მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარა დელევინი წლის ტოპმოდელად დაასახელეს
კარა დელევინი წლის ტოპმოდელად დაასახელეს

კარა მხო­ლოდ 20 წლი­საა, მაგ­რამ უკვე მო­ას­წრო სენ­სა­ცი­ად ქცე­ვა მო­დი­სა და სი­ლა­მა­ზის სამ­ყა­რო­ში. ბრი­ტა­ნე­ლი კარა დე­ლე­ვი­ნი 2012 წლის სა­უ­კე­თე­სო მო­დე­ლად და­ა­სა­ხე­ლა British Fashion Awards-მა.

არც არის გა­საკ­ვი­რი, წელს ხომ ამ გო­გო­ნას კა­რი­ე­რა­ში ნამ­დვი­ლი პიკი ჰქონ­და: მო­დის მთა­ვარ კვი­რე­უ­ლებ­ზე გა­მოჩ­ნდა პო­დი­უ­მებ­ზე, "ბარ­ბე­რის" კოს­მე­ტი­კი­სა და ტან­საც­მლის რეკ­ლა­მა­ში გა­და­ი­ღეს, მო­ნა­წი­ლე­ობ­და "შა­ნე­ლის" კრუ­ი­ზულ კო­ლექ­ცი­ა­ში და ფილმში "ანა კა­რე­ნი­ნა", ბო­ლოს კი "ვიქ­ტო­რი­ას სა­ი­დუმ­ლოს" "ან­გე­ლო­ზე­ბის" რიგ­საც შე­უ­ერ­თდა.

ბევ­რი მი­იჩ­ნევს, რომ კა­რას მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა მისი გა­მომ­სახ­ვე­ლი წარ­ბე­ბია, სა­მო­დე­ლო ბიზ­ნე­სის ექ­სპერ­ტე­ბი კი უფრო შორს იყუ­რე­ბი­ან და ამ­ბო­ბენ, რომ დე­ლე­ვი­ნის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო ან­დრო­გე­ნუ­ლი ტი­პის მო­დე­ლე­ბის მზარ­დი პო­პუ­ლა­რო­ბაა. ამი­ტო­მაც არის, რომ 173-სან­ტი­მეტ­რი სი­მაღ­ლის გო­გო­ნამ, რო­მელ­საც სუ­ლაც არ აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქა­ლუ­რი ფორ­მე­ბი, მა­ინც მო­ა­ხერ­ხა წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა. მას თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია, ქა­ლუ­რი სა­მო­სიც წა­რად­გი­ნოს და კა­ცუ­რიც, ეს კი დღე­ვან­დელ პო­დი­უმ­ზე დიდი მო­თხოვ­ნით სარ­გებ­ლობს. ფო­ტოგ­რა­ფე­ბი კა­რას უნარ­საც აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია გარ­და­სახ­ვა და შე­უძ­ლია იყოს სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი, თვით კარა კი ამ­ტკი­ცებს, რომ არას­დროს უოც­ნე­ბია პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე და მო­დე­ლო­ბა იმი­ტომ მო­ინ­დო­მა, რომ ეს საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და.

კარა 1992 წლის 12 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და ლონ­დონ­ში. დე­ლე­ვი­ნი English Heritage-ის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რის სერ ჯოს­ლინ სტი­ვენ­სის შვი­ლიშ­ვი­ლია. დე­და­მი­სი ბრი­ტა­ნუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის ქსე­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი შო­პე­რია, მამა კი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის პრო­ექ­ტი­რე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.

გო­გო­ნა ლონ­დო­ნის პრეს­ტი­ჟულ რა­ი­ონ­ში, ძვი­რად ღი­რე­ბულ სახ­ლში გა­ი­ზარ­და. პრეს­ტი­ჟუ­ლი სკო­ლა და­ამ­თავ­რა. კა­რას ორი და ჰყავს, მათ შო­რის ერთი - პოპი, მო­დე­ლია.

თვით კა­რამ მო­დე­ლის კა­რი­ე­რა 17 წლი­სამ და­ი­წყო 2009 წელს და მა­ლე­ვე მო­ა­ხერ­ხა აღ­მას­ვლა.

