ლინდსი ლოჰანი რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა ბრიტანული ჯგუფის - The Wanted-ის წევრის, მაქს ჯორჯის გულის მოგებას და როგორც იქნა, მიზანს მიაღწია. ვარსკვლავს მომღერალთან რომანი აქვს.
მართალია ლინდსის და მაქსის წარმომადგენლებს ინფორმაცია არ დაუდასტურებიათ, თუმცა ამ რომანს ლოჰანის გამოქვეყნებული ფოტო ადასტურებს, სადაც მსახიობი და მომღერალი ერთად არიან. სურათი ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული.
ლინდსი ლოჰანი მაქს ჯორჯს ნოემბრიდან უკან დასდევს. მსახიობი ყოველთვის იმ ღამის კლუბს სტუმრობს, სადაც მაქსი მეგობრებთან ერთად ერთობა. ერთ-ერთ ასეთ ვიზიტს სკანდალიც კი მოყვა. ლინდსიმ დაინახა, რომ მაქსი ტიფანი მიტჩელს ესაუბრებოდა, მსახიობმა იეჭვიანა და გოგონა თმებით ითრია.
ამის შემდეგ ყველას ეგონა, რომ მაქს ჯორჯი ლინდსისთან ურთიერთობაზე უარს იტყოდა, თუმცა მსახიობმა საწადელს მაინც მიაღწია.
"მაქსმა ლინდსი მანჩესტერში ოჯახის გასაცნობად დაპატიჟა. ლოჰანი სიამოვნებით დათანხმდა და მშვენიერი დრო გაატარა ჯორჯების კლანთან", - აცხადებს წყარო.
მომზადებულია TMZ.com-ის მიხედვით.