მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯენიფერ ლავ ჰიუიტი სიყვარულზე ოცნებობს
ჯენიფერ ლავ ჰიუიტი სიყვარულზე ოცნებობს

სე­რი­ალ "მოჩ­ვე­ნე­ბებ­თან მო­ლა­პა­რა­კი­სა" და მრა­ვა­ლი ამე­რი­კუ­ლი მე­ლოდ­რა­მის ვარ­სკვლა­ვი ჯე­ნი­ფერ ლავ ჰი­უ­ი­ტი ცოტა ხნის წინ და­შორ­და თა­ვის ბო­იფ­რენდ ჯე­ი­კი კე­ნე­დის. 31 წლის მსა­ხი­ობ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღი­ა­რა, რომ სა­შინ­ლად ვერ იტანს მარ­ტო­ო­ბას.

"ჩემს წიგნ­ში ვი­პო­ვი პა­სუ­ხებს..."

"არ მიყ­ვარს კლუ­ბებ­ში წვე­უ­ლე­ბებ­ზე სი­ა­რუ­ლი, - ამ­ბობს ჯე­ნი­ფე­რი, - არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი იმ გო­გო­ნე­ბის რი­ცხვს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ ღამე იც­ვლი­ან კა­ცებს. მიყ­ვარს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მომ­წონს სე­რი­ო­ზუ­ლი რო­მა­ნე­ბის გაბ­მა. ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს უხა­რია, როცა ვინ­მეს შორ­დე­ბა და თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, მაგ­რამ მე არა".

ბე­დის ირო­ნი­ით, ბო­იფ­რენდთან გან­შო­რე­ბა, რო­მე­ლიც ფილმში "მოჩ­ვე­ნე­ბებ­თან მო­ლა­პა­რა­კე" მისი პარტნი­ო­რი იყო და და­ი­ნიშ­ნენ კი­დეც, და­ემ­თხვა ლი­ტე­რა­ტუ­რულ ბა­ზარ­ზე ჯე­ნი­ფე­რის ახა­ლი ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნის გა­მოს­ვლას, რო­მე­ლიც მკი­თხვე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ მო­უ­თხრობს. თა­ვის წიგნ­ში მსა­ხი­ო­ბი პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და უიღ­ბლო რო­მა­ნებ­ზე ჰყვე­ბა. კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის თქმით, ახლა თა­ვი­სი წიგ­ნის გა­და­კი­თხვას და მას­ში რა­ი­მე საქ­მი­ა­ნი რჩე­ვის პოვ­ნას აპი­რებს:

"ჩემს წიგნ­ში არას­დროს მით­ქვამს, რომ ვიცი, რო­გორ უნდა აი­გოს იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი, - ამ წიგ­ნით მკი­თხვე­ლებს გა­ვა­ცა­ნი სა­კუ­თა­რი თავი, ასე­ვე ის, რომ მეც იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბი მაქვს. ახლა, როცა ისევ მარ­ტო ვარ, მინ­და სა­კუ­თა­რი ქმნი­ლე­ბა გა­და­ვი­კი­თხო და მას­ში ვი­პო­ვო პა­სუ­ხე­ბი ყვე­ლა სა­კი­თხზე. სიყ­ვა­რულ­ზე ვოც­ნე­ბობ. მინ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქალი გავ­ხდე, რო­მელ­მაც იპო­ვა შე­სა­ნიშ­ნა­ვი პარტნი­ო­რი ცხოვ­რე­ბა­ში, გა­ა­ჩი­ნა შვი­ლე­ბი და შექ­მნა ოჯა­ხი".

ჰი­უ­იტს მარ­თლაც ბევ­რი რო­მა­ნი ჰქონ­და. და­ნიშ­ნუ­ლი იყო შოტ­ლან­დი­ელ მსა­ხი­ობ როს მა­კოლ­ზე, ხვდე­ბო­და მუ­სი­კოს ჯონ მა­ი­ერს, მსა­ხი­ო­ბებს ჯოი ლო­რენსსა და კარ­სონ დე­ი­ლის. თუმ­ცა სა­კურ­თხევ­ლამ­დე ერთხელც ვერ მი­ვი­და, რად­გან მის რო­მან­ტი­კულ ბუ­ნე­ბას ბო­ლომ­დე ვერც ერთი მა­მა­კა­ცი ვერ ჩახ­ვდა.

თა­ვის წიგნ­ში ჯე­ნი­ფე­რი მკი­თხველს იმა­საც უამ­ბობს, რო­გორ უნდა იფ­ლირ­ტა­ონ სწო­რად, წე­რონ სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლე­ბი ინ­ტერ­ნე­ტით, რო­გორ მო­იქ­ცნენ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან გან­შო­რე­ბის შემ­დეგ, და კი­დევ იმას, თუ რა სურთ სი­ნამ­დვი­ლე­ში მა­მა­კა­ცებ­სა და ქა­ლებს.

"მე ვფიქ­რობ, დრო მო­ვი­და, სხვებს გა­ვუ­ზი­ა­რო ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ვის­წავ­ლე ჩემი რო­მა­ნე­ბის წყა­ლო­ბით, - აღ­ნიშ­ნა ჯე­ნი­ფერ­მა წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, - ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წიგნს წა­ი­კი­თხა­ვენ, ჩემს შეც­დო­მებ­ზე ბევრ რა­მეს ის­წავ­ლი­ან".

კრი­ტი­კის შე­სა­ხებ...

"ეს ჰო­ლი­ვუ­დის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. თა­ვი­დან ძა­ლი­ან მთრგუ­ნავ­და, ვი­ჯე­ქი და ვტი­რო­დი, როცა ვკი­თხუ­ლობ­დი, რა სა­ში­ნე­ლე­ბებს წერ­დნენ ჩემ­ზე, ჩემს წო­ნა­ზე, მაგ­რამ მერე გა­დავ­წყვი­ტე, რომ ამა­ზე უფრო ძლი­ე­რი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. თუ ადა­მი­ა­ნე­ბი მე მი­წო­დე­ბენ მსუ­ქანს, მა­შინ ამე­რი­კა­ში ათა­სო­ბით მო­ზარ­დი გო­გო­ნაა, რომ­ლე­ბიც ჩემ­ზე ცუ­დად გრძნო­ბენ თავს. ამი­ტო­მაც აღარ ვრე­ა­გი­რებ­დი ამ პრო­ვო­კა­ცი­ებ­ზე. მიყ­ვარს შო­უ­ბიზ­ნე­სი. არას­წო­რად არ გა­მი­გოთ, მაგ­რამ გა­მუდ­მე­ბით მას­ში ვარ ჩაყ­ვინ­თუ­ლი. სუ­პერ­მარ­კეტ­შიც რომ მივ­დი­ვარ, სვი­ტერ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი, ვიცი, რომ ფო­ტოს გა­და­მი­ღე­ბენ და არც ისე კარ­გად გა­მო­ვალ იმ ფო­ტო­ებ­ზე. ადრე ეს მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, მაგ­რამ ახლა აღარ ვაქ­ცევ ყუ­რა­დღე­ბას. არ მინ­და ისე­თი ცხოვ­რე­ბა, როცა პა­წა­წი­ნა მი­ზე­ზის გა­მოც კი სა­ჭი­როა გაპ­რან­ჭვა და სახ­ლი­დან ისე გას­ვლა. მინ­და ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ვიყო. ცეკ­ვე­ბი­დან ან იო­გის გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან გა­ოფ­ლი­ლი გა­მო­ვალ, ასეც უნდა იყოს და ნუ­რა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა. ხოლო თუ გა­უკ­ვირ­დე­ბა, ეს მისი პრობ­ლე­მა იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­დას, მიყ­ვარს გა­მო­წყო­ბა. მოდა ერ­თგვა­რი მსა­ხი­ო­ბო­ბაა. გეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი როლი ითა­მა­შო, და ყო­ველ­თვის შე­გიძ­ლია შე­იც­ვა­ლო. ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვია! ყვე­ლა­ზე მე­ტად "პრა­დას" კა­ბე­ბი მიყ­ვარს. არას­დროს გა­მო­დის მო­დი­დან. როცა უფრო ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი, ვე­ლუ­რი სტი­ლი მქონ­და, მაგ­რამ ახლა კლა­სი­კას ვამ­ჯო­ბი­ნებ, კომ­ფორ­ტულ ნივ­თებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­თვის მო­და­შია".