გარ­და იმი­სა, რომ წლის მო­დე­ლად აღი­ა­რეს, ჟურ­ნალ­მა "ვოგ­მა" კარა მო­იხ­სე­ნია "ერთ-ერთ მთა­ვარ ადა­მი­ა­ნად ფე­შე­ნინ­დუსტრი­ა­ში, 45 წლამ­დე ასა­კის პერ­სო­ნებს შო­რის", პორ­ტალ­მა "მო­დელსმა" კი "მსოფ­ლი­ოს 50 სუ­პერ­მო­დე­ლის" რე­ი­ტინ­გში 25-ე ად­გი­ლი მი­ა­ნი­ჭა. კარა ასე­ვე მოხ­ვდა ბრი­ტა­ნუ­ლი "ივ­ნინგ სტან­დარ­დის" "2011 წლის 1000 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ანს" შო­რის, კა­ტე­გო­რი­ა­ში "ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი".

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

კარა დელევინი წლის ტოპმოდელად დაასახელეს

კარა დელევინი წლის ტოპმოდელად დაასახელეს

კარა მხოლოდ 20 წლისაა, მაგრამ უკვე მოასწრო სენსაციად ქცევა მოდისა და სილამაზის სამყაროში. ბრიტანელი კარა დელევინი 2012 წლის საუკეთესო მოდელად დაასახელა British Fashion Awards-მა.

არც არის გასაკვირი, წელს ხომ ამ გოგონას კარიერაში ნამდვილი პიკი ჰქონდა: მოდის მთავარ კვირეულებზე გამოჩნდა პოდიუმებზე, "ბარბერის" კოსმეტიკისა და ტანსაცმლის რეკლამაში გადაიღეს, მონაწილეობდა "შანელის" კრუიზულ კოლექციაში და ფილმში "ანა კარენინა", ბოლოს კი "ვიქტორიას საიდუმლოს" "ანგელოზების" რიგსაც შეუერთდა.

ბევრი მიიჩნევს, რომ კარას მთავარი ღირსება მისი გამომსახველი წარბებია, სამოდელო ბიზნესის ექსპერტები კი უფრო შორს იყურებიან და ამბობენ, რომ დელევინის წარმატების საიდუმლო ანდროგენული ტიპის მოდელების მზარდი პოპულარობაა. ამიტომაც არის, რომ 173-სანტიმეტრი სიმაღლის გოგონამ, რომელსაც სულაც არ აქვს განვითარებული ქალური ფორმები, მაინც მოახერხა წარმატების მიღწევა. მას თავისუფლად შეუძლია, ქალური სამოსიც წარადგინოს და კაცურიც, ეს კი დღევანდელ პოდიუმზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ფოტოგრაფები კარას უნარსაც აღნიშნავენ, რომ თავისუფლად შეუძლია გარდასახვა და შეუძლია იყოს სრულიად სხვადასხვაგვარი, თვით კარა კი ამტკიცებს, რომ არასდროს უოცნებია პოპულარობაზე და მოდელობა იმიტომ მოინდომა, რომ ეს საქმიანობა საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებას მისცემდა.

კარა 1992 წლის 12 აგვისტოს დაიბადა ლონდონში. დელევინი English Heritage-ის სახელმწიფო კომისიის ყოფილი მეთაურის სერ ჯოსლინ სტივენსის შვილიშვილია. დედამისი ბრიტანული მაღაზიების ქსელების პერსონალური შოპერია, მამა კი საცხოვრებელი სახლების პროექტირებით არის დაკავებული.

გოგონა ლონდონის პრესტიჟულ რაიონში, ძვირად ღირებულ სახლში გაიზარდა. პრესტიჟული სკოლა დაამთავრა. კარას ორი და ჰყავს, მათ შორის ერთი - პოპი, მოდელია.

თვით კარამ მოდელის კარიერა 17 წლისამ დაიწყო 2009 წელს და მალევე მოახერხა აღმასვლა.

გარდა იმისა, რომ წლის მოდელად აღიარეს, ჟურნალმა "ვოგმა" კარა მოიხსენია "ერთ-ერთ მთავარ ადამიანად ფეშენინდუსტრიაში, 45 წლამდე ასაკის პერსონებს შორის", პორტალმა "მოდელსმა" კი "მსოფლიოს 50 სუპერმოდელის" რეიტინგში 25-ე ადგილი მიანიჭა. კარა ასევე მოხვდა ბრიტანული "ივნინგ სტანდარდის" "2011 წლის 1000 ყველაზე გავლენიან ადამიანს" შორის, კატეგორიაში "ყველაზე მოთხოვნადი".

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება