7 იანვრიდან 15 იანვრამდე ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში თეატრალური კვირეული გაიმართება. კვირეული ქართული თეატრის დღეს, 14 იანვარს, ეძღვნება.
მესხიშვილის თეატრის სცენაზე 7 იანვარს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გამართავს წარმოდგენას "კოტე მარჯანიშვილი", 8 იანვარს ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაეთმობა სცენა, რომელიც წარმოადგენს სპაქტაკლს "პანთეონი". მომდევნო დღეებში მესხიშვილის თეატრის სცენა დაეთმობა: მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, სპექტაკლით "7 პ.პ"; სოხუმის დრამატულ თეატრს, წარმოდგენით "გუშინდელნი"; მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს - "უსასრულობის ათვლა დაიწყო".
კვირეულზე ასევე წარმოდგენილი იქნება გამოფენათა სერია, რომელიც ქართული თეატრის ისტორიას ასახავს.