მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საიდუმლოებებს ინახავენ პროგრამისტები
რა საიდუმლოებებს ინახავენ პროგრამისტები

"ჩემი მთა­ვა­რი პრო­ფე­სია ტუ­რიზ­მი­სა და სას­ტუმ­როს მარ­თვი­სა და ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ექ­სპერტ-კან­დი­და­ტია, მაგ­რამ ეს ძი­რი­თად სპე­ცი­ა­ლო­ბად დამ­რჩა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­მუ­შა­ვე თურ­ქე­თის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ანი­მა­ტო­რად... მერე კი, რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ, მივ­ხვდი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა მინ­დო­და, რათა იქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და", - ასე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა გი­ორ­გი გი­ორ­გა­ძემ, რო­მელ­საც უკვე მე­ექ­ვსე წე­ლია სხვა პრო­ფე­სია - პროგ­რა­მის­ტო­ბა აქვს არ­ჩე­უ­ლი.

- გი­ორ­გი, თურ­ქეთ­ში რო­გორ მოხ­ვდით და რა გე­ვა­ლე­ბო­დათ?

- უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტას­თან არ­სე­ბუ­ლი ტრე­ნინგ-ცენ­ტრი გა­ვი­ა­რე - 6-თვი­ა­ნი გა­დამ­ზა­დე­ბა, და იქი­დან გა­მიშ­ვეს პრაქ­ტი­კა­ზე. ინ­გლი­სუ­რი ენის ცოდ­ნა იყო სა­ჭი­რო და თე­ატ­რა­ლუ­რი ნიჭი. არ­სე­ბობს ასე­თი სას­ტუმ­რო­ებს ქსე­ლი, "ლა­რი­სა-ინი" და მის 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში ვმუ­შა­ობ­დი. თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ უცხო გა­რე­მო­ში ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ჩვე­ნი დაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბა ევა­ლე­ბო­და, ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი რჩე­ვე­ბიც მომ­ცა. ჩემ­თან ერ­თად ბევ­რი უცხო­ე­ლი იყო, ძი­რი­თა­დად, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი. ძი­რი­თა­დად, სტუმ­რე­ბის გარ­თო­ბა გვე­ვა­ლე­ბო­და, მუ­სი­კა­ლუ­რად გა­ფორ­მე­ბულ პროგ­რა­მებს ვა­წყობ­დით, გა­სარ­თობ და თე­ატ­რა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვმარ­თავ­დით. სას­ტუმ­როს კლი­ენ­ტებს ექ­სკურ­სი­ებ­ზე დავ­ყვე­ბო­დით, ანუ მომ­სა­ხუ­რე­ბის ფარ­თო სპექტრი იყო. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის მო­თხოვ­ნა იყო და საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დი სა­მუ­შაო გვქონ­და. სა­მუ­შაო დრო გან­სა­ზღვრუ­ლი არ გვქონ­და. დი­ლას რომ და­ვი­წყებ­დით, მე­ო­რე დი­ლამ­დე შე­იძ­ლე­ბო­და გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. ფიტ­ნეს­ვარ­ჯი­შებს ვა­ტა­რებ­დით, ზოგ­ჯერ ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბის დღის მო­წყო­ბა გვე­ვა­ლე­ბო­და. ექ­სკურ­სი­ა­ზე, თუ სტუმ­რებს დიდი მან­ძი­ლის გავ­ლა უწევ­დათ, ჩვენ გვე­ვა­ლე­ბო­და, ისი­ნი არ დაღ­ლი­ლიყ­ვნენ და გზა­ში სიმ­ღე­რე­ბი­თა და კონ­კურ­სე­ბით ვარ­თობ­დით. კი­დევ კარ­გი, გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში - რვა წელი ქარ­თულ ცეკ­ვებს ვცეკ­ვავ­დი, რო­კჯ­გუფ­ში გი­ტა­რა­ზე ვუკ­რავ­დი და ვმღე­რო­დი, რამ­დე­ნი­მე და­მო­უ­კი­დე­ბელ ფილმშიც მი­თა­მა­შია, ასე რომ, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა დი­დად და­მეხ­მა­რა. იქა­უ­რი ამ­ბე­ბი უამ­რა­ვი მაქვს, კუ­რი­ო­ზუ­ლიც, ნაკ­ლე­ბად სა­ხა­ლი­სოც, თუმ­ცა ეს სხვა სა­უბ­რის თე­მაა...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ამ პრო­ფე­სი­ას არ გაჰ­ყო­ლი­ხართ?

- თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მე­გო­ნა, ამ სფე­რო­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას მო­ვახ­დენ­დი, მაგ­რამ იმე­დი გა­მიც­რუვ­და. რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში ვცა­დე მუ­შა­ო­ბა, ერთ-ორ სას­ტუმ­რო­შიც, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ ეს სფე­რო ჩვენ­თან ჩა­ნა­სა­ხის დო­ნე­ზეც არ არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და შე­ვეშ­ვი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ნაკ­ლე­ბად ეძე­ბენ და არც სა­თა­ნა­დოდ აფა­სე­ბენ... რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ სხვა საქ­მე­ში ვცა­დე ბედი, უფრო სწო­რად, ეს სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით მოხ­და. კომ­პი­უ­ტე­რი მქონ­და, რო­მე­ლიც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად ვა­ყი­დი­ნე მშობ­ლებს ჯერ კი­დევ ან­ტა­ლი­ა­ში წას­ვლამ­დე - ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა და სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა მჭირ­დე­ბო­და. ის პე­რი­ო­დი იყო უკვე, რო­დე­საც კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე წინ ვერ წახ­ვი­დო­დი. ავიკ­ვი­ა­ტე, თუ კომ­პი­უ­ტერს არ მი­ყი­დით, ოპე­რა­ცი­ას არ გა­ვი­კე­თებ-მეთ­ქი. არა­და, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა აუ­ცი­ლებ­ლად მჭირ­დე­ბო­და. ქი­რურ­გი ჩემი ოჯა­ხის წევ­რებს ეხ­ვე­წე­ბო­და, რო­გორ­მე უყი­დე­თო. დიდი ძა­ლის­ხმე­ვით ვი­ყი­დე კომ­პი­უ­ტე­რი და სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე "ვორ­დი", "ექ­სე­ლი" და კი­დევ რამ­დე­ნი­მე პროგ­რა­მა შე­ვის­წავ­ლე. ერთ დღე­საც გა­მი­ფუჭ­და კომ­პი­უ­ტე­რი და მე­გო­ბარს ვთხო­ვე შვე­ლა, ასე გა­მე­ორ­და ზე­დი­ზედ და მივ­ხვდი, ეს საქ­მე თვი­თონ უნდა მეს­წავ­ლა. სწავ­ლა-სწავ­ლა­ში რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლი გა­ვა­ფუ­ჭე, დავ­წვი, მაგ­რამ ბო­ლოს ვის­წავ­ლე. ინ­ტერ­ნე­ტი­დან ვი­წერ­დი ვი­დე­ო­ფა­ი­ლებს და იქი­დან ვსწავ­ლობ­დი, რო­გორ უნდა მე­მუ­შა­ვა. ძა­ლი­ან და­ვინ­ტე­რეს­დი და ჩხირ­კე­დე­ლა­ო­ბა­ში ავით­ვი­სე. ცოტა ხნის წინ სე­რი­ო­ზუ­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­აც გა­ვი­ა­რე - ინ­ტერ­ნეტ-ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ჟი­ნე­რია ავით­ვი­სე და უკვე სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი ვარ, ე.წ. აი­ტიშ­ნი­კი (იცი­ნის).

- და და­დი­ხართ შეკ­ვე­თებ­ზე, აყე­ნებთ პროგ­რა­მებს, წმენდთ ვირუ­სე­ბის­გან?

- დიახ... თა­ვი­დან მე­გობ­რე­ბი აძ­ლევ­დნენ სხვებს ჩემს ნო­მერს, მერე იმათ სხვებს მის­ცეს და ასე და­ვაგ­რო­ვე რამ­დე­ნი­მე კა­ტე­გო­რი­ად და­ყო­ფი­ლი კლი­ენ­ტუ­რა - რთუ­ლე­ბი, შე­და­რე­ბით რთუ­ლე­ბი, ად­ვი­ლე­ბი და კარ­გე­ბი (იცი­ნის).

- ყვე­ლა­ზე ხში­რად რა პრობ­ლე­მე­ბი აქვთ?

- პირ­ვე­ლი შე­კი­თხვაა, კომ­პი­უ­ტე­რის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ხომ არ გა­მიქ­რე­ბა? კლი­ენ­ტთა უმე­ტე­სო­ბა ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებს პროგ­რა­მის "გა­დამ­ყე­ნე­ბელს", ეში­ნია, "ოდ­ნო­ე­ბი" და "ფე­ის­ბუ­ქი" არ წა­ე­შა­ლოს. ბევ­რს ხომ სა­ერ­თო­დაც მხო­ლოდ მა­გის­თვის აქვს კომ­პი­უ­ტე­რი, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით "გა­იმ­რა­ვალ­ფე­როვ­ნოს" ცხოვ­რე­ბა. არის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩა­ხე­დუ­ლია, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბას უბ­რა­ლოდ რა­ღაც გა­უ­გია და იმა­ზე გე­კა­მა­თე­ბა. ასეთ დროს ვე­უბ­ნე­ბი, შენ თუ იცი, მე რაში გჭირ­დე­ბი და რის­თვის მი­ძა­ხებ-მეთ­ქი. ბევ­რს ეში­ნია, მუ­სი­კა, ფო­ტო­ე­ბი და ფილ­მე­ბი არ წა­ე­შა­ლოს. ხში­რად ყო­ფი­ლა, გა­მო­ვუ­ძა­ხი­ვარ, კომ­პი­უ­ტე­რი ან პრინ­ტე­რი არ ირ­თვე­ბაო, მივ­სულ­ვარ და დენ­შიც არ ჰქონ­დათ შე­ერ­თე­ბუ­ლი... ყვე­ლა­ზე ხში­რად, რო­დე­საც გა­ი­გე­ბენ, რომ პროგ­რა­მის­ტი ვარ, მე­კი­თხე­ბი­ან, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის "გა­ტეხ­ვა" შე­მიძ­ლია თუ არა?..

- რის­თვის სჭირ­დე­ბათ?

- ეს უფრო მე­ტად მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც ცოლ-ქმარს სა­ერ­თო კომ­პი­უ­ტე­რი აქვს. ცოლი აკონ­ტრო­ლებს ქმარს და უნდა, მისი პა­რო­ლი იცო­დეს, ან პი­რი­ქით, ქმა­რი აკონ­ტრო­ლებს ცოლს და მისი მი­მო­წე­რა აინ­ტე­რე­სებს. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით მინ­და გი­თხრათ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ბევრ ოჯახს ექ­მნე­ბა პრობ­ლე­მა, რად­გან ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი ხდე­ბა. ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით. ერთ ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმარ­თან მი­ვე­დი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვას­წო­რე, ქსე­ლი გავ­მარ­თე. მა­მა­კაც­მა მთხო­ვა, აუ, ძმუ­რად რა, "ფე­ის­ბუქ­ზე" პა­რო­ლი შე­მიც­ვა­ლე, არ მინ­და, ცოლ­მა ჩემი მი­მო­წე­რა წა­ი­კი­თხო­სო... საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და... ის რომ ოთა­ხი­დან გა­ვი­და, გო­გო­ნა შე­მო­ვარ­და და მა­ნაც იგი­ვე მთხო­ვა... გა­ვოგნ­დი, ორი­ვეს ცალ­კე ჰქონ­და რო­მა­ნი გაბ­მუ­ლი... ასე­თი რამ არც ისე იშ­ვი­ა­თია და ამი­ტო­მაც ვსა­უბ­რობ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის საფრ­თხე­ებ­ზე.

- ცნო­ბი­ლია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ უფ­რო­სი თა­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კის წი­ნა­შე უსუ­სუ­რი იყო. ამ მხრივ შე­იც­ვა­ლა რამე?

- არც ისე. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რა გან­სხვა­ვე­ბაა "კუ­დი­ან" და "უკუ­დო" მო­ნი­ტო­რებს შო­რის. ის თა­ო­ბა, რო­მე­ლიც წიგ­ნის ეპო­ქა­ში გა­ი­ზარ­და, დღემ­დე იბ­ნე­ვა კომ­პი­უ­ტერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. რო­დე­საც რა­მეს ვას­წავ­ლი, გულ­დას­მით იწე­რენ, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ფოლ­დე­რის გახ­სნა იქ­ნე­ბა თუ "ვორ­დის" ფა­ი­ლის. მაგ­რამ სა­დარ­ბა­ზო­დან არ ვარ გა­სუ­ლი, მი­რე­კა­ვენ, იცით, თქვენ რომ მას­წავ­ლეთ, ისე არ კეთ­დე­ბა, ანუ ფოლ­დე­რი არ იხ­სნე­ბა, სა­ხე­ლი არ ერ­ქმე­ვა. თან აუ­ცი­ლებ­ლად ამ­ბო­ბენ, რომ არ კეთ­დე­ბა, ანუ შენ ვერ მას­წავ­ლე კარ­გად, თო­რემ მე ვერ და­ვი­მახ­სოვ­რეო, თით­ქმის არას­დროს აღი­ა­რე­ბენ. მეც შუა ქუ­ჩა­ში ვდგა­ვარ და ვკარ­ნა­ხობ, რო­გორ უნდა და­ა­ჭი­როს მარ­ჯვე­ნა ღი­ლაკს, რათა ის ჯა­დოს­ნუ­რი ფან­ჯა­რა გა­მო­ვი­დეს და ასე შემ­დეგ... თა­ვი­დან ასეთ წვრილ­მა­ნებ­ზე ვღი­ზი­ან­დე­ბო­დი, ახლა ძა­ლი­ან ვხა­ლი­სობ. ხში­რად, რო­დე­საც ერ­თის კომ­პი­უ­ტერს შე­ვა­მოწ­მებ, მისი მე­ზო­ბე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად მთხოვს, მისი კომ­პი­უ­ტე­რიც შე­ვათ­ვა­ლი­ე­რო, რათა შე­ვა­ფა­სო, რო­მე­ლი უფრო მა­გა­რია, მისი თუ მე­ზობ­ლის? არა­და, ხში­რად არც ერთი არ არის აზ­რზე, სი­ნამ­დვი­ლე­ში რა მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს კომ­პი­უ­ტერს. ძვი­რი­ა­ნი კომ­პი­უ­ტე­რის შე­ძე­ნის ჟინი ბევ­რს აქვს და რო­დე­საც ვე­უბ­ნე­ბი, აუ, ნამ­დვი­ლი რა­კე­ტა გაქვს-მეთ­ქი, ბედ­ნი­ე­რია. მერე რა, რომ წარ­მოდ­გე­ნა არ აქვს, რაში უნდა გა­მო­ი­ყე­ნოს მისი მო­ნა­ცე­მე­ბი... ისეც ხდე­ბა, მივ­დი­ვარ და ვხე­დავ, "ვინ­დო­უ­სი" არა­ფერ შუ­ა­შია, რო­მე­ლი­მე ნა­წი­ლია მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ტყუ­ი­ლად, მარ­ტო ფუ­ლის ასა­ღე­ბად, დრო­ე­ბით არ გა­ვა­კე­თებ, მა­შინ­ვე ვე­უბ­ნე­ბი, რომ ეს უკვე ხე­ლოს­ნის საქ­მეა და გა­და­ვა­მი­სა­მარ­თებ. მარ­ტო ფუ­ლის გამო რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა არ მინ­და, თუ ვხე­დავ, რომ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, იმას ფულ­საც არ ვარ­თმევ. უბ­რა­ლოდ, თვი­თონ მაქვს ხოლ­მე ჟინი, ბო­ლომ­დე გა­ვა­კე­თო, რაც შე­მიძ­ლია ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო და თუ ხელი მოვ­კი­დე საქ­მეს, და­ვას­რუ­ლო კი­დეც. მირ­ჩევ­ნია, მად­ლი­ე­რი კლი­ენ­ტე­ბი მყავ­დეს, ვიდ­რე მერე ზურგსუ­კან მლან­ძღონ და მთა­თხონ (იცი­ნის)... კი­დევ ერთი რამ, რა­ზეც ადრე ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბო­და, მაგ­რამ ახლა უკვე შე­ვეჩ­ვიე და ვხა­ლი­სობ, - რო­დე­საც ბი­ნა­ში შევ­დი­ვარ, ზო­გი­ერ­თი კლი­ენ­ტი მე­კი­თხე­ბა, სათ­ვა­ლე რა­ტომ არ გი­კე­თი­აო?

- რა­ტომ უნდა გე­კე­თოთ?

- არ ვიცი, რად­გან პროგ­რა­მის­ტი ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად სათ­ვა­ლი­ა­ნი უნდა ვიყო, ლურ­ჯი ფერი მე­დოს სა­ხე­ზე (იცი­ნის)... ზოგი კომ­პი­უ­ტე­რის ექიმს მე­ძა­ხის, ზოგი - ქი­რურგს... მეც, რო­დე­საც ბი­ნა­ში შევ­დი­ვარ, ვკი­თხუ­ლობ, პა­ცი­ენ­ტი სად არის-მეთ­ქი და ბევ­რი გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ყუ­რებს, ჩვენ ავად­მყო­ფი არ გვყავ­სო (იცი­ნის).

