მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედ ჰასანის" მკვლელობის დეტალები ცნობილია
"დედ ჰასანის" მკვლელობის დეტალები ცნობილია

მოს­კო­ვის ცენ­ტრში "დედ ჰა­სა­ნის" სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ას­ლან უსო­ი­ა­ნი მოკ­ლეს, - ამის შე­სა­ხებ "რია ნო­ვოს­ტი" იუ­წყე­ბა. რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმა პო­ვარ­სკის ქუ­ჩა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ინ­ტერ­ფაქ­სი" კი, ანო­ნი­მურ წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით წერს, რომ სრო­ლა სნა­ი­პე­რის ია­რა­ღი­დან ოპ­ტი­კუ­რი და­მიზ­ნე­ბით, მოს­კო­ვის დრო­ით 14:30 სა­ათ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­დე­საც "დედ ჰა­სა­ნი" რეს­ტო­რან "კა­რეტ­ნი დვორ"-იდან გა­მო­ვი­და.

დაჭ­რი­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მო­ა­თავ­სეს, თუმ­ცა მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, თავ­დას­ხმი­სას შემ­თხვე­ვი­თი გამ­ვლე­ლი ქა­ლიც და­იჭ­რა.

"სრო­ლის შე­დე­გად ქალი ფეხ­ში მძი­მედ და­იჭ­რა, ის შემ­თხვე­ვი­თი გამ­ვლე­ლი აღ­მოჩ­ნდა, - აცხა­დებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. თუმ­ცა სხვა წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი უსო­ი­ან­თან ერ­თად რეს­ტორ­ნი­დან გა­მო­დი­ო­და. და­შა­ვე­ბუ­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სხვა მო­ნა­ცე­მე­ბით, თავ­დას­ხმა ბოლ­შოი ნი­კიტსკის ქუ­ჩა­ზე, N55-ში მდე­ბა­რე სახ­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­მე­ლიც კაფე "სტა­რი ფა­ე­ტონ­თან" მდე­ბა­რე­ობს. კა­ფეს "დედ ხა­სა­ნის" შტაბ-ბი­ნად მი­იჩ­ნე­ო­და, წერს სა­ა­გენ­ტო АЖУР-ი.

წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უსო­ი­ანს სნა­ი­პე­რის ია­რა­ღი­დან ექ­ვსი ტყვია ეს­რო­ლეს. ტყვია მას ყბის არე­ში მოხ­ვდა. მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს მდე­ბა­რე სახ­ლის სა­ხუ­რა­ვი­დან ის­რო­ლეს. თუმ­ცა უც­ნო­ბია, რო­გორ მოქ­მე­დებ­დნენ იმ დროს კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც უსო­ი­ა­ნი გვერ­დი­დან არ იშო­რებ­და.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო-ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი მუ­შა­ობს. თავ­დას­ხმის ად­გილ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და ჯი­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­თა თქმით, შემ­თხვე­ვა იმ­დე­ნად სწრა­ფად მოხ­და, რომ მათ ვე­რაფ­რის და­ნახ­ვა მო­ას­წრეს.

სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, ას­ლან უსო­ი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი სხვა­დას­ხვა კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გია.

ას­ლან უსო­ი­ა­ნი, რო­მე­ლიც ოფი­ცი­ა­ლუ­რად პე­ტერ­ბურ­გში იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, მოს­კო­ვე­ლი კი­ლე­რე­ბის სა­მიზ­ნე ად­რეც გამ­ხდა­რა. 2010 წლის 16 სექ­ტემ­ბერს მას ტვერსკის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლის შე­სას­ვლელ­თან ეს­რო­ლეს.

მა­შინ "დედ ხა­სან­თან" ერ­თად მისი დაც­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლიც და­იჭ­რა. უსო­ი­ა­ნი გა­დარ­ჩა, თუმ­ცა თა­ვი­დან უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია. და­შა­ვე­ბულს ოპე­რა­ცია გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­უ­ტარ­და. უსო­ი­ანს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­ლი­ცი­ი­სა და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ასო­ბით თა­ნამ­შრო­მე­ლი იცავ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, 2010 წელს უსო­ი­ან­ზე თავ­დას­ხმის უკან მისი გა­რე­მოც­ვის წევ­რი იდგა, თუმ­ცა მისი ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნა კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა ვერ შეძ­ლო. საქ­მეს ის გა­რე­მო­ე­ბაც არ­თუ­ლებ­და, რომ კრი­მი­ნალ­თა გარ­და, უსო­ი­ანს მტრობ­დნენ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც და ჩი­ნოვ­ნი­კე­ბიც.

ცნო­ბი­ლია, რომ თავ­დას­ხმამ­დე ცოტა ხნით ადრე ას­ლან უსო­ი­ანს უსი­ა­მოვ­ნე­ბა მო­უ­ვი­და სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის საგ­ზაო ინფრატ­რუქ­ტუ­რის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ამ სა­მუ­შა­ო­ებს უსო­ი­ა­ნის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ფირ­მე­ბი ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, რაც მოს­კოვ­ში ბევ­რს არ მოს­წონ­და.

გარ­და ამი­სა, ას­ლან უსო­ი­ა­ნი ყვე­ლა­ზე მთა­ვარ მტრად კა­ნო­ნი­ერ ქურდ მე­რაბ ჯან­გვე­ლა­ძეს თვლი­და, რო­მე­ლიც მის ძველ ოპო­ნენტ ტა­რი­ელ ონი­ან­თან, მეტ­სა­ხე­ლად ტა­როს­თან ახ­ლო­საა. "უსო­ი­ა­ნის კლან­მა ჩათ­ვა­ლა, რომ ამ ადა­მი­ა­ნის­გან (ჯან­გვე­ლა­ძე) პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თე მო­დი­ო­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მას სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი აქვს გა­მო­ტა­ნი­ლი", - აღ­ნიშ­ნავ­დნენ ადრე სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში.

ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1980-იანი წლე­ბის ბო­ლოს უსო­ი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლებ­რივ დაჯ­გუ­ფე­ბებს, რო­გორც რუ­სეთ­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ აკონ­ტრო­ლებ­და. პრე­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, უსო­ი­ა­ნის კრი­მი­ნა­ლუ­რი იმ­პე­რი­ის ძი­რი­თა­დი შე­მო­სავ­ლე­ბი უკა­ნო­ნო სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­თან, ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ია­რა­ღის ბრუნ­ვას­თან და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მო­პო­ვე­ბას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ას­ლან უსო­ი­ან­ზე ბოლო თავ­დას­ხმას სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში მისი მე­გობ­რის - კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის "რუ­სუ­ლი მა­ფი­ის მა­მის" ვი­ა­ჩეს­ლავ ივან­კო­ვის მეტ­სა­ხე­ლად ია­პონ­ჩი­კის მკვლე­ლო­ბას ადა­რე­ბენ. იგი 2009 წელს მოს­კო­ვის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ­ში მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს.

"ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში მკვლე­ლი მა­ღა­ლი რან­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო", - აღ­ნიშ­ნავს "Интерфакс"-ის ინ­ფორ­მა­ტო­რი, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან.

ვი­ა­ჩეს­ლავ ივან­კო­ვი 2009 წლის 28 ივ­ლისს, რეს­ტო­რა­ნი­დან რომ გა­მო­დი­ო­და სნა­ი­პერ­მა დაჭ­რა.

ექი­მე­ბი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის გა­დარ­ჩე­ნას რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­დნენ, მაგ­რამ 2009 წლის 9 ოქ­ტომ­ბერს იგი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებ­ში ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ რო­გორც დედ ჰა­სა­ნი, ისე ია­პონ­ჩი­კი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ ქარ­თვე­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის კლან­თან კონ­ფლიქ­ტში შე­ვიდ­ნენ, რო­მელ­თაც ტა­რი­ელ ონი­ა­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, დედ ჰა­სან­მა და­ი­ფი­ცა, რომ ია­პინ­ჩი­კის მკვლე­ლო­ბის­თვის შურს იძი­ებ­და. "შე­დე­გად ეს­პა­ნეთ­სა და საფ­რან­გეთ­ში და­პი­რის­პი­რე­ბულ ქურ­დულ კლან­თან და­კავ­ში­რე­ბულ­თა შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, ხოლო ამ კლა­ნის ლი­დე­რი მოს­კო­ვის შე­მო­გა­რენ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს და გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით ცი­ხე­ში ჩას­ვეს", - აღ­ნიშ­ნა "Интерфакса"-ის წყა­რომ.

1937 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი უსო­ი­ა­ნი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მოქ­მე­დი უმ­სხვი­ლე­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი კლა­ნის ლი­დე­რად ით­ვლე­ბო­და. სხვა­დას­ხვა წყა­რო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი პირ­ვე­ლად 19 წლის ასაკ­ში მი­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის გამო გა­ა­სა­მარ­თლეს. მე­სა­მე მსჯავ­რის მოხ­დი­სას კი, 1966-1968 წლებ­ში, უსო­ი­ან­მა "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუ­სი მი­ი­ღო.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა: ია­პონ­ჩი­კის დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი

"დედ ჰასანის" მკვლელობის დეტალები ცნობილია

"დედ ჰასანის" მკვლელობის დეტალები ცნობილია

მოსკოვის ცენტრში "დედ ჰასანის" სახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ასლან უსოიანი მოკლეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა პოვარსკის ქუჩაზე განხორციელდა.

"ინტერფაქსი" კი, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სროლა სნაიპერის იარაღიდან ოპტიკური დამიზნებით, მოსკოვის დროით 14:30 საათზე განხორციელდა, როდესაც "დედ ჰასანი" რესტორან "კარეტნი დვორ"-იდან გამოვიდა.

დაჭრილი კრიმინალური ავტორიტეტი რეანიმაციაში მოათავსეს, თუმცა მალევე გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, თავდასხმისას შემთხვევითი გამვლელი ქალიც დაიჭრა.

"სროლის შედეგად ქალი ფეხში მძიმედ დაიჭრა, ის შემთხვევითი გამვლელი აღმოჩნდა, - აცხადებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი. თუმცა სხვა წყაროს ინფორმაციით, ქალი უსოიანთან ერთად რესტორნიდან გამოდიოდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სხვა მონაცემებით, თავდასხმა ბოლშოი ნიკიტსკის ქუჩაზე, N55-ში მდებარე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა, რომელიც კაფე "სტარი ფაეტონთან" მდებარეობს. კაფეს "დედ ხასანის" შტაბ-ბინად მიიჩნეოდა, წერს სააგენტო АЖУР-ი.

წინასწარი ინფორმაციით, უსოიანს სნაიპერის იარაღიდან ექვსი ტყვია ესროლეს. ტყვია მას ყბის არეში მოხვდა. მოპირდაპირე მხარეს მდებარე სახლის სახურავიდან ისროლეს. თუმცა უცნობია, როგორ მოქმედებდნენ იმ დროს კანონიერი ქურდის დაცვის თანამშრომლები, რომლებსაც უსოიანი გვერდიდან არ იშორებდა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს. თავდასხმის ადგილთან ახლოს მდებარე მაღაზიებისა და ჯიხურების თანამშრომელთა თქმით, შემთხვევა იმდენად სწრაფად მოხდა, რომ მათ ვერაფრის დანახვა მოასწრეს.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, ასლან უსოიანის სიკვდილი სხვადასხვა კრიმინალური დაჯგუფების დაპირისპირების შედეგია.

ასლან უსოიანი, რომელიც ოფიციალურად პეტერბურგში იყო დარეგისტრირებული, მოსკოველი კილერების სამიზნე ადრეც გამხდარა. 2010 წლის 16 სექტემბერს მას ტვერსკის ქუჩაზე მდებარე სახლის შესასვლელთან ესროლეს.

მაშინ "დედ ხასანთან" ერთად მისი დაცვის თანამშრომელიც დაიჭრა. უსოიანი გადარჩა, თუმცა თავიდან უსაფრთხოების მიზნით, მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. დაშავებულს ოპერაცია გასაიდუმლოებულ ვითარებაში ჩაუტარდა. უსოიანს საავადმყოფოში მილიციისა და სპეცსამსახურების ასობით თანამშრომელი იცავდა. ერთ-ერთი ვერსიით, 2010 წელს უსოიანზე თავდასხმის უკან მისი გარემოცვის წევრი იდგა, თუმცა მისი ვინაობის დადგენა კანონიერმა ქურდმა ვერ შეძლო. საქმეს ის გარემოებაც ართულებდა, რომ კრიმინალთა გარდა, უსოიანს მტრობდნენ ბიზნესმენებიც და ჩინოვნიკებიც.

ცნობილია, რომ თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ასლან უსოიანს უსიამოვნება მოუვიდა სოჭის ოლიმპიადის საგზაო ინფრატრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ სამუშაოებს უსოიანის მიერ კონტროლირებადი ფირმები ახორციელებდნენ, რაც მოსკოვში ბევრს არ მოსწონდა.

გარდა ამისა, ასლან უსოიანი ყველაზე მთავარ მტრად კანონიერ ქურდ მერაბ ჯანგველაძეს თვლიდა, რომელიც მის ძველ ოპონენტ ტარიელ ონიანთან, მეტსახელად ტაროსთან ახლოსაა. "უსოიანის კლანმა ჩათვალა, რომ ამ ადამიანისგან (ჯანგველაძე) პოტენციური საფრთე მოდიოდა, ფაქტობრივად, მას სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი", - აღნიშნავდნენ ადრე სამართალდამცავ ორგანოებში.

ზოგიერთი ინფორმაციით, 1980-იანი წლების ბოლოს უსოიანი დანაშაულებრივ დაჯგუფებებს, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ აკონტროლებდა. პრესის ინფორმაციით, უსოიანის კრიმინალური იმპერიის ძირითადი შემოსავლები უკანონო სათამაშო ბიზნესთან, ნარკოტიკებისა და იარაღის ბრუნვასთან და ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან იყო დაკავშირებული.

ასლან უსოიანზე ბოლო თავდასხმას სამართალდამცავ ორგანოებში მისი მეგობრის - კანონიერი ქურდის "რუსული მაფიის მამის" ვიაჩესლავ ივანკოვის მეტსახელად იაპონჩიკის მკვლელობას ადარებენ. იგი 2009 წელს მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთში მსგავს სიტუაციაში სასიკვდილოდ დაჭრეს.

"ორივე შემთხვევაში მკვლელი მაღალი რანგის პროფესიონალი იყო", - აღნიშნავს "Интерфакс"-ის ინფორმატორი, ძალოვანი სტრუქტურებიდან.

ვიაჩესლავ ივანკოვი 2009 წლის 28 ივლისს, რესტორანიდან რომ გამოდიოდა სნაიპერმა დაჭრა.

ექიმები კანონიერი ქურდის გადარჩენას რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ 2009 წლის 9 ოქტომბერს იგი გარდაიცვალა. სამართალდამცავ ორგანოებში ირწმუნებიან, რომ როგორც დედ ჰასანი, ისე იაპონჩიკი გარკვეული პერიოდის წინ ქართველი კანონიერი ქურდების კლანთან კონფლიქტში შევიდნენ, რომელთაც ტარიელ ონიანი ხელმძღვანელობდა.

წყაროს ინფორმაციით, დედ ჰასანმა დაიფიცა, რომ იაპინჩიკის მკვლელობისთვის შურს იძიებდა. "შედეგად ესპანეთსა და საფრანგეთში დაპირისპირებულ ქურდულ კლანთან დაკავშირებულთა შეკვეთილი მკვლელობები განხორციელდა, ხოლო ამ კლანის ლიდერი მოსკოვის შემოგარენში დააპატიმრეს და გამოძალვის ბრალდებით ციხეში ჩასვეს", - აღნიშნა "Интерфакса"-ის წყარომ.

1937 წელს საქართველოში დაბადებული უსოიანი რუსეთის ფედერაციაში მოქმედი უმსხვილესი კრიმინალური კლანის ლიდერად ითვლებოდა. სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, იგი პირველად 19 წლის ასაკში მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო გაასამართლეს. მესამე მსჯავრის მოხდისას კი, 1966-1968 წლებში, უსოიანმა "კანონიერი ქურდის" სტატუსი მიიღო.

იხილეთ ფოტოგალერეა: იაპონჩიკის დაკრძალვის ცერემონიალი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