მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიძის დაშვებულმა შეცდომამ სასიმამროს პატიმრობა გამოიწვია
სიძის დაშვებულმა შეცდომამ სასიმამროს პატიმრობა გამოიწვია

ასა­კო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი ცი­ხე­ში სა­სი­ძოს დე­დი­სა და დის ცე­მის გამო აღ­მოჩ­ნდა. ქა­ლე­ბი მის მკაც­რად დას­ჯას ითხოვ­დნენ, მაგ­რამ სა­სი­მამ­რო პა­ტიმ­რო­ბი­დან სა­ბო­ლო­ოდ, მო­მა­ვალ­მა სი­ძემ და­იხ­სნა. მას ად­ვო­კა­ტი აუყ­ვა­ნა, შემ­დეგ თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მის­თვის შე­ფარ­დე­ბუ­ლი 2.000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოც თა­ვად გა­და­ი­ხა­და და ამ აყალ­მა­ყა­ლი­სა და და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მის ქა­ლიშ­ვილ­ზე მა­ინც იქორ­წი­ნა.

მზი­ა­სა და ირაკ­ლის ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ და და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი ჰქონ­დათ. გო­გო­ნა საქმროს ოფი­ცი­ა­ლუ­რად ოჯახ­ში მის­ვლას და და­ნიშ­ვნას ითხოვ­და, მის წი­ნა­და­დე­ბას ბი­ჭიც და­ე­თან­ხმა. ნიშ­ნო­ბის დღეც დათ­ქვეს, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ყვე­ლა­ფე­რი აი­რია...

წყვი­ლი, ბი­ჭის ბი­ძაშ­ვილ­მა სა­ხინ­კლე­ში და­პა­ტი­ჟა. იქ მისი მე­გობ­რე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. არაყს სვამ­დნენ და ყვე­ლა­ნი მალე დათ­ვრნენ. ცოტა ხან­ში სუფ­რის ერთ-ერ­თმა ნას­ვამ­მა წევ­რმა სა­პა­ტარ­ძლოს კომ­პლი­მენ­ტი ეს­რო­ლა, შემ­დეგ გვერ­დით მი­უჯ­და და მას­თან სა­უ­ბა­რი გა­ა­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს საქმრო თა­ვი­დან მშვი­დად უყუ­რებ­და, ჩხუ­ბის­გან თავს იკა­ვებ­და, მაგ­რამ ბო­ლოს ისე და­ი­ძა­ბა ვი­თა­რე­ბა, რომ ისი­ნი ძლივს გა­აშ­ვე­ლეს. ნას­ვამ­მა საქმრომ მომ­ხდარ­ში სა­ცო­ლეც და­ა­და­ნა­შა­უ­ლა - მი­იჩ­ნია, რომ მის­მა სა­ცო­ლემ უც­ნობ მა­მა­კაცს მას­თან გა­არ­ში­ყე­ბის სა­ბა­ბი მის­ცა. მზია საქმროს არ­წმუ­ნებ­და, არა­ფერ შუ­ა­ში ვი­ყა­ვიო, მაგ­რამ ირაკ­ლიმ გო­გო­ნა სახ­ლში მი­იყ­ვა­ნა და მან­ქა­ნა ისე სწრა­ფად დაძ­რა ად­გი­ლი­დან, რომ მას არც დამ­შვი­დო­ბე­ბია.

ამ ამ­ბის შემ­დეგ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. გოგო ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და და დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა დე­და­მის­მა ბი­ჭის ოჯახ­თან სცა­და. ერთ სო­ფელ­ში ცხოვ­რობ­დნენ და ერ­თმა­ნეთს კარ­გად იც­ნობ­დნენ. რო­გორც გა­ირ­კვა, სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა, მთვრალ­მა ირაკ­ლიმ დას ჩხუ­ბის მი­ზე­ზი უამ­ბო. სარ­ძლოს საქ­ცი­ელ­ზე მო­მა­ვა­ლი მუ­ლიც გაბ­რაზ­და და მა­ნაც ძმას ნიშ­ნო­ბის ჩაშ­ლა ურ­ჩია. გო­გოს დე­დას გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ირაკ­ლი მათი სიძე არა­სო­დეს იქ­ნე­ბო­და და ქალი სახ­ლში ატი­რე­ბუ­ლი გა­უშ­ვეს. სა­სი­დედ­რომ ჩათ­ვა­ლა, რომ ირაკ­ლი­ზე გავ­ლე­ნას დედა და და ახ­დენ­დნენ და ეს ამ­ბა­ვი მე­უღ­ლე­საც უამ­ბო. გო­გოს ოჯა­ხი შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი იყო ნიშ­ნო­ბის ჩაშ­ლით და ამ­ჯე­რად გო­გოს მამა წა­ვი­და ბი­ჭის ოჯახ­ში სი­ტუ­ა­ცი­ის გა­სარ­კვე­ვად, მაგ­რამ იქი­დან პო­ლი­ცი­ის თან­ხლე­ბით, გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წა­იყ­ვა­ნეს.

და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ჩვე­ნე­ბი­დან:

- ბიჭი ოჯახ­ში დე­დას­თან და დას­თან ერ­თად მო­ვი­და და ჩემი გო­გოს ხელი ითხო­ვა. ნიშ­ნო­ბის დღეც და­ით­ქვა. სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭედ­ში ოთხას დო­ლა­რამ­დე გა­და­ვი­ხა­დეთ, ორი ოქ­რომ­ჭე­დე­ლი გა­მო­ვიც­ვა­ლე: ჩემს გო­გოს პირ­ვე­ლი ბეჭ­დის ფორ­მა არ მო­ე­წო­ნა და შე­ვაც­ვლე­ვი­ნე... ნიშ­ნო­ბის­თვის სა­გან­გე­ბოდ ვემ­ზა­დე­ბო­დით. ნა­თე­სა­ვებ­მა იცოდ­ნენ, გო­გოს რომ ვა­თხო­ვებ­დი. სუფ­რის­თვის თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი ნა­ყი­დი მქონ­და. ერთი კვი­რა არც იყო დარ­ჩე­ნი­ლი, მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად უბან­ში ვი­დე­ქი, მან­ქა­ნით ჩემ­მა სა­სი­ძომ რომ ჩა­ი­ა­რა. გა­მი­ხარ­და, მაგ­რამ გვერ­დით ისე ჩა­ი­ა­რა, ზე­დაც არ შე­მომ­ხე­და. თავი უხერ­ხუ­ლად ვიგ­რძე­ნი და მე­ზობ­ლებ­თან თა­ვის მარ­თლე­ბა და­ვი­წყე, - ალ­ბათ ეჩ­ქა­რე­ბა და ვერ და­მი­ნა­ხა-მეთ­ქი. სახ­ლში რომ დავ­ბრუნ­დი, ჩემი ცოლ-შვი­ლი ცუდ ხა­სი­ათ­ზე დამ­ხვდა. მა­თაც ვუ­თხა­რი, ირაკ­ლი ასე მო­იქ­ცა-მეთ­ქი. მა­შინ მე­უღ­ლემ მი­თხრა, - ბავ­შვს სი­ცო­ცხლე აღარ უნდა, ნა­ჩხუბ­რე­ბი არი­ა­ნო. მი­ზე­ზიც გა­ვი­გე. ჩვე­ნი სა­სი­ძოს დას ჩემი მე­უღ­ლის­თვის უთ­ქვამს, - ჯერ ცო­ლად არ მოგ­ვიყ­ვა­ნია და ასეთ რა­მეს აკე­თებს, მერე რა­ღას იზამ­სო?!. ისიც შე­ვი­ტყვე, რომ ჩემს სა­სი­ძოს ვი­ღა­ცას­თან უჩხუ­ბია. მოკ­ლედ, ჩემი შვი­ლის­თვის ცუდი ქა­ლის იარ­ლი­ყის მი­წე­ბე­ბა უნ­დო­დათ. ეს რომ გა­ვი­გე, მა­შინ­ვე ბი­ჭის სახ­ლში წა­ვე­დი, ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მერ­კვია. სახ­ლში ქა­ლე­ბი დამ­ხვდნენ. რომ და­მი­ნა­ხეს, არ ესი­ა­მოვ­ნათ, სკა­მიც არ შე­მომ­თა­ვა­ზეს. დუ­მი­ლი მის­მა დამ და­არ­ღვია, - რა ვქნათ, ირაკ­ლიმ ნიშ­ნო­ბა გა­და­ი­ფიქ­რა, ჩვე­ნი ბრა­ლი არ არი­სო. დე­და­მის­მაც მო­უ­რი­დებ­ლად გა­მო­მი­ცხა­და, - შენი შვი­ლი თა­მა­მი გო­გოა, ასე­თი ჩვენს ოჯახს არ შე­ე­ფე­რე­ბაო. ისე გავ­ბრაზ­დი, აღარ მახ­სოვს, რა მო­ვი­მოქ­მე­დე. დედა-შვილს უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბით ვა­გი­ნე, რა­საც მათ­ზე ვფიქ­რობ­დი, ყვე­ლა­ფე­რი ვუ­თხა­რი, გან­სა­კუთ­რე­ბით - გო­გოს, რად­გან ჩემი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ის მე­ტად აქ­ტი­უ­რობ­და. არც ის მაკ­ლებ­და სათ­ქმელს. მო­მა­ხა­ლა, - ამ­დე­ნი ქო­ნე­ბა შენი შვი­ლის­თვის არ დაგ­ვიგ­რო­ვე­ბია; ზარ­მა­ცი ხალ­ხი ხართ, არა­ფე­რი გა­ბა­დი­ათ, თქვენ გინ­დო­დათ, მთელ ოჯახს ჩვენს ხარ­ჯზე გე­ცხოვ­რა­თო. მივ­ხვდი, ნიშ­ნო­ბის ჩაშ­ლის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი რაც იყო. მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვე­დი. მახ­სოვს, რომ იმ გო­გოს, ამ სი­ტყვე­ბის მერე, ვახ­რჩობ­დი... დე­და­მი­სი ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ორი­ვეს ვკა­რი ხელი. ამა­სო­ბა­ში მე­ზობ­ლე­ბიც შე­იკ­რიბ­ნენ. მაგ­რამ მათ მოს­ვლამ­დე დედა-შვილს ვცე­მე, ცხვი­რი­დან სის­ხლი ვა­დი­ნე. მა­ინც არ ჩუმ­დე­ბოდ­ნენ. მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ ირაკ­ლი ცო­ცხალს არ გა­მიშ­ვებ­და. ის სახ­ლში რომ ყო­ფი­ლი­ყო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უა­რე­სი მოხ­დე­ბო­და - ან მომ­კლავ­და, ან მოვ­კლავ­დი. ძლივს გაგ­ვაშ­ვე­ლეს მე­ზობ­ლებ­მა. იქი­დან წა­მო­ვე­დი და გზა­ზე მი­მა­ვა­ლი, პო­ლი­ცი­ამ და­მა­კა­ვა. შე­მოგ­ლე­ჯი­ლი ტან­საც­მე­ლი მეც­ვა. სახ­ლში მის­ვლი­სა და ტან­საც­მლის გა­მოც­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მომ­ცეს, ისე წა­მიყ­ვა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. მე მათ ოჯახ­ში სა­ჩხუბ­რად არ მივ­სულ­ვარ, უბ­რა­ლოდ, სი­ტუ­ა­ცი­ის გარ­კვე­ვა მინ­დო­და, მაგ­რამ იმ ქა­ლებ­მა მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ისე გა­მო­მიყ­ვა­ნეს, რომ ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი დავ­რჩი. მთე­ლი სოფ­ლის თვალ­ში ჩემს ოჯახს ჩირ­ქი მოს­ცხეს და ოჯა­ხის შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის ვა­პა­ტი­ებ. მარ­თა­ლია, მათ­თან შე­და­რე­ბით ხელ­მოკ­ლედ ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ სი­ღა­რი­ბე და­ნა­შა­უ­ლი არ არის.

საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­და. პრო­ცეს­ზე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლი ირაკ­ლის დედა და დაც და­ი­კი­თხნენ. ისი­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის მკაც­რად დას­ჯას ითხოვ­დნენ.

ირაკ­ლის დის ჩვე­ნე­ბი­დან:

- ჩემს ძმას მზი­ას­თვის უსაყ­ვე­დუ­რია, - რა­ტომ მო­ი­ქე­ცი უცხო კაც­თან ასეო? მაგ­რამ მზი­ას უთ­ქვამს, - ასე სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ვი­ქე­ცი: მინ­დო­და, გე­ეჭ­ვი­ა­ნა; ცო­ლად კი მოგ­ყა­ვარ, მაგ­რამ ზედ არ მი­ყუ­რე­ბო... იმ დღეს მა­მა­მი­სი მო­ვი­და. გვე­გო­ნა, შვი­ლის საქ­ცი­ე­ლის გამო ბო­დიშს მოგ­ვიხ­დი­და, შეგ­ვეხ­ვე­წე­ბო­და, რომ გვე­პა­ტი­ე­ბი­ნა, მაგ­რამ შე­ტე­ვა­ზე გად­მო­ვი­და, - ჯერ რძლად არ მო­გიყ­ვა­ნი­ათ ჩემი შვი­ლი და რას აბ­რა­ლებ­თო?! მეც ვუ­პა­სუ­ხე, - ჯერ ჩვე­ნი რძა­ლი არ გამ­ხდა­რა, უკვე სხვებ­ზე უჭი­რავს თვა­ლი და მერე რა­ღას იზამს-მეთ­ქი?! თმით და­მი­ჭი­რა და მახ­რჩობ­და, და­ნის ამო­ღე­ბაც უნ­დო­და, მაგ­რამ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ვე­ცით. მე­მუქ­რე­ბო­და, - თავი უნდა მო­გაჭ­რაო!.. ყვი­რილ­ზე მე­ზობ­ლე­ბი მოც­ვივ­დნენ. ისი­ნი რომ არა, შე­იძ­ლე­ბა, დღეს ცო­ცხლე­ბი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით. ექიმ­თან წაყ­ვა­ნას გვი­პი­რებ­დნენ, მაგ­რამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არ გავ­ყე­ვით - არ გვინ­დო­და, ირაკ­ლის ენერ­ვი­უ­ლა.

პრო­ცეს­ზე მზი­აც და­ი­კი­თხა:

- ჩემ­მა მო­მა­ვალ­მა მულ­მა დე­და­ჩემს უთხრა, - შენს შვილს "სხვა­ნა­ი­რი" მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს, ძა­ლი­ან თა­მა­მი გო­გოა, კა­ცე­ბის არ ერი­დე­ბა; ჩვენ ასე­თი რძა­ლი რომ გვნდო­მო­და, ჩემს ძმას აქამ­დე ათ­ჯერ და­ვა­ქორ­წი­ნებ­დით, მაგ­რამ ოჯახ­ში პა­ტი­ო­სა­ნი გოგო გვჭირ­დე­ბაო. დე­და­ჩე­მი უხ­სნი­და, რომ მე არ ვი­ყა­ვი დამ­ნა­შა­ვე. ნუ იცავ, შენ არ იცი, რისი გამ­კე­თე­ბე­ლი­აო, - უპა­სუ­ხა. დე­და­ჩემს უთ­ქვამს, რომ ჩვენს შო­რის მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო და მას არა­ფერს ვუ­მა­ლავ­დი, მაგ­რამ, - ასე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ნუ იქ­ნე­ბი, სტუ­დენ­ტო­ბი­სას რას აკე­თებ­და, შენ იქ არ ყო­ფილ­ხა­რო. დე­და­ჩე­მი აღარ აჰ­ყვა მათ სა­უ­ბარ­ში და სახ­ლში ტი­რი­ლით დაბ­რუნ­და... იმ სა­ღა­მოს მა­მა­ჩემს რომ შე­აგ­ვი­ან­და, ტე­ლე­ფონ­ზე ვუ­რე­კავ­დით. ჯერ არ პა­სუ­ხობ­და, შემ­დეგ მო­ბი­ლუ­რი გა­თი­შუ­ლი ჰქონ­და. მერე შე­ვი­ტყვეთ, რომ პო­ლი­ცი­ამ ცე­მის გამო და­ა­პა­ტიმ­რა. მომ­ხდა­რი ყვე­ლამ გა­ი­გო და ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვით. მა­შინ­ვე პო­ლი­ცი­ა­ში წა­ვე­დით, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მი არ გა­მო­უშ­ვეს. სა­ღა­მოს სახ­ლში ირაკ­ლი მო­ვი­და. მი­საყ­ვე­დუ­რა, რომ მომ­ხდა­რი ჩემი ბრა­ლი იყო. ვარ­წმუ­ნებ­დი, ხმა არ ამო­მი­ღია-მეთ­ქი; პი­რი­ქით, მის­მა დამ და­ი­წყო ყვე­ლა­ფე­რი. მთხო­ვა, მშვი­დად ვყო­ფი­ლი­ყა­ვი: მა­მა­ჩემს ად­ვო­კატს აუყ­ვან­და და მალე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ. მან პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა. ად­ვო­კა­ტი აიყ­ვა­ნა და მა­მა­ჩე­მის ცი­ხი­დან და­სახ­სნე­ლად ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და. მა­მას გი­რაო შე­უ­ფარ­დეს.

მოწ­მის სტა­ტუ­სით, გო­გოს დე­დაც და­ი­კი­თხა:

- ირაკ­ლის დას ვე­უბ­ნე­ბო­დი, - და­ნიშ­ნუ­ლე­ბი არი­ან, პა­ტა­რა უსი­ა­მოვ­ნე­ბა მო­უ­ვი­დათ, ერ­თმა­ნეთს არ და­ვა­შო­როთ, მშვი­დად მო­ვაგ­ვა­როთ ყვე­ლა­ფე­რი-მეთ­ქი. - ასე­თი რძა­ლი არ გვჭირ­დე­ბაო. ამი­ტომ, ჩემი შვი­ლიც აპი­რებ­და, საქმროს­თვის ყვე­ლა სა­ჩუ­ქა­რი უკან და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა, რად­გან ის თავს შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად გრძნობ­და. მაგ­რამ იმ დღეს ჩემი მე­უღ­ლე მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ა­კა­ვეს. ისე წა­სუ­ლა მათ სახ­ლში, რომ ჩვენ­თვის არა­ფე­რი უთ­ქვამს.

თა­ვად ირაკ­ლიმ პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ბრალ­დე­ბულ­თან პრე­ტენ­ზია არ ჰქონ­დათ და მის დას­თან და დე­დას­თან სი­ტუ­ა­ცი­ას თა­ვად გა­არ­კვევ­და.

ირაკ­ლიმ პრო­ცეს­ზე აღ­ნიშ­ნა: "ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ. მე და მზი­ას ერ­თმა­ნე­თი გვიყ­ვარს და ჩვენ შო­რის უბ­რა­ლო გა­უ­გებ­რო­ბა მოხ­და. ჩვენ ერ­თად ვიქ­ნე­ბით და ამი­ტომ, ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლევ, გთხოვთ, არ და­სა­ჯოთ ბრალ­დე­ბუ­ლი..."

თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მაც სა­ჯა­როდ მო­უ­ხა­და ბო­დი­ში სა­სი­ძოს დასა და დე­დას. ამ­ბობ­და, რომ მომ­ხდარს გულ­წრფე­ლად ნა­ნობ­და და ყვე­ლა­ფე­რი აღელ­ვე­ბულ­მა ჩა­ი­დი­ნა.

სა­ბო­ლო­ოდ სა­სა­მარ­თლომ მი­იჩ­ნია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი აფექ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და: "რაც გა­მო­იწ­ვია გა­სა­თხო­ვა­რი ქა­ლიშ­ვი­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფამ, უწე­სო ყო­ფაქ­ცე­ვის დაბ­რა­ლე­ბამ და ქორ­წი­ნე­ბის ჩაშ­ლამ". ხოლო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ის წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი არ იყო, მას სა­სა­მარ­თლომ პი­რო­ბი­თი სას­ჯე­ლი - 3 წელი შე­უ­ფარ­და. და­კის­რე­ბუ­ლი გი­რა­ოს თან­ხა კი სა­სი­ძომ გა­და­ი­ხა­და... რო­გორც ჩანს, ირაკ­ლიც თა­ვის წილ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობ­და: ეს ამ­ბა­ვი, მთვრალს თა­ვის დას­თან რომ არ მო­ე­ყო­ლა, საქ­მე აქამ­დე არ მი­ვი­დო­და. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სიძის დაშვებულმა შეცდომამ სასიმამროს პატიმრობა გამოიწვია

სიძის დაშვებულმა შეცდომამ სასიმამროს პატიმრობა გამოიწვია

ასაკოვანი მამაკაცი ციხეში სასიძოს დედისა და დის ცემის გამო აღმოჩნდა. ქალები მის მკაცრად დასჯას ითხოვდნენ, მაგრამ სასიმამრო პატიმრობიდან საბოლოოდ, მომავალმა სიძემ დაიხსნა. მას ადვოკატი აუყვანა, შემდეგ თავისუფლების სანაცვლოდ, მისთვის შეფარდებული 2.000-ლარიანი გირაოც თავად გადაიხადა და ამ აყალმაყალისა და დაძაბული ვითარების მიუხედავად, მის ქალიშვილზე მაინც იქორწინა.

მზიასა და ირაკლის ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დაქორწინება გადაწყვეტილი ჰქონდათ. გოგონა საქმროს ოფიციალურად ოჯახში მისვლას და დანიშვნას ითხოვდა, მის წინადადებას ბიჭიც დაეთანხმა. ნიშნობის დღეც დათქვეს, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი აირია...

წყვილი, ბიჭის ბიძაშვილმა სახინკლეში დაპატიჟა. იქ მისი მეგობრებიც იმყოფებოდნენ. არაყს სვამდნენ და ყველანი მალე დათვრნენ. ცოტა ხანში სუფრის ერთ-ერთმა ნასვამმა წევრმა საპატარძლოს კომპლიმენტი ესროლა, შემდეგ გვერდით მიუჯდა და მასთან საუბარი გააბა. ამ ყველაფერს საქმრო თავიდან მშვიდად უყურებდა, ჩხუბისგან თავს იკავებდა, მაგრამ ბოლოს ისე დაიძაბა ვითარება, რომ ისინი ძლივს გააშველეს. ნასვამმა საქმრომ მომხდარში საცოლეც დაადანაშაულა - მიიჩნია, რომ მისმა საცოლემ უცნობ მამაკაცს მასთან გაარშიყების საბაბი მისცა. მზია საქმროს არწმუნებდა, არაფერ შუაში ვიყავიო, მაგრამ ირაკლიმ გოგონა სახლში მიიყვანა და მანქანა ისე სწრაფად დაძრა ადგილიდან, რომ მას არც დამშვიდობებია.

ამ ამბის შემდეგ, შეყვარებულები ერთმანეთს დაშორდნენ. გოგო ძალიან ნერვიულობდა და დეტალების გარკვევა დედამისმა ბიჭის ოჯახთან სცადა. ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. როგორც გაირკვა, სახლში დაბრუნებულმა, მთვრალმა ირაკლიმ დას ჩხუბის მიზეზი უამბო. სარძლოს საქციელზე მომავალი მულიც გაბრაზდა და მანაც ძმას ნიშნობის ჩაშლა ურჩია. გოგოს დედას განუცხადეს, რომ ირაკლი მათი სიძე არასოდეს იქნებოდა და ქალი სახლში ატირებული გაუშვეს. სასიდედრომ ჩათვალა, რომ ირაკლიზე გავლენას დედა და და ახდენდნენ და ეს ამბავი მეუღლესაც უამბო. გოგოს ოჯახი შეურაცხყოფილი იყო ნიშნობის ჩაშლით და ამჯერად გოგოს მამა წავიდა ბიჭის ოჯახში სიტუაციის გასარკვევად, მაგრამ იქიდან პოლიციის თანხლებით, განყოფილებაში წაიყვანეს.

დაკავებული მამაკაცის ჩვენებიდან:

- ბიჭი ოჯახში დედასთან და დასთან ერთად მოვიდა და ჩემი გოგოს ხელი ითხოვა. ნიშნობის დღეც დაითქვა. საქორწინო ბეჭედში ოთხას დოლარამდე გადავიხადეთ, ორი ოქრომჭედელი გამოვიცვალე: ჩემს გოგოს პირველი ბეჭდის ფორმა არ მოეწონა და შევაცვლევინე... ნიშნობისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით. ნათესავებმა იცოდნენ, გოგოს რომ ვათხოვებდი. სუფრისთვის თითქმის ყველაფერი ნაყიდი მქონდა. ერთი კვირა არც იყო დარჩენილი, მეზობლებთან ერთად უბანში ვიდექი, მანქანით ჩემმა სასიძომ რომ ჩაიარა. გამიხარდა, მაგრამ გვერდით ისე ჩაიარა, ზედაც არ შემომხედა. თავი უხერხულად ვიგრძენი და მეზობლებთან თავის მართლება დავიწყე, - ალბათ ეჩქარება და ვერ დამინახა-მეთქი. სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი ცოლ-შვილი ცუდ ხასიათზე დამხვდა. მათაც ვუთხარი, ირაკლი ასე მოიქცა-მეთქი. მაშინ მეუღლემ მითხრა, - ბავშვს სიცოცხლე აღარ უნდა, ნაჩხუბრები არიანო. მიზეზიც გავიგე. ჩვენი სასიძოს დას ჩემი მეუღლისთვის უთქვამს, - ჯერ ცოლად არ მოგვიყვანია და ასეთ რამეს აკეთებს, მერე რაღას იზამსო?!. ისიც შევიტყვე, რომ ჩემს სასიძოს ვიღაცასთან უჩხუბია. მოკლედ, ჩემი შვილისთვის ცუდი ქალის იარლიყის მიწებება უნდოდათ. ეს რომ გავიგე, მაშინვე ბიჭის სახლში წავედი, ურთიერთობა გამერკვია. სახლში ქალები დამხვდნენ. რომ დამინახეს, არ ესიამოვნათ, სკამიც არ შემომთავაზეს. დუმილი მისმა დამ დაარღვია, - რა ვქნათ, ირაკლიმ ნიშნობა გადაიფიქრა, ჩვენი ბრალი არ არისო. დედამისმაც მოურიდებლად გამომიცხადა, - შენი შვილი თამამი გოგოა, ასეთი ჩვენს ოჯახს არ შეეფერებაო. ისე გავბრაზდი, აღარ მახსოვს, რა მოვიმოქმედე. დედა-შვილს უკანასკნელი სიტყვებით ვაგინე, რასაც მათზე ვფიქრობდი, ყველაფერი ვუთხარი, განსაკუთრებით - გოგოს, რადგან ჩემი შვილის წინააღმდეგ ის მეტად აქტიურობდა. არც ის მაკლებდა სათქმელს. მომახალა, - ამდენი ქონება შენი შვილისთვის არ დაგვიგროვებია; ზარმაცი ხალხი ხართ, არაფერი გაბადიათ, თქვენ გინდოდათ, მთელ ოჯახს ჩვენს ხარჯზე გეცხოვრათო. მივხვდი, ნიშნობის ჩაშლის რეალური მიზეზი რაც იყო. მდგომარეობიდან გამოვედი. მახსოვს, რომ იმ გოგოს, ამ სიტყვების მერე, ვახრჩობდი... დედამისი ეხმარებოდა, მაგრამ ორივეს ვკარი ხელი. ამასობაში მეზობლებიც შეიკრიბნენ. მაგრამ მათ მოსვლამდე დედა-შვილს ვცემე, ცხვირიდან სისხლი ვადინე. მაინც არ ჩუმდებოდნენ. მემუქრებოდნენ, რომ ირაკლი ცოცხალს არ გამიშვებდა. ის სახლში რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, უარესი მოხდებოდა - ან მომკლავდა, ან მოვკლავდი. ძლივს გაგვაშველეს მეზობლებმა. იქიდან წამოვედი და გზაზე მიმავალი, პოლიციამ დამაკავა. შემოგლეჯილი ტანსაცმელი მეცვა. სახლში მისვლისა და ტანსაცმლის გამოცვლის საშუალება არ მომცეს, ისე წამიყვანეს განყოფილებაში. მე მათ ოჯახში საჩხუბრად არ მივსულვარ, უბრალოდ, სიტუაციის გარკვევა მინდოდა, მაგრამ იმ ქალებმა მდგომარეობიდან ისე გამომიყვანეს, რომ ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი. მთელი სოფლის თვალში ჩემს ოჯახს ჩირქი მოსცხეს და ოჯახის შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ. მართალია, მათთან შედარებით ხელმოკლედ ვცხოვრობთ, მაგრამ სიღარიბე დანაშაული არ არის.

საქმე სასამართლომდე მივიდა. პროცესზე, დაზარალებულად ცნობილი ირაკლის დედა და დაც დაიკითხნენ. ისინი ბრალდებულის მკაცრად დასჯას ითხოვდნენ.

ირაკლის დის ჩვენებიდან:

- ჩემს ძმას მზიასთვის უსაყვედურია, - რატომ მოიქეცი უცხო კაცთან ასეო? მაგრამ მზიას უთქვამს, - ასე სპეციალურად მოვიქეცი: მინდოდა, გეეჭვიანა; ცოლად კი მოგყავარ, მაგრამ ზედ არ მიყურებო... იმ დღეს მამამისი მოვიდა. გვეგონა, შვილის საქციელის გამო ბოდიშს მოგვიხდიდა, შეგვეხვეწებოდა, რომ გვეპატიებინა, მაგრამ შეტევაზე გადმოვიდა, - ჯერ რძლად არ მოგიყვანიათ ჩემი შვილი და რას აბრალებთო?! მეც ვუპასუხე, - ჯერ ჩვენი რძალი არ გამხდარა, უკვე სხვებზე უჭირავს თვალი და მერე რაღას იზამს-მეთქი?! თმით დამიჭირა და მახრჩობდა, დანის ამოღებაც უნდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცით. მემუქრებოდა, - თავი უნდა მოგაჭრაო!.. ყვირილზე მეზობლები მოცვივდნენ. ისინი რომ არა, შეიძლება, დღეს ცოცხლები არ ვყოფილიყავით. ექიმთან წაყვანას გვიპირებდნენ, მაგრამ საავადმყოფოში არ გავყევით - არ გვინდოდა, ირაკლის ენერვიულა.

პროცესზე მზიაც დაიკითხა:

- ჩემმა მომავალმა მულმა დედაჩემს უთხრა, - შენს შვილს "სხვანაირი" მონაცემები აქვს, ძალიან თამამი გოგოა, კაცების არ ერიდება; ჩვენ ასეთი რძალი რომ გვნდომოდა, ჩემს ძმას აქამდე ათჯერ დავაქორწინებდით, მაგრამ ოჯახში პატიოსანი გოგო გვჭირდებაო. დედაჩემი უხსნიდა, რომ მე არ ვიყავი დამნაშავე. ნუ იცავ, შენ არ იცი, რისი გამკეთებელიაო, - უპასუხა. დედაჩემს უთქვამს, რომ ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობა იყო და მას არაფერს ვუმალავდი, მაგრამ, - ასე დარწმუნებული ნუ იქნები, სტუდენტობისას რას აკეთებდა, შენ იქ არ ყოფილხარო. დედაჩემი აღარ აჰყვა მათ საუბარში და სახლში ტირილით დაბრუნდა... იმ საღამოს მამაჩემს რომ შეაგვიანდა, ტელეფონზე ვურეკავდით. ჯერ არ პასუხობდა, შემდეგ მობილური გათიშული ჰქონდა. მერე შევიტყვეთ, რომ პოლიციამ ცემის გამო დააპატიმრა. მომხდარი ყველამ გაიგო და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავით. მაშინვე პოლიციაში წავედით, მაგრამ მამაჩემი არ გამოუშვეს. საღამოს სახლში ირაკლი მოვიდა. მისაყვედურა, რომ მომხდარი ჩემი ბრალი იყო. ვარწმუნებდი, ხმა არ ამომიღია-მეთქი; პირიქით, მისმა დამ დაიწყო ყველაფერი. მთხოვა, მშვიდად ვყოფილიყავი: მამაჩემს ადვოკატს აუყვანდა და მალე გაათავისუფლებდნენ. მან პირობა შეასრულა. ადვოკატი აიყვანა და მამაჩემის ციხიდან დასახსნელად ყველაფერს აკეთებდა. მამას გირაო შეუფარდეს.

მოწმის სტატუსით, გოგოს დედაც დაიკითხა:

- ირაკლის დას ვეუბნებოდი, - დანიშნულები არიან, პატარა უსიამოვნება მოუვიდათ, ერთმანეთს არ დავაშოროთ, მშვიდად მოვაგვაროთ ყველაფერი-მეთქი. - ასეთი რძალი არ გვჭირდებაო. ამიტომ, ჩემი შვილიც აპირებდა, საქმროსთვის ყველა საჩუქარი უკან დაებრუნებინა, რადგან ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. მაგრამ იმ დღეს ჩემი მეუღლე მოულოდნელად დააკავეს. ისე წასულა მათ სახლში, რომ ჩვენთვის არაფერი უთქვამს.

თავად ირაკლიმ პროცესზე განაცხადა, რომ ბრალდებულთან პრეტენზია არ ჰქონდათ და მის დასთან და დედასთან სიტუაციას თავად გაარკვევდა.

ირაკლიმ პროცესზე აღნიშნა: "ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. მე და მზიას ერთმანეთი გვიყვარს და ჩვენ შორის უბრალო გაუგებრობა მოხდა. ჩვენ ერთად ვიქნებით და ამიტომ, ბატონო მოსამართლევ, გთხოვთ, არ დასაჯოთ ბრალდებული..."

თავად ბრალდებულმაც საჯაროდ მოუხადა ბოდიში სასიძოს დასა და დედას. ამბობდა, რომ მომხდარს გულწრფელად ნანობდა და ყველაფერი აღელვებულმა ჩაიდინა.

საბოლოოდ სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა: "რაც გამოიწვია გასათხოვარი ქალიშვილის შეურაცხყოფამ, უწესო ყოფაქცევის დაბრალებამ და ქორწინების ჩაშლამ". ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ის წარსულში ნასამართლევი არ იყო, მას სასამართლომ პირობითი სასჯელი - 3 წელი შეუფარდა. დაკისრებული გირაოს თანხა კი სასიძომ გადაიხადა... როგორც ჩანს, ირაკლიც თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობდა: ეს ამბავი, მთვრალს თავის დასთან რომ არ მოეყოლა, საქმე აქამდე არ მივიდოდა. საბოლოოდ, ყველაფერი წყვილის ქორწინებით დასრულდა.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