მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა ფაჩუაშვილი შვილთაშვილს ელოდება
ნანა ფაჩუაშვილი შვილთაშვილს ელოდება

მსა­ხი­ობ ნანა ფა­ჩუ­აშ­ვი­ლის­თვის ახა­ლი წელი ორ­მა­გად სა­ზე­ი­მო დღე­სას­წა­უ­ლია, რად­გან 1-ელ იან­ვარს მისი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეა, 2-ში კი თა­ვად ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გახ­ლავთ იუ­ბი­ლა­რი. ჩი­ნუ­რი ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით, წლის ნიშ­ნე­ბი 12 წე­ლი­წად­ში ერთხელ მე­ორ­დე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისე­ვე, რო­გორც ახლა, 12 წლის წი­ნაც გვე­ლის წელი იყო. სწო­რედ მა­შინ გა­მო­ი­ჩი­ნა ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნამ დიდი გამ­ბე­და­ო­ბა და პი­თო­ნი ყელ­ზე შე­მო­იხ­ვია. მის ამ საქ­ცი­ელს თა­ვი­სი წი­ნა­პი­რო­ბა ჰქონ­და, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი ინ­ტერ­ვი­უ­ში გი­ამ­ბობთ...

- გან­ვლი­ლი 2012 წლით უკ­მა­ყო­ფი­ლო ნამ­დვი­ლად არ ვარ, უნდა ვთქვა, რომ შრო­მა და­მი­ფას­და და პრეს­ტი­ჟუ­ლი პრე­მი­ე­ბი მი­ვი­ღე ქა­ლის სა­უ­კე­თე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, გა­და­ცე­მა "სა­მო­თხის ვაშ­ლებ­ზე" მუ­შა­ო­ბის­თვის სა­უ­კე­თე­სო შე­მოქ­მე­დე­ბით გუნ­დად დაგ­ვა­სა­ხე­ლეს. რაც შე­ე­ხე­ბა ცვლი­ლე­ბებს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, გე­ტყვით, რომ 2012 წელს შვი­ლიშ­ვი­ლი გა­მიფ­რინ­და, გა­თხოვ­და. მარ­თა­ლია, სრუ­ლი­ად მარ­ტო დავ­რჩი, მაგ­რამ ხში­რად მა­ხა­რებს სტუმ­რო­ბით. სა­ბო­ლოო ჯამ­ში დრა­კო­ნის წე­ლი­წა­დი ჩემ­თვის ფეხ­ბედ­ნი­ე­რი იყო.

- თქვე­ნი შვი­ლიშ­ვი­ლი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე თუ გე­ლა­პა­რა­კე­ბო­დათ ხოლ­მე, და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე თუ იც­ნობ­დით მის რჩე­ულს?

- კი, რო­გორ არა. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა 4 წელს გრძელ­დე­ბო­და, ერ­თმა­ნე­თი კარ­გად გა­იც­ნეს და მერე გა­და­წყვი­ტეს ოჯა­ხის შექ­მნა. მე არა­ნა­ი­რად არ ჩავ­რე­ულ­ვარ, ასეთ საქ­მე­ში არა­ვინ უნდა ჩა­ყოს ცხვი­რი, არც დე­დამ, არც ბე­ბი­ამ და, მით უმე­ტეს, არც სხვა ვინ­მემ. ჩემს სი­ძე­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გის მეტი არა­ფე­რი მეთ­ქმის, რაც მთა­ვა­რია, უყ­ვარს შრო­მა და აფა­სებს უფ­როს-უმ­ცრო­სო­ბას. 2012 წელს ჩვენს ოჯახს ახა­ლი წევ­რი შე­მო­ე­მა­ტა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, გავმრავ­ლდით, მაგ­რამ არც 2013 იქ­ნე­ბა ნაკ­ლე­ბი, ანი ორ­სუ­ლა­დაა და მალე დიდი ბე­ბი­აც გავ­ხდე­ბი (იღი­მის).

- გი­ლო­ცავთ. რად­გან ანი გა­თხოვ­და, ალ­ბათ 2013 წლის შე­მობ­რძა­ნე­ბას მარ­ტო შეხ­ვდით, არა?

- არა, ჩემს ვაჟ­თან გახ­ლდით, ისიც მარ­ტო იყო, რად­გნ ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი - ლე­ვა­ნი­კო, ახალ წელს მე­გობ­რებ­თან ერ­თად შე­ე­გე­ბა. რო­გორ გან­წყო­ბა­ზეც უნდა ვი­ყოთ, ამ დღე­სას­წა­ულს მა­ინც პომ­პე­ზუ­რად აღ­ვნიშ­ნავთ, რად­გან 1-ელ იან­ვარს ჩემი ვა­ჟის და­ბა­დე­ბის დღეა, 2-ში - ჩემი, მა­ნამ­დე კი - 17 დე­კემ­ბერს - ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვა­ნის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღმერ­თმა ასეთ ბედ­ნი­ერ დღე­ებ­ზე და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბით დაგ­ვა­ჯილ­დო­ვა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყო­ფი­ლა ცუდი ახა­ლი წლე­ბიც. ჩემი მე­უღ­ლე სწო­რედ პირ­ველ იან­ვარ­საა გარ­დაც­ვლი­ლი. სა­ერ­თოდ, წლის პირ­ვე­ლი დღე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, ახ­ლაც მი­ხა­რია, რად­გან, რო­გორც გი­თხა­რით, ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეა, მაგ­რამ ამ თა­რიღ­თან იმავდრო­უ­ლად ტკი­ვი­ლი­ა­ნი მო­გო­ნე­ბე­ბი და გან­ცდე­ბი მა­კავ­ში­რებს.

- ვიცი, რომ 31 დე­კემ­ბერ­საც კი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში იყა­ვით და გა­და­ცე­მა მიგ­ყავ­დათ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი რო­დის­ღა მო­ას­წა­რით?

- თუ მსა­ხი­ო­ბი შე­მოქ­მე­დე­ბი­თად აქ­ტი­უ­რია, მა­შინ მას ამ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი აქვს. რო­გორც წესი, ამ დროს იმარ­თე­ბა სპექ­ტაკ­ლე­ბი, გვაქვს ჩა­წე­რე­ბი და ა.შ. რო­გორც იცით, 31 დე­კემ­ბერს "სა­მო­თხის ვაშ­ლე­ბით" ეთერ­ში გა­ვე­დით, ასე რომ, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი გახ­ლდით და დრო­ის დე­ფი­ცი­ტი მქონ­და. გარ­და ამი­სა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში დე­კემ­ბრის ბოლო დღე­ებ­ში ვთა­მა­შობ­დით სპექ­ტაკლს "შეშ­ლი­ლი, შეშ­ლი­ლი ახა­ლი წელი". ყო­ველ წელს, სცე­ნა­ზე გას­ვლის წინ, ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ დარ­ბაზ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი არ იქ­ნე­ბო­და, კუ­ლი­სე­ბი­დან გა­სულს კი პარ­ტე­რი თით­ქმის შევ­სე­ბუ­ლი მხვდე­ბო­და ხოლ­მე, ამ დღე­სას­წა­ულ­ზეც ჩემს პრო­ფე­სი­ას ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დი და დღემ­დე ვემ­სა­ხუ­რე­ბი. ვით­ვა­ლის­წი­ნებ იმას, რომ დე­კემ­ბრის ბოლო დღე­ებ­ში ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ და თა­და­რიგს ვი­ჭერ, ადრე ვყი­დუ­ლობ და ვჭრი ნი­გოზს და ასე ნელ-ნელა ვემ­ზა­დე­ბი ახა­ლი წლის და­სახ­ვედ­რად. თუ დროს სწო­რად გა­ა­ნა­წი­ლებ, წვა­ლე­ბით, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბას მა­ინც მო­ას­წრებ. ადრე დედა მეხ­მა­რე­ბო­და, ახლა კი მე უნდა მი­ვეხ­მა­რო სხვებ­საც და სა­კუ­თარ თავ­ზე ზრუნ­ვაც არ უნდა და­მა­ვი­წყდეს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ცივს დედა მიმ­ზა­დებ­და, ახლა კი მის მომ­ზა­დე­ბას თავს ვა­რი­დებ, რად­გან კარ­გად არ ვიცი. თუ პრე­ტენ­ზია გაქვს სა­ცი­ვის მომ­ზა­დე­ბა­ზე, მარ­თლა კარ­გი უნდა გა­მოგ­დი­ო­დეს, თუ არა­და, სა­ერ­თოდ უნდა შე­ეშ­ვა, ამი­ტომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მო­სა­ვალს ად­ვი­ლად ვპო­უ­ლობ, ან სა­ერ­თოდ არ ვა­კე­თებ ამ სა­დღე­სას­წა­უ­ლო კერძს, ან კი­დევ სხვას­თან მივ­დი­ვარ სტუმ­რად (იცი­ნის). ასე თუ ისე, ყო­ველ წელს მაქვს პა­ტა­რა სამ­ზა­დი­სი, აუ­ცი­ლებ­ლად ვა­კე­თებ გო­ზი­ნაყს, ტკბილ მა­გი­დას ვავ­სებ ჩი­რი­თა და მსგავ­სი ნუგ­ბა­რით და რაც მთა­ვა­რია, სუფ­რას ძა­ლი­ან ლა­მა­ზად ვშლი. მიყ­ვარს სახ­ლის გა­ფორ­მე­ბა სან­თლე­ბით, ასე­ვე დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ ნაძ­ვის ხის მორ­თვა­საც. სხვა­თა შო­რის, დე­კემ­ბრის მი­წუ­რულს ჩემ­მა შვი­ლიშ­ვილ­მა - ანიმ, შე­მომ­თა­ვა­ზა, მოდი, ნაძ­ვის ხე მოვ­რთო­თო, მაგ­რამ უარი ვუ­თხა­რი. შენ შენს სახ­ლში მორ­თე, მე კი ჩემ­თან და­მა­ცა­დე ჩემი გე­მოვ­ნე­ბით ავა­წყო ახა­ლი წლის ეს მთა­ვა­რი აქ­სე­სუ­ა­რი-მეთ­ქი. შარ­შან­წინ დიდი მონ­დო­მე­ბით მოვ­რთე, ანი გვი­ან მო­ვი­და სახ­ლში, უკვე ვი­წე­ქი, თურ­მე ჩა­მო­უხ­სნია სა­თა­მა­შო­ე­ბი და თა­ვი­სი სურ­ვი­ლი­სა­მებრ და­უ­კი­დე­ბია, რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, მე­წყი­ნა ეს საქ­ცი­ე­ლი, ამი­ტო­მაც წელს ამ საქ­მე­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა აღარ მი­ვე­ცი.

- დრა­კო­ნის წლის მი­წუ­რულს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად თუ მო­ემ­ზა­დეთ გვ­ელის წე­ლი­წა­დის და­სახ­ვედ­რად და ას­ტრო­ლო­გე­ბის რჩე­ვებს თუ და­უგ­დეთ ყური?

- მეტ-ნაკ­ლე­ბად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 12 წლის წი­ნაც გვე­ლის წე­ლი­წა­დი გახ­ლდათ. იმ პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ად­გი­ნეს ეგ­ზო­ტი­კუ­რი გვე­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა, ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ უამ­რა­ვი სა­ხის, ფე­რი­სა და ზო­მის გვე­ლი. ორი­ვე შვი­ლიშ­ვილს ჩავ­კი­დე ხელი და ამ ეგ­ზო­ტი­კუ­რი სა­ნა­ხა­ო­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად გა­ვე­შუ­რეთ. ად­გილ­ზე მი­სულს ყურ­ში ასე­თი ფრა­ზა ჩამ­წვდა, თუ გვე­ლის წე­ლი­წად­ში ამ ქვე­წარ­მა­ვალს ხელ­ში და­ი­ჭერ, ყვე­ლა სურ­ვი­ლი აგის­რულ­დე­ბაო. ჩავ­ფიქ­რდი, რო­გორ მოვ­კი­დო ხელი ამ ულა­მა­ზეს, მაგ­რამ სა­ზი­ზღარ არ­სე­ბებს-მეთ­ქი, მაგ­რამ გა­რის­კვა გა­დავ­წყვი­ტე. მი­ვე­დი და ამ ე.წ. კო­ლექ­ცი­ის მე­პატ­რო­ნეს ვთხო­ვე, თუ შე­იძ­ლე­ბა, გვე­ლი ხელ­ში და­მა­ჭე­რი­ნეთ-მეთ­ქი, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დამ­თან­ხმდა და მო­მა­წო­და თეთ­რი, უზარ­მა­ზა­რი პი­თო­ნი. თბი­ლი ქურ­ქი მეც­ვა, ვი­ფიქ­რე, რა უნდა მიქ­ნას ამ ნა­ხევ­რად მძი­ნა­რე არ­სე­ბამ-მეთ­ქი და იმ კაცს ნება დავ­რთე, ეს პი­თო­ნი ჩემ­თვის ყელ­ზე შე­მო­ეხ­ვია. ფო­ტოც გა­და­ვი­ღე, მაგ­რამ არ მო­მე­წო­ნა, ვუ­საყ­ვე­დუ­რე, ლა­მა­ზი შარ­ფი­ვით მაქვს გა­დაგ­დე­ბუ­ლი ეს გვე­ლი, სუ­ლაც არ ჩანს, რომ პი­თო­ნი მაქვს ყელ­ზე შე­მოხ­ვე­უ­ლი, ამო­მირ­ჩი­ეთ ისე­თი ქვე­წარ­მა­ვა­ლი, რომ­ლის ხელ­ში და­ჭე­რის დრო­საც ორი­ვე, მეც და ისიც, ვიგ­რძნობთ ერ­თმა­ნე­თის ძა­ლას-მეთ­ქი. მო­მა­წო­და მეტ­რა­ნა­ხევ­რი­ა­ნი გვე­ლი, დიდ ზი­ზღს კი ვგრძნობ­დი მის მი­მართ, მაგ­რამ იმ­დე­ნად მინ­დო­და ორი დიდი ჩა­ნა­ფიქ­რის ას­რუ­ლე­ბა, რომ ამის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი. ჩა­ვავ­ლე ორი­ვე ხელი თავ­სა და ბო­ლო­ში და ვიგ­რძე­ნი სი­ცი­ვე, უხ­სე­ნებ­ლის კუნ­თებ­მა და­ი­წყეს მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­დან და გა­და­ვიდ­ნენ ბო­ლო­ში, მე კი კი­დევ უფრო მაგ­რად მო­ვუ­ჭი­რე ხელი, ამა­სო­ბა­ში სუ­რა­თიც გა­და­მი­ღეს, მაგ­რამ ამ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ჩვენ შო­რის გა­ი­მარ­თა ორ­თაბ­რძო­ლა, ის თა­ვის მხრივ გა­მი­ჯი­უტ­და, მე კი და­ვუმ­ტკი­ცე, რომ მო­ვე­რე­ო­დი და ასეც მო­ვი­ქე­ცი.

- გაგ­ვიმ­ხი­ლეთ, რა ჩა­ი­ფიქ­რეთ... რა ნატ­ვრა გქონ­დათ ასე­თი, რომ ამ­ხელა რის­კზე წახ­ვე­დით?

- ჩემი ერთი ნატ­ვრა იყო რო­ლე­ბის კარ­გად შეს­რუ­ლე­ბა, მე­ო­რეს კი ვერ გე­ტყვით, ჩემს შვი­ლებს ეხე­ბო­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია. თუ ადა­მი­ანს გუ­ლით უნდა ნატ­ვრის ას­რუ­ლე­ბა, ის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს ამის­თვის. დღეს შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ერთი ნატ­ვრა ამის­რულ­და, მე­ო­რე კი - ნა­წი­ლობ­რივ, მაგ­რამ მა­ინც კმა­ყო­ფი­ლი ვარ. აი, ამ გვე­ლის წე­ლი­წა­დის და­სახ­ვედ­რად მსგავ­სი არა­ფე­რი ჩა­მი­დე­ნია.

- ჩვე­ნი სა­უბ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ცრუ­მორ­წმუ­ნე ხართ?

- ნა­წი­ლობ­რივ. რწმე­ნა ბევრ ბა­რი­ერს გა­და­ა­ლახ­ვი­ნებს ადა­მი­ანს, მე რაც მო­გი­ყე­ვით, ეგეც რწმე­ნის გამო ჩა­ვი­დი­ნე.

- ბე­დო­ბის გჯე­რათ? გა­მორ­ჩე­უ­ლად ხომ არ ატა­რებთ ამ დღეს, რათა მერე მთე­ლი წე­ლი­წა­დი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და ფეხ­ბედ­ნი­ე­რი იყოს?

- რო­გორც უკვე გი­თხა­რით, 2 იან­ვარს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა, ამი­ტომ ამ თა­რიღს ორ­მა­გი დატ­ვირ­თვა ეძ­ლე­ვა, გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს ვა­კე­თებ, უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ, დღე კარ­გად ჩა­ვამ­თავ­რო.

- ბე­დო­ბას შობა მოს­დევს ფეხ­და­ფეხ, სა­შო­ბაო ღვეზ­ლი­თა და სხვა ნუგ­ბა­რით თუ ხვდე­ბით ამ უდი­დეს დღე­სას­წა­ულს?

