მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-მ ლიბანს სამხედრო ტექნიკა აჩუქა
აშშ-მ ლიბანს სამხედრო ტექნიკა აჩუქა

აშშ-ს თავ­დაც­ვის უწყე­ბამ ლი­ბა­ნის მთავ­რო­ბას M113-ის ტი­პის 200 ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი უსას­ყიდ­ლოდ გა­დას­ცა. ქა­ლაქ ბი­ე­რუ­თის პორ­ტში ტექ­ნი­კა მიმ­დი­ნა­რე წლის 6 იან­ვარს გად­მოტვირ­თეს. ყვე­ლა ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი საბ­რძო­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, თუმ­ცა ერთ-ერთ ლი­ბა­ნურ სა­წარ­მო­ში სრულ ტექ­ნი­კურ შე­მოწ­მე­ბას გა­ივ­ლი­ან.

ლი­ბა­ნუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში აშშ უდი­დეს როლს თა­მა­შობს. 1982 წელს პენ­ტა­გონ­მა ლი­ბა­ნის არ­მი­ის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად 80 სამ­ხედ­რო მრჩე­ვე­ლი მი­ავ­ლი­ნა. იმა­ვე პე­რი­ოდ­ში ლი­ბან­მა აშშ-სა და საფ­რან­გეთ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბის მა­სობ­რი­ვი ყიდ­ვა და­ი­წყო. 1983 წელს ლი­ბან­მა მათ­გან 1,2 მი­ლი­არ­დის, მომ­დევ­ნო 1984-ში კი - 1 მი­ლი­არ­დი აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სამ­ხედ­რო პრო­დუქ­ცია შე­ი­ძი­ნა.

1995 წელს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ლი­ბა­ნის თავ­დაც­ვის უწყე­ბამ ამე­რი­კუ­ლი მხა­რის­გან 99 ჯავ­შანტრან­სპორ­ტი­ო­რი, 34 სა­არ­ტი­ლე­რიო გამ­წე და 127 ავ­ტო­მო­ბი­ლი მი­ი­ღო.

ბოლო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის მო­ცუ­ლო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. მხო­ლოდ შარ­შან­დე­ლი 2012 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აშშ-მა ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ამ სა­ხელ­მწი­ფოს უსას­ყიდ­ლოდ 140 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სამ­ხედ­რო პრო­დუქ­ცია გა­დას­ცა. მათ შო­რის UH-1H-ის ტი­პის 6 შვე­ულმფრე­ნი, მათი სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბი და მფრი­ნა­ვე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი ტრე­ნა­ჟო­რე­ბი. სამი წლით ადრე ლი­ბა­ნე­ლებ­მა ამე­რი­კე­ლე­ბის­გან 12 უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი RQ-11B მი­ი­ღეს. ამ­რი­გად ლი­ბა­ნი პირ­ვე­ლი არა­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო გახ­და, რო­მელ­მაც აშშ-ის მთავ­რო­ბის ნე­ბარ­თვით ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბი მი­ი­ღო.

დღე­ვან­დე­ლი დღის მგო­მა­რე­ო­ბით, ლი­ბა­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ია­რა­ღის, სამ­ხედ­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და ტექ­ნი­კის და­ახ­ლო­ე­ბით 85% ამე­რი­კუ­ლი წარ­მო­ე­ბი­საა. და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი ბრი­ტა­ნეთ­ში, საფ­რან­გეთ­სა და სსრკ-შია დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ topwar.ru- ის მი­ხედ­ვით.

აშშ-მ ლიბანს სამხედრო ტექნიკა აჩუქა

აშშ-მ ლიბანს სამხედრო ტექნიკა აჩუქა

აშშ-ს თავდაცვის უწყებამ ლიბანის მთავრობას M113-ის ტიპის 200 ჯავშანტრანსპორტიორი უსასყიდლოდ გადასცა. ქალაქ ბიერუთის პორტში ტექნიკა მიმდინარე წლის 6 იანვარს გადმოტვირთეს. ყველა ჯავშანტრანსპორტიორი საბრძოლო მდგომარეობაშია, თუმცა ერთ-ერთ ლიბანურ საწარმოში სრულ ტექნიკურ შემოწმებას გაივლიან.

ლიბანური შეიარაღებული ძალების ფორმირებაში აშშ უდიდეს როლს თამაშობს. 1982 წელს პენტაგონმა ლიბანის არმიის ქვედანაყოფების მოსამზადებლად 80 სამხედრო მრჩეველი მიავლინა. იმავე პერიოდში ლიბანმა აშშ-სა და საფრანგეთში შეიარაღების მასობრივი ყიდვა დაიწყო. 1983 წელს ლიბანმა მათგან 1,2 მილიარდის, მომდევნო 1984-ში კი - 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო პროდუქცია შეიძინა.

1995 წელს სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში ლიბანის თავდაცვის უწყებამ ამერიკული მხარისგან 99 ჯავშანტრანსპორტიორი, 34 საარტილერიო გამწე და 127 ავტომობილი მიიღო.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სამხედრო დახმარების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. მხოლოდ შარშანდელი 2012 წლის განმავლობაში აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის ამ სახელმწიფოს უსასყიდლოდ 140 მილიონი დოლარის სამხედრო პროდუქცია გადასცა. მათ შორის UH-1H-ის ტიპის 6 შვეულმფრენი, მათი სათადარიგო ნაწილები და მფრინავების მოსამზადებელი ტრენაჟორები. სამი წლით ადრე ლიბანელებმა ამერიკელებისგან 12 უპილოტო საფრენი აპარატი RQ-11B მიიღეს. ამრიგად ლიბანი პირველი არაბული სახელმწიფო გახდა, რომელმაც აშშ-ის მთავრობის ნებართვით ამერიკული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები მიიღო.

დღევანდელი დღის მგომარეობით, ლიბანის განკარგულებაში არსებული იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და ტექნიკის დაახლოებით 85% ამერიკული წარმოებისაა. დანარჩენი ნაწილი ბრიტანეთში, საფრანგეთსა და სსრკ-შია დამზადებული.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ topwar.ru- ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე