პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრება კონფლიქტის ზონაში, ომის ნამსხვრევებით
ცხოვრება კონფლიქტის ზონაში, ომის ნამსხვრევებით

აფხა­ზე­თის კონ­ფლიქ­ტის ზონა ის ად­გი­ლია, სა­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არც ომია და არც მშვი­დო­ბა. თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ცხოვ­რე­ბის ასეთ პი­რო­ბებს შე­ე­გუა და პი­რად სა­უბ­რებ­ში არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ, რომ სა­ში­ში უკვე არა­ფე­რია, რად­გან ადა­მი­ა­ნებ­მა სა­ერ­თო ენა იპო­ვეს; თუ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა არ აუ­რი­ეს, ჩვენ რო­გორ­ღაც ვე­წყო­ბით ერ­თმა­ნეთ­საც და სი­ახ­ლე­ებ­სა­ცო... სი­ახ­ლე­ე­ბი კი ნამ­დვი­ლად არ აკ­ლი­ათ: აფხა­ზეთ­ში ხან რუ­სე­ბი ცდი­ლო­ბენ კა­ნო­ნის დამ­კვიდ­რე­ბას და ხა­ნაც - აფხა­ზე­ბი.

გა­ლის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, ვინც სახლ-კარი ვერ მი­ა­ტო­ვა, ჩა­კე­ტილ ცხოვ­რე­ბას თან­და­თან შე­ე­გუა და მო­ღო­ნი­ე­რე­ბას იწყებს. თა­ვის მხრივ, დღი­თი დღე ფარ­თოვ­დე­ბა რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბი და თა­ვად სამ­ხედ­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც, რომ­ლე­ბიც კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ოჯა­ხებ­თან ერ­თად ჩა­მო­დი­ან. ამი­ტო­მაც, გა­ლის რა­ი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში სკო­ლა-ინ­ტერ­ნა­ტის აშე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა, სა­დაც ად­გი­ლობ­რი­ვი აფხა­ზე­ბი უნდა და­საქმდნენ. სას­წავ­ლებ­ლის­თვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რუ­სე­თი­დან უნდა ჩა­მო­ვიდ­ნენ, რად­გან აფხა­ზეთ­ში პე­და­გო­გე­ბის დე­ფი­ცი­ტია იმის გამო, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რდე­ბი სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას აფხა­ზეთ­ში ვერ იღე­ბენ. სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აზ­რით, ეს პრობ­ლე­მაც მოგ­ვარ­დე­ბა - სკო­ლა-ინ­ტერ­ნატ­ში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის შვი­ლებ­თან ერ­თად, ად­გი­ლობ­რი­ვი ბავ­შვე­ბიც ივ­ლი­ან და ახლო-მახ­ლო მცხოვ­რებ­ნი მშე­ნებ­ლო­ბა­ზეც და­საქმდე­ბი­ან.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, რუ­სე­ბი სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე სა­მუ­შა­ოდ არა­ვის უშ­ვე­ბენ, თუმ­ცა მათ მიერ წარ­მო­ე­ბულ სხვა ბიზ­ნეს­ში და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუ­შა­ხე­ლი აფხა­ზია. "ომის შემ­დგომ იმ "ზარ­მაც" აფხა­ზებს, ვინც რუ­სეთ­ში ემიგ­რა­ცი­ას სამ­შობ­ლო­ში დარ­ჩე­ნა ამ­ჯო­ბი­ნა, უკი­დუ­რეს­მა გა­ჭირ­ვე­ბამ მუ­შა­ო­ბა და­ა­წყე­ბი­ნა", - ამ­ბო­ბენ კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი. შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა კი საკ­მა­ოდ დი­დია...

ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ცდი­ლო­ბენ გალ­სა და აფხა­ზე­თის და­ნარ­ჩენ რა­ი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბიც და ენ­გურს გა­მოღ­მი­დან, ზუგ­დი­დი­დან და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან ხე­ლოს­ნე­ბი ჩაჰ­ყავთ. შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა ამ შემ­თხვე­ვა­შიც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით - ახა­ლი ტი­პის ნა­მუ­შევ­რის­თვის, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც ტექ­ნი­კუ­რად ძნე­ლია.

თენ­გი­ზი, 54 წლის, სო­ფელ სა­ბე­რი­ოს მკვიდ­რი:

- ჩემს სო­ფელ­სა და ჭუ­ბურ­ხინ­ჯში რუ­სე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი სამ­ხედ­რო ბა­ზაა. ენ­გუ­რის ხიდს მთელ პე­რი­მეტრზე რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ და მათ, ვი­საც რუ­სე­თი­სა და აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა არა აქვთ, მი­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ. ბოლო დროს ისი­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით ცდი­ლო­ბენ ქარ­თვე­ლი და აფხა­ზი ხალ­ხე­ბის გა­თიშ­ვას... ამი­ტომ უპას­პორ­ტო­ე­ბი, სა­ჭი­რო­ე­ბის დროს, გვი­ან ღა­მით, სო­ფელ ბარ­ღე­ბი­დან ცდი­ლო­ბენ ზუგ­დიდ­ში გა­დას­ვლას. სა­შიშ­რო­ე­ბა ამ დრო­საც არ­სე­ბობს, რად­გან რუ­სე­ბი ვი­თა­რე­ბას თა­ვი­ან­თი სა­გუ­შა­გო­ე­ბი­დან ღა­მის სამ­ზე­რი მო­წყო­ბი­ლო­ბით აკონ­ტრო­ლე­ბენ. შემ­ჩნე­ვის შემ­თხვე­ვა­ში შე­სა­ში­ნებ­ლად ჰა­ერ­ში ის­ვრი­ან, რაც ნიშ­ნავს, რომ უნდა გა­ჩერ­დე და და­ე­მორ­ჩი­ლო. ისი­ნი ტვირთს ჩა­მო­გარ­თმე­ვენ და გე­ტყვი­ან, რომ აფხა­ზე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, "სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­ა­ბა­რე­ბენ".

- თქვენ აღ­მო­ჩე­ნილ­ხართ ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში? და­კა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში რა­ი­მე "სან­ქცი­ე­ბი" გე­კის­რე­ბათ?

- დიახ, ამ შემ­თხვე­ვა­ში პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მივ­ყა­ვართ, სა­დაც და­კა­ვე­ბულს ტვირთს ჩა­მო­არ­თმე­ვენ, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო გა­დაკ­ვე­თის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ და ფი­ნან­სურ ჯა­რი­მას აკის­რე­ბენ... თუმ­ცა, არ­სე­ბობს შე­მოვ­ლი­თი გზე­ბი და ხალ­ხიც, ზოგი ფე­ხით, ზოგი დრო­გით ცდი­ლობს, სამ­შვი­დო­ბოს გა­მო­ვი­დეს. ეს შე­იძ­ლე­ბა, სხვის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყოს, მაგ­რამ აქ ვი­თა­რე­ბა­საც ნელ-ნელა ეგუ­ე­ბი და გა­მო­სა­ვალ­საც პო­უ­ლობ. ერთი-ორ­ჯერ მეც "ჩა­მავ­ლეს"... ამ ხნის კაცი ვარ და ვინ იცის, ჩან­თა­მო­კი­დე­ბულს, რამ­დე­ნი მირ­ბე­ნია, ის ად­გი­ლი მშვი­დო­ბი­ა­ნად რომ გა­მევ­ლო. გა­ლის რა­ი­ონ­ში მე­დი­ცი­ნა ძა­ლი­ან და­ბალ დო­ნე­ზეა და ვცდი­ლობთ, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ზუგ­დიდ­ში ან სა­ქარ­თვე­ლოს და­ნარ­ჩენ ქა­ლა­ქებ­ში ჩა­მო­ვი­დეთ... აფხა­ზეთ­ში ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სტო­მა­ტო­ლო­გებს ბრმა ნაწ­ლა­ვის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თე­ბი­ათ და ძნე­ლია, ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე ასეთ ექიმს ანდო. ამი­ტო­მაც, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის­თვის გად­მოვ­დი­ვართ ენ­გურს აქეთ.

სერ­გო, 36 წლის, გა­ლის რა­ი­ო­ნის (პირ­ვე­ლი გალი) მკვიდ­რი:

- უკვე მე­სა­მე წე­ლია, აფხა­ზეთ­ში, ამ­ჟა­მად ბიჭ­ვინ­თა­ში, მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ. ჩვე­ნი ბრი­გა­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი აფხა­ზია და მან შეგ­ვკრი­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენს უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეც პა­სუხს ის აგებს. შარ­შან ზა­ფხულ­ში თურ­ქებს ტექ­ნი­კის მა­ღა­ზია ავუ­შე­ნეთ, წელს აფხა­ზე­ბის კერ­ძო სახ­ლში მოგ­ვი­წია მუ­შა­ო­ბამ... ომსა და პო­ლი­ტი­კა­ზე არც ვსა­უბ­რობთ. ქარ­თველ­სა და აფხაზს შო­რის ეს თემა ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლია. დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით გვექ­ცე­ვი­ან. რუ­სე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ უყ­ვართ, მაგ­რამ ამას ჩვენ­თან არ იმ­ჩნე­ვენ.

- ტა­რი­ფე­ბი რო­გო­რია?

- ნორ­მა­ლუ­რი: ქარ­თუ­ლი ვა­ლუ­ტით კა­ფელ-მეტ­ლა­ხის და­გე­ბა 15-20 ლა­რამ­დე, შე­ლეს­ვა - ერთი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი 10 ლა­რამ­დე ჯდე­ბა, გა­და­ხურ­ვა - 15 ლა­რი­დან. ბოლო დროს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი უპი­რა­ტე­სო­ბას კრა­მიტს ანი­ჭე­ბენ. ამი­ტომ, აფხა­ზეთ­ში სა­მუ­შა­ოდ, სა­მეგ­რე­ლოს სოფ­ლე­ბის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა ქა­ლა­ქე­ბი­და­ნაც ჩა­მო­დი­ან.

- კონ­კრე­ტუ­ლად?

- მა­გა­ლი­თად, გვყავს ზეს­ტა­ფო­ნე­ლი და ხა­რა­გა­უ­ლე­ლი ხე­ლოს­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხეზე მუ­შა­ო­ბენ და ძა­ლი­ან ბევ­რი კლი­ენ­ტი ჰყავთ. მთე­ლი ზამ­თა­რი და შე­მოდ­გო­მა იქ მო­უ­წევთ ყოფ­ნა, რად­გან ხალ­ხი ზა­ფხუ­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რათა ტუ­რის­ტე­ბი მი­ი­ზი­დოს. ისი­ნი იქ ჩვენ­ზე ადრე მუ­შა­ობ­დნენ და ხალ­ხს უფრო იც­ნო­ბენ. მათ აფხა­ზი შემ­კვე­თე­ბი სა­ზღვრის­პი­რა სო­ფელ­ში სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით ხვდე­ბი­ან და სა­მუ­შაო ობი­ექ­ტზე მიჰ­ყავთ. აფხა­ზურ­ნომ­რე­ბი­ან მან­ქა­ნას გზა­ში არა­ვინ აჩე­რებს... საქ­მე­ში აფხა­ზის ნდო­ბა ბო­ლომ­დე შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ თუ ქარ­თვე­ლი გა­ტეხს პირს, მი­ზეზს არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, - ის მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მა­შინ­ვე წყვეტს... ვიცი, ეს კარ­გი გა­მო­სა­ვა­ლი არ არის, მაგ­რამ ორი ცუ­დი­დან "უკე­თეს ცუდს" ვირ­ჩევთ, რად­გან ოჯახს რჩე­ნა სჭირ­დე­ბა.

- ენ­გურსგაღ­მე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი მხო­ლოდ კერ­ძო სახ­ლებ­ში მუ­შა­ო­ბენ თუ სხვა სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტებ­ზეც არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი?

- არ ვიცი, სხვა­ში რას გუ­ლის­ხმობთ. სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე რუ­სე­ბი ჩვენ კი არა, აფხა­ზებ­საც არ აჭა­ჭა­ნე­ბენ, ჯა­რის­კა­ცებს ამუ­შა­ვე­ბენ... ახლა აფხა­ზეთ­ში ძი­რი­თა­დად, სას­ტუმ­რო­ე­ბი, კაფე-ბა­რე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბი შენ­დე­ბა და ჩვე­ნე­ბიც იმა­ზე მუ­შა­ო­ბენ, თუმ­ცა ერთი-ორი ვიცი, ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბებ­ზეა და­საქ­მე­ბუ­ლი... აქა­უ­რე­ბის­თვის კრა­მი­ტის სა­ხუ­რა­ვი ახა­ლი ხი­ლია ისე­ვე, რო­გორც კა­ფე­ლი და მეტ­ლა­ხი. ბოლო დროს, ვი­საც ფული აქვს, მე­ტა­ლოპ­ლასტმა­სის კარ-ფან­ჯრე­ბის ჩას­მაც და­ი­წყეს, მაგ­რამ ის თურ­ქულ ფირ­მებს შე­მო­აქვთ და ფას­ში ჩას­მის მომ­სა­ხუ­რე­ბაც შე­დის. აქ მო­სახ­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი შე­მო­სა­ვა­ლი არა­ლე­გა­ლუ­რი ბიზ­ნე­სია და ფუ­ლიც იმათ აქვთ, ვინც ამის გა­კე­თე­ბას არ თა­კი­ლობს.

თენ­გი­ზი, 42 წლის, სო­ფელ ოქუ­მის მკვიდ­რი:

- უკვე მე­ო­ცე ახალ წელს ვხვდე­ბით იმ იმე­დით, იქ­ნებ ოდ­ნავ მა­ინც გა­მოს­წორ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი იც­ვლე­ბა... აქ ყვე­ლა­ზე მე­ტად, ახალ­გაზ­რდე­ბის ბედი მა­წუ­ხებს. მათი გა­სარ­თო­ბი სოფ­ლის ბირ­ჟა­ზე დგო­მა და სმაა... ახალ წელს იმ­დე­ნი ტი­პის ია­რა­ღი­დან ის­როდ­ნენ, ალ­ბათ ერთ მცი­რე ომს მა­ინც მო­ი­გებ­და. ჩუ­მად ყვე­ლას აქვს ია­რა­ღი, სხვა­ნა­ი­რად აქ ცხოვ­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია...

გვე­გო­ნა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ხალ­ხი ერ­თმა­ნეთ­თან სა­ერ­თო ენას იპო­ვი­და და ვი­თა­რე­ბა შე­რი­გე­ბის­კენ წა­ვი­დო­და, მაგ­რამ რუ­სე­ბი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ ჩვენს გა­თიშ­ვას... ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის იმე­დი გვაქვს, იქ­ნებ რო­გორ­მე იპო­ვოს სა­ერ­თო ენა რუ­სეთ­თან. თუ რუ­სე­თი გა­ჩუმ­და, აფხა­ზე­ბი ასე­თი რი­ხით ვე­ღარ ილა­პა­რა­კე­ბენ.

მა­რი­ნა, 52 წლის, ოჩამ­ჩი­რის მკვიდ­რი:

- რუ­სებს, უნ­დათ თუ არა, ერთ დღეს მა­ინც მო­უ­წევთ აქე­დან გას­ვლა. ეს გარ­და­უ­ვა­ლია. ძალ­ზე ძვი­რი უჯ­დე­ბათ აფხა­ზე­ბის შე­ნახ­ვა. ყვე­ლას უფ­რო­სო­ბა უნდა და მუ­შა­ო­ბა - არა­ვის. თა­ვის მხრივ, არც აფხა­ზებს ეხა­ტე­ბი­ან გულ­ზე ისი­ნი, რად­გან ყვე­ლა­ზე შე­მო­სავ­ლი­ან ად­გი­ლებს რუ­სე­ბი ფლო­ბენ. ლა­მის სა­კუთ­რე­ბა­ში აქვთ აღე­ბუ­ლი მი­უ­სე­რის ნაკ­რძა­ლი და სტა­ლი­ნის აგა­რა­კი, რო­მელ­საც სას­ტუმ­როდ იყე­ნე­ბენ. ეს კი აფხა­ზის­თვის ძნე­ლი მო­სათ­მე­ნია, რად­გან მთე­ლი ძა­ლის­ხმე­ვით ცდი­ლო­ბენ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ის, რაც 90-იანი წლე­ბის ომს გა­და­ურ­ჩა და რი­თაც ტუ­რის­ტე­ბის მო­ზიდ­ვა შე­იძ­ლე­ბა.

- რა ხდე­ბა ოჩამ­ჩი­რე­სა და სო­ხუმ­ში?

- ოჩამ­ჩი­რე-ტყვარ­ჩე­ლი-გულ­რიფ­ში-სო­ხუ­მი ია­ვარ­ქმნი­ლია და პრაქ­ტი­კუ­ლად არ მი­დის აღ­დგე­ნა. აშე­ნე­ბუ­ლია მხო­ლოდ რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი და რეს­ტორ­ნე­ბი. გა­რე­დან არ ჩანს, მაგ­რამ თურ­ქულ და რუ­სულ კომ­პა­ნი­ებს შო­რის, ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბის­თვის სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლაა გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. თურ­ქუ­ლი სა­ქო­ნე­ლი შე­და­რე­ბით უხა­რის­ხოა, მაგ­რამ იაფი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რუ­სუ­ლი კი პი­რი­ქით, - ძვი­რი და ხა­რის­ხი­ა­ნი. ვი­ნა­ი­დან მო­სახ­ლე­ო­ბას ძა­ლი­ან უჭირს, თურ­ქულ სა­ქო­ნელს მუშ­ტა­რი თან­და­თან ემა­ტე­ბა. ეს ბრძო­ლა სო­ხუმ­სა და ოჩამ­ჩი­რე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხოლო გაგ­რა­სა და ბიჭ­ვინ­თას სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს რუ­სე­თი. ამ ქა­ლა­ქებ­ში სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რა მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნია. ყვე­ლა­ზე დიდი სომ­ხუ­რი სო­ფე­ლი კი ათა­რა არ­მი­ანსკა­ი­აა. ახლა აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ცდი­ლობს, სი­რი­ი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნოს აფხა­ზე­ბი და იქ ჩა­ა­სახ­ლოს.

- იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სი­რი­ე­ლი აფხა­ზე­ბი დაბ­რუნ­დნენ?

- კი, რო­გორ არა. 100-მდე ოჯა­ხი უკვე ჩა­მო­ვი­და. მათი ჩა­სახ­ლე­ბა გაგ­რა­სა და ბიჭ­ვინ­თა­ში იგეგ­მე­ბო­და, შემ­დეგ არ ვიცი, რა გა­და­წყვი­ტეს.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ცხოვრება კონფლიქტის ზონაში, ომის ნამსხვრევებით

ცხოვრება კონფლიქტის ზონაში, ომის ნამსხვრევებით

აფხაზეთის კონფლიქტის ზონა ის ადგილია, სადაც წლების განმავლობაში არც ომია და არც მშვიდობა. თუმცა მოსახლეობის ნაწილი ცხოვრების ასეთ პირობებს შეეგუა და პირად საუბრებში არაერთხელ უთქვამთ, რომ საშიში უკვე არაფერია, რადგან ადამიანებმა საერთო ენა იპოვეს; თუ პოლიტიკოსებმა არ აურიეს, ჩვენ როგორღაც ვეწყობით ერთმანეთსაც და სიახლეებსაცო... სიახლეები კი ნამდვილად არ აკლიათ: აფხაზეთში ხან რუსები ცდილობენ კანონის დამკვიდრებას და ხანაც - აფხაზები.

გალის რაიონის მოსახლეობის ნაწილი, ვინც სახლ-კარი ვერ მიატოვა, ჩაკეტილ ცხოვრებას თანდათან შეეგუა და მოღონიერებას იწყებს. თავის მხრივ, დღითი დღე ფართოვდება რუსული სამხედრო ბაზები და თავად სამხედროების რაოდენობაც, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ოჯახებთან ერთად ჩამოდიან. ამიტომაც, გალის რაიონის რამდენიმე სოფელში სკოლა-ინტერნატის აშენება იგეგმება, სადაც ადგილობრივი აფხაზები უნდა დასაქმდნენ. სასწავლებლისთვის თანამშრომლები რუსეთიდან უნდა ჩამოვიდნენ, რადგან აფხაზეთში პედაგოგების დეფიციტია იმის გამო, რომ ადგილობრივი ახალგაზრდები სწავლა-განათლებას აფხაზეთში ვერ იღებენ. სეპარატისტული ხელისუფლების აზრით, ეს პრობლემაც მოგვარდება - სკოლა-ინტერნატში რუსი სამხედროების შვილებთან ერთად, ადგილობრივი ბავშვებიც ივლიან და ახლო-მახლო მცხოვრებნი მშენებლობაზეც დასაქმდებიან.

ადგილობრივების თქმით, რუსები სამხედრო ბაზაზე სამუშაოდ არავის უშვებენ, თუმცა მათ მიერ წარმოებულ სხვა ბიზნესში დაქირავებული მუშახელი აფხაზია. "ომის შემდგომ იმ "ზარმაც" აფხაზებს, ვინც რუსეთში ემიგრაციას სამშობლოში დარჩენა ამჯობინა, უკიდურესმა გაჭირვებამ მუშაობა დააწყებინა", - ამბობენ კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველები. შრომის ანაზღაურება კი საკმაოდ დიდია...

ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ცდილობენ გალსა და აფხაზეთის დანარჩენ რაიონებში მცხოვრები ქართველებიც და ენგურს გამოღმიდან, ზუგდიდიდან და საქართველოს სხვა ქალაქებიდან ხელოსნები ჩაჰყავთ. შრომის ანაზღაურება ამ შემთხვევაშიც საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით - ახალი ტიპის ნამუშევრისთვის, რომლის შესრულებაც ტექნიკურად ძნელია.

თენგიზი, 54 წლის, სოფელ საბერიოს მკვიდრი:

- ჩემს სოფელსა და ჭუბურხინჯში რუსების ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა. ენგურის ხიდს მთელ პერიმეტრზე რუსი სამხედროები აკონტროლებენ და მათ, ვისაც რუსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეობა არა აქვთ, მიმოსვლის საშუალებას არ აძლევენ. ბოლო დროს ისინი განსაკუთრებით ცდილობენ ქართველი და აფხაზი ხალხების გათიშვას... ამიტომ უპასპორტოები, საჭიროების დროს, გვიან ღამით, სოფელ ბარღებიდან ცდილობენ ზუგდიდში გადასვლას. საშიშროება ამ დროსაც არსებობს, რადგან რუსები ვითარებას თავიანთი საგუშაგოებიდან ღამის სამზერი მოწყობილობით აკონტროლებენ. შემჩნევის შემთხვევაში შესაშინებლად ჰაერში ისვრიან, რაც ნიშნავს, რომ უნდა გაჩერდე და დაემორჩილო. ისინი ტვირთს ჩამოგართმევენ და გეტყვიან, რომ აფხაზეთის კანონმდებლობის თანახმად, "სახელმწიფოს ჩააბარებენ".

- თქვენ აღმოჩენილხართ ასეთ სიტუაციაში? დაკავების შემთხვევაში რაიმე "სანქციები" გეკისრებათ?

- დიახ, ამ შემთხვევაში პოლიციის განყოფილებაში მივყავართ, სადაც დაკავებულს ტვირთს ჩამოართმევენ, საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობაში დაადანაშაულებენ და ფინანსურ ჯარიმას აკისრებენ... თუმცა, არსებობს შემოვლითი გზები და ხალხიც, ზოგი ფეხით, ზოგი დროგით ცდილობს, სამშვიდობოს გამოვიდეს. ეს შეიძლება, სხვისთვის წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ აქ ვითარებასაც ნელ-ნელა ეგუები და გამოსავალსაც პოულობ. ერთი-ორჯერ მეც "ჩამავლეს"... ამ ხნის კაცი ვარ და ვინ იცის, ჩანთამოკიდებულს, რამდენი მირბენია, ის ადგილი მშვიდობიანად რომ გამევლო. გალის რაიონში მედიცინა ძალიან დაბალ დონეზეა და ვცდილობთ, საჭიროების შემთხვევაში ზუგდიდში ან საქართველოს დანარჩენ ქალაქებში ჩამოვიდეთ... აფხაზეთში ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტომატოლოგებს ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაუკეთებიათ და ძნელია, ჯანმრთელობა და სიცოცხლე ასეთ ექიმს ანდო. ამიტომაც, უმეტეს შემთხვევაში სამედიცინო დახმარებისთვის გადმოვდივართ ენგურს აქეთ.

სერგო, 36 წლის, გალის რაიონის (პირველი გალი) მკვიდრი:

- უკვე მესამე წელია, აფხაზეთში, ამჟამად ბიჭვინთაში, მშენებლობებზე რამდენიმე ქართველთან ერთად ვმუშაობ. ჩვენი ბრიგადის ხელმძღვანელი აფხაზია და მან შეგვკრიბა. შესაბამისად, ჩვენს უსაფრთხოებაზეც პასუხს ის აგებს. შარშან ზაფხულში თურქებს ტექნიკის მაღაზია ავუშენეთ, წელს აფხაზების კერძო სახლში მოგვიწია მუშაობამ... ომსა და პოლიტიკაზე არც ვსაუბრობთ. ქართველსა და აფხაზს შორის ეს თემა ტაბუდადებულია. დიდი პატივისცემით გვექცევიან. რუსები მაინცდამაინც არ უყვართ, მაგრამ ამას ჩვენთან არ იმჩნევენ.

- ტარიფები როგორია?

- ნორმალური: ქართული ვალუტით კაფელ-მეტლახის დაგება 15-20 ლარამდე, შელესვა - ერთი კვადრატული მეტრი 10 ლარამდე ჯდება, გადახურვა - 15 ლარიდან. ბოლო დროს ადგილობრივები უპირატესობას კრამიტს ანიჭებენ. ამიტომ, აფხაზეთში სამუშაოდ, სამეგრელოს სოფლების გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიან.

- კონკრეტულად?

- მაგალითად, გვყავს ზესტაფონელი და ხარაგაულელი ხელოსნები, რომლებიც ხეზე მუშაობენ და ძალიან ბევრი კლიენტი ჰყავთ. მთელი ზამთარი და შემოდგომა იქ მოუწევთ ყოფნა, რადგან ხალხი ზაფხულისთვის ემზადება, რათა ტურისტები მიიზიდოს. ისინი იქ ჩვენზე ადრე მუშაობდნენ და ხალხს უფრო იცნობენ. მათ აფხაზი შემკვეთები საზღვრისპირა სოფელში საკუთარი მანქანით ხვდებიან და სამუშაო ობიექტზე მიჰყავთ. აფხაზურნომრებიან მანქანას გზაში არავინ აჩერებს... საქმეში აფხაზის ნდობა ბოლომდე შეიძლება, მაგრამ თუ ქართველი გატეხს პირს, მიზეზს არა აქვს მნიშვნელობა, - ის მასთან ურთიერთობას მაშინვე წყვეტს... ვიცი, ეს კარგი გამოსავალი არ არის, მაგრამ ორი ცუდიდან "უკეთეს ცუდს" ვირჩევთ, რადგან ოჯახს რჩენა სჭირდება.

- ენგურსგაღმელი ქართველები მხოლოდ კერძო სახლებში მუშაობენ თუ სხვა სამშენებლო ობიექტებზეც არიან დასაქმებული?

- არ ვიცი, სხვაში რას გულისხმობთ. სამხედრო ობიექტებზე რუსები ჩვენ კი არა, აფხაზებსაც არ აჭაჭანებენ, ჯარისკაცებს ამუშავებენ... ახლა აფხაზეთში ძირითადად, სასტუმროები, კაფე-ბარები, რესტორნები, საოჯახო სასტუმროები შენდება და ჩვენებიც იმაზე მუშაობენ, თუმცა ერთი-ორი ვიცი, ტექნიკის მაღაზიების მშენებლობებზეა დასაქმებული... აქაურებისთვის კრამიტის სახურავი ახალი ხილია ისევე, როგორც კაფელი და მეტლახი. ბოლო დროს, ვისაც ფული აქვს, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ჩასმაც დაიწყეს, მაგრამ ის თურქულ ფირმებს შემოაქვთ და ფასში ჩასმის მომსახურებაც შედის. აქ მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი არალეგალური ბიზნესია და ფულიც იმათ აქვთ, ვინც ამის გაკეთებას არ თაკილობს.

თენგიზი, 42 წლის, სოფელ ოქუმის მკვიდრი:

- უკვე მეოცე ახალ წელს ვხვდებით იმ იმედით, იქნებ ოდნავ მაინც გამოსწორდეს მდგომარეობა, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი იცვლება... აქ ყველაზე მეტად, ახალგაზრდების ბედი მაწუხებს. მათი გასართობი სოფლის ბირჟაზე დგომა და სმაა... ახალ წელს იმდენი ტიპის იარაღიდან ისროდნენ, ალბათ ერთ მცირე ომს მაინც მოიგებდა. ჩუმად ყველას აქვს იარაღი, სხვანაირად აქ ცხოვრება შეუძლებელია...

გვეგონა, დროთა განმავლობაში ხალხი ერთმანეთთან საერთო ენას იპოვიდა და ვითარება შერიგებისკენ წავიდოდა, მაგრამ რუსები ყველანაირად ცდილობენ ჩვენს გათიშვას... ამ ხელისუფლების იმედი გვაქვს, იქნებ როგორმე იპოვოს საერთო ენა რუსეთთან. თუ რუსეთი გაჩუმდა, აფხაზები ასეთი რიხით ვეღარ ილაპარაკებენ.

მარინა, 52 წლის, ოჩამჩირის მკვიდრი:

- რუსებს, უნდათ თუ არა, ერთ დღეს მაინც მოუწევთ აქედან გასვლა. ეს გარდაუვალია. ძალზე ძვირი უჯდებათ აფხაზების შენახვა. ყველას უფროსობა უნდა და მუშაობა - არავის. თავის მხრივ, არც აფხაზებს ეხატებიან გულზე ისინი, რადგან ყველაზე შემოსავლიან ადგილებს რუსები ფლობენ. ლამის საკუთრებაში აქვთ აღებული მიუსერის ნაკრძალი და სტალინის აგარაკი, რომელსაც სასტუმროდ იყენებენ. ეს კი აფხაზისთვის ძნელი მოსათმენია, რადგან მთელი ძალისხმევით ცდილობენ შეინარჩუნონ ის, რაც 90-იანი წლების ომს გადაურჩა და რითაც ტურისტების მოზიდვა შეიძლება.

- რა ხდება ოჩამჩირესა და სოხუმში?

- ოჩამჩირე-ტყვარჩელი-გულრიფში-სოხუმი იავარქმნილია და პრაქტიკულად არ მიდის აღდგენა. აშენებულია მხოლოდ რუსული კომპანიების დაქვემდებარებაში არსებული ობიექტები, სასტუმროები და რესტორნები. გარედან არ ჩანს, მაგრამ თურქულ და რუსულ კომპანიებს შორის, ადგილის დამკვიდრებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა გაჩაღებული. თურქული საქონელი შედარებით უხარისხოა, მაგრამ იაფი და ხელმისაწვდომი, რუსული კი პირიქით, - ძვირი და ხარისხიანი. ვინაიდან მოსახლეობას ძალიან უჭირს, თურქულ საქონელს მუშტარი თანდათან ემატება. ეს ბრძოლა სოხუმსა და ოჩამჩირეში მიმდინარეობს, ხოლო გაგრასა და ბიჭვინთას სრულად აკონტროლებს რუსეთი. ამ ქალაქებში სომხური დიასპორა მრავალრიცხოვანია. ყველაზე დიდი სომხური სოფელი კი ათარა არმიანსკაიაა. ახლა აფხაზეთის ხელმძღვანელობა ცდილობს, სირიიდან ჩამოიყვანოს აფხაზები და იქ ჩაასახლოს.

- იყო შემთხვევა, როდესაც სირიელი აფხაზები დაბრუნდნენ?

- კი, როგორ არა. 100-მდე ოჯახი უკვე ჩამოვიდა. მათი ჩასახლება გაგრასა და ბიჭვინთაში იგეგმებოდა, შემდეგ არ ვიცი, რა გადაწყვიტეს.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?