საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გველთა საოცარი სამყარო - მითები და სინამდვილე
გველთა საოცარი სამყარო - მითები და სინამდვილე

ამ­ბა­ვი ედე­მის ბა­ღი­დან

"გვე­ლი ყვე­ლა­ზე ფრთხი­ლი იყო გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ღმერ­თმა შექ­მნა. უთხრა გველ­მა ქალს: "მარ­თლა გი­თხრათ ღმერ­თმა, ბა­ღის ყვე­ლა ხი­დან არ ჭა­მო­თო?" ქალ­მა გველს მი­უ­გო: "ბა­ღის ხის ნა­ყო­ფე­ბი შეგ­ვიძ­ლია ვჭა­მოთ, მაგ­რამ იმ ხის ნა­ყოფ­ზე, რო­მე­ლიც ბა­ღის შუ­ა­გულ­ში დგას, ღმერ­თმა გვი­თხრა: არ შე­ჭა­მოთ, არც კი შე­ე­ხოთ, რომ არ მოკ­ვდე­თო". ამა­ზე, გველ­მა ქალს მი­უ­გო: "არა, არ მოკ­ვდე­ბით. იცის ღმერ­თმა, რომ რა დღე­საც შე­ჭამთ მის ნა­ყოფს, თვა­ლი აგე­ხი­ლე­ბათ და ღმერ­თი­ვით, სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის მცოდ­ნე­ნი გახ­დე­ბით".

...სა­ზი­ზღა­რი, სა­ძულ­ვე­ლი, უხ­სე­ნე­ბე­ლი, ცბი­ე­რი, ბო­რო­ტი სული, ადა­მი­ან­თა დამ­ღუპ­ვე­ლი - შორს წაგ­ვიყ­ვან­და იმ ეპი­თე­ტე­ბი­სა და მე­ტა­ფო­რე­ბის ჩა­მოთ­ვლა, რომ­ლი­თაც გველს ჩვე­ნი პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის ერთი ნა­წი­ლი მო­იხ­სე­ნი­ებს. ზო­გის­თვის კი იგი სიბ­რძნის, იდუ­მა­ლე­ბის, გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოდ ით­ვლე­ბა.

"ღმერ­თმა გველს უთხრა: "რად­გან ეს ჩა­ი­დი­ნე, და­წყევ­ლი­ლი ხარ ყვე­ლა ში­ნა­ურ და გა­რე­ულ ცხო­ველს შო­რის, მუც­ლით იხო­ხებ და მტვერს შე­ჭამ მთე­ლი შენი სი­ცო­ცხლე. მტრო­ბას ჩა­მო­ვაგ­დებ შენ­სა და ქალს შო­რის. შენს შთა­მო­მავ­ლო­ბა­სა და მის შთა­მო­მავ­ლო­ბას შო­რის. ის თავს გა­გი­ჭეჭყავს, შენ კი ქუსლს და­უ­გეს­ლავ".

გვე­ლი, რო­გორც ავი სული და ბნე­ლე­თის გა­მოვ­ლი­ნე­ბა, ბიბ­ლი­ის კი­დევ არა­ერთ ეპი­ზოდ­შია, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ეს ქვე­წარ­მა­ვა­ლი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ოდით­გან­ვე ბო­რო­ტე­ბის სიმ­ბო­ლოდ იყო აღ­ქმუ­ლი. მას შემ­დეგ მრა­ვალ­მა სა­უ­კუ­ნემ ჩა­ი­ა­რა და ამ ცივ­სის­ხლი­ა­ნი არ­სე­ბე­ბის მი­მართ ადა­მის შთა­მო­მავ­ლო­ბის ინ­ტე­რე­სი ოდ­ნა­ვა­დაც არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. გველს ასე­ვე უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ად­გი­ლი უკა­ვია აღ­მო­სავ­ლურ რე­ლი­გი­ებ­სა და ფი­ლო­სო­ფი­ურ მო­ძღვრე­ბებ­ში, ამე­რი­კე­ლი ინ­დი­ე­ლე­ბის ფოლკ­ლორ­სა და ტო­ტე­მიზ­მში, აფ­რი­კულ ვუ­დუს კულტსა თუ ევ­რო­პულ მის­ტი­ციზმსა და ოკულ­ტიზ­მში. მის­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი კი დე­და­მი­წის ამა თუ იმ კუ­თხე­ში, მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თი­მე­ო­რის­გან. შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ არ­წივ­თან ერ­თად, გვე­ლი ჰყავს ამორ­ჩე­უ­ლი უახ­ლო­ეს მე­გობ­რად ნიც­შე­სე­ულ ზა­რა­ტუსტრას, ქარ­თულ რე­ა­ლო­ბა­ში კი ამ ქვე­წარ­მავ­ლის ფაქ­ტორს თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ვაჟა-ფშა­ვე­ლაც იყე­ნებს.

გვე­ლი­სად­მი გულ­გრილ­ნი ვერ რჩე­ბოდ­ნენ ვერც ერთი ეპო­ქი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. იგი პლა­ნე­ტის თვით იმ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მკვიდრთა მი­თებ­სა თუ ლე­გენ­დებ­შიც გვხვდე­ბა, სა­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო რა­ო­დე­ნო­ბი­თაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ან სუ­ლაც არ ბი­ნად­რობს. სა­უ­კუ­ნე­ებ­მა და სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რამ გვე­ლე­ბის შე­სა­ხებ ჩვენს ცნო­ბი­ე­რე­ბას არა­ერ­თი სტე­რე­ო­ტი­პი, ცრურ­წმე­ნა და ფო­ბია ჩა­უ­ნერ­გა, რო­მელ­თა­გა­ნაც ზო­გი­ერ­თი ისეა შერ­წყმუ­ლი რე­ა­ლო­ბას­თან, რომ ხში­რად გვი­ჭირს იმის დად­გე­ნა, თუ სად მთავ­რდე­ბა სი­მარ­თლე და სად იწყე­ბა სიც­რუე.