- ვერ მო­გა­ტყუ­ებ და ვერ გე­ტყვი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვხვდე­ბი 7 იან­ვარს. ყო­ველ­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, ამი­ტომ ძი­რი­თა­დად ყვე­ლა­ფერს გამ­ზა­დე­ბულს ვყი­დუ­ლობ. კარ­გია, როცა სახ­ლში სამ­ზა­დი­სია და პუ­რის სუნი ტრი­ა­ლებს. იყო პე­რი­ო­დი, როცა ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი და ჩემი ოჯა­ხი ჩქეფ­და, ახლა კი უკვე მე მიჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი, თა­ვად ვი­ა­რო სტუმ­რად და პა­ტი­ვი მცენ (იღი­მე­ბა).

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რო­მე­ლი ახა­ლი წელი გახ­სენ­დე­ბათ?

- რო­გორც გი­თხა­რით, ტრა­გი­კუ­ლი ახა­ლი წე­ლიც მქო­ნია და ბედ­ნი­ე­რიც. ეს დღე­სას­წა­უ­ლი ჩემ­თვის იმი­თაა კარ­გი, რომ მო­მავ­ლის რწმე­ნა მე­მა­ტე­ბა. ჩემი ახა­ლი სახ­ლი­დან იშ­ლე­ბა ულა­მა­ზე­სი ხედი, 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს, როცა თბი­ლი­სის ცა ნათ­დე­ბა ფე­ი­ერ­ვერ­კით და ქა­ლა­ქი ხა­რობს, გინ­და - არ გინ­და, შენც და­დე­ბი­თად იმუხ­ტე­ბი. მი­ვე­სალ­მე­ბი და მიყ­ვარს ეს პომ­პე­ზუ­რი დღე­სას­წა­უ­ლი. საკ­მა­ოდ ძლი­ერ და კარგ ქვეყ­ნებ­ში შევ­ხვედ­რი­ვარ ახალ წელს და მინ­და, ისე­თი შე­მარ­თე­ბი­თა და სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბოდ­ნენ ქარ­თვე­ლე­ბიც ამ დღე­სას­წა­ულს, რო­გორც ამას უცხო­ე­ლე­ბი აკე­თე­ბენ. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ჩვენ­მა ხალ­ხმაც ისე­თი­ვე დიდი სი­ხა­რუ­ლით გა­მო­ი­ტა­ნოს და ძველ წე­ლი­წადს გა­ა­ტა­ნოს ავე­ჯი, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლია, რო­გორც ამას ეს­პა­ნეთ­ში აკე­თე­ბენ, ყვე­ლა­ფერ ძველს მი­მა­ვალ წე­ლი­წადს ატა­ნენ და ახ­ლით ავ­სე­ბენ სა­ცხოვ­რე­ბელს. მსურს, თბი­ლი­სი ისე ბრწყი­ნავ­დეს, რო­გორც ახა­ლი წლის მო­ლო­დინ­ში მყო­ფი ლონ­დო­ნი. მარ­თა­ლია, ჩვე­ნი ქა­ლა­ქიც ბრწყი­ნავს, მაგ­რამ ის ბრწყინ­ვა­ლე­ბა კი­დევ სხვა არის, იმე­დია, მო­ვეს­წრე­ბი ამ ყვე­ლა­ფერს.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ნანა ფაჩუაშვილი შვილთაშვილს ელოდება

ნანა ფაჩუაშვილი შვილთაშვილს ელოდება

მსახიობ ნანა ფაჩუაშვილისთვის ახალი წელი ორმაგად საზეიმო დღესასწაულია, რადგან 1-ელ იანვარს მისი შვილის დაბადების დღეა, 2-ში კი თავად ჩვენი რესპონდენტი გახლავთ იუბილარი. ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, წლის ნიშნები 12 წელიწადში ერთხელ მეორდება, აქედან გამომდინარე, ისევე, როგორც ახლა, 12 წლის წინაც გველის წელი იყო. სწორედ მაშინ გამოიჩინა ქალბატონმა ნანამ დიდი გამბედაობა და პითონი ყელზე შემოიხვია. მის ამ საქციელს თავისი წინაპირობა ჰქონდა, რომელსაც მსახიობი ინტერვიუში გიამბობთ...

-  განვლილი 2012 წლით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, უნდა ვთქვა, რომ შრომა დამიფასდა და პრესტიჟული პრემიები მივიღე ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის. გარდა ამისა, გადაცემა "სამოთხის ვაშლებზე" მუშაობისთვის საუკეთესო შემოქმედებით გუნდად დაგვასახელეს. რაც შეეხება ცვლილებებს ჩემს ცხოვრებაში, გეტყვით, რომ 2012 წელს შვილიშვილი გამიფრინდა, გათხოვდა. მართალია, სრულიად მარტო დავრჩი, მაგრამ ხშირად მახარებს სტუმრობით. საბოლოო ჯამში დრაკონის წელიწადი ჩემთვის ფეხბედნიერი იყო.

-  თქვენი შვილიშვილი პირად ცხოვრებაზე თუ გელაპარაკებოდათ ხოლმე, დაქორწინებამდე თუ იცნობდით მის რჩეულს?

-  კი, როგორ არა. მათი ურთიერთობა 4 წელს გრძელდებოდა, ერთმანეთი კარგად გაიცნეს და მერე გადაწყვიტეს ოჯახის შექმნა. მე არანაირად არ ჩავრეულვარ, ასეთ საქმეში არავინ უნდა ჩაყოს ცხვირი, არც დედამ, არც ბებიამ და, მით უმეტეს, არც სხვა ვინმემ. ჩემს სიძეზე ჯერჯერობით კარგის მეტი არაფერი მეთქმის, რაც მთავარია, უყვარს შრომა და აფასებს უფროს-უმცროსობას. 2012 წელს ჩვენს ოჯახს ახალი წევრი შემოემატა, შეიძლება ითქვას, გავმრავლდით, მაგრამ არც 2013 იქნება ნაკლები, ანი ორსულადაა და მალე დიდი ბებიაც გავხდები (იღიმის).

-  გილოცავთ. რადგან ანი გათხოვდა, ალბათ 2013 წლის შემობრძანებას მარტო შეხვდით, არა?

-  არა, ჩემს ვაჟთან გახლდით, ისიც მარტო იყო, რადგნ ჩემი შვილიშვილი - ლევანიკო, ახალ წელს მეგობრებთან ერთად შეეგება. როგორ განწყობაზეც უნდა ვიყოთ, ამ დღესასწაულს მაინც პომპეზურად აღვნიშნავთ, რადგან 1-ელ იანვარს ჩემი ვაჟის დაბადების დღეა, 2-ში - ჩემი, მანამდე კი - 17 დეკემბერს - ჩემი შვილიშვილი ლევანის. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ასეთ ბედნიერ დღეებზე დაბადების დღეებით დაგვაჯილდოვა, ჩემს ცხოვრებაში ყოფილა ცუდი ახალი წლებიც. ჩემი მეუღლე სწორედ პირველ იანვარსაა გარდაცვლილი. საერთოდ, წლის პირველი დღე ძალიან მიყვარდა, ახლაც მიხარია, რადგან, როგორც გითხარით, ჩემი შვილის დაბადების დღეა, მაგრამ ამ თარიღთან იმავდროულად ტკივილიანი მოგონებები და განცდები მაკავშირებს.

-  ვიცი, რომ 31 დეკემბერსაც კი ტელევიზიაში იყავით და გადაცემა მიგყავდათ, სამზარეულოში ტრიალი როდისღა მოასწარით?

