კავკასიის ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებისა და მშვიდობიანი თანაარსებობისთვის 2013 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე "კავკასიის ფონდის" პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის "კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის" თავმჯდომარე, დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის დირექტორი, პროფესორი გივი ღამბაშიძე წარადგინეს.
ნორვეგიის ნობელის ინსტიტუტში ბატონი გივი ღამბაშიძის კანდიდატურა 8 ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, დაღესტნი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ისრაელი, პოლონეთი) ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა და მეცნიერებმა წარადგინეს.
"კავკასიის ფონდის" პრეს-სამსახური