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო ბავ­შვებ­ზე, რომ­ლე­ბიც კომ­პი­უ­ტერს არი­ან მი­ჯაჭ­ვუ­ლი. ეს ეხე­ბა რო­გორც სკო­ლის ასა­კის, ისე სკო­ლამ­დელ პა­ტა­რებ­საც. ამა­ზე ზოგ­ჯერ მშობ­ლე­ბი ზრუ­ნა­ვენ, უფრო მე­ტად - დედა. ოღონდ შვილ­მა არ შე­ა­წუ­ხოს და თა­ნახ­მაა, დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე კომ­პი­უ­ტერ­თან იჯ­დეს, ოღონდ ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თვი­თონ დედა არ არის "გა­და­ვარ­დნი­ლი" სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. არა­და, თვა­ლე­ბის პრობ­ლე­მის გარ­და, მათ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბიც ექ­მნე­ბათ, რად­გან აგ­რე­სი­ულ თა­მა­შებს თა­მა­შო­ბენ და ხა­სი­ა­თიც აგ­რე­სი­უ­ლი უყა­ლიბ­დე­ბათ.

- თა­მა­შე­ბით დი­დე­ბიც კარ­გად ერ­თო­ბი­ან...

- დიახ, მაგ­რამ მე მი­ნა­ხავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი. თქვენ უფ­რო­სი თა­ო­ბა ახ­სე­ნეთ, მაგ­რამ ამ სფე­რო­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი ახალ­გაზ­რდაც სრუ­ლი­ად გა­უთ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თად, არ ეს­მით, რომ რა­ღაც ვი­დეო შე­იძ­ლე­ბა ვერ გახ­სნან სა­თა­ნა­დო პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე და ამ დროს იწყე­ბა პროგ­რა­მის­ტის ლან­ძღვა, აუ, ეს რა "გუ­გლი" ჩა­მი­წე­რაო... ერთხელ ვი­ღაც ბიჭ­მა და­მი­რე­კა ღა­მის ორ სა­ათ­ზე, ძმა, რა­ღაც დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა, "ოდ­ნოკ­ლას­ნი­კებ­ში" ამა და ამ გო­გოს ეს კო­მენ­ტა­რი რო­გორ უნდა და­ვუ­დოო?.. არის ბი­ჭე­ბის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კომ­პი­უ­ტე­რით უნდა იპო­ვოს. ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან, რომ სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის­გან სა­სურ­ველ პა­სუხს ვერ იღე­ბენ. რამ­დენ­ჯერ­მე მკი­თხეს კი­დეც, რამე პროგ­რა­მა თუ არ­სე­ბობს ინ­ტერ­ნეტ­ში, რომ­ლი­თაც გო­გოს შებ­მას შევ­ძლე­ბო.

- რას პა­სუ­ხობთ ასეთ რთულ შემ­თხვე­ვებ­ში?

- ბარ­ში ან კლუბ­ში უნდა წახ­ვი­დე, ან და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე იარე და იქ გა­იც­ნობ ვინ­მეს-მეთ­ქი (იცი­ნის).

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რა საიდუმლოებებს ინახავენ პროგრამისტები

რა საიდუმლოებებს ინახავენ პროგრამისტები

"ჩემი მთავარი პროფესია ტურიზმისა და სასტუმროს მართვისა და ადმინისტრირების ექსპერტ-კანდიდატია, მაგრამ ეს ძირითად სპეციალობად დამრჩა. ამ მიმართულებით გარკვეული დროის განმავლობაში ვიმუშავე თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში ანიმატორად... მერე კი, რაღაც დროის შემდეგ, მივხვდი, რომ საქართველოში დაბრუნება მინდოდა, რათა იქ მიღებული გამოცდილება გამომეყენებინა, მაგრამ არ გამომივიდა", - ასე დაიწყო საუბარი ჩვენმა რესპონდენტმა გიორგი გიორგაძემ, რომელსაც უკვე მეექვსე წელია სხვა პროფესია - პროგრამისტობა აქვს არჩეული.

-  გიორგი, თურქეთში როგორ მოხვდით და რა გევალებოდათ?

-  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სავაჭრო პალატასთან არსებული ტრენინგ-ცენტრი გავიარე - 6-თვიანი გადამზადება, და იქიდან გამიშვეს პრაქტიკაზე. ინგლისური ენის ცოდნა იყო საჭირო და თეატრალური ნიჭი. არსებობს ასეთი სასტუმროებს ქსელი, "ლარისა-ინი" და მის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ვმუშაობდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა, თუნდაც იმიტომ, რომ უცხო გარემოში ვიყავი, მაგრამ ის ადამიანი, რომელსაც ჩვენი დაკვალიანება ევალებოდა, ძალიან დამეხმარა და კვალიფიციური რჩევებიც მომცა. ჩემთან ერთად ბევრი უცხოელი იყო, ძირითადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულები. ძირითადად, სტუმრების გართობა გვევალებოდა, მუსიკალურად გაფორმებულ პროგრამებს ვაწყობდით, გასართობ და თეატრალურ ღონისძიებებს ვმართავდით. სასტუმროს კლიენტებს ექსკურსიებზე დავყვებოდით, ანუ მომსახურების ფართო სპექტრი იყო. ძალიან მაღალი დონის მოთხოვნა იყო და საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გვქონდა. სამუშაო დრო განსაზღვრული არ გვქონდა. დილას რომ დავიწყებდით, მეორე დილამდე შეიძლებოდა გაგრძელებულიყო. ფიტნესვარჯიშებს ვატარებდით, ზოგჯერ ბავშვების დაბადების დღის მოწყობა გვევალებოდა. ექსკურსიაზე, თუ სტუმრებს დიდი მანძილის გავლა უწევდათ, ჩვენ გვევალებოდა, ისინი არ დაღლილიყვნენ და გზაში სიმღერებითა და კონკურსებით ვართობდით. კიდევ კარგი, გარკვეული გამოცდილება მქონდა ხელოვნების სფეროში - რვა წელი ქართულ ცეკვებს ვცეკვავდი, როკჯგუფში გიტარაზე ვუკრავდი და ვმღეროდი, რამდენიმე დამოუკიდებელ ფილმშიც მითამაშია, ასე რომ, ეს გამოცდილება დიდად დამეხმარა. იქაური ამბები უამრავი მაქვს, კურიოზულიც, ნაკლებად სახალისოც, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა...

-  საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამ პროფესიას არ გაჰყოლიხართ?

-  თბილისში დაბრუნების შემდეგ, მეგონა, ამ სფეროში საკუთარი თავის რეალიზაციას მოვახდენდი, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. რამდენიმე კომპანიაში ვცადე მუშაობა, ერთ-ორ სასტუმროშიც, მაგრამ მივხვდი, რომ ეს სფერო ჩვენთან ჩანასახის დონეზეც არ არის განვითარებული და შევეშვი. პროფესიონალებს ნაკლებად ეძებენ და არც სათანადოდ აფასებენ... რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ სხვა საქმეში ვცადე ბედი, უფრო სწორად, ეს სრულიად შემთხვევით მოხდა. კომპიუტერი მქონდა, რომელიც სასწაულებრივად ვაყიდინე მშობლებს ჯერ კიდევ ანტალიაში წასვლამდე - ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და სერიოზული მკურნალობა მჭირდებოდა. ის პერიოდი იყო უკვე, როდესაც კომპიუტერული პროგრამების ცოდნის გარეშე წინ ვერ წახვიდოდი. ავიკვიატე, თუ კომპიუტერს არ მიყიდით, ოპერაციას არ გავიკეთებ-მეთქი. არადა, ქირურგიული ჩარევა აუცილებლად მჭირდებოდა. ქირურგი ჩემი ოჯახის წევრებს ეხვეწებოდა, როგორმე უყიდეთო. დიდი ძალისხმევით ვიყიდე კომპიუტერი და სამოყვარულო დონეზე "ვორდი", "ექსელი" და კიდევ რამდენიმე პროგრამა შევისწავლე. ერთ დღესაც გამიფუჭდა კომპიუტერი და მეგობარს ვთხოვე შველა, ასე გამეორდა ზედიზედ და მივხვდი, ეს საქმე თვითონ უნდა მესწავლა. სწავლა-სწავლაში რამდენიმე ნაწილი გავაფუჭე, დავწვი, მაგრამ ბოლოს ვისწავლე. ინტერნეტიდან ვიწერდი ვიდეოფაილებს და იქიდან ვსწავლობდი, როგორ უნდა მემუშავა. ძალიან დავინტერესდი და ჩხირკედელაობაში ავითვისე. ცოტა ხნის წინ სერიოზული სპეციალიზაციაც გავიარე - ინტერნეტ-ტექნოლოგიები, კომპიუტერული ინჟინერია ავითვისე და უკვე სერტიფიცირებული სპეციალისტი ვარ, ე.წ. აიტიშნიკი (იცინის).

-  და დადიხართ შეკვეთებზე, აყენებთ პროგრამებს, წმენდთ ვირუსებისგან?

-  დიახ... თავიდან მეგობრები აძლევდნენ სხვებს ჩემს ნომერს, მერე იმათ სხვებს მისცეს და ასე დავაგროვე რამდენიმე კატეგორიად დაყოფილი კლიენტურა - რთულები, შედარებით რთულები, ადვილები და კარგები (იცინის).

-  ყველაზე ხშირად რა პრობლემები აქვთ?

-  პირველი შეკითხვაა, კომპიუტერის გაკეთების შემდეგ სოციალური ქსელი ხომ არ გამიქრება? კლიენტთა უმეტესობა ეჭვის თვალით უყურებს პროგრამის "გადამყენებელს", ეშინია, "ოდნოები" და "ფეისბუქი" არ წაეშალოს. ბევრს ხომ საერთოდაც მხოლოდ მაგისთვის აქვს კომპიუტერი, რომ სოციალური ქსელებით "გაიმრავალფეროვნოს" ცხოვრება. არის ნაწილი, რომელიც გარკვეულწილად ჩახედულია, მაგრამ უმეტესობას უბრალოდ რაღაც გაუგია და იმაზე გეკამათება. ასეთ დროს ვეუბნები, შენ თუ იცი, მე რაში გჭირდები და რისთვის მიძახებ-მეთქი. ბევრს ეშინია, მუსიკა, ფოტოები და ფილმები არ წაეშალოს. ხშირად ყოფილა, გამოვუძახივარ, კომპიუტერი ან პრინტერი არ ირთვებაო, მივსულვარ და დენშიც არ ჰქონდათ შეერთებული... ყველაზე ხშირად, როდესაც გაიგებენ, რომ პროგრამისტი ვარ, მეკითხებიან, სოციალური ქსელის "გატეხვა" შემიძლია თუ არა?..

-  რისთვის სჭირდებათ?

-  ეს უფრო მეტად მაშინ ხდება, როდესაც ცოლ-ქმარს საერთო კომპიუტერი აქვს. ცოლი აკონტროლებს ქმარს და უნდა, მისი პაროლი იცოდეს, ან პირიქით, ქმარი აკონტროლებს ცოლს და მისი მიმოწერა აინტერესებს. საკუთარი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ სოციალური ქსელით ბევრ ოჯახს ექმნება პრობლემა, რადგან ვირტუალური ურთიერთობები ადამიანების განუყოფელი ნაწილი ხდება. ერთ ამბავს მოგიყვებით. ერთ ახალგაზრდა ცოლ-ქმართან მივედი, ყველაფერი გავასწორე, ქსელი გავმართე. მამაკაცმა მთხოვა, აუ, ძმურად რა, "ფეისბუქზე" პაროლი შემიცვალე, არ მინდა, ცოლმა ჩემი მიმოწერა წაიკითხოსო... საყვარელი ჰყავდა... ის რომ ოთახიდან გავიდა, გოგონა შემოვარდა და მანაც იგივე მთხოვა... გავოგნდი, ორივეს ცალკე ჰქონდა რომანი გაბმული... ასეთი რამ არც ისე იშვიათია და ამიტომაც ვსაუბრობ ვირტუალური ურთიერთობების საფრთხეებზე.

-  ცნობილია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ უფროსი თაობის უმეტესობა თანამედროვე ტექნიკის წინაშე უსუსური იყო. ამ მხრივ შეიცვალა რამე?

-  არც ისე. ხშირად მეკითხებიან, რა განსხვავებაა "კუდიან" და "უკუდო" მონიტორებს შორის. ის თაობა, რომელიც წიგნის ეპოქაში გაიზარდა, დღემდე იბნევა კომპიუტერთან ურთიერთობისას. როდესაც რამეს ვასწავლი, გულდასმით იწერენ, მნიშვნელობა არ აქვს, ფოლდერის გახსნა იქნება თუ "ვორდის" ფაილის. მაგრამ სადარბაზოდან არ ვარ გასული, მირეკავენ, იცით, თქვენ რომ მასწავლეთ, ისე არ კეთდება, ანუ ფოლდერი არ იხსნება, სახელი არ ერქმევა. თან აუცილებლად ამბობენ, რომ არ კეთდება, ანუ შენ ვერ მასწავლე კარგად, თორემ მე ვერ დავიმახსოვრეო, თითქმის არასდროს აღიარებენ. მეც შუა ქუჩაში ვდგავარ და ვკარნახობ, როგორ უნდა დააჭიროს მარჯვენა ღილაკს, რათა ის ჯადოსნური ფანჯარა გამოვიდეს და ასე შემდეგ... თავიდან ასეთ წვრილმანებზე ვღიზიანდებოდი, ახლა ძალიან ვხალისობ. ხშირად, როდესაც ერთის კომპიუტერს შევამოწმებ, მისი მეზობელიც აუცილებლად მთხოვს, მისი კომპიუტერიც შევათვალიერო, რათა შევაფასო, რომელი უფრო მაგარია, მისი თუ მეზობლის? არადა, ხშირად არც ერთი არ არის აზრზე, სინამდვილეში რა მონაცემები აქვს კომპიუტერს. ძვირიანი კომპიუტერის შეძენის ჟინი ბევრს აქვს და როდესაც ვეუბნები, აუ, ნამდვილი რაკეტა გაქვს-მეთქი, ბედნიერია. მერე რა, რომ წარმოდგენა არ აქვს, რაში უნდა გამოიყენოს მისი მონაცემები... ისეც ხდება, მივდივარ და ვხედავ, "ვინდოუსი" არაფერ შუაშია, რომელიმე ნაწილია მწყობრიდან გამოსული. ასეთ შემთხვევაში ტყუილად, მარტო ფულის ასაღებად, დროებით არ გავაკეთებ, მაშინვე ვეუბნები, რომ ეს უკვე ხელოსნის საქმეა და გადავამისამართებ. მარტო ფულის გამო რაღაცის გაკეთება არ მინდა, თუ ვხედავ, რომ გაჭირვებული ადამიანია, იმას ფულსაც არ ვართმევ. უბრალოდ, თვითონ მაქვს ხოლმე ჟინი, ბოლომდე გავაკეთო, რაც შემიძლია ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო და თუ ხელი მოვკიდე საქმეს, დავასრულო კიდეც. მირჩევნია, მადლიერი კლიენტები მყავდეს, ვიდრე მერე ზურგსუკან მლანძღონ და მთათხონ (იცინის)... კიდევ ერთი რამ, რაზეც ადრე ნერვები მეშლებოდა, მაგრამ ახლა უკვე შევეჩვიე და ვხალისობ, - როდესაც ბინაში შევდივარ, ზოგიერთი კლიენტი მეკითხება, სათვალე რატომ არ გიკეთიაო?

-  რატომ უნდა გეკეთოთ?

-  არ ვიცი, რადგან პროგრამისტი ვარ, აუცილებლად სათვალიანი უნდა ვიყო, ლურჯი ფერი მედოს სახეზე (იცინის)... ზოგი კომპიუტერის ექიმს მეძახის, ზოგი - ქირურგს... მეც, როდესაც ბინაში შევდივარ, ვკითხულობ, პაციენტი სად არის-მეთქი და ბევრი გაოცებული მიყურებს, ჩვენ ავადმყოფი არ გვყავსო (იცინის).

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო ბავშვებზე, რომლებიც კომპიუტერს არიან მიჯაჭვული. ეს ეხება როგორც სკოლის ასაკის, ისე სკოლამდელ პატარებსაც. ამაზე ზოგჯერ მშობლები ზრუნავენ, უფრო მეტად - დედა. ოღონდ შვილმა არ შეაწუხოს და თანახმაა, დილიდან საღამომდე კომპიუტერთან იჯდეს, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ თვითონ დედა არ არის "გადავარდნილი" სოციალურ ქსელებში. არადა, თვალების პრობლემის გარდა, მათ ფსიქოლოგიური პრობლემებიც ექმნებათ, რადგან აგრესიულ თამაშებს თამაშობენ და ხასიათიც აგრესიული უყალიბდებათ.

-  თამაშებით დიდებიც კარგად ერთობიან...

-  დიახ, მაგრამ მე მინახავს სოციალურ ქსელზე დამოკიდებული ახალგაზრდები. თქვენ უფროსი თაობა ახსენეთ, მაგრამ ამ სფეროში საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაც სრულიად გაუთვითცნობიერებელია. მაგალითად, არ ესმით, რომ რაღაც ვიდეო შეიძლება ვერ გახსნან სათანადო პროგრამის მხარდაჭერის გარეშე და ამ დროს იწყება პროგრამისტის ლანძღვა, აუ, ეს რა "გუგლი" ჩამიწერაო... ერთხელ ვიღაც ბიჭმა დამირეკა ღამის ორ საათზე, ძმა, რაღაც დახმარება მჭირდება, "ოდნოკლასნიკებში" ამა და ამ გოგოს ეს კომენტარი როგორ უნდა დავუდოო?.. არის ბიჭების კატეგორია, რომელიც მიიჩნევს, რომ მეორე ნახევარი კომპიუტერით უნდა იპოვოს. ძალიან განიცდიან, რომ საწინააღმდეგო სქესისგან სასურველ პასუხს ვერ იღებენ. რამდენჯერმე მკითხეს კიდეც, რამე პროგრამა თუ არსებობს ინტერნეტში, რომლითაც გოგოს შებმას შევძლებო.

-  რას პასუხობთ ასეთ რთულ შემთხვევებში?

-  ბარში ან კლუბში უნდა წახვიდე, ან დაბადების დღეებზე იარე და იქ გაიცნობ ვინმეს-მეთქი (იცინის).

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"