-  თუ მსახიობი შემოქმედებითად აქტიურია, მაშინ მას ამ პერიოდში განსაკუთრებულად გადატვირთული რეჟიმი აქვს. როგორც წესი, ამ დროს იმართება სპექტაკლები, გვაქვს ჩაწერები და ა.შ. როგორც იცით, 31 დეკემბერს "სამოთხის ვაშლებით" ეთერში გავედით, ასე რომ, ძალიან დაკავებული გახლდით და დროის დეფიციტი მქონდა. გარდა ამისა, წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრში დეკემბრის ბოლო დღეებში ვთამაშობდით სპექტაკლს "შეშლილი, შეშლილი ახალი წელი". ყოველ წელს, სცენაზე გასვლის წინ, ვიმედოვნებდი, რომ დარბაზში მაყურებელი არ იქნებოდა, კულისებიდან გასულს კი პარტერი თითქმის შევსებული მხვდებოდა ხოლმე, ამ დღესასწაულზეც ჩემს პროფესიას ვემსახურებოდი და დღემდე ვემსახურები. ვითვალისწინებ იმას, რომ დეკემბრის ბოლო დღეებში ძალიან დაკავებული ვარ და თადარიგს ვიჭერ, ადრე ვყიდულობ და ვჭრი ნიგოზს და ასე ნელ-ნელა ვემზადები ახალი წლის დასახვედრად. თუ დროს სწორად გაანაწილებ, წვალებით, მაგრამ ყველაფრის გაკეთებას მაინც მოასწრებ. ადრე დედა მეხმარებოდა, ახლა კი მე უნდა მივეხმარო სხვებსაც და საკუთარ თავზე ზრუნვაც არ უნდა დამავიწყდეს. წლების განმავლობაში საცივს დედა მიმზადებდა, ახლა კი მის მომზადებას თავს ვარიდებ, რადგან კარგად არ ვიცი. თუ პრეტენზია გაქვს საცივის მომზადებაზე, მართლა კარგი უნდა გამოგდიოდეს, თუ არადა, საერთოდ უნდა შეეშვა, ამიტომ ამ სიტუაციიდან გამოსავალს ადვილად ვპოულობ, ან საერთოდ არ ვაკეთებ ამ სადღესასწაულო კერძს, ან კიდევ სხვასთან მივდივარ სტუმრად (იცინის). ასე თუ ისე, ყოველ წელს მაქვს პატარა სამზადისი, აუცილებლად ვაკეთებ გოზინაყს, ტკბილ მაგიდას ვავსებ ჩირითა და მსგავსი ნუგბარით და რაც მთავარია, სუფრას ძალიან ლამაზად ვშლი. მიყვარს სახლის გაფორმება სანთლებით, ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ნაძვის ხის მორთვასაც. სხვათა შორის, დეკემბრის მიწურულს ჩემმა შვილიშვილმა - ანიმ, შემომთავაზა, მოდი, ნაძვის ხე მოვრთოთო, მაგრამ უარი ვუთხარი. შენ შენს სახლში მორთე, მე კი ჩემთან დამაცადე ჩემი გემოვნებით ავაწყო ახალი წლის ეს მთავარი აქსესუარი-მეთქი. შარშანწინ დიდი მონდომებით მოვრთე, ანი გვიან მოვიდა სახლში, უკვე ვიწექი, თურმე ჩამოუხსნია სათამაშოები და თავისი სურვილისამებრ დაუკიდებია, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მეწყინა ეს საქციელი, ამიტომაც წელს ამ საქმეში ჩარევის უფლება აღარ მივეცი.

-  დრაკონის წლის მიწურულს განსაკუთრებულად თუ მოემზადეთ გვ­ელის წელიწადის დასახვედრად და ასტროლოგების რჩევებს თუ და­უგდეთ ყური?

-  მეტ-ნაკლებად. მოგეხსენებათ, 12 წლის წინაც გველის წელიწადი გახლდათ. იმ პერიოდში უკრაინელებმა საქართველოში წარმოადგინეს ეგზოტიკური გველების გამოფენა, ჩამოყვანილი ჰყავდათ უამრავი სახის, ფერისა და ზომის გველი. ორივე შვილიშვილს ჩავკიდე ხელი და ამ ეგზოტიკური სანახაობის დასათვალიერებლად გავეშურეთ. ადგილზე მისულს ყურში ასეთი ფრაზა ჩამწვდა, თუ გველის წელიწადში ამ ქვეწარმავალს ხელში დაიჭერ, ყველა სურვილი აგისრულდებაო. ჩავფიქრდი, როგორ მოვკიდო ხელი ამ ულამაზეს, მაგრამ საზიზღარ არსებებს-მეთქი, მაგრამ გარისკვა გადავწყვიტე. მივედი და ამ ე.წ. კოლექციის მეპატრონეს ვთხოვე, თუ შეიძლება, გველი ხელში დამაჭერინეთ-მეთქი, დიდი სიამოვნებით დამთანხმდა და მომაწოდა თეთრი, უზარმაზარი პითონი. თბილი ქურქი მეცვა, ვიფიქრე, რა უნდა მიქნას ამ ნახევრად მძინარე არსებამ-მეთქი და იმ კაცს ნება დავრთე, ეს პითონი ჩემთვის ყელზე შემოეხვია. ფოტოც გადავიღე, მაგრამ არ მომეწონა, ვუსაყვედურე, ლამაზი შარფივით მაქვს გადაგდებული ეს გველი, სულაც არ ჩანს, რომ პითონი მაქვს ყელზე შემოხვეული, ამომირჩიეთ ისეთი ქვეწარმავალი, რომლის ხელში დაჭერის დროსაც ორივე, მეც და ისიც, ვიგრძნობთ ერთმანეთის ძალას-მეთქი. მომაწოდა მეტრანახევრიანი გველი, დიდ ზიზღს კი ვგრძნობდი მის მიმართ, მაგრამ იმდენად მინდოდა ორი დიდი ჩანაფიქრის ასრულება, რომ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებდი. ჩავავლე ორივე ხელი თავსა და ბოლოში და ვიგრძენი სიცივე, უხსენებლის კუნთებმა დაიწყეს მოძრაობა თავიდან და გადავიდნენ ბოლოში, მე კი კიდევ უფრო მაგრად მოვუჭირე ხელი, ამასობაში სურათიც გადამიღეს, მაგრამ ამ რამდენიმე წუთში ჩვენ შორის გაიმართა ორთაბრძოლა, ის თავის მხრივ გამიჯიუტდა, მე კი დავუმტკიცე, რომ მოვერეოდი და ასეც მოვიქეცი.

-  გაგვიმხილეთ, რა ჩაიფიქრეთ... რა ნატვრა გქონდათ ასეთი, რომ ამ­ხელა რისკზე წახვედით?

-  ჩემი ერთი ნატვრა იყო როლების კარგად შესრულება, მეორეს კი ვერ გეტყვით, ჩემს შვილებს ეხებოდა, რასაკვირველია. თუ ადამიანს გულით უნდა ნატვრის ასრულება, ის ყველაფერს გააკეთებს ამისთვის. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ერთი ნატვრა ამისრულდა, მეორე კი - ნაწილობრივ, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. აი, ამ გველის წელიწადის დასახვედრად მსგავსი არაფერი ჩამიდენია.

-  ჩვენი საუბრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ცრუმორწმუნე ხართ?

-  ნაწილობრივ. რწმენა ბევრ ბარიერს გადაალახვინებს ადამიანს, მე რაც მოგიყევით, ეგეც რწმენის გამო ჩავიდინე.

-  ბედობის გჯერათ? გამორჩეულად ხომ არ ატარებთ ამ დღეს, რათა მერე მთელი წელიწადი წარმატებული და ფეხბედნიერი იყოს?

-  როგორც უკვე გითხარით, 2 იანვარს ჩემი დაბადების დღეა, ამიტომ ამ თარიღს ორმაგი დატვირთვა ეძლევა, განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ, ვცდილობ, დღე კარგად ჩავამთავრო.

-  ბედობას შობა მოსდევს ფეხდაფეხ, საშობაო ღვეზლითა და სხვა ნუგბარით თუ ხვდებით ამ უდიდეს დღესასწაულს?

-  ვერ მოგატყუებ და ვერ გეტყვი, რომ განსაკუთრებულად ვხვდები 7 იანვარს. ყოველთვის დაკავებული ვარ, ამიტომ ძირითადად ყველაფერს გამზადებულს ვყიდულობ. კარგია, როცა სახლში სამზადისია და პურის სუნი ტრიალებს. იყო პერიოდი, როცა ყველაფერს ვაკეთებდი და ჩემი ოჯახი ჩქეფდა, ახლა კი უკვე მე მიჩნდება სურვილი, თავად ვიარო სტუმრად და პატივი მცენ (იღიმება).

-  განსაკუთრებულად რომელი ახალი წელი გახსენდებათ?

-  როგორც გითხარით, ტრაგიკული ახალი წელიც მქონია და ბედნიერიც. ეს დღესასწაული ჩემთვის იმითაა კარგი, რომ მომავლის რწმენა მემატება. ჩემი ახალი სახლიდან იშლება ულამაზესი ხედი, 31 დეკემბრის ღამეს, როცა თბილისის ცა ნათდება ფეიერვერკით და ქალაქი ხარობს, გინდა - არ გინდა, შენც დადებითად იმუხტები. მივესალმები და მიყვარს ეს პომპეზური დღესასწაული. საკმაოდ ძლიერ და კარგ ქვეყნებში შევხვედრივარ ახალ წელს და მინდა, ისეთი შემართებითა და სიხარულით ხვდებოდნენ ქართველებიც ამ დღესასწაულს, როგორც ამას უცხოელები აკეთებენ. დიდი სურვილი მაქვს, ჩვენმა ხალხმაც ისეთივე დიდი სიხარულით გამოიტანოს და ძველ წელიწადს გაატანოს ავეჯი, რომელიც, ფაქტობრივად, ახალია, როგორც ამას ესპანეთში აკეთებენ, ყველაფერ ძველს მიმავალ წელიწადს ატანენ და ახლით ავსებენ საცხოვრებელს. მსურს, თბილისი ისე ბრწყინავდეს, როგორც ახალი წლის მოლოდინში მყოფი ლონდონი. მართალია, ჩვენი ქალაქიც ბრწყინავს, მაგრამ ის ბრწყინვალება კიდევ სხვა არის, იმედია, მოვესწრები ამ ყველაფერს.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება