მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსი ბიზნესმენი კამბოჯის ციხეში ჩასვეს
რუსი ბიზნესმენი კამბოჯის ციხეში ჩასვეს

სკან­და­ლუ­რად ცნო­ბი­ლი რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი სერ­გეი პო­ლონ­სკი და რუ­სე­თის კი­დევ ორი მო­ქა­ლა­ქე ად­გი­ლობ­რი­ვი მე­ზღვა­უ­რე­ბის სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე კამ­ბო­ჯა­ში და­ა­პა­ტიმ­რეს. ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, ისი­ნი ექვს მე­ზღვა­ურს და­ნე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­ნი ემუქ­რე­ბოდ­ნენ.

კამ­ბო­ჯის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, რუ­სე­ბი ქა­ლაქ სი­ა­ნუკ­ვილ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს. პო­ლონ­სკი თა­ვის მეგ­ზუ­რებ­თან ერ­თად კამ­ბო­ჯა­ში ის­ვე­ნებ­და. რო­გორც თა­ვის ინ­ტერ­ნეტ­გვერ­დზე წერ­და, ახალ წელს აღ­ნიშ­ნავ­და. "შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვერ­თო­ბით. ნაძ­ვის ხე მოვ­რთეთ, ვის­რი­ა­ლეთ, ყი­ნუ­ლი გა­ვად­ნეთ, და­უ­სახ­ლე­ბელ კუნ­ძუ­ლებ­ზე გა­ვა­თი­ეთ ღამე. ყვე­ლა­ფე­რი მოვ­სინ­ჯეთ". მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ იმ მე­ზღვა­უ­რებ­თან, რომ­ლებ­საც მო­რიგ კუნ­ძულ­ზე გა­სე­ირ­ნე­ბის შემ­დეგ ნა­პირ­ზე გად­მოჰ­ყავ­დათ. რუ­სებს გან­ზრახ ძა­ლა­დო­ბა და უკა­ნო­ნოდ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა წა­უ­ყე­ნეს ბრა­ლად.

თა­ვად პო­ლონ­სკიმ რუს ად­ვო­კა­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რომ დამ­ნა­შა­ვე არ არის. "შე­მეძ­ლო 15 წუთ­ში გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, თუ თავს დამ­ნა­შა­ვედ ვა­ღი­ა­რებ­დი. მაგ­რამ მხო­ლოდ ჩემი სრუ­ლი გა­მარ­თლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ვალ, რად­გან მომ­ხდარ­ში დამ­ნა­შა­ვე არ ვარ", - აღ­ნიშ­ნა ბიზ­ნეს­მენ­მა.

სერ­გეი პო­ლონ­სკი უმ­სხვი­ლე­სი დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია "მი­რაქს გრუ­პის" და­მა­არ­სე­ბე­ლი და მფლო­ბე­ლია. გა­სულ წელს ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას გა­მო­ა­ცხა­და, თით­ქოს აღარ არის ბიზ­ნეს­მე­ნი, თუმ­ცა კამ­ბო­ჯა­ში მას საქ­მი­ა­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს. პო­ლონ­სკიმ ქო­ნე­ბა სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნეს­ში იშო­ვა და 2008 წელს 40 ყვე­ლა­ზე მდი­და­რი რუ­სის სი­ა­ში მოხ­ვდა.

პო­ლონ­სკის პო­პუ­ლა­რო­ბა ბიზ­ნეს­მე­ნო­ბის გარ­და სკან­და­ლურ­მა გა­მო­ნათ­ქვა­მებ­მა და გა­მოხტ­ო­მებ­მაც მო­უ­ტა­ნა, ეპ­ატა­ჟუ­რი პი­როვ­ნე­ბაა და უყ­ვარს სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­შე­მო აჟი­ო­ტა­ჟის ატეხ­ვა. გა­მო­რ­იცხუ­ლი არ არ­ის, ახ­ლაც გან­გებ მო­ა­წყო ეს ალი­ა­ქო­თი, რომ თა­ვისი ერთ-ერთი გა­ტა­ცე­ბა - სკან­და­ლე­ბი­სა და ექ­სტრი­მის სიყ­ვა­რუ­ლი და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა.

FINANCIAL TIMES

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუსი ბიზნესმენი კამბოჯის ციხეში ჩასვეს

რუსი ბიზნესმენი კამბოჯის ციხეში ჩასვეს

სკანდალურად ცნობილი რუსი ბიზნესმენი სერგეი პოლონსკი და რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე ადგილობრივი მეზღვაურების საჩივრის საფუძველზე კამბოჯაში დააპატიმრეს. ძიების თანახმად, ისინი ექვს მეზღვაურს დანებით შეიარაღებულნი ემუქრებოდნენ.

კამბოჯის სამხედრო პოლიციის ცნობით, რუსები ქალაქ სიანუკვილში დააპატიმრეს. პოლონსკი თავის მეგზურებთან ერთად კამბოჯაში ისვენებდა. როგორც თავის ინტერნეტგვერდზე წერდა, ახალ წელს აღნიშნავდა. "შესანიშნავად ვერთობით. ნაძვის ხე მოვრთეთ, ვისრიალეთ, ყინული გავადნეთ, დაუსახლებელ კუნძულებზე გავათიეთ ღამე. ყველაფერი მოვსინჯეთ". მოგვიანებით კი ჩხუბი მოუვიდათ იმ მეზღვაურებთან, რომლებსაც მორიგ კუნძულზე გასეირნების შემდეგ ნაპირზე გადმოჰყავდათ. რუსებს განზრახ ძალადობა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა წაუყენეს ბრალად.

თავად პოლონსკიმ რუს ადვოკატებს განუცხადა, რომ დამნაშავე არ არის. "შემეძლო 15 წუთში გამოვსულიყავი, თუ თავს დამნაშავედ ვაღიარებდი. მაგრამ მხოლოდ ჩემი სრული გამართლების შემთხვევაში გამოვალ, რადგან მომხდარში დამნაშავე არ ვარ", - აღნიშნა ბიზნესმენმა.

სერგეი პოლონსკი უმსხვილესი დეველოპერული კომპანია "მირაქს გრუპის" დამაარსებელი და მფლობელია. გასულ წელს ჟურნალისტებთან შეხვედრისას გამოაცხადა, თითქოს აღარ არის ბიზნესმენი, თუმცა კამბოჯაში მას საქმიანი ინტერესები აქვს. პოლონსკიმ ქონება სამშენებლო ბიზნესში იშოვა და 2008 წელს 40 ყველაზე მდიდარი რუსის სიაში მოხვდა.

პოლონსკის პოპულარობა ბიზნესმენობის გარდა სკანდალურმა გამონათქვამებმა და გამოხტ­ო­მებმაც მოუტანა, ეპ­ატაჟური პიროვნებაა და უყვარს საკუთარი თავის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვა. გა­მო­რ­იცხული არ არ­ის, ახლაც განგებ მოაწყო ეს ალიაქოთი, რომ თა­ვისი ერთ-ერთი გა­ტაცება - სკანდალებისა და ექსტრიმის სიყვარული დაეკმაყოფილებინა.

FINANCIAL TIMES

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