აღ­მაფ­რე­ნე­ბი­სა და და­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ

"მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მაქვს. არც კი ვფიქ­რობ, რომ ჩემს კა­რი­ე­რა­ში შე­იძ­ლე­ბა ილა­პა­რა­კო აღ­მაფ­რე­ნი­სა და და­ცე­მის შე­სა­ხებ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, იყო ისი­ნი, რო­გორც ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი­სა და მომ­ღერ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში. მაგ­რამ სა­ერ­თო ჯამ­ში, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა ცხოვ­რე­ბა­ში.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ჯენიფერ ლავ ჰიუიტი სიყვარულზე ოცნებობს

ჯენიფერ ლავ ჰიუიტი სიყვარულზე ოცნებობს

სერიალ "მოჩვენებებთან მოლაპარაკისა" და მრავალი ამერიკული მელოდრამის ვარსკვლავი ჯენიფერ ლავ ჰიუიტი ცოტა ხნის წინ დაშორდა თავის ბოიფრენდ ჯეიკი კენედის. 31 წლის მსახიობმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ საშინლად ვერ იტანს მარტოობას.

"ჩემს წიგნში ვიპოვი პასუხებს..."

"არ მიყვარს კლუბებში წვეულებებზე სიარული, - ამბობს ჯენიფერი, - არ მივეკუთვნები იმ გოგონების რიცხვს, რომლებიც ყოველ ღამე იცვლიან კაცებს. მიყვარს ურთიერთობები, მომწონს სერიოზული რომანების გაბმა. ზოგიერთ ადამიანს უხარია, როცა ვინმეს შორდება და თავისუფლდება, მაგრამ მე არა".

ბედის ირონიით, ბოიფრენდთან განშორება, რომელიც ფილმში "მოჩვენებებთან მოლაპარაკე" მისი პარტნიორი იყო და დაინიშნენ კიდეც, დაემთხვა ლიტერატურულ ბაზარზე ჯენიფერის ახალი ბიოგრაფიული წიგნის გამოსვლას, რომელიც მკითხველებს რომანტიკული ურთიერთობების შესახებ მოუთხრობს. თავის წიგნში მსახიობი პირად გამოცდილებასა და უიღბლო რომანებზე ჰყვება. კინოვარსკვლავის თქმით, ახლა თავისი წიგნის გადაკითხვას და მასში რაიმე საქმიანი რჩევის პოვნას აპირებს:

"ჩემს წიგნში არასდროს მითქვამს, რომ ვიცი, როგორ უნდა აიგოს იდეალური ურთიერთობები, - ამბობს მსახიობი, - ამ წიგნით მკითხველებს გავაცანი საკუთარი თავი, ასევე ის, რომ მეც იგივე პრობლემები მაქვს. ახლა, როცა ისევ მარტო ვარ, მინდა საკუთარი ქმნილება გადავიკითხო და მასში ვიპოვო პასუხები ყველა საკითხზე. სიყვარულზე ვოცნებობ. მინდა დამოუკიდებელი შეყვარებული ქალი გავხდე, რომელმაც იპოვა შესანიშნავი პარტნიორი ცხოვრებაში, გააჩინა შვილები და შექმნა ოჯახი".

ჰიუიტს მართლაც ბევრი რომანი ჰქონდა. დანიშნული იყო შოტლანდიელ მსახიობ როს მაკოლზე, ხვდებოდა მუსიკოს ჯონ მაიერს, მსახიობებს ჯოი ლორენსსა და კარსონ დეილის. თუმცა საკურთხევლამდე ერთხელც ვერ მივიდა, რადგან მის რომანტიკულ ბუნებას ბოლომდე ვერც ერთი მამაკაცი ვერ ჩახვდა.

თავის წიგნში ჯენიფერი მკითხველს იმასაც უამბობს, როგორ უნდა იფლირტაონ სწორად, წერონ სასიყვარულო წერილები ინტერნეტით, როგორ მოიქცნენ საყვარელ ადამიანთან განშორების შემდეგ, და კიდევ იმას, თუ რა სურთ სინამდვილეში მამაკაცებსა და ქალებს.

"მე ვფიქრობ, დრო მოვიდა, სხვებს გავუზიარო ყველაფერი ის, რაც ვისწავლე ჩემი რომანების წყალობით, - აღნიშნა ჯენიფერმა წიგნის პრეზენტაციაზე, - ვიმედოვნებ, რომ ქალები, რომლებიც წიგნს წაიკითხავენ, ჩემს შეცდომებზე ბევრ რამეს ისწავლიან".

კრიტიკის შესახებ...

"ეს ჰოლივუდის განუყოფელი ნაწილია. თავიდან ძალიან მთრგუნავდა, ვიჯექი და ვტიროდი, როცა ვკითხულობდი, რა საშინელებებს წერდნენ ჩემზე, ჩემს წონაზე, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ამაზე უფრო ძლიერი უნდა ვყოფილიყავი. თუ ადამიანები მე მიწოდებენ მსუქანს, მაშინ ამერიკაში ათასობით მოზარდი გოგონაა, რომლებიც ჩემზე ცუდად გრძნობენ თავს. ამიტომაც აღარ ვრეაგირებდი ამ პროვოკაციებზე. მიყვარს შოუბიზნესი. არასწორად არ გამიგოთ, მაგრამ გამუდმებით მასში ვარ ჩაყვინთული. სუპერმარკეტშიც რომ მივდივარ, სვიტერში გამოწყობილი, ვიცი, რომ ფოტოს გადამიღებენ და არც ისე კარგად გამოვალ იმ ფოტოებზე. ადრე ეს მაღიზიანებდა, მაგრამ ახლა აღარ ვაქცევ ყურადღებას. არ მინდა ისეთი ცხოვრება, როცა პაწაწინა მიზეზის გამოც კი საჭიროა გაპრანჭვა და სახლიდან ისე გასვლა. მინდა ნორმალური ადამიანი ვიყო. ცეკვებიდან ან იოგის გაკვეთილებიდან გაოფლილი გამოვალ, ასეც უნდა იყოს და ნურავის გაუკვირდება. ხოლო თუ გაუკვირდება, ეს მისი პრობლემა იქნება.

რაც შეეხება მოდას, მიყვარს გამოწყობა. მოდა ერთგვარი მსახიობობაა. გეძლევა საშუალება, გარკვეული როლი ითამაშო, და ყოველთვის შეგიძლია შეიცვალო. ეს შესანიშნავია! ყველაზე მეტად "პრადას" კაბები მიყვარს. არასდროს გამოდის მოდიდან. როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ველური სტილი მქონდა, მაგრამ ახლა კლასიკას ვამჯობინებ, კომფორტულ ნივთებს, რომლებიც ყოველთვის მოდაშია".

აღმაფრენებისა და დაცემების შესახებ

"მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, რაც მაქვს. არც კი ვფიქრობ, რომ ჩემს კარიერაში შეიძლება ილაპარაკო აღმაფრენისა და დაცემის შესახებ. რასაკვირველია, იყო ისინი, როგორც ყველა მსახიობისა და მომღერლის ცხოვრებაში. მაგრამ საერთო ჯამში, ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება