პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროვოკაციული ნახატების ავტორი ორივე ხელით ხატავს
პროვოკაციული ნახატების ავტორი ორივე ხელით ხატავს

თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით, მის ნა­ხა­ტებ­ში, რო­მელ­ზეც ქა­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი, თით­ქმის ყველ­გან ავ­ტო­რი ამო­იც­ნო­ბა. ტი­ლო­ზე ზე­თით მუ­შა­ობს და რაც უნდა შე­ე­ცა­დოს სხვა და­ხა­ტოს, მა­ინც სა­კუ­თარ თავს ხა­ტავს. მისი ნა­ხა­ტე­ბი ბევ­რს მოს­წონს, ბევ­რსაც - არა. ზოგს მი­აჩ­ნია, რომ ქა­ლის შიშ­ვე­ლი ფი­გუ­რე­ბი­დან სექ­სის დიდი მუხ­ტი მო­დის, მე­ო­რე ნა­წი­ლი კი უბ­რა­ლოდ უყუ­რებს და ვერ იგებს, ნა­ხა­ტი და­დე­ბით გან­წყო­ბას უქ­მნის, თუ უარ­ყო­ფითს. ფაქ­ტია ისაა, რომ მხატ­ვარს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლი და ხელ­წე­რა აქვს. სა­მო­მავ­ლოდ პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის გა­მარ­თვას გეგ­მავს. თათა ბლი­ა­ძეს სურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი უკეთ გა­აც­ნოს...

- 24 წლის ვარ. ია­კობ ნი­კო­ლა­ძის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბელ­ში ფერ­წე­რის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. შემ­დეგ ბიზ­ნე­სის აკა­დე­მი­ა­ში სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო საქ­მე შე­ვის­წავ­ლე. იმავდრო­უ­ლად რუს­თავ­ში ფი­როს­მა­ნის სა­ხე­ლო­ბის სამ­ხატ­ვრო სკო­ლა­ში ოთხი წელი ვსწავ­ლობ­დი. ოჯახ­ში არა­ვინ ხა­ტავს. დე­დას მხო­ლოდ ხაზ­ვის ნიჭი აქვს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გვარ­შიც არა­ვინ მყავს მხატ­ვა­რი. ხატ­ვის ნიჭი მე და ჩემს ძმას აღ­მოგ­ვაჩ­ნდა - ჩემი ძმაც მხატ­ვა­რია. სა­ერ­თოდ კი, ხატ­ვა 4 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე. ბა­ღის პე­და­გო­გებ­მა დე­დას უთხრეს, რომ კარ­გად ვხა­ტავ­დი. მახ­სოვს, იმ პე­რი­ოდ­ში დე­დას მი­სა­ლო­ცი ბა­რა­თი და­ვუ­ხა­ტე, რო­მელ­ზეც იები იყო გა­მო­სა­ხუ­ლი. მა­შინ­ვე ჩან­და, რომ ნი­ჭი­ე­რი ვი­ყა­ვი, რად­გან ფე­რე­ბი კარ­გად მაქვს "დას­მუ­ლი". ვხა­ტავ­დი იმ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თებს, რო­მე­ლიც მომ­წონ­და და ყო­ველ­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლად ვწყვეტ­დი, რა და­მე­ხა­ტა. ბევ­რი მხატ­ვა­რი მომ­წონ­და და პა­ტივს ვცემ­დი, მაგ­რამ ვერ ვი­ტყვი, რომ რო­მე­ლი­მეს ვბა­ძავ­დი.

- მუზა, გან­წყო­ბა, გა­რე­მო - რა ვი­თა­რე­ბა­ში ხა­ტავ?

- მუზა ყო­ველ­თვის მაქვს, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა ფილ­მი, ამინ­დი ან მუ­სი­კა ხატ­ვის მუზა გახ­დეს. შე­იძ­ლე­ბა შუ­ა­ღა­მე­საც ავ­დგე და ხატ­ვა და­ვი­წყო (იღი­მის). ახა­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ და ახ­ლაც შე­იძ­ლე­ბა ღა­მით ლო­გი­ნი­დან წა­მოვ­დგე და ხატ­ვა და­ვი­წყო.

- მე­უღ­ლეც გაგ­ვა­ცა­ნი, რა პრო­ფე­სი­ი­საა?

- ჩემი მე­უღ­ლეა ბექა ჩა­ჩა­ნი­ძე, სტუ­დენ­ტია და ბიზ­ნე­სის გან­ხრით სწავ­ლობს. და­ო­ჯა­ხე­ბამ­დე ორი წელი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ის ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბო­და. როცა დიდ ტი­ლო­ებ­ზე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, მა­სა­ლის თბი­ლი­სი­დან რუს­თავ­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბა მი­ჭირ­და და ამას ბექა აკე­თებ­და. სულ უკ­ვირ­და, რო­გორ ვხა­ტავ­დი ორ მეტ­რამ­დე ტი­ლო­ებ­ზე (იღი­მის). სა­ნამ ბექა ჩემი მე­უღ­ლე გახ­დე­ბო­და, მის­თვის ნა­ხა­ტი მი­მი­ძღვნია და მი­ჩუ­ქე­ბია. სხვა­თა შო­რის, ჩემს რამ­დე­ნი­მე ნა­ხატ­ზე მისი სა­ხეც ფი­გუ­რი­რებს. მა­გა­ლი­თად ერთ-ერთს "მო­ხუ­ცი პა­ლიტ­რა" ჰქვია და იქ ჩემი მე­უღ­ლის სახე ყვე­ლა­ზე კარ­გად ჩანს.

- შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი რა სტილს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და რა ჟან­რია?

- კონ­კრე­ტუ­ლად ვერ გე­ტყვით, რად­გან ეს ერ­თად შერ­წყმუ­ლი სიმ­ბო­ლიზ­მი და სი­უ­რრე­ა­ლიზ­მია. თა­ვი­დან, როცა ნი­კო­ლა­ძე­ში აკა­დე­მი­ურ სწავ­ლე­ბას გავ­დი­ო­დი, ყვე­ლა­ფერს ვხა­ტავ­დი: პე­ი­ზა­ჟებს, ნა­ტურ­მორ­ტებს, როცა ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, ერ­თწ­ლი­ა­ნი პა­უ­ზა მქონ­და და სა­ერ­თოდ არ მი­ხა­ტია. შემ­დეგ ხატ­ვის დიდი სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, ვიგ­რძე­ნი, რომ რა­ღაც მაკ­ლდა, თით­ქოს სუ­ლი­ე­რად ცუ­დად ვი­ყა­ვი. და­ვი­წყე ხატ­ვა იმ სტილ­ში, რაც უკვე იცით და გი­თხა­რით.

- ნა­მუ­შევ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გაქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა რო­მელს მოჰ­ყვა?

- გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვარ­ზეა, მაგ­რამ პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი ნა­ხა­ტი გა­მო­ვი­და "დედა სუ­ლის მზეა" და მას ბევ­რი კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყვა. ქალს ხელ­ში ახალ­შო­ბი­ლი უჭი­რავს და თან მე­ო­რე­ზეა ორ­სუ­ლად. მის უკან, თავ­თან მი­თო­ლო­გი­უ­რი მზეა. სა­ერ­თოდ, ჩემს ნა­მუ­შევ­რებ­ში ხში­რა­დაა ასე­თი მზე. ბევ­რმა ჩათ­ვა­ლა, რომ ეს იყო შა­რა­ვან­დე­დი ღვთის­მშობ­ლის თავ­ზე და მკრე­ხე­ლო­ბად მი­იჩ­ნი­ეს. არ მო­ე­წო­ნათ ისიც, რომ ის მე­ო­რე ბავ­შვზე ოყო ორ­სუ­ლად. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ხალ­ხს ავუხ­სე­ნი, რომ ეს მხო­ლოდ მზე იყო და არა შა­რა­ვან­დე­დი. სხვა­თა შო­რის, შემ­დეგ ერთ-ერთი ხატი ვნა­ხე, სა­დაც მა­რი­ამ ღვთის­მშო­ბე­ლი იესო ქრის­ტე­თია ხელ­ში და ბავ­შვს ხელ­ში შრო­შა­ნი უჭი­რავს. ჩემს ნა­ხატ­ზე პა­ტა­რა ორ­ქი­დე­ა­თია გა­მო­სა­ხუ­ლი. ეს უბ­რა­ლოდ დამ­თხვე­ვაა და ალ­ბათ ხალ­ხს ასე­თი ასო­ცი­ა­ცია ამი­ტომ გა­უჩ­ნდა.

- ჩარ­ლი ჩაპ­ლინ­ზე მი­ამ­ბე. რა­ტო­მაა ის წი­თე­ლი თმით? ჩარ­ლია, მაგ­რამ იმავდრო­უ­ლად ქა­ლი­ცაა...

- ეს არის ქალი, რო­მელ­საც ჩარ­ლის ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რე­ბა სურს, ან ქალი, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბით ჰგავს. სა­ნამ ამ ნა­ხატს დავ­ხა­ტავ­დი, წა­ვი­კი­თხე წე­რი­ლი, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი თა­ვის ქა­ლიშ­ვილ ჯე­რალ­დი­ნას სწერ­და. შე­იძ­ლე­ბა ეს ჩარ­ლის ქა­ლიშ­ვი­ლიც იყოს, გა­აჩ­ნია, ვინ რო­გორ აღიქ­ვამს.

- რამ­დე­ნი­მე ნა­ხატს ერ­თდრო­უ­ლად ხა­ტავ, თუ მხო­ლოდ ერ­თზე მუ­შა­ობ?

- ვცდი­ლობ, სა­ნამ ერთ ნა­მუ­შე­ვარს არ და­ვამ­თავ­რებ, არ მო­ვეშ­ვა. ეს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე უნდა მოხ­დეს, ანუ მა­ნამ, სა­ნამ მე­ო­რე იდეა გა­მოჩ­ნდე­ბა. ახლა და­ვას­რუ­ლე მუ­შა­ო­ბა ნა­ხატ­ზე, რო­მელ­ზეც პა­ტარ­ძა­ლია გა­მო­სა­ხუ­ლი, ალ­ბათ, ესეც ჩემი ცხოვ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (იღი­მის).

- კრი­ტი­კას რო­გორ იღებ?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ვფიქ­რობ, რომ სა­ჭი­როა. ბავ­შვო­ბი­დან ჩემი მთა­ვა­რი კრი­ტი­კო­სი დე­დაა, მის მი­თი­თე­ბებს ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი და ვით­ვა­ლის­წი­ნებ.

- პირ­და­პირ გე­ტყვი, შენი ნა­მუ­შევ­რე­ბი რომ ვნა­ხე, თით­ქოს ში­შის გრძნო­ბაც გა­მიჩ­ნდა...

- მეს­მის, ხში­რად მეც მე­ში­ნია ხოლ­მე (იღი­მის). როცა ხატ­ვას ვი­წყებ, სულ მგო­ნია, რომ გა­მო­უც­დე­ლი ვარ და არა­ფე­რი გა­მო­ვა, თუმ­ცა შე­დე­გის მი­ღე­ბი­სას მიკ­ვირს, ისი­ნი მე რო­გორ დავ­ხა­ტე. ორი­ვე ხე­ლით ვხა­ტავ. ცა­ცია ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ბავ­შვო­ბა­ში კალ­მის მარ­ცხე­ნა ხელ­ში და­ჭე­რას პე­და­გოგ­მა გა­და­მაჩ­ვია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს ჩვე­უ­ლე­ბა ისევ გა­ვიხ­სე­ნე და ახლა მარ­ცხე­ნა და მარ­ჯვე­ნა ხე­ლით შე­მიძ­ლია რო­გორც ხატ­ვა, ასე­ვე წე­რაც.

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

პროვოკაციული ნახატების ავტორი ორივე ხელით ხატავს

პროვოკაციული ნახატების ავტორი ორივე ხელით ხატავს

თუ კარგად დააკვირდებით, მის ნახატებში, რომელზეც ქალია გამოსახული, თითქმის ყველგან ავტორი ამოიცნობა. ტილოზე ზეთით მუშაობს და რაც უნდა შეეცადოს სხვა დახატოს, მაინც საკუთარ თავს ხატავს. მისი ნახატები ბევრს მოსწონს, ბევრსაც - არა. ზოგს მიაჩნია, რომ ქალის შიშველი ფიგურებიდან სექსის დიდი მუხტი მოდის, მეორე ნაწილი კი უბრალოდ უყურებს და ვერ იგებს, ნახატი დადებით განწყობას უქმნის, თუ უარყოფითს. ფაქტია ისაა, რომ მხატვარს განსხვავებული სტილი და ხელწერა აქვს. სამომავლოდ პერსონალური გამოფენის გამართვას გეგმავს. თათა ბლიაძეს სურს, საზოგადოებას თავი უკეთ გააცნოს...

-  24 წლის ვარ. იაკობ ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტი დავამთავრე. შემდეგ ბიზნესის აკადემიაში საბანკო-საფინანსო საქმე შევისწავლე. იმავდროულად რუსთავში ფიროსმანის სახელობის სამხატვრო სკოლაში ოთხი წელი ვსწავლობდი. ოჯახში არავინ ხატავს. დედას მხოლოდ ხაზვის ნიჭი აქვს. შეიძლება ითქვას, გვარშიც არავინ მყავს მხატვარი. ხატვის ნიჭი მე და ჩემს ძმას აღმოგვაჩნდა - ჩემი ძმაც მხატვარია. საერთოდ კი, ხატვა 4 წლის ასაკში დავიწყე. ბაღის პედაგოგებმა დედას უთხრეს, რომ კარგად ვხატავდი. მახსოვს, იმ პერიოდში დედას მისალოცი ბარათი დავუხატე, რომელზეც იები იყო გამოსახული. მაშინვე ჩანდა, რომ ნიჭიერი ვიყავი, რადგან ფერები კარგად მაქვს "დასმული". ვხატავდი იმ საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომელიც მომწონდა და ყოველთვის დამოუკიდებლად ვწყვეტდი, რა დამეხატა. ბევრი მხატვარი მომწონდა და პატივს ვცემდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომელიმეს ვბაძავდი.

-  მუზა, განწყობა, გარემო - რა ვითარებაში ხატავ?

-  მუზა ყოველთვის მაქვს, ნებისმიერ დროს შეიძლება ფილმი, ამინდი ან მუსიკა ხატვის მუზა გახდეს. შეიძლება შუაღამესაც ავდგე და ხატვა დავიწყო (იღიმის). ახალი დაოჯახებული ვარ და ახლაც შეიძლება ღამით ლოგინიდან წამოვდგე და ხატვა დავიწყო.

-  მეუღლეც გაგვაცანი, რა პროფესიისაა?

-  ჩემი მეუღლეა ბექა ჩაჩანიძე, სტუდენტია და ბიზნესის განხრით სწავლობს. დაოჯახებამდე ორი წელი შეყვარებულები ვიყავით. ის ყოველთვის ძალიან მეხმარებოდა. როცა დიდ ტილოებზე დავიწყე მუშაობა, მასალის თბილისიდან რუსთავში ტრანსპორტირება მიჭირდა და ამას ბექა აკეთებდა. სულ უკვირდა, როგორ ვხატავდი ორ მეტრამდე ტილოებზე (იღიმის). სანამ ბექა ჩემი მეუღლე გახდებოდა, მისთვის ნახატი მიმიძღვნია და მიჩუქებია. სხვათა შორის, ჩემს რამდენიმე ნახატზე მისი სახეც ფიგურირებს. მაგალითად ერთ-ერთს "მოხუცი პალიტრა" ჰქვია და იქ ჩემი მეუღლის სახე ყველაზე კარგად ჩანს.

-  შენი ნამუშევრები რა სტილს მიეკუთვნება და რა ჟანრია?

-  კონკრეტულად ვერ გეტყვით, რადგან ეს ერთად შერწყმული სიმბოლიზმი და სიურრეალიზმია. თავიდან, როცა ნიკოლაძეში აკადემიურ სწავლებას გავდიოდი, ყველაფერს ვხატავდი: პეიზაჟებს, ნატურმორტებს, როცა ბიზნესის ფაკულტეტზე ჩავაბარე, ერთწლიანი პაუზა მქონდა და საერთოდ არ მიხატია. შემდეგ ხატვის დიდი სურვილი გამიჩნდა, ვიგრძენი, რომ რაღაც მაკლდა, თითქოს სულიერად ცუდად ვიყავი. დავიწყე ხატვა იმ სტილში, რაც უკვე იცით და გითხარით.

-  ნამუშევრები სოციალურ ქსელში გაქვს გამოქვეყნებული. ყველაზე დიდი გამოხმაურება რომელს მოჰყვა?

-  გამოხმაურება ყველა ნამუშევარზეა, მაგრამ პროვოკაციული ნახატი გამოვიდა "დედა სულის მზეა" და მას ბევრი კომენტარი მოჰყვა. ქალს ხელში ახალშობილი უჭირავს და თან მეორეზეა ორსულად. მის უკან, თავთან მითოლოგიური მზეა. საერთოდ, ჩემს ნამუშევრებში ხშირადაა ასეთი მზე. ბევრმა ჩათვალა, რომ ეს იყო შარავანდედი ღვთისმშობლის თავზე და მკრეხელობად მიიჩნიეს. არ მოეწონათ ისიც, რომ ის მეორე ბავშვზე ოყო ორსულად. რასაკვირველია, ხალხს ავუხსენი, რომ ეს მხოლოდ მზე იყო და არა შარავანდედი. სხვათა შორის, შემდეგ ერთ-ერთი ხატი ვნახე, სადაც მარიამ ღვთისმშობელი იესო ქრისტეთია ხელში და ბავშვს ხელში შროშანი უჭირავს. ჩემს ნახატზე პატარა ორქიდეათია გამოსახული. ეს უბრალოდ დამთხვევაა და ალბათ ხალხს ასეთი ასოციაცია ამიტომ გაუჩნდა.

-  ჩარლი ჩაპლინზე მიამბე. რატომაა ის წითელი თმით? ჩარლია, მაგრამ იმავდროულად ქალიცაა...

-  ეს არის ქალი, რომელსაც ჩარლის ცხოვრებით ცხოვრება სურს, ან ქალი, რომელიც ბუნებით ჰგავს. სანამ ამ ნახატს დავხატავდი, წავიკითხე წერილი, რომელსაც მსახიობი თავის ქალიშვილ ჯერალდინას სწერდა. შეიძლება ეს ჩარლის ქალიშვილიც იყოს, გააჩნია, ვინ როგორ აღიქვამს.

-  რამდენიმე ნახატს ერთდროულად ხატავ, თუ მხოლოდ ერთზე მუშაობ?

-  ვცდილობ, სანამ ერთ ნამუშევარს არ დავამთავრებ, არ მოვეშვა. ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს, ანუ მანამ, სანამ მეორე იდეა გამოჩნდება. ახლა დავასრულე მუშაობა ნახატზე, რომელზეც პატარძალია გამოსახული, ალბათ, ესეც ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე (იღიმის).

-  კრიტიკას როგორ იღებ?

-  ჩვეულებრივად, ვფიქრობ, რომ საჭიროა. ბავშვობიდან ჩემი მთავარი კრიტიკოსი დედაა, მის მითითებებს ყოველთვის ვითვალისწინებდი და ვითვალისწინებ.

-  პირდაპირ გეტყვი, შენი ნამუშევრები რომ ვნახე, თითქოს შიშის გრძნობაც გამიჩნდა...

-  მესმის, ხშირად მეც მეშინია ხოლმე (იღიმის). როცა ხატვას ვიწყებ, სულ მგონია, რომ გამოუცდელი ვარ და არაფერი გამოვა, თუმცა შედეგის მიღებისას მიკვირს, ისინი მე როგორ დავხატე. ორივე ხელით ვხატავ. ცაცია ვიყავი, მაგრამ ბავშვობაში კალმის მარცხენა ხელში დაჭერას პედაგოგმა გადამაჩვია. მოგვიანებით ეს ჩვეულება ისევ გავიხსენე და ახლა მარცხენა და მარჯვენა ხელით შემიძლია როგორც ხატვა, ასევე წერაც.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"