მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯონ გალიანო მოდის სამყაროს უბრუნდება
ჯონ გალიანო მოდის სამყაროს უბრუნდება

თით­ქმის ორი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ რაც დი­ზა­ი­ნე­რი ჯონ გა­ლი­ა­ნო Dior-ის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი გა­ლი­ა­ნოს მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ან­ტი­სე­მი­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი იყო.

ახლა კი ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი მო­დის სამ­ყა­როს უბ­რუნ­დე­ბა, თუმ­ცა არა რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­წარ­მე, არა­მედ რო­გორც ცნო­ბი­ლი ბრენ­დის Oscar de la Renta-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ოს­კარ დე ლა რენ­ტამ ჯონ გა­ლი­ა­ნოს ნიუ-იორ­კის ოფის­ში დრო­ე­ბით მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა. ოს­კარ დე ლა რენ­ტა და ჯონ გა­ლი­ა­ნო ბრენ­დის ახალ კო­ლექ­ცი­ას ნიუ-იორ­კის მო­დის კვი­რე­უ­ლის­თვის ერ­თად მო­ამ­ზა­დე­ბენ.

"მე და ჯონი ერ­თმა­ნეთს წლე­ბია ვიც­ნობთ და ვმე­გობ­რობთ. მე მისი ნი­ჭის დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვარ. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ მე ვაძ­ლევ სა­შუ­ა­ლე­ბას ისევ და­უბ­რუნ­დეს მო­დას" - გა­ნა­ცხა­და ოს­კარ დე ლა რენ­ტამ.

ჯონ გა­ლი­ა­ნომ თა­ვის მხრივ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მე­გო­ბარს დახ­მა­რე­ბის­თვის.

"ვამ­ბობ­დი და ვა­კე­თებ­დი ისეთ რა­მე­ებს, რაც ებ­რა­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს გულს სტკენ­და. მე სა­ჯა­როდ მო­ვი­ხა­დე ბო­დი­ში და დღემ­დე ვი­თხოვ პა­ტი­ე­ბას. ახ­ლაც მინ­და გა­მო­ვის­ყი­დო და­ნა­შუ­ა­ლი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ვა­ყე­ნე. გა­სუ­ლი ორი წელი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და­ვუთ­მე. სი­ტყვე­ბით ვერ აღვწერ რო­გო­რი მად­ლო­ბე­ლი ვარ ოს­კა­რის იმის­თვის, რომ მას­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა", - გა­ნა­ცხა­და ჯონ გა­ლი­ა­ნომ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Fashion Telegraph-ის მი­ხედ­ვით.

ჯონ გალიანო მოდის სამყაროს უბრუნდება

ჯონ გალიანო მოდის სამყაროს უბრუნდება

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ რაც დიზაინერი ჯონ გალიანო Dior-ის კრეატიული დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზი გალიანოს მიერ გაკეთებული ანტისემიტური განცხადებები იყო.

ახლა კი ცნობილი დიზაინერი მოდის სამყაროს უბრუნდება, თუმცა არა როგორც დამოუკიდებელი მეწარმე, არამედ როგორც ცნობილი ბრენდის Oscar de la Renta-ს თანამშრომელი.

ოსკარ დე ლა რენტამ ჯონ გალიანოს ნიუ-იორკის ოფისში დროებით მუშაობა შესთავაზა. ოსკარ დე ლა რენტა და ჯონ გალიანო ბრენდის ახალ კოლექციას ნიუ-იორკის მოდის კვირეულისთვის ერთად მოამზადებენ.

"მე და ჯონი ერთმანეთს წლებია ვიცნობთ და ვმეგობრობთ. მე მისი ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. მოხარული ვარ, რომ მე ვაძლევ საშუალებას ისევ დაუბრუნდეს მოდას" - განაცხადა ოსკარ დე ლა რენტამ.

ჯონ გალიანომ თავის მხრივ მადლობა გადაუხადა მეგობარს დახმარებისთვის.

"ვამბობდი და ვაკეთებდი ისეთ რამეებს, რაც ებრაული საზოგადოების წარმომადგენლებს გულს სტკენდა. მე საჯაროდ მოვიხადე ბოდიში და დღემდე ვითხოვ პატიებას. ახლაც მინდა გამოვისყიდო დანაშუალი იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც შეურაცხყოფა მივაყენე. გასული ორი წელი რეაბილიტაციას დავუთმე. სიტყვებით ვერ აღვწერ როგორი მადლობელი ვარ ოსკარის იმისთვის, რომ მასთან ერთად მუშაობის საშუალება მომცა", - განაცხადა ჯონ გალიანომ.

მომზადებულია Fashion Telegraph-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება