საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვოლოჩკოვამ ბასკოვი მალდივის კუნძულებზე აცდუნა
ვოლოჩკოვამ ბასკოვი მალდივის კუნძულებზე აცდუნა

მალ­დი­ვის კუნ­ძუ­ლე­ბი რუ­სე­თის შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში ბოლო წლე­ბია დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. მალ­დი­ვის ულა­მა­ზე­სი არ­ქი­პე­ლა­გის ერთ-ერთ კუნ­ძულ­ზე აღ­ნიშ­ნა ახა­ლი წელი ცნო­ბილ­მა რუს­მა მომ­ღე­რალ­მა ნი­კო­ლაი ბას­კოვ­მაც. მომ­ღე­რა­ლი კუნ­ძულ­ზე სკან­და­ლურ ბა­ლე­რი­ნა ანას­ტა­სია ვო­ლო­ჩკო­ვას­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რა. წყვი­ლის რო­მან­ტი­კუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბა Heat.ru-ს ფო­ტო­კო­რეს­პო­დენ­ტებ­მა აღ­ბეჭ­დეს.

ბას­კო­ვი და ვო­ლო­ჩკო­ვა რიტი რას კუნ­ძულ­ზე, ელი­ტურ ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო One & Only-ში და­ბი­ნავ­დნენ. სას­ტუმ­როს ნომ­რის ფან­ჯრე­ბი ოკე­ა­ნის ულა­მა­ზეს ხედს გა­დაჰ­ყუ­რებს. მას ძი­რი­თა­დად შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ან მე­უღ­ლე­ე­ბი ქი­რა­ო­ბენ თაფ­ლო­ბის თვე­ში. ერთი ღა­მის გა­ტა­რე­ბა სას­ტუმ­რო­ში 2500 დო­ლა­რი ღირს.

მომ­ღე­რა­ლი და ბა­ლე­რი­ნა კუნ­ძულ­ზე ერთი კვი­რის წინ ჩა­ვიდ­ნენ. ბას­კოვ­მა ჯერ კი­დევ ახალ წლამ­დე გა­ნა­ცხა­და, რომ მალ­დი­ვის კუნ­ძუ­ლებ­ზე "იდუ­მალ გო­გო­ნას­თან" ერ­თად წას­ვლას აპი­რებ­და. რო­გორც ფო­ტო­ებ­ზე ჩანს, "ძვე­ლი მე­გობ­რე­ბის" მოგ­ზა­უ­რო­ბა ვნე­ბი­ან თავ­გა­და­სავ­ლად იქცა.

ნი­კო­ლაი და ანას­ტა­სია დი­ლა­ო­ბით ტალ­ღებ­ზე ნე­ბივ­რო­ბენ, ტკბე­ბი­ან წყალ­ქვე­შა სამ­ყა­როს სი­ლა­მა­ზით, ერ­თმა­ნეთს პლაჟ­ზე პი­კან­ტურ მა­საჟს უკე­თე­ბენ და ალერსს არ ერი­დე­ბი­ან.

რო­გორც Heat.ru-ს კო­რეს­პო­დენ­ტმა გა­არ­კვია, წყვი­ლი კუნ­ძულ­ზე კი­დევ რამ­დე­ნი­მე დღეს დარ­ჩე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Heat.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვოლოჩკოვამ ბასკოვი მალდივის კუნძულებზე აცდუნა

ვოლოჩკოვამ ბასკოვი მალდივის კუნძულებზე აცდუნა

მალდივის კუნძულები რუსეთის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებში ბოლო წლებია დიდი პოპულარობით სარგებლობს. მალდივის ულამაზესი არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე აღნიშნა ახალი წელი ცნობილმა რუსმა მომღერალმა ნიკოლაი ბასკოვმაც. მომღერალი კუნძულზე სკანდალურ ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვასთან ერთად გაემგზავრა. წყვილის რომანტიკული შვებულება Heat.ru-ს ფოტოკორესპოდენტებმა აღბეჭდეს.

ბასკოვი და ვოლოჩკოვა რიტი რას კუნძულზე, ელიტურ ხუთვარსკვლავიან სასტუმრო One & Only-ში დაბინავდნენ. სასტუმროს ნომრის ფანჯრები ოკეანის ულამაზეს ხედს გადაჰყურებს. მას ძირითადად შეყვარებულები ან მეუღლეები ქირაობენ თაფლობის თვეში. ერთი ღამის გატარება სასტუმროში 2500 დოლარი ღირს.

მომღერალი და ბალერინა კუნძულზე  ერთი კვირის წინ ჩავიდნენ. ბასკოვმა ჯერ კიდევ ახალ წლამდე განაცხადა, რომ მალდივის კუნძულებზე "იდუმალ გოგონასთან" ერთად წასვლას აპირებდა. როგორც ფოტოებზე ჩანს, "ძველი მეგობრების" მოგზაურობა ვნებიან თავგადასავლად იქცა.

ნიკოლაი და ანასტასია დილაობით ტალღებზე ნებივრობენ, ტკბებიან წყალქვეშა სამყაროს სილამაზით, ერთმანეთს პლაჟზე პიკანტურ მასაჟს უკეთებენ და ალერსს არ ერიდებიან.

როგორც Heat.ru-ს კორესპოდენტმა გაარკვია, წყვილი კუნძულზე კიდევ რამდენიმე დღეს დარჩება.

მომზადებულია Heat.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება