მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიხარულისგან მთელი ციხე გუგუნებდა"
"სიხარულისგან მთელი ციხე გუგუნებდა"

"თა­ნას­წო­რო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის" - "9 აპ­რი­ლის ახალ­გაზ­რდუ­ლი შტა­ბის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და­ვით ლეჟა­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით იხ­დის სას­ჯელს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მას 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 2009 წლის 8 ივ­ნისს ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის, ირი­ნას და­ბა­დე­ბის დღე­ზე 17 წლის და­ვით ლეჟა­ვა დაჭ­რეს... 17 ივ­ნისს კი ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს. მას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი და მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ხელ­დნენ. არა­და, გა­ირ­კვა, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის და, ირი­ნა ლეჟა­ვა, რო­მე­ლიც გო­გი­ჩა­იშ­ვილს ძმის და­ზი­ა­ნე­ბა­ში სდებ­და ბრალს, თა­ვად იყო უმ­ძი­მე­სი ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი - დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ში. გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი ნა­თია კორ­კო­ტა­ძე ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ირი­ნა ლეჟა­ვას­თან გა­რი­გე­ბა მოხ­და და მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ლეჟა­ვებ­მა უდა­ნა­შა­უ­ლო გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ამ­ხი­ლეს. ამას ადას­ტუ­რებს საქ­მის მა­სა­ლე­ბიც, მო­სა­მარ­თლე გო­გი­ნაშ­ვილ­მა ირი­ნა ლეჟა­ვა 2 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ, სწო­რედ 17 ივ­ნისს, გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის დღეს პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ამ­ჟა­მად ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი რუს­თა­ვის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შია და მისი საქ­მე სტრას­ბურ­გშია გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი. პარ­ლა­მენ­ტმა მას პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა და დღე-დღე­ზე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ელის. მან პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი თქვა. რო­გო­რი გან­წყო­ბით შეხ­ვდა ახალ წელს, რა­ტომ და­ა­კა­ვეს, ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე ლე­ვან გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- ლე­ვან, რო­გო­რი გან­წყო­ბით შეხ­ვდი ახალ წელს?

- სამი წე­ლია ცი­ხე­ში ვხვდე­ბი ახალ წელს ოც­ნე­ბით, მო­მავ­ლის იმე­დით. როცა პა­ტიმ­რო­ბა­ში ხარ, ცდი­ლობ, ამ დღეს მა­ინც მოს­წყდე რე­ა­ლო­ბას და ხე­ლოვ­ნუ­რად შე­იქ­მნა გან­წყო­ბა. წლე­ვან­დე­ლი წელი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რად­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბი. ამის­თვის დიდი მად­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და ქარ­თველ ხალ­ხს. ცი­ხე­ში სამ­წე­ლი­წად-ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გა­ვა­ტა­რე, ეს ცოტა დრო არ არის და, ბუ­ნებ­რი­ვია, მო­მი­წევს ადაპ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დის გავ­ლა, მაგ­რამ მალე ჩა­ვებ­მე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ფერ­ხულ­ში. მინ­და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მი­ვუ­ლო­ცო შობა-ახა­ლი წელი, ჩვენს პატ­რი­არ­ქს კი და­ბა­დე­ბის დღე, ვუ­სურ­ვო ჯან­მრთე­ლო­ბა და ყვე­ლას ერ­თად კარგ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა.

გა­მი­ხარ­და, პო­ლიტ­პა­ტიმ­რად რომ მა­ღი­ა­რეს. ყვე­ლა ჩვენ­განს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა დაგ­ვე­უფ­ლა. ისე­დაც ვი­ცო­დით, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი რომ ვი­ყა­ვით, მაგ­რამ, როცა ამას პარ­ლა­მენ­ტი აღი­ა­რებს, სულ სხვაა.

- რო­გორც ვიცი, სა­მარ­ტოო სა­კან­ში კარ­გა ხანს იყა­ვი გა­მო­კე­ტი­ლი.

- სულ ვფიქ­რობ­დი, რომ ის რე­ჟი­მი აუ­ცი­ლებ­ლად და­მა­პა­ტიმ­რებ­და. ამას ე. წ. მე­ექ­ვსე გრძნო­ბით ვგრძნობ­დი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად შე­გუ­ე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლი ორი დღე ძალ­ზე მძი­მე იყო, მერე კი შე­ვე­გუე... სა­მარ­ტოო სა­კან­ში წე­ლი­წა­დი და 3 თვე გა­ვა­ტა­რე. ძა­ლი­ან რთუ­ლია, როცა მარ­ტო ხარ 10 კვად­რა­ტულ მეტრ სა­კან­ში, მაგ­რამ მო­ვა­ხერ­ხე სა­კუ­თა­რი თა­ვის მო­ბი­ლი­ზე­ბა, ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა­ში გა­ვა­ტა­რე ეს დრო.

- ფი­ზი­კუ­რი ზე­წო­ლა ხომ არ ყო­ფი­ლა?

- ძა­ლი­ან ცუდი ვი­თა­რე­ბა იყო გლ­და­ნის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ჯო­ჯო­ხე­თი იყო. მე, ალ­ბათ, იმი­ტომ მე­რი­დე­ბოდ­ნენ, რომ იცოდ­ნენ, დიდ ხმა­ურს ავ­ტეხ­დი, არ გავ­ჩუმ­დე­ბო­დი. რაც ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რობ­და პა­ტი­მა­რი, უფრო მე­ტად ექ­მნე­ბო­და პრობ­ლე­მა. ვინც თავს იცავ­და ად­ვო­კა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით, თავს ანე­ბებ­დნენ. ასე­თე­ბი ცო­ტა­ნი იყ­ვნენ. რაც თქვენ ნა­ხეთ, სამ­წუ­ხა­როდ, სი­ნამ­დვი­ლეა.

- რა მოხ­და ირი­ნა ბა­თი­აშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე?

- სა­ნამ სუფ­რას­თან ვი­ყა­ვი, არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. მე ხელი მქონ­და ამო­ვარ­დნი­ლი - რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ფურ­ცე­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე აქ­ცი­ის მშვი­დო­ბი­ან მო­ნა­წი­ლე­ებს პო­ლი­ცია ხელ­კე­ტე­ბით დაგ­ვე­რია, ხელი და­მი­ზი­ან­და და და­ლე­ვას ვე­რი­დე­ბო­დი. ასე რომ, ფხი­ზე­ლი ვი­ყა­ვი...

სა­სა­მარ­თლო და პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ ხელ­ში იყო. უბ­რა­ლოდ, ად­გნენ და და­მაბ­რა­ლეს. მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს, ისი­ნი იყ­ვნენ მარ­თლე­ბი თუ მე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

"სიხარულისგან მთელი ციხე გუგუნებდა"

"სიხარულისგან მთელი ციხე გუგუნებდა"

"თანასწორობის ინსტიტუტის" - "9 აპრილის ახალგაზრდული შტაბის" დამფუძნებელი ლევან გოგიჩაიშვილი დავით ლეჟავას ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით იხდის სასჯელს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის 8 ივნისს ირაკლი ბათიაშვილის ქალიშვილის, ირინას დაბადების დღეზე 17 წლის დავით ლეჟავა დაჭრეს... 17 ივნისს კი ლევან გოგიჩაიშვილი დააპატიმრეს. მას დაზარალებული და მისი ოჯახის წევრები ამხელდნენ. არადა, გაირკვა, რომ დაზარალებულის და, ირინა ლეჟავა, რომელიც გოგიჩაიშვილს ძმის დაზიანებაში სდებდა ბრალს, თავად იყო უმძიმესი ბრალდებით დაკავებული - დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვაში. გოგიჩაიშვილის ადვოკატი ნათია კორკოტაძე ირწმუნებოდა, რომ ირინა ლეჟავასთან გარიგება მოხდა და მისი თავისუფლების სანაცვლოდ ლეჟავებმა უდანაშაულო გოგიჩაიშვილი ამხილეს. ამას ადასტურებს საქმის მასალებიც, მოსამართლე გოგინაშვილმა ირინა ლეჟავა 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სწორედ 17 ივნისს, გოგიჩაიშვილის დაკავების დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ამჟამად ლევან გოგიჩაიშვილი რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია და მისი საქმე სტრასბურგშია გასაჩივრებული. პარლამენტმა მას პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიანიჭა და დღე-დღეზე გათავისუფლებას ელის. მან პრეზიდენტის შეწყალებაზე კატეგორიული უარი თქვა. როგორი განწყობით შეხვდა ახალ წელს, რატომ დააკავეს, ამ და სხვა საკითხებზე ლევან გოგიჩაიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ლევან, როგორი განწყობით შეხვდი ახალ წელს?

- სამი წელია ციხეში ვხვდები ახალ წელს ოცნებით, მომავლის იმედით. როცა პატიმრობაში ხარ, ცდილობ, ამ დღეს მაინც მოსწყდე რეალობას და ხელოვნურად შეიქმნა განწყობა. წლევანდელი წელი განსხვავებულია, რადგან გათავისუფლებას ველოდები. ამისთვის დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, "ქართულ ოცნებასა" და ქართველ ხალხს. ციხეში სამწელიწად-ნახევარზე მეტი გავატარე, ეს ცოტა დრო არ არის და, ბუნებრივია, მომიწევს ადაპტაციის პერიოდის გავლა, მაგრამ მალე ჩავებმები თავისუფლების ფერხულში. მინდა მთელ საქართველოს მივულოცო შობა-ახალი წელი, ჩვენს პატრიარქს კი დაბადების დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და ყველას ერთად კარგ ქვეყანაში ცხოვრება.

გამიხარდა, პოლიტპატიმრად რომ მაღიარეს. ყველა ჩვენგანს სამართლიანობის განცდა დაგვეუფლა. ისედაც ვიცოდით, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები რომ ვიყავით, მაგრამ, როცა ამას პარლამენტი აღიარებს, სულ სხვაა.

- როგორც ვიცი, სამარტოო საკანში კარგა ხანს იყავი გამოკეტილი.

- სულ ვფიქრობდი, რომ ის რეჟიმი აუცილებლად დამაპატიმრებდა. ამას ე. წ. მეექვსე გრძნობით ვგრძნობდი და ფსიქოლოგიურად შეგუებული ვიყავი. პირველი ორი დღე ძალზე მძიმე იყო, მერე კი შევეგუე... სამარტოო საკანში წელიწადი და 3 თვე გავატარე. ძალიან რთულია, როცა მარტო ხარ 10 კვადრატულ მეტრ საკანში, მაგრამ მოვახერხე საკუთარი თავის მობილიზება, ლიტერატურის კითხვაში გავატარე ეს დრო.

- ფიზიკური ზეწოლა ხომ არ ყოფილა?

- ძალიან ცუდი ვითარება იყო გლდანის დაწესებულებაში. ჯოჯოხეთი იყო. მე, ალბათ, იმიტომ მერიდებოდნენ, რომ იცოდნენ, დიდ ხმაურს ავტეხდი, არ გავჩუმდებოდი. რაც ნაკლებად აქტიურობდა პატიმარი, უფრო მეტად ექმნებოდა პრობლემა. ვინც თავს იცავდა ადვოკატის საშუალებით, თავს ანებებდნენ. ასეთები ცოტანი იყვნენ. რაც თქვენ ნახეთ, სამწუხაროდ, სინამდვილეა.

- რა მოხდა ირინა ბათიაშვილის დაბადების დღეზე?

- სანამ სუფრასთან ვიყავი, არაფერი მომხდარა. მე ხელი მქონდა ამოვარდნილი - რამდენიმე დღით ადრე ფურცელაძის ქუჩაზე აქციის მშვიდობიან მონაწილეებს პოლიცია ხელკეტებით დაგვერია, ხელი დამიზიანდა და დალევას ვერიდებოდი. ასე რომ, ფხიზელი ვიყავი...

სასამართლო და პროკურატურა მათ ხელში იყო. უბრალოდ, ადგნენ და დამაბრალეს. მომავალი გვიჩვენებს, ისინი იყვნენ მართლები თუ მე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