უკი­დუ­რე­ბო ცივ­სის­ხლი­ა­ნე­ბი მოქ­მე­დე­ბა­ში - აქ და ამ­ჟა­მად

დღე­ვან­დე­ლი სა­მეც­ნი­ე­რო მო­ნა­ცე­მე­ბით, დე­და­მი­წა­ზე 2500-ზე მეტი სა­ხე­ო­ბის გვე­ლი ბი­ნად­რობს. ისი­ნი გვხვდე­ბი­ან თით­ქმის ყველ­გან, ან­ტარ­ქტი­დის, არ­ქტი­კის, სხვა უკი­დუ­რე­სად ცივი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­სა და ზო­გი­ერ­თი ოკე­ა­ნუ­რი კუნ­ძუ­ლის გარ­და (მა­გა­ლი­თად, ახალ ზე­ლან­დი­ა­ზე გვე­ლე­ბი არ ბი­ნად­რო­ბენ). ამას­თან, პლა­ნე­ტა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გვე­ლე­ბის მხო­ლოდ 500-მდე სა­ხე­ო­ბაა შხა­მი­ა­ნი, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს ადა­მი­ა­ნის­თვის. გვე­ლე­ბის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მტა­ცე­ბე­ლია. მსხვერ­პლს ისი­ნი მთლი­ა­ნად ყლა­პა­ვენ. სა­ხე­ო­ბის, სა­ბი­ნად­რო პი­რო­ბე­ბი­სა თუ ზო­მის შე­სა­ბა­მი­სად, ცვა­ლე­ბა­დია მათი კვე­ბის რა­ცი­ო­ნიც.

გვე­ლე­ბი ყველ­გან გვხვდე­ბი­ან: ჯუნ­გლებ­სა და სა­ვა­ნებ­ში, უდაბ­ნო­ებ­სა და ნა­ხევ­რა­დუ­დაბ­ნო­ებ­ში, ტა­ი­გებ­ში, მთებ­ში, ტრა­მა­ლებ­ზე, ტუნ­დრებ­ში და თვით ოკე­ა­ნე­ე­ბის ტრო­პი­კულ ნა­წილ­შიც. ყვე­ლა­ზე ძლი­ერ­მოქ­მე­დი შხა­მი სწო­რედ ზღვის გვე­ლებს აქვთ, რომ­ლებ­საც ტოქ­სი­კუ­რო­ბის მი­ხედ­ვით ტოლს არ უდე­ბენ ავ­სტრა­ლი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ას­პი­ტი­სებრთა ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ხე­ო­ბე­ბიც. სა­ერ­თოდ, ავ­სტრა­ლია კონ­ტი­ნენ­ტებს შო­რის შხა­მი­ა­ნი სა­ხე­ო­ბე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის მი­ხედ­ვით პირ­ველ ად­გილ­ზეა, თა­ნაც ადა­მი­ა­ნის­თვის ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი სა­ხი­ფა­თოა.

წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბის მიერ ასე­ულ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი იკ­ბი­ნე­ბა. ამ შემ­თხვე­ვე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის, აფ­რი­კი­სა და სამ­ხრეთ ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­ზე მო­დის. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის სიმ­რავ­ლი­თაც სწო­რედ ეს ქვეყ­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან.

სი­ტყვა "გვე­ლის" წარ­მოთ­ქმი­სას, პირ­ველ რიგ­ში მისი, უდა­ვოდ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სა­ხე­ო­ბა - კობ­რა გვახ­სენ­დე­ბა. პლა­ნე­ტის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად ცნო­ბი­ლი ინ­დუ­რი კობ­რა ანუ სათ­ვა­ლი­ა­ნი გვე­ლია. ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა ე.წ. კობ­რა-სნა­ი­პე­რი, რო­მელ­საც საფრ­თხის შემ­თხვე­ვა­ში თავ­დამ­სხმე­ლის­თვის რამ­დე­ნი­მე მეტ­რის მან­ძი­ლი­დან სა­ხე­ში და ძი­რი­თა­დად - თვა­ლებ­ში შხა­მის შეფრქვე­ვის უნა­რი აქვს. ამი­ტომ, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას სერ­პენ­ტო­ლო­გე­ბი ხში­რად სპე­ცი­ა­ლურ დამ­ცავ სათ­ვა­ლეს იყე­ნე­ბენ. ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი კი სა­მე­ფო კობ­რაა, რო­მე­ლიც დე­და­მი­წა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ შხა­მი­ან გვე­ლებ­ში ზო­მის მი­ხედ­ვით, რე­კორდსმე­ნია. ზრდას­რუ­ლი ეგ­ზემპლა­რი შე­საძ­ლოა, სიგ­რძით 5 მეტრს აჭარ­ბებ­დეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არა­ერ­თი სა­ხე­ო­ბის გველს, მი­წის ზე­და­პი­რი­დან სხე­უ­ლის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის (ძი­რი­თა­დად სა­ერ­თო სიგ­რძის 1/3-ის) წა­მო­წე­ვის უნა­რი აქვს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც სა­მე­ფო კობ­რაა, რო­მელ­საც გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის ადა­მი­ა­ნის მკერ­დის დო­ნე­ზე შე­უძ­ლია თა­ვის აწე­ვა. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას მისი გამ­ყი­ნა­ვი მზე­რა მომ­ნუს­ხვე­ლად და შე­მაძ­რწუ­ნებ­ლად მოქ­მე­დებს არა მარ­ტო ადა­მი­ან­ზე, არა­მედ ჯუნ­გლე­ბის ნე­ბის­მი­ერ, დიდ­სა თუ პა­ტა­რა ბი­ნა­დარ­ზე. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, სა­მე­ფო კობ­რას ერი­დე­ბი­ან და გზას უთ­მო­ბენ სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ის ფა­უ­ნის თვით ისე­თი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც, რო­გო­რე­ბიც სპი­ლო და ვე­ფხვია. ნა­დირ­თა ამ­გვა­რი სიფრ­თხი­ლე სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია, რად­გან ეს გვე­ლი კი­დევ ერთ კომ­პო­ნენ­ტშია რე­კორდსმე­ნი - კბე­ნის დროს ყვე­ლა­ზე მეტ შხამს გა­მოჰ­ყოფს, რაც სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სია, იმ ქვეყ­ნად ერ­თბა­შად ოცამ­დე ადა­მი­ა­ნის გა­სას­ტუმ­რებ­ლად. ამას და­ვუ­მა­ტოთ ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ "მეფე" ჩი­ნე­ბუ­ლად გრძნობს თავს წყალ­ში და ხე­ზეც უნაკ­ლოდ დაძ­ვრე­ბა. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მას სპი­ლო­ზე მსხდო­მი ადა­მი­ა­ნე­ბი, სწო­რედ ხი­დან და­უ­გეს­ლავს. იგი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ში­ში გამ­რავ­ლე­ბის პე­რი­ოდ­შია, რო­დე­საც კვერ­ცხებს იცავს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი, ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რას გა­ურ­ბის და მი­მალ­ვას ამ­ჯო­ბი­ნებს. მეც­ნი­ე­რე­ბი ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს პირ­ქუ­ში მტა­ცე­ბე­ლი ქვე­წარ­მავ­ლე­ბის­თვის უჩ­ვე­უ­ლო ინ­ტე­ლექ­ტი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა.

სის­წრა­ფე­ში რე­კორდსმე­ნის ტი­ტუ­ლი აფ­რი­კა­ში გავ­რცე­ლე­ბულ შავ მამ­ბას ეკუთ­ვნის. ამ მე­ტის­მე­ტად შხა­მი­ან გველს მი­წის ზე­და­პირ­ზე 20 კმ/სთ სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გი­ლე­ბა შე­უძ­ლია. ამა­ვე დროს, ის ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლია და კარ­გად და­ცო­ცავს ხეზე. მამ­ბას ნაკ­ბე­ნის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლოს. ამი­ტომ, გა­საკ­ვი­რი არ უნდა იყოს, რომ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მას­თან კონ­ტაქ­ტი­სას დიდ სიფრ­თხი­ლეს იჩე­ნენ.

გვე­ლე­ბი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან არა მარ­ტო ცხოვ­რე­ბის ნი­რით, სხე­უ­ლის შე­ფე­რი­ლო­ბი­თა და ფორ­მე­ბით, არა­მედ ზო­მე­ბი­თაც. კონ­ტრას­ტი ამ შემ­თხვე­ვა­ში ნამ­დვი­ლად თვალ­ში სა­ცე­მია. მა­შინ, რო­დე­საც გველბ­რუ­ცა­სებრთა ზო­გი­ერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის სხე­უ­ლის სიგ­რძე 10-12 სმ-ს არ სცდე­ბა, მახ­რჩო­ბე­ლა­სებრთა ოჯა­ხის გვე­ლე­ბი გი­გან­ტურ ზო­მებს აღ­წე­ვენ. ამ თვალ­საზ­რი­სით, პირ­ვე­ლო­ბის­თვის სამ­ხრეთ ამე­რი­კის ნო­ტიო ეკ­ვა­ტო­რუ­ლი ტყე­ე­ბის ბი­ნა­და­რი ანა­კონ­და და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­უ­რი ბა­დი­სებ­რი პი­თო­ნი "იბ­რძვი­ან". თი­თო­ე­უ­ლის სხე­უ­ლის სიგ­რძე შე­იძ­ლე­ბა 10 მეტრს აჭარ­ბებ­დეს. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ვი­ღოთ ის, რომ ანა­კონ­და მრის­ხა­ნე ია­გუ­არს უმკლავ­დე­ბა, ხოლო პი­თონს თა­ვის სამ­ფლო­ბე­ლო­ში, არა­ნაკ­ლებ შე­უ­პო­ვა­რი ლე­ო­პარ­დის და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლია და წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, თუ რა კო­ლო­სა­ლუ­რი ძა­ლის მქო­ნე­ნი არი­ან ეს გვე­ლე­ბი.

რაკი "გველ­თა სამ­ყა­როს" ზო­გი­ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­ხე­ო­ბა ვახ­სე­ნეთ, თავს ნუ ავა­რი­დებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბულ ქვე­წარ­მავ­ლებ­საც. საბ­ჭო­თა ეპო­ქის დრო­ინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 20 სა­ხე­ო­ბის გვე­ლი ბი­ნად­რობს, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი კლა­სი­ფი­კა­ცი­ით მათი რი­ცხვი 24-მდეა. მათ­გან მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბაა შხა­მი­ა­ნი, ხოლო ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სი­ცო­ცხლი­სათ­ვის რე­ა­ლურ საფრ­თხეს, გი­ურ­ზას ნაკ­ბე­ნი წარ­მო­ად­გენს.

რა იმა­ლე­ბა სიც­რუ­ის მიღ­მა?

ახლა კი იმ ცრუ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე მო­გახ­სე­ნებთ, რომ­ლე­ბიც უჩ­ვე­უ­ლოდ მძლავ­რა­დაა გამ­ჯდა­რი თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ცნო­ბი­ე­რე­ბა­შიც კი.

მცდა­რია მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს გველს ძა­ლი­ან უყ­ვარს მუ­სი­კა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, იგი სმე­ნის უნარს პრაქ­ტი­კუ­ლად მოკ­ლე­ბუ­ლია. ამ სტე­რე­ო­ტი­პის დამ­კვიდ­რე­ბას უდა­ვოდ შე­უ­წყო ხელი ინ­დო­ე­ლი ფა­კი­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბამ, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი ეროვ­ნუ­ლი საკ­რა­ვის ჰან­გებ­ზე, თით­ქოს აცეკ­ვე­ბენ "მოთვი­ნი­ე­რე­ბულ" კობ­რებს. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქვე­წარ­მავ­ლე­ბი "მომ­თვი­ნი­ე­რებ­ლის" მოძ­რა­ო­ბას ჰყვე­ბი­ან. ამ დროს თა­ვად ფა­კი­რე­ბი ოს­ტა­ტუ­რად ინარ­ჩუ­ნე­ბენ გველ­თან სა­ჭი­რო დის­ტან­ცი­ას, რათა ეს უკა­ნას­კნე­ლი არც დამ­შვიდ­დეს და არც თავს და­ეს­ხას მათ. ამას­თან, ხში­რად გვე­ლებს შხა­მი­ან კბი­ლებს კვე­თენ.

შე­უძ­ლე­ბე­ლია გვე­ლის გაწ­ვრთნა და მოთვი­ნი­ე­რე­ბა იმ გა­გე­ბით, რო­გორც ეს ძაღ­ლის ან თუნ­დაც ლო­მე­ბი­სა და ვე­ფხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა. ამი­ტომ, ყო­ველ­გვარ მეც­ნი­ე­რულ სა­ფუძ­ველ­საა მოკ­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს სა­დღაც, ოდეს­ღაც, გველ­მა ვინ­მე შეგ­ნე­ბუ­ლად გან­საც­დელს გა­და­არ­ჩი­ნა.

მცდა­რია მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს გვე­ლი და­გეს­ვლას ენით ახორ­ცი­ე­ლებს. მსხვერ­პლს ან თავ­დამ­სხმელს ქვე­წარ­მა­ვა­ლი ზედა ყბა­ზე არ­სე­ბუ­ლი შხა­მი­ა­ნი კბი­ლე­ბით კბენს, ხოლო ენა მის­თვის ქი­მი­უ­რი შეგ­რძნე­ბის (ასეა გან­სა­ზღვრუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მიერ) ორ­გა­ნოს წარ­მო­ად­გენს.

მცდა­რია სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილ­ში (გან­სა­კუთ­რე­ბით კი რე­გი­ო­ნებ­ში) დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც გვე­ლი წყალ­ში ჩას­ვლის წინ ქვა­ზე შხამს ტო­ვებს, რა­საც ამოს­ვლი­სას ისევ იღებს, ხოლო თუ ვინ­მემ ის ქვა გა­და­უგ­დო, თავს მო­იკ­ლავს. შხა­მი გვე­ლის არა­ერ­თი სა­ხე­ო­ბის­თვის თვით­გა­დარ­ჩე­ნის უმ­თავ­რე­სი ია­რა­ღია, ამი­ტომ მისი სად­მე და­ტო­ვე­ბა ან შე­ნახ­ვა, გა­მო­რი­ცხუ­ლია.

გვე­ლე­ბი რძით არ იკ­ვე­ბე­ბი­ან, ამი­ტომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ სა­შუ­ა­ლე­ბით მისი მო­ში­ნა­უ­რე­ბა და "კე­თილ­გან­წყო­ბის" მო­პო­ვე­ბა.

გვე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მა­ტი­კით ერ­თობ გა­ჯე­რე­ბუ­ლია ესა თუ ის რე­ლი­გია, მის­ტი­კუ­რი მო­ძღვრე­ბა და მა­გი­უ­რი სწავ­ლე­ბა. სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად სხვა­დას­ხვა კონ­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ გა­რე­მო­ე­ბას დღე­საც იყე­ნე­ბენ, ხოლო ხში­რად თა­ვი­ან­თი მიმ­დევ­რე­ბის უმეც­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნებს სა­კუ­თარ ახ­სნას უძებ­ნი­ან.

ირ­ლან­დი­ა­ში გვე­ლე­ბი არ ბი­ნად­რო­ბენ. თა­ვად ირ­ლან­დი­ე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ამას წმ. პატ­რი­კის (ამ წმინ­დანს მათ­თვის ისე­თი­ვე დატ­ვირ­თვა აქვს, რო­გორც ვთქვათ, ქარ­თველ­თათ­ვის წმ. გი­ორ­გის) სას­წა­უ­ლით ხსნის. იგი მრა­ვალ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ირ­ლან­დი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, ყვე­ლა გვე­ლი ერთ-ერთ მთა­ზე შე­უყ­რია და მათ­თვის ზღვა­ში გა­და­ვარ­დნა უბ­რძა­ნე­ბია. ერთი მათ­გა­ნის გარ­და, ყვე­ლა ქვე­წარ­მა­ვა­ლი წმინ­და­ნის სურ­ვი­ლის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­ცე­უ­ლა. ამ, ყვე­ლა­ზე ხნი­ერ გველ­თან კი წმ. პატ­რიკს ორ­თაბ­რძო­ლა გა­უ­მარ­თავს და სა­ბო­ლო­ოდ, ეშ­მა­კო­ბით და­უ­ჯაბ­ნია. წმინ­დანს გვე­ლის­თვის უთ­ქვამს - ამ ყუთ­ში ვერ მო­თავ­სდე­ბიო. ცივ­სის­ხლი­ანს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მო­საზ­რე­ბის უარ­სა­ყო­ფად ბევ­რი აღარ უფიქ­რია და ყუთ­ში თა­ვი­სი ნე­ბით ჩამძვრა­ლა. ამის შემ­დეგ წმ. პატ­რიკს ისღა დარ­ჩე­ნო­და, ყუთი გვე­ლი­ა­ნად ზღვა­ში გა­და­ეგ­დო.

რაც შე­ე­ხე­ბა ირ­ლან­დი­ა­ში გვე­ლე­ბის არარ­სე­ბო­ბის მეც­ნი­ე­რულ ახ­სნას, იგი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: თავ­და­პირ­ვე­ლად ეს ტე­რი­ტო­რია გვე­ლე­ბის­თვის კლი­მა­ტუ­რად უსარ­გებ­ლო ად­გილს წარ­მო­ად­გენ­და, ხოლო, რო­დე­საც ამ მხრივ ხელ­საყ­რე­ლი გახ­და, და­ნარ­ჩე­ნი კონ­ტი­ნენ­ტე­ბი­დან უკვე ზღვით იყო გა­მო­ყო­ფი­ლი.

ერ­თობ უჩ­ვე­უ­ლოდ იქ­ცე­ვი­ან ჯორ­ჯი­ის შტა­ტის ქა­ლაქ კინგსტონ­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სარ­წმუ­ნო­ებ­რივ რი­ტუ­ა­ლებს, ად­გი­ლობ­რი­ვი შხა­მი­ა­ნი ჩხრი­ა­ლა გვე­ლე­ბით ხელ­ში ატა­რე­ბენ. ამ უც­ნა­ურ ტრა­დი­ცი­ას 1909 წლის ზა­ფხულ­ში ტე­ნე­სის შტატ­ში სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე - ჯორჯ ვე­ლენ­გე­ბიმ და­უ­დო სა­თა­ვე. მარ­კო­ზის სა­ხა­რე­ბის მი­სე­უ­ლი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ჭეშ­მა­რი­ტი მორ­წმუ­ნე­ე­ბი შხამს შეს­ვა­მენ, უფ­ლის დახ­მა­რე­ბით მო­წამ­ვლი­სა­გან გა­ნი­კურ­ნე­ბი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, ამ პრინ­ცი­პით, ლოც­ვი­სას ქვე­წარ­მავ­ლებ­მა უკვე მრა­ვა­ლი მორ­წმუ­ნე და­გეს­ლეს. ად­გი­ლი ჰქონ­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტებ­საც.

ათა­სო­ბით მნახ­ვე­ლი აკი­თხავს მა­ლა­ი­ზი­ის კუნ­ძულ პი­ნანგზე მდე­ბა­რე გვე­ლე­ბის ტა­ძარს. ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით, ამ ად­გილ­ზე ადრე მარ­ტო­ხე­ლა მორ­წმუ­ნე ყო­ფი­ლა და­სახ­ლე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის დიდი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით უმას­პინ­ძლდე­ბო­და შხა­მი­ან ქვე­წარ­მავ­ლებს. მას შემ­დეგ, რაც გან­დე­გი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, გვე­ლებს მა­ინც არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ ად­გი­ლი, ხოლო რო­დე­საც იქ ტა­ძა­რი აა­გეს, ისი­ნი მის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქ­ცნენ. უფრო მე­ტიც, გვე­ლე­ბი დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლებ­სა და მორ­წმუ­ნე­ებს მათ­თან ერ­თად ფო­ტოგ­რა­ფი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც აძ­ლე­ვენ, თუმ­ცა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის ფაქ­ტიც, რომ მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას შხა­მი­ა­ნი ჯირ­კვლე­ბი ამოკ­ვე­თი­ლი აქვს.

არა­ნაკ­ლებ "უც­ნა­უ­რად" იქ­ცე­ვი­ან სა­ბერ­ძნე­თის კუთ­ვნილ კუნ­ძულ კე­ფა­ლო­ნი­ის (იო­ნი­ის ზღვა) აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სამ­ლოც­ვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი. გად­მო­ცე­მის მი­ხედ­ვით, ამა­ვე ად­გილ­ზე ადრე წმ. მა­რი­ა­მის მი­ძი­ნე­ბის დე­და­თა მო­ნას­ტე­რი ყო­ფი­ლა. ერთხელ მო­ნაზვნებს ზღვა­ში მე­კობ­რე­თა გემი შე­უ­ნიშ­ნავთ და ტაძ­რის კარი ჩა­უ­კე­ტავთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მომ­ხვდუ­რებს შიგ­ნით მა­ინც შე­უღ­წე­ვი­ათ, რის შემ­დე­გაც მო­ნას­ტრის ბი­ნა­დართ ისღა დარ­ჩე­ნო­დათ, რომ ლოც­ვა გა­ეძ­ლი­ე­რე­ბი­ნათ და საშ­ვე­ლად წმ. მა­რი­ა­მის­თვის მი­ე­მარ­თათ. სწო­რედ ამის შემ­დეგ გა­მო­ჩე­ნი­ლან შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი და მო­ძა­ლა­დე­ე­ბის­თვის ტაძ­რი­სა და მო­ნაზვნე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­უ­ცი­ათ. მორ­წმუ­ნე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამ­ჟა­მა­დაც, ყო­ველ­წლი­უ­რად, მე­ტის­მე­ტად შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი სწო­რედ ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის დღეს გა­მოჩ­ნდე­ბი­ან და თავს იყ­რი­ან სამ­ლოც­ვე­ლო­ში. ამ დროს მათ ყველ­გან იხი­ლავთ: ხა­ტებ­ზე, წმინ­და წიგ­ნებ­ზე და თვით სა­კურ­თხე­ველ­შიც. მომ­ლოც­ვე­ლე­ბი და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც ყო­ველ­გვა­რი ში­შის გა­რე­შე, დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბი­ან მა­რად­ქალ­წუ­ლი მა­რი­ა­მის გვე­ლე­ბად წო­დე­ბულ ქვე­წარ­მავ­ლებს, რომ­ლე­ბიც არა­ფერს ერ­ჩი­ან ადა­მი­ა­ნებს და დღე­სას­წა­უ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ტო­ვე­ბენ წმინ­და ად­გილს.

რო­გორც ზე­მოთ აღ­წე­რილ ფაქ­ტებ­ში, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ად­გი­ლი აქვს სამ­ლოც­ვე­ლოს სტუ­მარ­თა გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლო­ბა­სა და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის "ეშ­მა­კო­ბას". თვითმხილ­ველ­თა თქმით, დღე­სას­წა­უ­ლის წინა დღე­ებ­ში, სამ­ღვდე­ლო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ტაძ­რის გარ­შე­მო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თა­ვად აგ­რო­ვე­ბენ გვე­ლებს და თავს უყ­რი­ან სამ­ლოც­ვე­ლო­ში. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ისიც, რომ ეს ქვე­წარ­მავ­ლე­ბი ან­კა­რა­სებრთა ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ადა­მი­ა­ნის­თვის უწყი­ნა­რი არ­სე­ბე­ბი არი­ან (ხოლო გვე­ლე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­სტინ­ქტი, მათი მშვი­დად ყოფ­ნის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლია) და ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი "სას­წა­უ­ლი", საპ­ნის ბუშ­ტი­ვით გას­კდე­ბა.

რო­გორც ხე­დავთ გვე­ლე­ბი­სად­მი ადა­მი­ან­თა მცდარ წარ­მოდ­გე­ნებ­სა და ფან­ტა­ზი­ებს სა­ზღვა­რი არ გა­აჩ­ნია. ჩვენც აქ და­ვას­რუ­ლებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლის­თვის "უხ­სე­ნე­ბელ", ხოლო სხვა ნა­წი­ლის­თვის ფა­უ­ნის დი­დე­ბულ წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე სა­უ­ბარს, მით უმე­ტეს, რომ ცრურ­წმე­ნე­ბის უკი­დე­გა­ნო სამ­ყა­რო ჩვე­ნით არც და­წყე­ბუ­ლა და არც დას­რულ­დე­ბა...

ალექ­სი რეხ­ვი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გველთა საოცარი სამყარო - მითები და სინამდვილე

გველთა საოცარი სამყარო - მითები და სინამდვილე

ამბავი ედემის ბაღიდან

"გველი ყველაზე ფრთხილი იყო გარეულ ცხოველებს შორის, რომლებიც ღმერთმა შექმნა. უთხრა გველმა ქალს: "მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?" ქალმა გველს მიუგო: "ბაღის ხის ნაყოფები შეგვიძლია ვჭამოთ, მაგრამ იმ ხის ნაყოფზე, რომელიც ბაღის შუაგულში დგას, ღმერთმა გვითხრა: არ შეჭამოთ, არც კი შეეხოთ, რომ არ მოკვდეთო". ამაზე, გველმა ქალს მიუგო: "არა, არ მოკვდებით. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით, სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით".

...საზიზღარი, საძულველი, უხსენებელი, ცბიერი, ბოროტი სული, ადამიანთა დამღუპველი - შორს წაგვიყვანდა იმ ეპითეტებისა და მეტაფორების ჩამოთვლა, რომლითაც გველს ჩვენი პლანეტის მოსახლეობის ერთი ნაწილი მოიხსენიებს. ზოგისთვის კი იგი სიბრძნის, იდუმალების, გრაციოზულობის სიმბოლოდ ითვლება.

"ღმერთმა გველს უთხრა: "რადგან ეს ჩაიდინე, დაწყევლილი ხარ ყველა შინაურ და გარეულ ცხოველს შორის, მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ მთელი შენი სიცოცხლე. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის. შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ".

გველი, როგორც ავი სული და ბნელეთის გამოვლინება, ბიბლიის კიდევ არაერთ ეპიზოდშია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს ქვეწარმავალი ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ოდითგანვე ბოროტების სიმბოლოდ იყო აღქმული. მას შემდეგ მრავალმა საუკუნემ ჩაიარა და ამ ცივსისხლიანი არსებების მიმართ ადამის შთამომავლობის ინტერესი ოდნავადაც არ განელებულა. გველს ასევე უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია აღმოსავლურ რელიგიებსა და ფილოსოფიურ მოძღვრებებში, ამერიკელი ინდიელების ფოლკლორსა და ტოტემიზმში, აფრიკულ ვუდუს კულტსა თუ ევროპულ მისტიციზმსა და ოკულტიზმში. მისდამი დამოკიდებულებები კი დედამიწის ამა თუ იმ კუთხეში, მკვეთრად განსხვავდება ერთიმეორისგან. შემთხვევითი არ არის, რომ არწივთან ერთად, გველი ჰყავს ამორჩეული უახლოეს მეგობრად ნიცშესეულ ზარატუსტრას, ქართულ რეალობაში კი ამ ქვეწარმავლის ფაქტორს თავის შემოქმედებაში ვაჟა-ფშაველაც იყენებს.

გველისადმი გულგრილნი ვერ რჩებოდნენ ვერც ერთი ეპოქისა და საზოგადოების წარმომადგენლები. იგი პლანეტის თვით იმ ტერიტორიების მკვიდრთა მითებსა თუ ლეგენდებშიც გვხვდება, სადაც უმნიშვნელო რაოდენობითაა გავრცელებული ან სულაც არ ბინადრობს. საუკუნეებმა და სხვადასხვა კულტურამ გველების შესახებ ჩვენს ცნობიერებას არაერთი სტერეოტიპი, ცრურწმენა და ფობია ჩაუნერგა, რომელთაგანაც ზოგიერთი ისეა შერწყმული რეალობასთან, რომ ხშირად გვიჭირს იმის დადგენა, თუ სად მთავრდება სიმართლე და სად იწყება სიცრუე.

უკიდურებო ცივსისხლიანები მოქმედებაში - აქ და ამჟამად

დღევანდელი სამეცნიერო მონაცემებით, დედამიწაზე 2500-ზე მეტი სახეობის გველი ბინადრობს. ისინი გვხვდებიან თითქმის ყველგან, ანტარქტიდის, არქტიკის, სხვა უკიდურესად ცივი ტერიტორიებისა და ზოგიერთი ოკეანური კუნძულის გარდა (მაგალითად, ახალ ზელანდიაზე გველები არ ბინადრობენ). ამასთან, პლანეტაზე გავრცელებული გველების მხოლოდ 500-მდე სახეობაა შხამიანი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველი მათგანი საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის. გველების ყველა წარმომადგენელი მტაცებელია. მსხვერპლს ისინი მთლიანად ყლაპავენ. სახეობის, საბინადრო პირობებისა თუ ზომის შესაბამისად, ცვალებადია მათი კვების რაციონიც.

გველები ყველგან გვხვდებიან: ჯუნგლებსა და სავანებში, უდაბნოებსა და ნახევრადუდაბნოებში, ტაიგებში, მთებში, ტრამალებზე, ტუნდრებში და თვით ოკეანეების ტროპიკულ ნაწილშიც. ყველაზე ძლიერმოქმედი შხამი სწორედ ზღვის გველებს აქვთ, რომლებსაც ტოქსიკურობის მიხედვით ტოლს არ უდებენ ავსტრალიაში გავრცელებული ასპიტისებრთა ოჯახის წარმომადგენელი სახეობებიც. საერთოდ, ავსტრალია კონტინენტებს შორის შხამიანი სახეობების კონცენტრაციის მიხედვით პირველ ადგილზეა, თანაც ადამიანისთვის ყოველი მათგანი სახიფათოა.

წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით შხამიანი გველების მიერ ასეულ ათასობით ადამიანი იკბინება. ამ შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებზე მოდის. სიკვდილიანობის სიმრავლითაც სწორედ ეს ქვეყნები გამოირჩევიან.

სიტყვა "გველის" წარმოთქმისას, პირველ რიგში მისი, უდავოდ ყველაზე პოპულარული სახეობა - კობრა გვახსენდება. პლანეტის მოსახლეობისთვის ყველაზე მეტად ცნობილი ინდური კობრა ანუ სათვალიანი გველია. ასევე საინტერესოა ე.წ. კობრა-სნაიპერი, რომელსაც საფრთხის შემთხვევაში თავდამსხმელისთვის რამდენიმე მეტრის მანძილიდან სახეში და ძირითადად - თვალებში შხამის შეფრქვევის უნარი აქვს. ამიტომ, მასთან ურთიერთობისას სერპენტოლოგები ხშირად სპეციალურ დამცავ სათვალეს იყენებენ. ყველაზე შთამბეჭდავი კი სამეფო კობრაა, რომელიც დედამიწაზე გავრცელებულ შხამიან გველებში ზომის მიხედვით, რეკორდსმენია. ზრდასრული ეგზემპლარი შესაძლოა, სიგრძით 5 მეტრს აჭარბებდეს. მოგეხსენებათ, არაერთი სახეობის გველს, მიწის ზედაპირიდან სხეულის გარკვეული ნაწილის (ძირითადად საერთო სიგრძის 1/3-ის) წამოწევის უნარი აქვს. გამონაკლისი არც სამეფო კობრაა, რომელსაც გაღიზიანების შემთხვევაში საშუალო სიმაღლის ადამიანის მკერდის დონეზე შეუძლია თავის აწევა. ამ მდგომარეობაში ყოფნისას მისი გამყინავი მზერა მომნუსხველად და შემაძრწუნებლად მოქმედებს არა მარტო ადამიანზე, არამედ ჯუნგლების ნებისმიერ, დიდსა თუ პატარა ბინადარზე. თვითმხილველების თქმით, სამეფო კობრას ერიდებიან და გზას უთმობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ფაუნის თვით ისეთი წარმომადგენლებიც, როგორებიც სპილო და ვეფხვია. ნადირთა ამგვარი სიფრთხილე სრულიად ბუნებრივია, რადგან ეს გველი კიდევ ერთ კომპონენტშია რეკორდსმენი - კბენის დროს ყველაზე მეტ შხამს გამოჰყოფს, რაც სავსებით საკმარისია, იმ ქვეყნად ერთბაშად ოცამდე ადამიანის გასასტუმრებლად. ამას დავუმატოთ ის გარემოებაც, რომ "მეფე" ჩინებულად გრძნობს თავს წყალში და ხეზეც უნაკლოდ დაძვრება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მას სპილოზე მსხდომი ადამიანები, სწორედ ხიდან დაუგესლავს. იგი განსაკუთრებულად საშიში გამრავლების პერიოდშია, როდესაც კვერცხებს იცავს. სხვა შემთხვევაში კი, ადამიანთან შეხვედრას გაურბის და მიმალვას ამჯობინებს. მეცნიერები ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს პირქუში მტაცებელი ქვეწარმავლებისთვის უჩვეულო ინტელექტითაც გამოირჩევა.

სისწრაფეში რეკორდსმენის ტიტული აფრიკაში გავრცელებულ შავ მამბას ეკუთვნის. ამ მეტისმეტად შხამიან გველს მიწის ზედაპირზე 20 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება შეუძლია. ამავე დროს, ის ძალიან აგრესიულია და კარგად დაცოცავს ხეზე. მამბას ნაკბენის შედეგად ადამიანი შეიძლება ნახევარ საათში გარდაიცვალოს. ამიტომ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ სპეციალისტები მასთან კონტაქტისას დიდ სიფრთხილეს იჩენენ.

გველები მრავალფეროვნებით გამოირჩევიან არა მარტო ცხოვრების ნირით, სხეულის შეფერილობითა და ფორმებით, არამედ ზომებითაც. კონტრასტი ამ შემთხვევაში ნამდვილად თვალში საცემია. მაშინ, როდესაც გველბრუცასებრთა ზოგიერთი წარმომადგენლის სხეულის სიგრძე 10-12 სმ-ს არ სცდება, მახრჩობელასებრთა ოჯახის გველები გიგანტურ ზომებს აღწევენ. ამ თვალსაზრისით, პირველობისთვის სამხრეთ ამერიკის ნოტიო ეკვატორული ტყეების ბინადარი ანაკონდა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ბადისებრი პითონი "იბრძვიან". თითოეულის სხეულის სიგრძე შეიძლება 10 მეტრს აჭარბებდეს. მხედველობაში მივიღოთ ის, რომ ანაკონდა მრისხანე იაგუარს უმკლავდება, ხოლო პითონს თავის სამფლობელოში, არანაკლებ შეუპოვარი ლეოპარდის დამარცხება შეუძლია და წარმოვიდგინოთ, თუ რა კოლოსალური ძალის მქონენი არიან ეს გველები.

რაკი "გველთა სამყაროს" ზოგიერთი გამორჩეული სახეობა ვახსენეთ, თავს ნუ ავარიდებთ საქართველოში გავრცელებულ ქვეწარმავლებსაც. საბჭოთა ეპოქის დროინდელი მონაცემებით ჩვენს ტერიტორიაზე 20 სახეობის გველი ბინადრობს, თუმცა დღევანდელი კლასიფიკაციით მათი რიცხვი 24-მდეა. მათგან მხოლოდ რამდენიმე სახეობაა შხამიანი, ხოლო ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის რეალურ საფრთხეს, გიურზას ნაკბენი წარმოადგენს.

რა იმალება სიცრუის მიღმა?

ახლა კი იმ ცრუ შეხედულებებზე მოგახსენებთ, რომლებიც უჩვეულოდ მძლავრადაა გამჯდარი თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაშიც კი.

მცდარია მოსაზრება, თითქოს გველს ძალიან უყვარს მუსიკა. სინამდვილეში, იგი სმენის უნარს პრაქტიკულად მოკლებულია. ამ სტერეოტიპის დამკვიდრებას უდავოდ შეუწყო ხელი ინდოელი ფაკირების საქმიანობამ, რომლებიც თავიანთი ეროვნული საკრავის ჰანგებზე, თითქოს აცეკვებენ "მოთვინიერებულ" კობრებს. სინამდვილეში კი გაღიზიანებული ქვეწარმავლები "მომთვინიერებლის" მოძრაობას ჰყვებიან. ამ დროს თავად ფაკირები ოსტატურად ინარჩუნებენ გველთან საჭირო დისტანციას, რათა ეს უკანასკნელი არც დამშვიდდეს და არც თავს დაესხას მათ. ამასთან, ხშირად გველებს შხამიან კბილებს კვეთენ.

შეუძლებელია გველის გაწვრთნა და მოთვინიერება იმ გაგებით, როგორც ეს ძაღლის ან თუნდაც ლომებისა და ვეფხვების შემთხვევაში ხდება. ამიტომ, ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველსაა მოკლებული მოსაზრება, თითქოს სადღაც, ოდესღაც, გველმა ვინმე შეგნებულად განსაცდელს გადაარჩინა.

მცდარია მოსაზრება, თითქოს გველი დაგესვლას ენით ახორციელებს. მსხვერპლს ან თავდამსხმელს ქვეწარმავალი ზედა ყბაზე არსებული შხამიანი კბილებით კბენს, ხოლო ენა მისთვის ქიმიური შეგრძნების (ასეა განსაზღვრული მეცნიერების მიერ) ორგანოს წარმოადგენს.

მცდარია საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილში (განსაკუთრებით კი რეგიონებში) დამკვიდრებული შეხედულება, რომლის თანახმადაც გველი წყალში ჩასვლის წინ ქვაზე შხამს ტოვებს, რასაც ამოსვლისას ისევ იღებს, ხოლო თუ ვინმემ ის ქვა გადაუგდო, თავს მოიკლავს. შხამი გველის არაერთი სახეობისთვის თვითგადარჩენის უმთავრესი იარაღია, ამიტომ მისი სადმე დატოვება ან შენახვა, გამორიცხულია.

გველები რძით არ იკვებებიან, ამიტომ წარმოუდგენელია ამ საშუალებით მისი მოშინაურება და "კეთილგანწყობის" მოპოვება.

გველებთან დაკავშირებული თემატიკით ერთობ გაჯერებულია ესა თუ ის რელიგია, მისტიკური მოძღვრება და მაგიური სწავლება. საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები ამ გარემოებას დღესაც იყენებენ, ხოლო ხშირად თავიანთი მიმდევრების უმეცრებით სარგებლობენ და ბუნებრივ მოვლენებს საკუთარ ახსნას უძებნიან.

ირლანდიაში გველები არ ბინადრობენ. თავად ირლანდიელების დიდი ნაწილი ამას წმ. პატრიკის (ამ წმინდანს მათთვის ისეთივე დატვირთვა აქვს, როგორც ვთქვათ, ქართველთათვის წმ. გიორგის) სასწაულით ხსნის. იგი მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ირლანდიაში დაბრუნებულა, ყველა გველი ერთ-ერთ მთაზე შეუყრია და მათთვის ზღვაში გადავარდნა უბრძანებია. ერთი მათგანის გარდა, ყველა ქვეწარმავალი წმინდანის სურვილის შესაბამისად მოქცეულა. ამ, ყველაზე ხნიერ გველთან კი წმ. პატრიკს ორთაბრძოლა გაუმართავს და საბოლოოდ, ეშმაკობით დაუჯაბნია. წმინდანს გველისთვის უთქვამს - ამ ყუთში ვერ მოთავსდებიო. ცივსისხლიანს მოწინააღმდეგის მოსაზრების უარსაყოფად ბევრი აღარ უფიქრია და ყუთში თავისი ნებით ჩამძვრალა. ამის შემდეგ წმ. პატრიკს ისღა დარჩენოდა, ყუთი გველიანად ზღვაში გადაეგდო.

რაც შეეხება ირლანდიაში გველების არარსებობის მეცნიერულ ახსნას, იგი შემდეგში მდგომარეობს: თავდაპირველად ეს ტერიტორია გველებისთვის კლიმატურად უსარგებლო ადგილს წარმოადგენდა, ხოლო, როდესაც ამ მხრივ ხელსაყრელი გახდა, დანარჩენი კონტინენტებიდან უკვე ზღვით იყო გამოყოფილი.

ერთობ უჩვეულოდ იქცევიან ჯორჯიის შტატის ქალაქ კინგსტონში მდებარე ერთ-ერთი ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც სარწმუნოებრივ რიტუალებს, ადგილობრივი შხამიანი ჩხრიალა გველებით ხელში ატარებენ. ამ უცნაურ ტრადიციას 1909 წლის ზაფხულში ტენესის შტატში სასულიერო მოღვაწე - ჯორჯ ველენგებიმ დაუდო სათავე. მარკოზის სახარების მისეული ინტერპრეტაციით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჭეშმარიტი მორწმუნეები შხამს შესვამენ, უფლის დახმარებით მოწამვლისაგან განიკურნებიან. სამწუხაროდ, ამ პრინციპით, ლოცვისას ქვეწარმავლებმა უკვე მრავალი მორწმუნე დაგესლეს. ადგილი ჰქონდა გარდაცვალების ფაქტებსაც.

ათასობით მნახველი აკითხავს მალაიზიის კუნძულ პინანგზე მდებარე გველების ტაძარს. ლეგენდის მიხედვით, ამ ადგილზე ადრე მარტოხელა მორწმუნე ყოფილა დასახლებული, რომელიც ყოველთვის დიდი სტუმართმოყვარეობით უმასპინძლდებოდა შხამიან ქვეწარმავლებს. მას შემდეგ, რაც განდეგილი გარდაიცვალა, გველებს მაინც არ დაუტოვებიათ ადგილი, ხოლო როდესაც იქ ტაძარი ააგეს, ისინი მის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. უფრო მეტიც, გველები დამთვალიერებლებსა და მორწმუნეებს მათთან ერთად ფოტოგრაფირების საშუალებასაც აძლევენ, თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მათ უმრავლესობას შხამიანი ჯირკვლები ამოკვეთილი აქვს.

არანაკლებ "უცნაურად" იქცევიან საბერძნეთის კუთვნილ კუნძულ კეფალონიის (იონიის ზღვა) აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების სამლოცველოს წარმომადგენელი სასულიერო პირები. გადმოცემის მიხედვით, ამავე ადგილზე ადრე წმ. მარიამის მიძინების დედათა მონასტერი ყოფილა. ერთხელ მონაზვნებს ზღვაში მეკობრეთა გემი შეუნიშნავთ და ტაძრის კარი ჩაუკეტავთ. მიუხედავად ამისა, მომხვდურებს შიგნით მაინც შეუღწევიათ, რის შემდეგაც მონასტრის ბინადართ ისღა დარჩენოდათ, რომ ლოცვა გაეძლიერებინათ და საშველად წმ. მარიამისთვის მიემართათ. სწორედ ამის შემდეგ გამოჩენილან შხამიანი გველები და მოძალადეებისთვის ტაძრისა და მონაზვნების შეურაცხყოფის საშუალება არ მიუციათ. მორწმუნეები მიიჩნევენ, რომ ამჟამადაც, ყოველწლიურად, მეტისმეტად შხამიანი გველები სწორედ ღვთისმშობლის მიძინების დღეს გამოჩნდებიან და თავს იყრიან სამლოცველოში. ამ დროს მათ ყველგან იხილავთ: ხატებზე, წმინდა წიგნებზე და თვით საკურთხეველშიც. მომლოცველები და სასულიერო პირებიც ყოველგვარი შიშის გარეშე, დიდი პატივისცემით ეპყრობიან მარადქალწული მარიამის გველებად წოდებულ ქვეწარმავლებს, რომლებიც არაფერს ერჩიან ადამიანებს და დღესასწაულის დასრულების შემდეგ ტოვებენ წმინდა ადგილს.

როგორც ზემოთ აღწერილ ფაქტებში, ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს სამლოცველოს სტუმართა გაუცნობიერებლობასა და სასულიერო პირების "ეშმაკობას". თვითმხილველთა თქმით, დღესასწაულის წინა დღეებში, სამღვდელოების წარმომადგენლები ტაძრის გარშემო ტერიტორიაზე თავად აგროვებენ გველებს და თავს უყრიან სამლოცველოში. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს ქვეწარმავლები ანკარასებრთა ოჯახის წარმომადგენელი, ადამიანისთვის უწყინარი არსებები არიან (ხოლო გველებისთვის დამახასიათებელი კოლექტიური უსაფრთხოების ინსტინქტი, მათი მშვიდად ყოფნის განმაპირობებელია) და ზემოთ ხსენებული "სასწაული", საპნის ბუშტივით გასკდება.

როგორც ხედავთ გველებისადმი ადამიანთა მცდარ წარმოდგენებსა და ფანტაზიებს საზღვარი არ გააჩნია. ჩვენც აქ დავასრულებთ საზოგადოების ერთი ნაწილისთვის "უხსენებელ", ხოლო სხვა ნაწილისთვის ფაუნის დიდებულ წარმომადგენლებზე საუბარს, მით უმეტეს, რომ ცრურწმენების უკიდეგანო სამყარო ჩვენით არც დაწყებულა და არც დასრულდება...

ალექსი რეხვიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს