წყვე­ტი­ლი კა­ბით გა­მოჩ­ნდა. მსა­ხი­ო­ბის ერ­თა­დერ­თი აქ­სე­სუ­ა­რი ბრი­ლი­ან­ტის ყელ­სა­ბა­მი იყო.

ყო­ველ წი­თელ ხა­ლი­ჩას ჰყავს თა­ვი­სი ოქ­როს და ვერ­ცხლის გო­გო­ნე­ბი. წელს SAG awards-ის ოქ­როს გო­გო­ნას ტი­ტუ­ლი Oscar de la Renta-ს კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბილ ჯე­ნი­ფერ გარ­ნერს ხვდა წი­ლად. ხოლო ვერ­ცხლის გო­გო­ნა ჰე­ლენ ჰან­ტი გახ­და.

ნა­ო­მი ვოთსმა, რო­მე­ლიც და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე Marchesa-ს თეთრ კა­ბა­ში გა­მო­ე­წყო, ნამ­დვი­ლი ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა. თეთ­რი კა­ბით და ტრა­დი­ცი­უ­ლი ღრმა დე­კოლ­ტით მო­ი­წო­ნა თავი სო­ფია ვერ­გა­რა­მაც.

წლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ მსა­ხი­ობს, ენ ჰე­თე­ვე­ის პა­პა­რა­ცებ­მა მოს­ვე­ნე­ბა არც ამ­ჯე­რად მის­ცეს. ჰე­თე­ვეი შავ, დრა­მა­ტულ კა­ბა­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი, რომ­ლის დი­ზა­ი­ნი Giambattista Valli-ს ეკუთ­ვნის.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კა­ცებს, ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვდა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბენ აფ­ლე­კი, რო­მელ­მაც გილ­დი­ის ჯილ­დო ფილ­მის­თვის "ოპე­რა­ცია "არგო" აიღო. სა­ღა­მოს და­ეს­წრნენ რო­ბერტ დე ნირო, ჯუდ ლოუ, ჰიუ ჯეკ­მა­ნი, რა­სელ ქროუ, ალეკ ბოლ­დუ­ი­ნი.

ახლა კი თა­ვად კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა გილ­დი­ის და­ჯილ­დო­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­ზე გა­და­ვი­დეთ.

მსა­ხი­ობ­თა გილ­დი­ის უდა­ვო ფა­ვო­რი­ტე­ბი "ლინ­კოლ­ნი" და "საბ­რა­ლო­ნი" გახ­დნენ, თუმ­ცა ყვე­ლა პრე­ტენ­დენტს მა­ინც ბენ აფ­ლე­კის ფილმმა, "ოპე­რა­ცია"არ­გომ" აჯო­ბა.

აფ­ლე­კის ამ ნა­მუ­შე­ვარ­მა დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. ფილმმა უკვე მო­ი­პო­ვა "ოქ­როს გლო­ბუ­სი", ახლა კი კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა გილ­დი­ის მთა­ვა­რი ჯილ­დოც მი­ი­ღო. ახლა "არგო" ოს­კა­რის­თვის იბ­რძო­ლებს.

"ეს არ არის ჩემი დამ­სა­ხუ­რე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბა და­იმ­სა­ხუ­რეს იმ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ფილ­მის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მუ­შა­ობ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ბენ­მა და თა­ვის მე­უღ­ლეს, ჯე­ნი­ფერ გარ­ნერს გა­და­ეხ­ვია.

სი­ტყვით გა­მო­ვი­და ენ ჰე­თე­ვე­იც, რო­მე­ლიც ასე­ვე გახ­და SAG-ის და­ჯილ­დო­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და რო­მელ­საც "საბ­რა­ლონ­ში" თა­მა­შის­თვის, წელს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლის­თვის "ოს­კარ­საც" უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბენ.

" SAG-ის ბა­რა­თი 14 წლის ასაკ­ში მი­ვი­ღე. მა­შინ ჩემს თვალ­წინ ახა­ლი სამ­ყა­რო გა­და­ი­შა­ლა. ჩემი სამ­სა­ხი­ო­ბო ცხოვ­რე­ბის ყო­ვე­ლი წუთი მიყ­ვარს. მად­ლო­ბა, რომ ასეთ დი­დე­ბულ მსა­ხი­ობ­თა გვერ­დით მეც მო­მახ­ვედ­რეთ ნო­მი­ნან­ტთა სი­ა­ში", - გა­ნა­ცხა­და ენმა.

კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა გილ­დი­ის და­ჯილ­დო­ე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი კი გახ­დნენ:

მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო როლი მხატ­ვრულ ფილმში - დე­ნი­ელ დეი-ლუ­ი­სი ფილ­მის­თვის "ლინ­კოლ­ნი"

ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო როლი მხატ­ვრულ ფილმში - ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სი ფილ­მის­თვის "ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი შეშ­ლი­ლია"

მსა­ხი­ობ­თა სა­უ­კე­თე­სო ან­სამ­ბლი - "ოპე­რა­ცია "არგო"

მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი - ტომი ლი ჯონ­სი ფილ­მის­თვის "ლინ­კოლ­ნი"

ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი როლი - ენ ჰე­თე­ვეი ფილ­მის­თვის "საბ­რა­ლო­ნი"

მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო როლი კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში - ალეკ ბოლ­დუ­ი­ნი "სტუ­დია 30"

ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო კო­მე­დი­უ­რი როლი სე­რი­ალ­ში - ტინა ფეი "სტუ­დია 30"

მსა­ხი­ობ­თა სა­უ­კე­თე­სო ან­სამ­ბლი კო­მე­დი­ურ სე­რი­ალ­ში - "ამე­რი­კუ­ლი ოჯა­ხი"

ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო როლი ტე­ლე­ფილმში ან მინი-სე­რი­ალ­ში - ჯუ­ლი­ა­ნა მური "თა­მა­ში შე­იც­ვა­ლა"

მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო როლი ტე­ლე­ფილმში ან მინი-სე­რი­ალ­ში - კე­ვინ კოსტნე­რი "ჰე­ტფილ­დი და მა­კკოი"

ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო როლი დრა­მა­ტულ სე­რი­ალ­ში -კლერ დე­ინ­სი"

მა­მა­კა­ცის სა­უ­კე­თე­სო როლი დრა­მა­ტულ სე­რი­ალ­ში - "ბრა­ი­ან კრენსტო­ნი"

მსა­ხი­ობ­თა სა­უ­კე­თე­სო ან­სამ­ბლი დრა­მა­ტულ სე­რი­ალ­ში - "და­უნ­ტო­ნის სა­ა­ბა­ტო"

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოება - 2013

კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოება - 2013

კიდევ ერთი ვარსკვლავური საღამო, კიდევ ერთი წითელი ხალიჩა და მასზე თავმომწონედ მოსეირნე ჰოლივუდის ვარსკვლავები - ლოს-ანჯელესში რიგით მეცხრამეტე კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოება (SAG awards) გაიმართა.

SAG awards-ის ცერემონიას, რომელზეც ჯილდოები კინოსა და ტელევიზიის დარგში 16 ნომინაციაში გაიცა, Shrine Exposition Center-მა უმასპინძლა.

სანამ ცერემონიის ფავორიტები გამოიკვეთებოდა, ვარსკვლავებმა წითელ ხალიჩაზე დიზაინერების ნამუშევრები წარმოადგინეს. კინომსახიობთა გილდიის სტუმართა კაბებს შორის 2013 წელს ლურჯი ფერი დომინირებდა.

ცნობილი მსახიობი, ნიკოლ კიდმანი წითელ ხალიჩაზე ეპატაჟური დიზაინერის, ვივიენ ვესტვუდის კაბაში გამოჩნდა. შავი ბადისგან შექმნილი კაბა, რომელიც ლურჯი მბრწყინავი მაქმანებით იყო გაფორმებული, ვარსკვლავის ელეგანტურობას უსვამდა ხაზს.

ლურჯ ფერზე შეაჩერა არჩევანი ახალგაზრდა მსახიობმა ამანდა სეიფრიდმაც. კაბის დიზაინი Zac Posen-ს ეკუთვნის. საღამოს კაბა მხრების გარეშე, მჭიდრო წელით და გაშლილი ბოლოთი, ამანდას დახვეწილ სილუეტს კვეთდა.

ტენდენციას არც მარიონ კოტიარი ჩამორჩა. მსახიობი, რომელიც წითელ ხალიჩაზეც და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც უზადო გემოვნებით გამოირჩევა, კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე Dior-ის თეთრსა და ღია ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი კაბით გამოჩნდა. მსახიობის ერთადერთი აქსესუარი ბრილიანტის ყელსაბამი იყო.

ყოველ წითელ ხალიჩას ჰყავს თავისი ოქროს და ვერცხლის გოგონები. წელს SAG awards-ის ოქროს გოგონას ტიტული Oscar de la Renta-ს კაბაში გამოწყობილ ჯენიფერ გარნერს ხვდა წილად. ხოლო ვერცხლის გოგონა ჰელენ ჰანტი გახდა.

ნაომი ვოთსმა, რომელიც დაჯილდოებაზე Marchesa-ს თეთრ კაბაში გამოეწყო, ნამდვილი ფურორი მოახდინა. თეთრი კაბით და ტრადიციული ღრმა დეკოლტით მოიწონა თავი სოფია ვერგარამაც.

წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მსახიობს, ენ ჰეთევეის პაპარაცებმა მოსვენება არც ამჯერად მისცეს. ჰეთევეი შავ, დრამატულ კაბაში იყო გამოწყობილი, რომლის დიზაინი Giambattista Valli-ს ეკუთვნის.

რაც შეეხება მამაკაცებს, ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში მოხვდა გამარჯვებული ბენ აფლეკი, რომელმაც გილდიის ჯილდო ფილმისთვის "ოპერაცია "არგო" აიღო. საღამოს დაესწრნენ რობერტ დე ნირო, ჯუდ ლოუ, ჰიუ ჯეკმანი, რასელ ქროუ, ალეკ ბოლდუინი.

ახლა კი თავად კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების გამარჯვებულებზე გადავიდეთ.

მსახიობთა გილდიის უდავო ფავორიტები "ლინკოლნი" და "საბრალონი" გახდნენ, თუმცა ყველა პრეტენდენტს მაინც ბენ აფლეკის ფილმმა, "ოპერაცია"არგომ" აჯობა.

აფლეკის ამ ნამუშევარმა დიდ წარმატებას მიაღწია. ფილმმა უკვე მოიპოვა "ოქროს გლობუსი", ახლა კი კინომსახიობთა გილდიის მთავარი ჯილდოც მიიღო. ახლა "არგო" ოსკარისთვის იბრძოლებს.

"ეს არ არის ჩემი დამსახურება. გამარჯვება დაიმსახურეს იმ არაჩვეულებრივმა ადამიანებმა, რომლებიც ფილმის გადასაღებ მოედანზე მუშაობდნენ", - განაცხადა ბენმა და თავის მეუღლეს, ჯენიფერ გარნერს გადაეხვია.

სიტყვით გამოვიდა ენ ჰეთევეიც, რომელიც ასევე გახდა SAG-ის დაჯილდოების გამარჯვებული და რომელსაც "საბრალონში" თამაშისთვის, წელს მეორეხარისხოვანი როლისთვის "ოსკარსაც" უწინასწარმეტყველებენ.

" SAG-ის ბარათი 14 წლის ასაკში მივიღე. მაშინ ჩემს თვალწინ ახალი სამყარო გადაიშალა. ჩემი სამსახიობო ცხოვრების ყოველი წუთი მიყვარს. მადლობა, რომ ასეთ დიდებულ მსახიობთა გვერდით მეც მომახვედრეთ ნომინანტთა სიაში", - განაცხადა ენმა.

კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების გამარჯვებულები კი გახდნენ:

მამაკაცის საუკეთესო როლი მხატვრულ ფილმში - დენიელ დეი-ლუისი ფილმისთვის "ლინკოლნი"

ქალის საუკეთესო როლი მხატვრულ ფილმში - ჯენიფერ ლოურენსი ფილმისთვის "ჩემი შეყვარებული შეშლილია"

მსახიობთა საუკეთესო ანსამბლი - "ოპერაცია "არგო"

მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი - ტომი ლი ჯონსი ფილმისთვის "ლინკოლნი"

ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი - ენ ჰეთევეი ფილმისთვის "საბრალონი"

მამაკაცის საუკეთესო როლი კომედიურ სერიალში - ალეკ ბოლდუინი "სტუდია 30"

ქალის საუკეთესო კომედიური როლი სერიალში - ტინა ფეი "სტუდია 30"

მსახიობთა საუკეთესო ანსამბლი კომედიურ სერიალში - "ამერიკული ოჯახი"

ქალის საუკეთესო როლი ტელეფილმში ან მინი-სერიალში - ჯულიანა მური "თამაში შეიცვალა"

მამაკაცის საუკეთესო როლი ტელეფილმში ან მინი-სერიალში - კევინ კოსტნერი "ჰეტფილდი და მაკკოი"

ქალის საუკეთესო როლი დრამატულ სერიალში -კლერ დეინსი"

მამაკაცის საუკეთესო როლი დრამატულ სერიალში - "ბრაიან კრენსტონი"

მსახიობთა საუკეთესო ანსამბლი დრამატულ სერიალში - "დაუნტონის სააბატო"

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება