მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაზბეგში "ნაკურთხი ჰესები" შენდება?
ყაზბეგში "ნაკურთხი ჰესები" შენდება?

წინა კვი­რა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ყაზ­ბეგ­ში ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი. ვი­ღაც ჭკვი­ან­მა აქ 10 ჰე­სის აშე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. ჰე­სე­ბის აშე­ნე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა და­ი­წყეს. ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" ეს კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნა. არ­ჩევ­ნე­ბის წინ პი­რო­ბა და­დეს, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მშე­ნებ­ლო­ბას გა­ა­ჩე­რებ­დნენ. ასე­თი პი­რო­ბა სხვა­თა შო­რის ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძე­მაც დადო.

და­ნა­პი­რე­ბი არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი "და­რი­ალ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბა ისევ გრძელ­დე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ ამის უკან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი იდგა. სა­ინ­ტე­რე­სოა ახლა ვინ დგას. ასე­ვე გა­ურ­კვე­ვე­ლია რაღა ყაზ­ბეგ­ში ასა­შე­ნე­ბე­ლი ჰე­სე­ბის გარ­შე­მო მო­უნ­დათ კო­ა­ბი­ტა­ცია ოც­ნე­ბას და ნაც­მოძს.

ამ მშე­ნებ­ლო­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­და არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან. "მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვამ" პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ი­ტა­ნა სარ­ჩე­ლი. წინა კვი­რა­ში ამ სა­კი­თხის სა­ჯა­რო გან­ხილ­ვა და­ი­წყო. ყაზ­ბე­გის მო­სახ­ლე­ო­ბამ ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბის მო­თხოვ­ნით ხელ­მო­წე­რე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და­ი­წყო.

მე­ჰე­სე­ებ­მა საფრ­თხე იყ­ნო­სეს და სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გეს. "ახა­ლი თა­ო­ბის­თვის" ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში მშე­ნე­ბა­რე "და­რი­ა­ლი", "ლარ­სი" და "ხდის" ჰე­სის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გუ­შინ დი­ლი­დან და­დი­ან ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ჰე­სე­ბი პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით შენ­დე­ბა და თა­ნახ­მა არი­ან თუ არა, რომ ჰე­სე­ბი აშენ­დეს.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რეს შოთა ბუ­ჩუ­კურს. მან ეს ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა.

- 17 იან­ვარს კი­ნო­სახ­ლში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე რო­გორც კომ­პა­ნი­ის, ისე გა­რე­მოს დაც­ვი­სა და ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნე­ლებ­მა კარ­გად და­ი­ნა­ხეს გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლე­ბი­სა და შეხ­ვედ­რა­ზე დამ­სწრე მო­ხე­ვე­ე­ბის პო­ზი­ცია რა­ი­ონ­ში ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. 21 იან­ვრის დი­ლი­დან კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­საქ­მე­ბულ ად­გი­ლობ­რი­ვებ­თან ერ­თად და­დი­ან რა­ი­ონ­ში და ად­გი­ლობ­რი­ვებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვით ხდე­ბა და არი­ან თუ არა ჰე­სე­ბის აშე­ნე­ბის მომ­ხრე. ამას­თან აგ­რო­ვე­ბენ ხელ­მო­წე­რებს . ჯერ­ჯე­რო­ბით ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია უც­ნო­ბია, თუმ­ცა, მი­მაჩ­ნია, რომ ეს არის ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბით სპე­კუ­ლი­რე­ბა. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კარ­გად იცი­ან თუ რამ­ხე­ლა ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვს ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქს და ამი­ტო­მაც, ად­გი­ლობ­რივ­თა თან­ხმო­ბის მი­სა­ღე­ბად იყე­ნე­ბენ მის სა­ხელს,- გა­ნა­ცხა­და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ბუ­ჩუ­კურ­მა.

იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ამ ცნო­ბა­ზე სა­პატ­რი­არ­ქო სე­რი­ო­ზულ რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს ჰე­სის "პრა­რა­ბებს" კი ასე­თი თაღ­ლი­თო­ბის­თვის პა­სუ­ხი უნდა მო­ე­თხო­ვოთ.

შო­რე­ნა მარ­სა­გიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ახა­ლი თა­ო­ბა"

ყაზბეგში "ნაკურთხი ჰესები" შენდება?

ყაზბეგში "ნაკურთხი ჰესები" შენდება?

წინა კვირაში აქტიურად განიხილებოდა ყაზბეგში ჰესების მშენებლობის საკითხი. ვიღაც ჭკვიანმა აქ 10 ჰესის აშენება გადაწყვიტა. ჰესების აშენება ნაციონალებმა დაიწყეს. ამას საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოჰყვა. "ქართულმა ოცნებამ" ეს კარგად გამოიყენა. არჩევნების წინ პირობა დადეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მშენებლობას გააჩერებდნენ. ასეთი პირობა სხვათა შორის ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც დადო.

დანაპირები არ შესრულებულა. ავადსახსენებელი "დარიალჰესის" მშენებლობა ისევ გრძელდება. ამბობენ, რომ ამის უკან ვანო მერაბიშვილი იდგა. საინტერესოა ახლა ვინ დგას. ასევე გაურკვეველია რაღა ყაზბეგში ასაშენებელი ჰესების გარშემო მოუნდათ კოაბიტაცია ოცნებას და ნაცმოძს.

ამ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობის გარდა არასამთავრობოებიც ეწინააღმდეგებიან. "მწვანე ალტერნატივამ" პროკურატურაში შეიტანა სარჩელი. წინა კვირაში ამ საკითხის საჯარო განხილვა დაიწყო. ყაზბეგის მოსახლეობამ ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

მეჰესეებმა საფრთხე იყნოსეს და საპასუხო ნაბიჯები გადადგეს. "ახალი თაობისთვის" ცნობილი გახდა, რომ ყაზბეგის რაიონში მშენებარე "დარიალი", "ლარსი" და "ხდის" ჰესის მფლობელი კომპანიის წარმომადგენლები გუშინ დილიდან დადიან ადგილობრივ მოსახლეობაში და ეუბნებიან, რომ ჰესები პატრიარქის კურთხევით შენდება და თანახმა არიან თუ არა, რომ ჰესები აშენდეს.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი ვთხოვეთ არასამთავრობო ორგანიზაციის თანათავმჯდომარეს შოთა ბუჩუკურს. მან ეს ინფორმაცია დაადასტურა.

- 17 იანვარს კინოსახლში გამართულ შეხვედრაზე როგორც კომპანიის, ისე გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელებმა კარგად დაინახეს გარემოსდამცველებისა და შეხვედრაზე დამსწრე მოხევეების პოზიცია რაიონში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. 21 იანვრის დილიდან კომპანიის წარმომადგენლები, მშენებლობაზე დასაქმებულ ადგილობრივებთან ერთად დადიან რაიონში და ადგილობრივებს ეუბნებიან, რომ ჰესების მშენებლობა პატრიარქის კურთხევით ხდება და არიან თუ არა ჰესების აშენების მომხრე. ამასთან აგროვებენ ხელმოწერებს . ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია უცნობია, თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს არის ადამიანების რელიგიური გრძნობებით სპეკულირება. კომპანიის წარმომადგენლებმა კარგად იციან თუ რამხელა ავტორიტეტი აქვს ყაზბეგის რაიონში საქართველოს პატრიარქს და ამიტომაც, ადგილობრივთა თანხმობის მისაღებად იყენებენ მის სახელს,- განაცხადა ჩვენთან საუბარში ბუჩუკურმა.

იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ცნობაზე საპატრიარქო სერიოზულ რეაგირებას მოახდენს ჰესის "პრარაბებს" კი ასეთი თაღლითობისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოთ.

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი "ახალი თაობა"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"